გაბრიელ ბერი ქრისტესმიერი სიყვარულით იზიდავდა ყველას, სიმდაბლითა და მორიდებით მიჰყავდა ადამიანები სასუფევლისკენ
გაბრიელ ბერი ქრისტესმიერი სიყვარულით იზიდავდა ყველას, სიმდაბლითა და მორიდებით მიჰყავდა ადამიანები სასუფევლისკენ
მცირე ეპიზოდები ბერი გაბრიელის ცხოვრებიდან
"გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს სიყვარულს, ის გადარჩება.
მამა გაბრიელი

სულიწმინდის მადლით განღმრთობილ ბერ გაბრიელს სიცოცხლეში თავისი სწავლება ქაღალდზე არ დაუწერია, ის მხოლოდ ადამიანების გონებაში, გულსა და სულში წერდა და ბეჭდავდა ყოველივეს, რაც მათი სულის ცხონებისთვის იყო საჭირო. ამას იგი დიდი თავგანწირვით აკეთებდა, არ ზოგავდა არც ფიზიკურ, არც გონებრივ და არც სულიერ შესაძლებლობებს. რამდენი გზასაცდენილი გადაურჩენია, რამდენი დაცემული წამოუყენებია და რამდენი ამპარტავნების ზღვაში გადავარდნილი დაუხსნია...

***
ერთხელ ბერმა მრევლს შეკითხვა დაუსვა:

- იყო ორი მეგობარი. ერთს ჰქონდა სინანული, მეორეს კი არა. რომელსაც სინანული არ ჰქონდა, ადგა და მივიდა მოძღვართან აღსარებაზე. რომლის მოქმედება სჯობს?

მრევლი:

- რომელსაც სინანული ჰქონდა.

ბერი გაბრიელი:

- არა, რომელიც აღსარებაზე მივიდა, იმის მოქმედება სჯობს - ის მიენდო უფალს და არა თავის თავს. აღსარება და ზიარება იმხელა საიდუმლოა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება. ეს არის ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლი დედამიწაზე.

***
მონოზონი პარასკევა (როსტიაშვილი):
"ღვთის განგებით, ერთხელ სიზმარი ვნახე: თითქოს მამა გაბრიელის მომვლელად დამნიშნეს და თვითონ ღვთის სათნო ცხოვრებას მასწავლიდა.

მეორე დღეს სამწყემსურში ვიყავი. მონასტერში რომ დავბრუნდი, მეუფე დანიელი მობრძანდა. ყველანი შეიკრიბნენ, მეც დამიძახეს. მეუფემ ბრძანა: მამა გაბრიელი ცუდად არის და იქნებ მომვლელი დავუნიშნოთო. იღუმენია ქეთევანმა ჩემზე მიუთითა".

აი, ასე გახდა მონოზონი პარასკევა მამა გაბრიელის მომვლელი.

***
"ხშირად მამები მონასტერში ახალმოსულს უხეშ სიტყვას ეტყოდნენ, გააბრაზებდნენ. თუ ახალმოსული დაითმენდა და პასუხს არ შეუბრუნებდა, მონასტრულიაო, იტყოდნენ და დატოვებდნენ; თუ შეეპასუხებოდა ან გაბრაზდებოდა, უკან გაგზავნიდნენ: შენი ადგილი ერშიაო.

გაბრიელ ბერი ქრისტესმიერი სიყვარულით იზიდავდა ყველას, სიმდაბლითა და მორიდებით მიჰყავდა ადამიანები სასუფევლისკენ: "მდაბალს ყოველგვარი განსაცდელი ჩაუვლის და არ შეეხება, მდაბალთა მისცა უფალმა მადლი, სასუფეველში სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა". იგი სიმდაბლისა და მორჩილების ისეთ გამოცდებს გვიტარებდა, რომლებსაც მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვხვდებოდით".

რას ნიშნავს "ლოცვა ცოდვად შეერაცხა"?
ერთხელ მამა გაბრიელმა თვითონ დაუსვა შეკითხვა მრევლს: "მითხარით, რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხა?"

- ალბათ არასწორად ილოცაო, - უპასუხეს.

- არა, სწორად ილოცა, - თქვა ბერმა.

- ალბათ გულით არ ილოცაო...

- არა, გულით ილოცა.

- ალბათ ლოცვის დროს გონება გაურბოდაო...

- მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებადაფანტულობა რომ არ გქონდეთ!

სთხოვეს, თვითონვე განემარტა, რას ნიშნავდა ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

ამ დროს მასთან შემოვიდა ერთი მორწმუნე კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება. მან უპასუხა: ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო.

- ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს, მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ.

სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია, - იტყოდა ხოლმე ბერი.

***
"მოსაღამოვდა. სენაკში ჰაერი თითქოს უხილავი ანგელოზებით აივსო. მობრძანდნენ მეუფე დანიელი და მამა მიქაელი. მეუფემ სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. მამა გაბრიელმა ყველას გაუღიმა და წავიდა მისი სული ჩვენგან.

საოცარი იყო, მისმა გარდაცვალებამ სიმძიმე კი არ დატოვა, არამედ საოცარი სიმსუბუქე და სიყვარული, გარდაცვალების ნეტარება, შობისა და აღდგომის სიხარული და არა შიში".

***
"ილოცეთ ყველასთვის, - ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს".

***
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის მამა გაბრიელის საფლავთან, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი. კანდელში ჩასხმულ ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. საოცარი კურნებით ხშირად ექიმებიც გაოცებულან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.

ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. პავლე მოციქული ამბობს, თმის ყოველი ღერი დათვლილიაო. არ შეიძლება შემთხვევით, უფლის გარეშე ასობით ადამიანი იკურნებოდეს. მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება განკურნებულთა რიცხვი. მისი ცხოვრება საზოგადოებისთვის მეტი განსჯისა და ინტერესის საგანი ხდება.
(გამოყენებულია წიგნი "ბერის დიადემა")

მოამზადა
ხატია გველესიანმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat