ქრისტეში ცხოვრება ამ ცხოვრებაში იწყება და მისგან მომდინარეობს
ქრისტეში ცხოვრება ამ ცხოვრებაში იწყება და მისგან მომდინარეობს
წმინდა ღირსი ნიკოლოზ კავასილა - ისიქაზმის ბიზანტიური ტრადიციის ბრწყინვალე წარმომადგენელი
წმინდა ღირსი ნიკოლოზ კავასილა - ისიქაზმის ბიზანტიური ტრადიციის ბრწყინვალე წარმომადგენელი, გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და ლიტურგისტია. მისი ღვთისმეტყველება მართლმადიდებლობის ღია და ღრმა დიალოგია აღორძინების მსოფლმხედველობასთან. დიალოგია, რომელშიც ქრისტეს გარეშე არსებული უტოპიური ჰუმანიზმი ადამიანის შესახებ ეკლესიის სწავლებას უპირისპირდება. მისი სწავლების მიხედვით, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და დაკნინებული ხატების აღსადგენად განღმრთობისკენ არის მოწოდებული, რაც ეკლესიის ლიტურგიკული და ლოცვითი გამოცდილების სრული ურთიერთობის შედეგად მოიპოვება.

ნიკოლოზ კავასილა დაახლოებით 1320 წელს თესალონიკში არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. XI საუკუნიდან დაწყებული მისი გვარის წარმომადგენლები ბიზანტიის საეკლესიო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. დედამისი სამი მღვდელმთავრის და იყო, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილი ნილ კავასილა გახლდათ. იგი ეკლესიის მომავალი მნათობის მასწავლებელი, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი (1361-1363 წლებში) და ლათინელთა წინააღმდეგ დაწერილი რამდენიმე პოლემიკური თხზულების ავტორი იყო.

1335-1340 წლებში ნიკოლოზ კავასილა კონსტანტინოპოლში სწავლობდა. გრამატიკასთან, რიტორიკასა და ფილოსოფიასთან ერთად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიც შეისწავლა, განსაკუთრებულ ინტერესს ასტრონომიის მიმართ იჩენდა.

წყაროები ამოწმებენ, რომ უკვე 30-იან წლებში ნიკოლოზ კავასილას ისიქაზმურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ახალგაზრდობაში მის სულიერ წინამძღოლად ღირსი მამის გრიგოლ სინაელის მასწავლებელი და მომავალი კონსტანტინოპოლის პატრიარქი ისიდორე I გვევლინება, რომელსაც წმინდა გრიგოლმა ასეთი რჩევა მისცა: "ცხოვრება არა უდაბნოსა და მთებში, არამედ ერში, (რათა გამოკვებონ) ისინი, ვინც იქ მონაზვნურად და კინოვიურად ცხოვრობს". ამ სიტყვების კავასილას ზოგიერთ ტექსტთან შეჯერება ლაიკური (საერო) ისიქაზმის ტრადიციაზე მიგვანიშნებს, რომელიც ისიქაზმურ მონაზვნობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

1341 წლიდან წმინდა ნიკოლოზ კავასილა პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მრავალი წლის განმავლობაში ის იმპერატორ იოანე კანტაკუზინის მეგობარი და მრჩეველი იყო, გვერდით ედგა სამოქალაქო ომის დროს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა 1345 წლის აგვისტოში - ზილოტების მიერ თესალონიკელი დიდებულების საშინელი ხოცვა-ჟლეტის დღეებში.

1347 წელს კანტაკუზინმა კავასილას დაავალა, ახალგამორჩეულ თესალონიკის მთავარეპისკოპოს წმინდა გრიგოლ პალამას გაჰყოლა მის კათედრაზე. სალონიკელები არ იღებდნენ წმინდა გრიგოლს. ის და კავასილა ათონის წმინდა მთისკენ გაემართნენ, სადაც ერთი წელი დაჰყვეს. უდიდეს ისიქასტთან ამგვარ სიახლოვეს შეუძლებელია წმინდა ნიკოლოზის მომავალ საღვთისმეტყველო თხზულებებზე ზეგავლენა არ მოეხდინა. როგორც იოანე მეინდორფი ამბობს: "კავასილას ნაშრომებში გრიგოლ პალამას მთელი ტრადიციის განმარტებას ვნახულობთ, თუმცა ის სხვა ტერმინოლოგიით სარგებლობს".

წყაროთა მოწმობით, კავასილამ და მისმა მეგობარმა დიმიტრი ხიდონისმა თავად იმპერატორისგან იცოდნენ მისი მამონტის მონასტერში (1349 წ.) განმარტოების სურვილის შესახებ და მასთან ერთად წასვლას აპირებდნენ. კანტაკუზინი მათ ახასიათებს როგორც მამაკაცებს, რომელთაც უმაღლესი სიბრძნე შეიძინეს, რომელნიც საქმით სიბრძნისმეტყველებდნენ და გონიერ უქორწინო ცხოვრებას ეწეოდნენ, ასე ვთქვათ, "საერო ასკეტებად", განათლებულ და ბრძენ მამაკაცებად გვევლინებოდნენ, რომელნიც ქრისტიანული ასკეტიზმის უმაღლეს ლიტერატურულ, სამეცნიერო და ფილოსოფიურ შემოქმედებასთან შერწყმას ცდილობდნენ.

კავასილამ მტკიცე მართლმადიდებლური პოზიცია დაიცვა ანტიპალამისტების განმსჯელი ვლაქერნის კრების დროს 1351 წელს და მის შემდგომაც. თანამედროვეთა შორის მისი დიდი ავტორიტეტის შესახებ შემდეგი ფაქტი მეტყველებს: 1353 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. კრებამ იმპერატორს სამი კანდიდატიდან ერთ-ერთად ერისკაცი კავასილაც წარუდგინა. სავარაუდოა, რომ იგი ერისკაცად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, ყოველ შემთხვევაში, კავასილას შესახებ ჩვენამდე მოღწეული არც ერთი წყარო მის მონაზვნად აღკვეცას ან სამღვდელო ხარისხის მიღებას არ მიუთითებს (მისთვის თესალონიკის მთავარეპისკოპოსის ღირსების მინიჭება მხოლოდ ისტორიული გაუგებრობაა).

1353 წლის შემდეგ კავასილას ცხოვრების შესახებ ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული მოწმობაა შემორჩენილი. მან 1354 წელს, საიმპერატორო ტახტზე იოანეს ძის, მანუილ კანტაკუზინის ასვლის დროს, სახოტბო სიტყვა წარმოთქვა. 1363 წელს თესალონიკში თავისი ბიძის ნილის და შემდეგ მამის დაკრძალვაზე ჩავიდა.

XIV ს-ის 60-იანი წლებიდან იგი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას წყვეტს და მონასტერში მიდის, სადაც დროს საღვთისმეტყველო ნაშრომების წერას უთმობს.

იმის დასტურად, რომ ნიკოლოზი 90-იანი წლების პირველ ნახევრამდე ცოცხალი იყო, მის მიერ მანუილ II-ისადმი, დიმიტრი კიდონისა და იოსებ ვრიენისადმი გაგზავნილი ზუსტად დათარიღებული წერილები გვევლინება. კავასილას აღსრულების სავარაუდო თარიღად 1397 (1398) წელი მოიაზრება.

ბერძნულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1982 წელს ნიკოლოზ კავასილა წმინდანად შერაცხა.

***
წმინდა ნიკოლოზ კავასილას შემოქმედება საკმაოდ ვრცელია. აქედან ორი ნაშრომია უმთავრესი: "შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ" და "ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება" ("კარიბჭის" მომდევნო ნომრიდან ვიწყებთ ამ ნაშრომის ახალი თარგმანის ბეჭდვას - რედ.). პირველი წიგნი საიდუმლოთა - ნათლობის, მირონცხებისა და ევქარისტიის განმარტებას მოიცავს. მეორის სახელწოდება შინაარსზე თავად მიუთითებს. ავტორი მასში, დადგენილი ტრადიციის კვალდაკვალ, ლიტურგიას განმარტავს როგორც ქრისტეს ცხოვრების სიმბოლურ განმეორებას. კავასილამდე კომენტატორები, მაგალითად, პატრიარქი გერმანე (VIII ს.), ნებისმიერ ლიტურგიკულ დეტალს სიმბოლურად განმარტავდნენ. ამ გზაზე ადამიანური წარმოსახვისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა: ერთი და იგივე დეტალი შეიძლება რამდენიმე განსხვავებული საშუალებით განიმარტოს და კომენტატორის სურვილისამებრ მიენიჭოს ესა თუ ის მნიშვნელობა. კავასილა თავის წინამორბედებისაგან არსობრივად იმით განსხვავდება, რომ ლიტურგიის დეტალების სიმბოლურ განმარტებას არ ცდილობს. წმინდა გრიგოლ პალამასთან ერთად ის განმმარტებელთა სხვა სკოლას ეკუთვნის, რომელთათვისაც ლიტურგიის შინაარსი სიმბოლურ ჩარჩოებს ბევრად სცდება.

ხსენებული ორი წიგნის გარდა კავასილას კალამს სხვადასხვა წმინდანისა და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი რამდენიმე "სიტყვა" ანუ ქადაგება ეკუთვნის. მისი ჰომილიები იმის დასტურია, რომ იმ დროისათვის ერისკაცებს ქადაგების წარმოთქმის უფლება ჰქონდათ.

კავასილას შემოქმედებას დასავლეთშიც იცნობდნენ. ის ლათინურად ითარგმნა და გარკვეული გავლენაც ჰქონდა. ტრიდენის კრებაზე კავასილას ციტატები ქრისტეს ევქარისტიაში მონაწილეობის დოგმატის დამადასტურებელ საბუთად მოიშველიეს.

კავასილას იდეათა მიმართ სისტემატიზებული მიდგომა შეუძლებელია. მისი დოგმატური შეხედულებები ქრისტეში სულიერი ცხოვრების შესახებ მისი აზრის კონტექსტშია გადმოცემული. მასში წმინდა გრიგოლ პალამასთან უცილობელ მსგავსებას აღმოვაჩენთ: "ქრისტეში ცხოვრება ამ ცხოვრებაში იწყება და მისგან მომდინარეობს" - ამ სიტყვებით იწყება კავასილას წიგნი "შვიდი სიტყვა ქრისტეში ცხოვრების შესახებ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat