დაე, იმ ადგილს, სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვეს არცა შიმშილი, არცა ჭირი, არცა განმხრწნელი ქარი
დაე, იმ ადგილს, სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვეს არცა შიმშილი, არცა ჭირი, არცა განმხრწნელი ქარი
წმინდა ხარლამპე მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ. როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, წმინდა ხარლამპე უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მოუწოდებდა ქრისტიანებს, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს. იგი შეიპყრეს, მმართველ ლუციანეს და მისი ჯარის მთავარ ლუციუსს მიჰგვარეს. მას შემდეგ, რაც წმინდა ხარლამპემ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა, მისი წამება ბრძანეს. ჯალათებმა გააშიშვლეს, თავდაყირა დაკიდეს და რკინის ბრჭყალებით ტყავის აჭრა დაუწყეს, თავიდან ფეხებამდე ტყავი გააცალეს. სისხლდაწრეტილი ხარლამპე კი მადლობდა მათ: "გმადლობთ, რადგან გაატყავეთ ჩემი ხრწნადი სხეული და ამით განაახლეთ სული ჩემი, რომელიც ისწრაფვის ახალი საუკუნო სიცოცხლისკენ". ჰკვირობდნენ ჯალათები, - ქრისტემ ბერიკაცის სახე ხომ არ მიიღო, რომ ასეთი წამების შემდეგ ცოცხალი დარჩაო. ამ ცხადი სასწაულის მერე ჯალათებმა ქრისტე იწამეს, რაც საკუთარი სისხლით დაამტკიცეს. წმინდა პორფირე და წმინდა ბაპტოსი - ასე ერქვათ იმ ახალმოწამეებს.

მაშინ გაცეცხლებულმა ლუციუსმა თვითონვე იწყო წმინდა ხარლამპეს წამება, მაგრამ როგორც კი შეეხო წმინდანის სხეულს, ლუციუსს, თითქოს მახვილით ჩამოსხიპესო, ხელები იდაყვებიდან მოსცილდა და წმინდანის სხეულს მიეწება, ჩამოეკიდა.

- ეს კაცი ჯადოქარია... მიშველე, მმართველო! - შეჰღაღადა ლუციუსმა და მიწაზე დაემხო.

მმართველმა კი, როცა დაინახა თავისი სარდლის ხელები მიწებებული მოწამის სხეულს, გამძვინვარდა, მიიჭრა წმინდა ხარლამპესთან და სახეში შეანერწყვა. იმავე წამს მმართველს თავი უკან შემოუტრიალდა. მაგნეზიელებს შიში დაეცათ, შეჰღაღადეს წმინდანს: "დაუტევე რისხვა, შენ ხომ გიბრძანეს, რომ ბოროტს ბოროტით არ უნდა მიაგო". "იცის ღმერთმა, რომ გულში ბოროტება არ მაქვს და ენაზე სიცრუე! - თქვა წმინდანმა, - თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ქრისტე ღმერთმა დასაჯა უსჯულო მმართველნი, იგი გვაძლევს ჩვენ საუკუნო სიცოცხლეს, უწმინდურებს კი წარწყმედს". მაშინ მრავალმა მაგნეზიელმა იწამა ქრისტე.

ლუციუსიც ჩაუვარდა მუხლებში და განკურნება სთხოვა, თუ განმკურნავ, იესოს ვიწამებო.

წმინდანმა ღმერთს შესთხოვა მისი განკურნება. უეცრად ზეციდან მოესმა: "ხარლამპე, მიწიერო ლამპარო, განმანათლებელო ზეცისაც, მსახურო ანგელოსთაო, თანამკვიდრო წინასწარმეტყველთა, მეგობარო მოციქულთა, მოწამეთა თანამებრძოლო, ჩემთან საუბრის ღირსქმნილო - მომესმა შენი ლოცვები და მივიღე სიტყვანი შენთა ბაგეთა. დაე, აღსრულდეს შენი ლოცვა და განიკურნონ ეს სნეულნი".

ლუციუსი და მმართველი ლუციანე იმწამსვე განიკურნენ. ლუციუსი დაემხო მოწამის ფერხთან და ნათლისღება სთხოვა, მმართველმა კი ქრისტიანთა დევნა დროებით შეწყვიტა, "სანამ ყველაფერს იმპერატორს არ მოვახსენებო", - თქვა. ლუციანე გაემგზავრა სევერიუსთან პისიდიის ანტიოქიაში. "ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი "გალილეველთა" საზოგადოებიდან, - უთხრა ლუციანემ იმპერატორს, - მან მრავალნი ჩამოაშორა ღმერთებს, განკურნა სნეულნი, მათ შორის სარდალი ლუციუსი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. თითქმის მთელი მაგნეზია მოაქცია თავის რწმენაზე. მეც განმკურნა და ამის საუწყებლად მოვედი შენს მეფურ დიდებულებასთან".

გაბრაზებულმა სევერიუსმა ჯარისკაცები გაგზავნა წმინდა ხარლამპესთან - ჯერ ტანჯეთ და მერე მომიყვანეთო. ჯარისკაცებმა წმინდანს სხეულში რკინის ლურსმნები ჩააჭედეს. გრძელ წვერზე კი თოკი მოაბეს და ყელზე შემოახვიეს. გზას რომ გაუდგნენ, მაგნეზიიდან 50 ვერსის მანძილზე ერთი ცხენი მობრუნდა და კაცის ხმით თქვა: "სამასო მხედარო - სამგზის შებილწულნო მსახურნო ეშმაკისა! განა ვერ ხედავთ ამ კაცის გვერდით იესო ქრისტეს და სულიწმინდას? განათავისუფლეთ იგი, ვისი შეკვრაც არ შეგიძლიათ, რათა თვითონაც განთავისუფლდეთ სულიერ ბორკილთაგან".

იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ხარლამპე, მკერდში სამი მარგილი ჩაურჭეთ, მერე კი ცოცხლად დაწვითო. რამდენიმე საათი იდგა ცეცხლში წმინდა ხარლამპე, მაგრამ უვნებელი დარჩა. გაოცებულმა იმპერატორმა ჰკითხა, - რამდენი წლის ხარ, ვისი ოჯახიდან და რომის ღმერთებს რატომ არ სცემ თაყვანსო. მოწამემ უპასუხა, რომ მას სწამს ქრისტე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. სევერიუსი დააფიქრა მისმა პასუხმა, მოისურვა, დარწმუნებულიყო, მართლა ახდენდა თუ არა ხარლამპე სასწაულს. მოიყვანეს ერთი კაცი, რომელსაც 35 წელი ეშმაკი ტანჯავდა და წმინდა ხარლამპეს ფეხებთან დააწვინეს, მასში შესული ეშმაკი მოჰყვა, თუ როგორ პოვა ამ კაცში ბინა. მას თურმე სიხარბით მეზობელი მოუკლავს. წმინდა ხარლამპეს ლოცვით ეშმაკმა დატოვა მისი სხეული.

იმპერატორმა სამი დღის წინ გარდაცვლილი მისი ამალის წევრი ჭაბუკის გვამი მოატანინა და წმინდანს ჰკითხა: - მკვდარს თუ აღადგენო. "კაცთაგან შეუძლებელი ღვთისგან შესაძლებელიაო", - ბრძანა წმინდა ხარლამპემ, ილოცა და ჭაბუკი აღდგა.

იმპერატორი თითქოს დარწმუნდა წმინდა ხარლამპეს უბრალოებაში, მაგრამ მერე ერთი დიდებულის, კრისპის მიერ წაქეზებულმა, ჯადოქარი ეძახა წმინდანს. ბრძანა, ანთებული ჩირაღდნებით სახე მოუწვითო, მაგრამ როგორც კი სახესთან მიუტანეს ჩირაღდნები, იქიდან ცეცხლი გამოვარდა და 70 მოსეირე დაწვა. სანამ კრისპი გაცხარებული ედავებოდა ქრისტეს ბუნებაზე ქრისტიან არისტარქს, იმპერატორმა საშინელი სიძულვილით ღვთისგმობა დაიწყო, მშვილდში ისარი ჩადო, ზეცაში გაისროლა და უფალი გამოიწვია, - შენ წინააღმდეგ დიდ არმიას ვაგზავნი, ჩამოდი, თორემ ზეციდან მიწაზე ჩამოგათრევ, მზეს ჩავაქრობ და ამ ხელებით შეგიპყრობო. იმწამსვე იძრა მიწა, ცაში საშინელი ჭექა-ქუხილი და ელვა ატყდა. იქ მყოფთ თავზარი დაეცათ. მეფე და კრისპი კი ჰაერში ჩამოეკიდნენ, თითქოს უხილავ ხელს ეპყრა. იმპერატორმა ვედრება დაუწყო წმინდა ხარლამპეს, - გადამარჩინე და ჭეშმარიტ ღმერთს განვადიდებო.

სევერიუსს მისმა ქალიშვილმა გალინამაც შესთხოვა, ეწამა ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მერე კი წმინდა ხარლამპეს ჩაუვარდა მუხლებში და მამის გათავისუფლება სთხოვა.

წმინდა ხარლამპემ ილოცა და მეფე და კრისპი მიწაზე დაეშვნენ. სევერიუსი და დიდებულები სასახლეში დაბრუნდნენ და სამი დღე არ გამოჩენილან, თავს დატეხილ ღვთის რისხვაზე ფიქრობდნენ.

სამწუხაროდ, იმპერატორი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარების მერე ისევ თავის კერპებს დაუბრუნდა და წმინდა ხარლამპესაც უბრძანა, ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა "უგუნური" უწოდა მის სურვილს. გაბრაზებულმა იმერატორმა ბრძანა, ტუჩებზე ნემსკავი წამოაცვით და მთელი ქალაქი შემოატარეთო. გალინამ უსაყვედურა მამას, გაახსენა თავს დატეხილი ღვთის რისხვა და მოუწოდა, ღვთის კაცი გაეთავისუფლებინა. იმპერატორმა შვილსაც უბრძანა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ორმოცდაათ მოქანდაკეს ახალი კერპები ერთ ღამეში გააკეთებინა და გალინას უთხრა: - ხედავ, ჩვენი ღმერთებიც მკვდრეთით აღდგნენო. შვილი დაემუქრა, - ახალ კერპებსაც ისევე დავამსხვრევ, როგორც ძველები მოვსრეო. მერე კი მიუბრუნდა ზევსის ქანდაკებას და უთხრა: ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო ზევსო, გიბრძანებ, კვლავ მკვდართა სამეფოში დაბრუნდეო და კერპების მსხვრევას შეუდგა. გაცხარდა მეფე და ჯავრი წმინდა ხარლამპეზე იყარა, - ის ერთ უწესო ქვრივ დედაკაცს გადასცა შესაგინებლად. მაგრამ ამ ქალმაც, როცა იხილა წმინდანის სასწაულები, იწამა ქრისტე და გახდა მისი აღმსარებელი.

კრისპმა იმპერატორს ურჩია, ხარლამპესთვის თავი მოეკვეთა. იმპერატორიც დაყაბულდა - თუ ასე არ მოიქცეოდა, პროვინციაში ყველანი გაქრისტიანდებოდნენ.

როცა დასასჯელ ადგილას მიჰყავდათ, გახარებულმა წმინდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, ამ დროს ცაში ქუხილი გაისმა, ზეციდან ზეციურ ანგელოსებთან ერთად თვით უფალი იესო ქრისტე ჩამობრძანდა. მეუფე დიდებისაი დაბრძანდა ტახტზე და წმინდა ხარლამპეს მიმართა: "ჩემთვის დიდად ვნებულო ხარლამპე, მოვედი ჩემთან - ყოველივეს მოგცემ".

უდიდესი წყალობაა ჩემთვის, ღმერთო, - უპასუხა მოწამემ, - რომ შენი დიდების ხილვის ღირსმყავი. ხოლო, უფალო, თუ შენთვის სათნოა, განვადიდო შენი სახელი, "დაე, იმ ადგილს, სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვეს არცა შიმშილი, არცა ჭირი, არცა განმხრწნელი ქარი, დამღუპველი ნაყოფისა, დაე, იმ ადგილას გამეფდეს მშვიდობა, კეთილდღეობა, პურისა და ღვინის უხვება. იხსენი, უფალო, ის ადამიანები, რამეთუ თვითონაც იცი, რომ ისინი ხორცის და სისხლისგან შედგებიან. მიუტევე მათ ცოდვები და მიეცი მიწიერ ნაყოფთა უხვება, რათა განძღენ და განსცხრენ ხელთა თვისთა ნამუშაკევით, განმადიდებელნი შენნი, თავიანთი ღმერთისა, ყოველთათვის სიკეთის მიმნიჭებლისა, ზემოდან მოპკურებული ცვარი, დაე, ექცეთ განმკურნებლად. უფალო ღმერთო ჩემო! მიჰფინე ყველას მადლი შენი!"

მაშინ მოესმა ხმა უფლისა: "დაე, მოხდეს თხოვისაებრ შენისა, მხნე მხედარო ჩემო". უფალი ზეცად ამაღლდა ანგელოზებთან ერთად და მათ მიჰყვა წმინდა ხარლამპეს სული.

მეომრებმა უთხრეს იმპერატორს, რაც იხილეს და დასძინეს, - მახვილით თავის წარკვეთის გარეშე თავისით აღესრულაო. სევერიუსმა გალინას დასჯა ვეღარ გაბედა. გალინამ კი, მეფის ნეტარმა ქალიშვილმა, წმინდა ხარლამპეს სხეული ახალთახალ თეთრ სუდარაში გაახვია, სცხო მირონი და ნელსაცხებელი და ოქროს ლუსკუმაში ჩაასვენა. წმინდა ხარლამპე 202 წლის 10 თებერვალს აღესრულა და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული მოახდინა. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპეს პატიოსანი თავი საბერძნეთში, მეტეორაზე, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერშია დასვენებული.

სასწაულები. ახლა კი წმინდა ხარლამპეს მოხდენილ სასწაულებზე მოგითხრობთ.

* დიდად მოღვაწე იყო არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი, +1943) და სხვებისგან სამსახურს არ იყო მიჩვეული. მაგრამ ღრმა სიბერეს სნეულებაც დაემატა და ღირსი მამა მალე იღლებოდა და იოლი საქმის გაკეთებასაც ვერ ახერხებდა. ერთხელ სნეულმა საშველად წმინდა ხარლამპეს მოუხმო. წმინდა მოწამე გამოეცხადა და ღიმილით უთხრა: "მამაო იოაკიმე, 113 წლისა ვიყავი, როცა მაწამებდნენ, მაგრამ გავუძელი და შენ მცირე სიცხე ვერ დაგითმენია?" ყოვლადუბრალო მამამ მიუგო: "ეს კი ასეა, მაგრამ შენ დიდი გვირგვინიც მიიღე". "ღმერთი მოწყალე იქნება შენდამიც", - უთხრა წმინდა ხარლამპემ და უჩინო შეიქმნა, თანაც მამა იოაკიმე განკურნებული დატოვა.

* 1935 წლის დიდი შაბათია. მძიმე ავადმყოფი პატარა იაკობის დედა სასოწარკვეთილი წმინდანებს სთხოვდა შეწევნას. მოუტანეს წმინდა ხარლამპეს გულსაკიდი ხატიც. მოსაღამოვდა, ამ დროს იაკობს გამოეცხადა წმინდა ხარლამპე, რომელმაც მკერდზე ჯვარი გადასახა პატარას და მანაც იმწამსვე შვება იგრძნო. როცა ბიჭმა დედას ეს უამბო, ქალი ატირდა: "დღეს, შვილო, შენი მეორედ დაბადების დღეა. დაიმახსოვრე ეს!" მართლაც, სიცოცხლის ბოლომდე არ დავიწყებია ეს ამბავი მამა იაკობს (ცელიკისი, +1991წ.).

* წმინდა ხარლამპეს განსაკუთრებული მადლი აქვს ინფექციური დაავადებისაგან განკურნებისა. მისი მეოხებით შემწყდარა ტიფის, ქოლერისა და შავი ჭირის სნეულებანი. როცა 1908 წელს საშინელი ეპიდემია გავრცელდა ათონის მთაზე, მთაწმინდაზე მეტეორას წმინდა სტეფანეს მონასტრიდან წმინდა ხარლამპეს პატიოსანი თავი ჩამოაბრძანეს. წმინდა ხარლამპეს პატივად ღამისთევის ლოცვა გადაიხადეს. ეპიდემია შეწყდა. ამის მერე ათონზე ყოველთვის ღამისთევით აღნიშნავენ წმინდა ხარლამპეს ხსენებას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მერე მთაწმინდაზე ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია.

* 1897 წელს, საბერძნეთ-თურქეთის ომის დროს, თურქები შეიჭრნენ მეტეორაში და სცადეს წმინდა ხარლამპეს ნაწილთა წაღება. ვერ გახსნეს ლუსკუმა, რომელიც აქამდე ჩვეულებისამებრ არ იკეტებოდა. მალე საშინელი ტიფის ეპიდემია გავრცელდა და ეს თვით თურქეთის ჯარის სარდლობამაც ჯარისკაცების უკრძალველი მოქმედების გამო ღვთის რისხვად ჩათვალა.

* 1950 წელს ნაირში ოთხი წლის მარიამს დამბლა დაეცა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს და შინ გაუშვეს. სასიკვდილოდ განწირული ბავშვი მთელი ღამეები ლოცულობდა. ერთხელ სიზმარში წმინდა ხარლამპე იხილა და მშობლებს ეკლესიიდან მისი ხატი მოატანინა. ორმოცი დღის მანძილზე ხატის წინ კანდელი ენთო. პეტრეპავლობის საღამოს გოგონას წმინდა ხარლამპე გამოეცხადა და განკურნა. ოთახი, სადაც გოგონა იწვა, კეთილსურნელებით აივსო, წმინდანის ხატიდან კი მირონი წარმოდინდა.

* საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე დგას ტაძარი წმინდა ხარლამპესი, რომელიც ქალაქელებმა ტიფისაგან მათი დახსნის სამადლობლად აუშენეს მას. ერთხელაც, დიდმარხვის წინა კვირაში, დადგა წმინდა ხარლამპეს ხსენების დღე. საბერძნეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამ კვირას საზეიმო კარნავალები იმართება. ხსენების დღის წინა საღამოს ტაძარს ერთმა ცოლ-ქმარმა ჩაუარა. გალობის გაგონებაზე ქალს ტაძარში შესვლა და ლოცვაზე დასწრება მოუნდა. მაგრამ ქმარმა წმინდა ხარლამპეს გმობა დაიწყო, - მირჩევნია, კარნავალზე წავიდეო. იმავე წამს დამუნჯდა. ცოლმა კაცი ეკლესიაში შეიყვანა. იგი მუხლებზე დაეცა და ღმერთს შენდობას სთხოვდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, წმინდა ხარლამპეს ხსენების დღეს, დაუბრუნდა მეტყველების უნარი.

* 1966 წელს ერთი კაცი, გვარად ნიკოლაუ, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც თავის დღეთა დალევას აპირებდა. სოფლამდე როცა მიაღწია, ნახა, რომ მთელი ნაგროვები ფული დაეკარგა. მეორე დღეს უკან, პირეაში გამოემგზავრა - იქნებ ფული ვიპოვოო. სოფელ პალიგირგოსში წმინდა ხარლამპეს სახელობის პატარა ეკვდერში შეიარა და წმინდანს შეწევნა შესთხოვა. ამ დროს მოესმა ხმა, - ფული იმ მანქანის სავარძლის ქვეშ ეძებნა, რომლითაც გუშინ სოფელში ჩავიდა. კაცმა მოძებნა მანქანა. ფული მართლაც სკამის ქვეშ ჩავარდნილიყო.

* ერთი კაცი განუკურნებელი სნეულებით იტანჯებოდა. ხშირად და მხურვალედ შესთხოვდა წმინდა ხარლამპეს განკურნებას. ერთხელ მას წმინდანი გამოეცხადა და გაამხნევა, - შენი ტანჯვა ცოტათი მსუბუქია იმაზე, რაც ქრისტემ დაითმინა, ამიტომაც სჯობს დაითმინო სნეულება, ვიდრე განიკურნო, ვინაიდან ეს ავადმყოფობა ცხონებისკენ მიმავალი გზის შესამსუბუქებლად მოგევლინაო.

* მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა პელოპონესის მხარის სოფელიც დაიპყრეს - ეჭვობდნენ, რომ აქაურები ბერძნული წინააღმდეგობის ჯარს მალავდნენ. გერმანელთა მეთაურმა ფილიატრის დაპყრობის მერე ბრძანება მიიღო, გაენადგურებინა ადგილობრივი ლიდერები და 1500 კაცი, სოფლის მთელი მამაკაცობა, საკონცენტრაციო ბანაკებში გაეგზავნა, სოფელი კი გადაეწვა. მოსახლეობამ გაიგო ეს ამბავი. მათ ღამე უთიეს წმინდა ხარლამპეს და ილოცეს. იმავე ღამეს წმინდა ხარლამპე გამოეცხადა ჰერ კიუსტერს და უთხრა, - ბრძანება არ შეასრულო და შენ და შენი ჯარისკაცები გერმანიაში ცოცხლები დაბრუნდებით და არც თქვენი ოჯახები გაიტანჯებიანო. ეს სიზმარი იმ ღამეს ზედიზედ ოთხჯერ ნახა. დილით, მას მერე, რაც წმინდა ხარლამპე მეოთხედ გამოეცხადა, კიუსტერმა გენერალს დაურეკა, მოუყვა თავის სიზმარს და რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გენერალმა უთხრა, - ამნაირად მეც გამაფრთხილეს სიზმარში და შეგიძლია, ეს ბრძანება არ შეასრულოო. მიხვდა, რომ მას წმინდა კაცი გამოეცხადა, ამიტომ მისი ვინაობის დასადგენად კიუსტერმა იმ მხარის ტაძრები შემოიარა. ბოლოს წმინდა ხარლამპეს ხატიც დაინახა: "ეს წმინდა კაცი ვნახე სიზმარშიო!"

სოფელი გადარჩა. კიუსტერს ოჯახი უვნებელი დახვდა. ის ყოველწლიურად ჩამოდის ფილიატრაში. აქაურებმა იციან, რომ წმინდა ხარლამპესადმი მისი მორჩილების გამო გადარჩნენ და გულთბილად ხვდებიან. ეს გერმანელი სამხედრო მეთაური სიკვდილის წინ მართლმადიდებლად მოექცა.

* მეტეორას წმინდა სტეფანეს მონასტრის დედებიც ჰყვებიან წმინდა ხარლამპეს მოხდენილ სასწაულებს.

1978 წელს ამ სავანეში ახალგაზრდა ქალი მოვიდა მონასტერში დასარჩენად. დატოვეს. მას მორჩილის სამოსი ეცვა, მაგრამ პირველ თვეებში მძიმედ ავადმყოფობდა, რადგან ოჯახს განშორებას დარდობდა. ერთხელ ის უფროსმა დამ მოინახულა და სცადა, დაეყოლიებინა, მონასტერი დაეტოვებინა. იმ ღამეს უფროსი და სავანეში დარჩა ღამის გასათევად. განთიადისას წმინდა ხარლამპე გამოეცხადა. მკაცრად ამხილა - მონასტრისთვის ჩამოშორება გოგონას დაღუპავსო და სილა გააწნა. გამოღვიძებული ქალი წმინდანის ხელის შეხებას გრძნობდა. რა თქმა უნდა, დაემორჩილა წმინდა ხარლამპეს. მისი ნაცნობი მონაზონი ჰყვება, რომ ეს ქალი დღემდე გრძნობს წმინდანის ხელის სიმწარეს.

* 1995 წელს სავანეში ქალაქ ტრიკალადან ქალბატონი მოვიდა და დებს უთხრა, 19 წელია, გათხოვილი ვარ, ექიმებმა მითხრეს, უშვილო ხარო. 1994 წლის დასაწყისიდან ვევედრები წმინდა ხარლამპეს. ერთხელ ძილში წმინდანი გამომეცხადა და მითხრა: - ბავშვები გეყოლებაო. ორი თვის მერე დავფეხმძიმდი და ტყუპი ვაჟი მეყოლაო. ახლა ის ხშირად ჩამოდის მონასტერში ვაჟებთან ერთად.

* 1990 წლის დასაწყისში მონასტერში ახალგაზრდა კაცი მოვიდა მეზობელი სოფლიდან. თავის მოკვლა სურდა, ხიდიდან გადახტომას აპირებდა, მზად იყო უფსკრულში გადაჩეხილიყო. ამ დროს მასთან მოხუცი მღვდელი მივიდა. უთხრა, ამ სავანის მოძღვარი ვარო. თუმცა აქამდე არ ენახა, ახალგაზრდას მის ცხოვრებასა და განსაცდელებზე მოუყვა. სასო არ წარიკვეთო, ღმერთი შეგეწევაო. ახალგაზრდამ სულში სიხარული იგრძნო, დაბრუნდა შინ. რეგულარულად იწყო ტაძარში წირვაზე სიარული. რამდენიმე კვირის შემდეგ მონასტერში მოვიდა იმ მოძღვრის სანახავად. დედებმა უთხრეს, ჩვენთან მღვდლები არ ცხოვრობენო. როცა ვაჟმა აღწერა, როგორი იყო ის მოხუცი მოძღვარი, დებმა წმინდა ხარლამპე შეიცნეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat