"მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ"
"მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ"
მართლმადიდებლური ეკლესია 29 ივლისს (ახალი სტილით - 11 აგვისტოს) იხსენიებს წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელს.

წმინდა ევსტათი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულებანი, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, რაც ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკი (ასე ერქვა ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მოინათლა და ქრისტიანული სახელი - ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.

ერთხელ მცხეთელმა სპარსელებმა დღესასწაულზე მიიწვიეს ევსტათი, მაგრამ წმინდანმა შორს დაიჭირა:L"მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარო". ნადღესასწაულებს ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან დაიბარა წმინდანი.

ევსტათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი გაიფიქრა: "ესენი ჩემი მოყვარენი არიან და თუ ამათი შემეშინდება, სხვასთან როგორღა მოვიქცევი, წავალ და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რამეთუ წერილ არს: "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა, და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა".

უსტამმა სადაურობა ჰკითხა ევსტათის. წმინდანმა მიუგო: სპარსელი ვარ, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. მამაჩემი მოგვი იყო, მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, შევისწავლე მათი რჯული, ვარჩიე მოგვობას და ახლა ქრისტიანი ვარო. უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შესდგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.

მარზპანმა მკაცრად დაჰკითხა ქრისტეს მსასოებელი სპარსელები. მათ უპასუხეს: "მამულისა-ღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტიანე ვიქმნენით და აწ ქრისტიანე ვართ, რამეთუ ქრისტიანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაი რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტიანეთასა".

განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი; გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს - შეეწყალებინათ.

ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათოლიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა სპარსი ქრისტიანები. მარზპანმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა - მათ დახოცვას ვაპირებდიო.

სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი. წმინდა ევსტათი სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს: "ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ ვყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაითა".

წმინდა ევსტათი შეევედრა ღმერთს: "უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, უკეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათვის ქრისტეანებით, ხორცთა ჩემთაი ნუ ჯერ გიჩნს განგდებაი გარე და შეჭმაი ძაღლთა და მფრინველთა ცისათაი, არამედ ხორცთა ჩემთაი ბრძანე აქავე მოქცევაი და დამარხვაი მცხეთას, სადაცა ნათელ მიღებიეს".

წმინდა ევსტათი თბილისში ჩამოიყვანეს და ვეჟან ბუზმირს მიჰგვარეს. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ბუზმირმა ტკბილად მიმართა წმინდანს: "შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხორებისა შენისათა ქრისტეანებისათვის და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ - შვილთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა". წმინდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმინდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად.

ვიდრე საპყრობილეს მიაღწევდნენ, ევსტათიმ ითხოვა, ლოცვისთვის დრო მიეცათ, მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: "უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაი გნებავს ცხორებაი, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახელსა წმიდასა შენსა, რომელმან ისმინე ლოცვაი პირველთა მათ მოწამეთაი... ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინა, არამედ რაითა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა-იგი შენ გამომიჩნდი. და რათა აქუნდეს მადლი და კურნებაი ძუალთა ჩემთა, ვითარცა იგი პირველთა მათ". უცებ გაისმა ხმა: "არა უნაკლულეს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისაითა, რომელთა ვჰრწმენე მე. ხოლო გუამისა შენისათვის ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად".

მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმინდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს.

ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმინდა სამოელ კათოლიკოსი შეეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ. შეგვეწიოს წმინდა ევსტათი მცხეთელის მადლი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat