კარგი ქენი, მართალო კაცო, ამ ცოდვილის სამხილებლად რომ გამაღვიძე
კარგი ქენი, მართალო კაცო, ამ ცოდვილის სამხილებლად რომ გამაღვიძე
30 აპრილს (ძვ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია დონატ ეპისკოპოსს იხსენიებს. წმინდა დონატი ცხოვრობდა ღვთისმოშიში იმპერატორის თეოდოსი დიდის ზეობისას (IVს.) და ქალაქ ევრის ეპისკოპოსი გახლდათ, რომელიც ძველ ეპირში მდებარეობდა. ქალაქის ახლოს, სოპიაში, წყარო მოჩუხჩუხებდა. მის წყალს თუ ვინმე დალევდა, მაშინვე საშინელი ტანჯვით კვდებოდა. ეს რომ მღვდელმთავარმა შეიტყო, სამღვდელოებასთან ერთად წყაროსთან მივიდა. სანამ მიუახლოვდებოდა, საშინელი გრუხუნი მოესმათ და წყაროდან უზარმაზარი გველი გამოვიდა, რომელიც ეპისკოპოსისკენ გაემართა. მან სცადა, კუდი მღვდელმთავრის ჯორისთვის ფეხში მიერტყა და წაექცია. მღვდელმთავარმა გველს შოლტი გადაუქნია და მოკლა. ყველა გაოცდა ასეთი სასწაულით. ქვეწარმავალი დაწვეს, მაგრამ წყაროს წყალს მაინც ვერავინ ეკარებოდა. მაშინ წმინდა დონატმა ილოცა, წყაროს ჯვარი გადასახა, აკურთხა, შემდეგ წყალი ამოიღო, დალია და სხვებსაც უბრძანა, უშიშრად შეესვათ. რა თქმა უნდა, ყველა უვნებელი დარჩა.

ერთხელ წმინდა დონატს ერთ უწყლო, ქვიან ადგილას მოუხდა ყოფნა. იქვე ხალხი მუშაობდა, რომლებიც სიცხისა და წყურვილისაგან იყვნენ მოუძლურებულნი. წმინდა დონატს შეეწყალა ხალხი, იქვე ხელით პატარა ორმო ამოთხარა, ილოცა და ეს ორმო წყაროსთვალად იქცა, საიდანაც წყალი დღესაც უხვად გამოედინება. სხვა დროს კი გვალვისას წმინდა დონატის ლოცვით გაწვიმდა და დაარწყულა დაგვალული მიწა. იმ წელს, წმინდანის ლოცვით, არნახული მოსავალი მოვიდა.

იმპერატორ თეოდოსის ერთადერთი ქალიშვილი არაწმინდა სულმა შეიპყრო. დამწუხრებულმა მეფე-დედოფალმა შეიტყო ეპისკოპოს დონატის სასწაულთმოქმედების ამბავი. თეოდოსიმ ეპირის მხარის მღვდელმთავრები მოიხმო დასალოცად. ალერსითა და პატივით შეხვდა თეოდოსი ეპისკოპოსებს და ჰკითხა: - ვინ არის თქვენ შორის დონატი, რომელმაც ლოცვით გველი მოკლა და უწყლო ადგილას წყარო წამოადინაო. ეს არისო, - მიუთითეს. თეოდოსი ეამბორა მღვდელმთავარს, მერე ხელი მოჰკიდა და დედოფალთან მიიყვანა. ორივე მუხლებში ჩაუცვივდნენ წმინდანს და დახმარება სთხოვეს. თუ ქალიშვილს განკურნავ, ქონების ნახევარს გაძლევთო.

წმინდანმა მაშინვე იკითხა, - სად არის გოგონა, მაჩვენეთო.

დონატი გოგონასთან მიიყვანეს. ეშმაკმა, რომელიც ვერ იტანს ღვთის კაცის სიახლოვეს, დაიყვირა, გოგონა მიწაზე დასცა და გამოვიდა მისგან. იმ დღიდან გოგონა გამოჯანმრთელდა. გახარებულმა მეფე-დედოფალმა სამადლობლად უამრავი ქონება შესთავაზეს, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ითხოვა: მიეცათ ეპარქიისთვის მცირეოდენი მიწა სოფელ ომფალიასთან, სადაც ის ტაძარს ააშენებდა. რა თქმა უნდა, მეფემ, საგანძურთან ერთად, მიწის ჩუქების სიგელიც გადასცა.

წმინდა დონატის კონსტანტინოპოლში ყოფნისას ერთი კაცი გარდაიცვალა. მას სიკვდილამდე გაესტუმრებინა მეზობლის ვალი, მაგრამ გასვენებისას კუბოს წინ ყოფილი მევალე გადაუდგა და არარსებული ვალის დაბრუნებას ითხოვდა, თან თამასუქს აფრიალებდა. ვიდრე ვალს, ორას ოქროს მონეტას არ დამიბრუნებთ, არ დაგაკრძალვინებთო. ატყდა ჩხუბი, გაწევ-გამოწევა. წმინდა დონატი ამ დროს განსვენებულის მეზობლად ცხოვრობდა. სტუმრად მყოფ ეპისკოპოსებს უთხრა: "წავიდეთ და მევალეს ვთხოვოთ, მიცვალებულის დაკრძალვის უფლება მისცესო". ეპისკოპოსებმა გაყოლაზე უარი უთხრეს. მაშინ წმინდა დონატი მარტო წავიდა. ქვრივი დედაკაცი მღვდელმთავარს მუხლებში ჩაუვარდა და ატირებულმა შესჩივლა: "მოწყალე მექმენ, კაცო ღვთისაო, გამიორმაგდა უბედურება. ჯერ იყო და ქმარი მომიკვდა, ახლა კიდევ მისი დაკრძალვის ნებას არ მაძლევენ. წმინდაო მამაო, დაითანხმე ეგ კაცი, ქმარი დამამარხინოსო".

წმინდანმა ჰკითხა: "თუ იცი დარწმუნებით, რომ შენს ქმარს ამისი აღარაფერი მართებს?" ქალმა უთხრა: "ბატონო ჩემო, რამდენიმე დღის წინ ჩემმა ქმარმა მითხრა, - ვალი გადავიხადე, მაგრამ ხელწერილი მევალესთან დარჩაო".

მაშინ წმინდანმა უთხრა მევალეს, დედაკაცს დაკრძალვის ნება მიეცი და ვალს მერე დაგიბრუნებსო. კაცი გაჯიუტდა და ეპისკოპოსს ლანძღვაც კი დაუწყო. მაშინ წმინდა მღვდელმთავარი მივიდა კუბოსთან, ხელებით მიცვალებულს შეეხო და ხმამაღლა მიმართა: - მისმინე, კაცო!

მიცვალებული მაშინვე გაცოცხლდა, თვალები გაახილა და წარმოთქვა: - გისმენ, მეუფეო!

წმინდანმა უბრძანა: - წამოდექი და გვითხარი, როგორ მოვექცეთ მევალეს, რომელიც დაკრძალვის ნებას არ გვაძლევს. ამბობს, ვითომ ვალი არ დაგიბრუნებია და თან ამის ხელწერილსაც გვაჩვენებსო.

მიცვალებული წამოჯდა, ხალხი შიშით გაიყინა. კაცმა მევალეს მრისხანედ შეხედა, უსაყვედურა და ტყუილში ამხილა. ისიც უთხრა, თუ სად მისცა ის ორასი ოქრო. შიშით დამუნჯებული მევალე ვერაფერს პასუხობდა. გაცოცხლებულმა კაცმა ხელწერილის მიცემა სთხოვა. მიიღო თუ არა ხელწერილი, დახია, მერე მღვდელმთავარს შეხედა და უთხრა: - კარგი ქენი, მართალო კაცო, ამ ცოდვილის სამხილებლად რომ გამაღვიძე, ახლა კი ნება მომეცი, კვლავ მივიძინოო. წმინდა დონატმა აკურთხა: - წარვედ მშვიდობით, შვილოო, და კაცი კვლავ თავისი სიკვდილით მოკვდა.

წმინდა დონატის კონსტანტინოპოლში ყოფნისას საშინელი გვალვა დაიჭირა. მეფის თხოვნით, წმინდა დონატი ქალაქგარეთ, მინდვრებში გავიდა და ღმერთს წვიმა შესთხოვა. ისეთი თავსხმა წამოვიდა, რომ ხალხი გაიძახოდა: - მეორე წარღვნა დაიწყოო.

მეფე თეოდოსის შეეშინდა, ეპისკოპოსი ანაფორის ამარაა და არ დასველდესო, მაგრამ მეფის სასახლეში დაბრუნებული ეპისკოპოსი, სხვებისგან განსხვავებით, სრულიად მშრალი იყო.

წმინდანთან გატარებული მრავალი დღის შემდეგ თეოდოსიმ ეპისკოპოსს ნება მისცა, სამწყსოს დაბრუნებოდა. სამშობლოში მისულმა წმინდა დონატმა მშვენიერი ტაძარი ააშენა, სადაც თავისი განსასვენებელი მონიშნა. ღრმად მოხუცი მშვიდობით მიიცვალა. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat