დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში მოუკვდა საქართველოს
დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში მოუკვდა საქართველოს
სწავლა ყველას აპატიოსნებს, აფაქიზებს, აღონიერებს და აწონასწორებს, ზე-აღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამოსთან მიახლოებასა
ჩვენს სამშობლოს არასოდეს მოჰკლებია ერისკაცები, დიდების შარავანდედით რომ მოსავდნენ ქვეყანას თვისას და ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოევლინებოდნენ ხოლმე მხსნელად. "ერი თავისი გმირების ცხოვნებითა და მაგალითებით უნდა სულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს, და ეგრეც არის, რაკი ერი ერობს", - გვახსენდება ილია მართლის სიტყვები.

დიდი ადამიანები ქმნიან თავიანთი ერის ისტორიას და რაოდენ სასიხარულოა, როცა მათ ღვაწლს მემატიანე გამოუჩნდება და შეაფასებს. სწორედ ასეთ დროს იქმნება დიდი მხატვრული ტილოები - ხელოვნების ხელთუქმნელი ძეგლები. რომ არა დიმიტრი ყიფიანი, არ დაიწერებოდა აკაკის "განთიადი".

ისტორიკოსები და საზოგადო მოღვაწეები დიმიტრი ყიფიანს ხშირად "მეორე დიმიტრი თავდადებულსაც" კი უწოდებენ, რადგან იგი, დიდი სეხნიისა და წინაპრის მსგავსად, უყოყმანოდ ავიდა ერის სამსხვერპლოზე.

***
გორის რაიონის სოფელ მერეთში დაბადებულა დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 14 აპრილს.

მამა, ქოჩო ყიფიანი, სააბაშიოდან ქართლში ჩამოსახლებული წვრილი აზნაური იყო, დედა, ბარბალე - ფურცელაძის ქალი.

დიმიტრი შვილებში ნაბოლარა ყოფილა, ჰყოლია ორი და და ერთი ძმა.

მშობლები ადრე დაღუპვია. უფროს ძმას, ქაიხოსროს, უკისრია მისი აღზრდა.

საოცრად ნიჭიერი ბავშვი სწრაფად დაუფლებია რუსულს, არითმეტიკას, გეოგრაფიას.

სასულიერო სასწავლებლიდან კეთილშობილთა სასწავლებელში გადასულა.

ბევრი სხვა ქართველისგან განსხვავებით, მასში ქართული სული მძლავრობდა. ამის დასტურია ის, რომ 18 წლის დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულთა შორის აღმოჩნდა.

პირველად ვოლოგდაში გადაასახლეს. მისმა ნიჭმა აქაც თქვა თავისი სიტყვა - დიმიტრი ვოლოგდის საგუბერნიო სამმართველოს მდივნის სავარძელში აღმოჩნდა. მცირე ხნის შემდგომ სახელოვანი ბრუნდება საქართველოში.

ელვისებურად იზრდება მისი ავტორიტეტი.

მეფისნაცვლები გვერდიდან არ იშორებენ მრავალმხრივ განათლებულსა და შესაშური აზროვნების ქართველ ახალგაზრდას. ჯერ ვორონცოვს ჰყავდა თავისი საბჭოს კანცელარიის მმართველად, შემდეგ - მურავიოვს კანცელარიის დირექტორად, ბარიატინსკის კი თავისი საბჭოს წევრად დაუნიშნავს.

დიმიტრი ყიფიანი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, განსაკუთრებით კი რუსულს. ამ ენებიდან ქართულად თარგმნიდა პოპულარულ ნაწარმოებებს.

1864 წელს ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, 1876 წელს კი ტფილისის თავიც გახდა. 1885-86 წლებში ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად გვევლინება.

დიდად აფასებდა განათლებას და თავგამოდებით იბრძოდა ხალხში მის დასანერგად. თანამემამულეებს ხშირად შეაგონებდა: "სწავლა ყველას აპატიოსნებს, აფაქიზებს, აღონიერებს და აწონასწორებს, ზე-აღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამოსთან მიახლოებასა".

ყოველგვარ ადამიანურ სასწაულთა სათავედ, საწყისად და მასაზრდოებელ ძალად ღმერთი მიაჩნდა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო.

დიმიტრი ყიფიანი კარგად იცნობდა ქართველი და რუსი ხალხის ხასიათს, გულწრფელად ფიქრობდა და ცდილობდა, როგორმე შეერიგებინა ერთურთისთვის ორი სრულიად საპირისპირო ძალა - რუსული შოვინისტური მონარქიზმი და სამშობლო საქართველო. ეძებდა პიროვნებას, ვისთანაც შეიძლებოდა ამის გამჟღავნება და საქმის დაჭერა. ასეთ პიროვნებად კი მეფისნაცვალი ვორონცოვი მიაჩნდა - ის მართლაც გამოირჩეოდა რუს მმართველთა შორის.

სხვაგვარად ფიქრობდნენ რუსული იმპერიის მთავარი იდეოლოგები. ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ დიმიტრი ყიფიანისა და ვორონცოვის საეჭვო სიახლოვეს.

1854 წელს ვორონცოვი საქართველოდან გაიწვიეს. ამიერიდან ჟანდარმერიამ კიდევ უფრო გააძლიერა ყიფიანის მეთვალყურეობა. მალე კი დადასტურდა, რომ შეუძლებელი ყოფილა უცხო "მონარქისტული ტახტის" მბრძანებლობის პირობებში "შენი სამშობლოს საქმის გასწორება" და შუამავლობაც წყლის ნაყვაა მხოლოდ.

XIX საუკუნის 80-იან წლებში მეფის რუსეთმა კავკასიაში მეფისნაცვლობა მთავარმართებლობით შეცვალა, შეიქმნა "ტფილისისა" და "კუტაისის" გუბერნიები.

1882 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ საქართველოში მთავარმართებლად მოავლინა დონდუკოვ-კორსაკოვი, რომელმაც კიდევ უფრო გაამძლავრა ანტიქართული ისტერია, მეფობაწართმეული ქართული სახელმწიფოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად კი ეგზარქოსი პავლე დასვეს. ასპარეზზე გამოჩნდნენ - კავკასიის სასწავლო ოლქის "მზრუნველი" იანოვსკი და სემინარიის რექტორი ჩუდეცკი.

დიმიტრი ყიფიანი ამ დროს დიდებისა და აღიარების მწვერვალზეა. 1879 წელს მან საფუძველი ჩაუყარა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და თავმჯდომარეც თვითონვე იყო. საპირისპიროდ ამისა, იანოვსკი სკოლებიდან იწყებს ქართული ენის სრულიად განდევნას.

ფეხზე დადგა ქართველობა: ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, იაკობ გოგებაშვილი და, ცხადია, დიმიტრი ყიფიანი. ამაოდ ცდილობდა იგი რუს-ქართველთა შორის შემრიგებლური პოზიციის დაკავებას, უფსკრული კი მათ შორის უფრო და უფრო ღრმავდებოდა...

იმავე 1885 წელს ბათუმში ჩამოდის დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელსაც ყიფიანმა ქუთაისში საგანგებოდ გამართულ ნადიმზე სრული ინფორმაცია მიაწოდა მთავარმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვის, იანოვსკის, ეგზარქოს პავლესა და სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მიერ ანტიქართული ისტერიის გაღვივების თაობაზე. არც დიდი მთავრის ჩამოსვლამ უშველა საქმეს, კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია. საქმეში ჩაერია იმპერიის განათლების მინისტრი გრაფი ტოლსტოი. მან, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დავაში მხარი მთავარმართებელს დაუჭირა. მოვლენები დიმიტრი ყიფიანისთვის ძალზე არასასურველად ვითარდებოდა. იმპერატორისაგან კი მისი გაკიცხვის წერილი მოვიდა...

მალე მეფის რუსეთის ჟანდარმერიამ რევოლუციურად განწყობილი ქართველი სტუდენტების დევნა-შევიწროება დაიწყო. ამას კი ის მოჰყვა, რომ 1886 წლის 24 მაისს სემინარიის მსმენელმა სოსო ლაღიაშვილმა ხანჯლით განგმირა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი. ლაღიაშვილი ციმბირში, კატორღაზე გაგზავნეს. ეგზარქოსმა პავლემ არ დააყოვნა და მთელი ღვარძლი გადმოანთხია საქართველოსა და ყოველივე ქართულს: "დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკვლელიცა და ის ოჯახიც, რომელმაც შობა იგი, და ქვეყანა, რომელმაც შობა იგი, და დაიწყევლოს ხალხი და ერი, რომელმაც გაზარდა იგი!" - ასე გამოეხმაურა იგი ზემოაღნიშნულ ფაქტს.

დაწყევლას საყოველთაო რისხვა მოჰყვა ქართველი ხალხისა და ეს რისხვა უპირველესად დიმიტრი ყიფიანმა მიმართა ეგზარქოსისკენ, რომლის დაუყოვნებლივ გაძევება მოითხოვა საქართველოდან.

ეს უკვე მეტისმეტი იყო! მთავარმართებელი და მისი დამქაშები იმპერატორის მიერ გაკიცხვის შემდეგ ყიფიანისგან აღარ მოელოდნენ ასეთ "თავხედობას". ფიქრობდნენ, დიმიტრი თავისი ფეხით მიბრძანდებოდა და შეწყალებას სთხოვდა იმპერატორსა და მის გარემოცვას. ამაოდ მოუწოდებდნენ მეუღლე და ნაცნობ-მეგობრები, შეწყალების წერილით მიემართა მეფისთვის. მისი უდრეკი სული კი სულ სხვას ფიქრობდა...

1886 წლის ზაფხულში 72 წლის მოხუცი ბორკილგაყრილი მიჰყავთ საქართველოდან სტავროპოლში. გასაცილებლად მისულ აკაკი წერეთელს იგი სიტყვას უტოვებს: ამით დავიწყე და ამით ვამთავრებო (ბორკილებს გულისხმობდა).

გადასახლებაში მყოფი სიყვარულით აღსავსე წერილს იღებს მოსკოველი ქართველი სტუდენტებისგან. საქართველოში სიამაყით ახსენებენ მის სახელს. სამშობლო კი ამაოდ ელის გადასახლებიდან მის დაბრუნებას...

1887 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში მოუკვდა საქართველოს - ბლაგვი მძიმე საგანი ჩაერტყათ მისთვის თავში.

სრულიად საქართველომ დაიტირა მისთვის წამებული შვილი, ერისა და ქვეყნის ჭეშმარიტად გულდამწვარი ჭირისუფალი და იმ მკაცრ დროში ერთ-ერთი დიდი ქომაგი ქართველებისა და ყოველგვარი ქართულისა. სამშობლომ მთაწმინდის სავანეში მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

გავა ხუთი წელი და აკაკი წერეთელი შექმნის ყველა დროის ქართული პოეზიის ერთ-ერთ გამორჩეულ ლირიკულ ლექსს - "განთიადი" დიდ მგოსანს დიმიტრი ყიფიანმა შთააგონა.

"დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო..."

ამ ლექსის ადრესატი დიახაც რომ იმსახურებდა ასეთ სიტყვებს, მან საქმით დაამტკიცა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და მშობელი ერი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat