ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა. ამათგან ხუთი წმინდანად იქნა შერაცხული
ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა. ამათგან ხუთი წმინდანად იქნა შერაცხული
კაბადოკიელ წმინდა მამათა სამეულში ბასილი დიდი ცენტრალური ფიგურაა. მასთან ერთად მოღვაწეობდნენ მისი ძმა გრიგოლ ნოსელი და მათი უახლოესი მეგობარი გრიგოლ ნაზიანზელი. წმინდა მოძღვრები ქრისტიანული თეოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად წარმატებით იყენებდნენ ტრადიციულ ფილოსოფიურ აზროვნებას.

წმინდა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმინდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას შვიდი წლის განმავლობაში ტყეში იმალებოდნენ. წმინდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, - ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა - ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. ამათგან ხუთი წმინდანად იქნა შერაცხული: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი, მაკრინე და თეოზვა დიაკონისა.

სიყრმე ბასილიმ მამაპაპისეულ მამულში გაატარა. პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო. 14 წლისას მამა გარდაეცვალა და ორი-სამი წელი ნეოკესარიის მახლობლად, ქალაქგარეთ გაატარა ბებიის - მაკრინეს მამულში, რომელიც შემდგომში მონასტრად გადაკეთდა. აქედან ბასილი ხშირად დადიოდა კესარიაში დედისა და და-ძმის მოსანახულებლად.

მაკრინეს გარდაცვალების შემდეგ 17 წლის ბასილი კესარიაში დაბრუნდა და იქ სხვადასხვა მეცნიერების შესწავლას შეუდგა. მალე იგი კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, მაგრამ არც იქ გაჩერებულა დიდხანს - ათენში გადავიდა, რომელიც მთელი ელინური სიბრძნის დედად ითვლებოდა. აქ იგი სახელგანთქმულ წარმართ მასწავლებელს ევბულეს და სხვა ცნობილ რიტორებს უსმენდა. ამ დროს ბასილი უკვე 26 წლისა იყო.

ათენში მან მხოლოდ ორი გზა იცოდა: ეკლესიისა და სკოლის. აქვე დაუმეგობრდა გრიგოლ ნაზიანზელს, რომელიც იმ დროს ასევე ათენში სწავლობდა. მათ ძმებივით შეიყვარეს ერთმანეთი და ეს სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვათ.

წმინდა ბასილიმ შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, ფიზიკა, მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მაგრამ იგრძნო, რომ საერო განსწავლულობა ქრისტიანული სრულყოფის მაძიებელს ბევრს ვერაფერს მისცემდა. ამიტომ გადაწყვიტა, იმ ქვეყნებში გამგზავრებულიყო, სადაც ქრისტიანი მოღვაწეები ცხოვრობდნენ და მათგან ესწავლა ქრისტიანობა - მეცნიერებათა მეცნიერება. გრიგოლი კი ათენში დარჩა და რიტორიკას ასწავლიდა.

ბასილი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც იმხანად ბერმონაზვნობა ყვაოდა. არქიმანდრიტ პორფირეს სახლში საღვთისმეტყველო თხზულებათა მდიდარ ბიბლიოთეკას წააწყდა და მთელი წელი ღვთისმეტყველების შესწავლაში გაატარა. ეგვიპტეში ბასილიმ გაიცნო მრავალი დიდი მოღვაწე: მაკარი დიდი და მაკარი ალექსანდრიელი, პაფნუტი, პავლე და სხვები. ეგვიპტიდან პალესტინასა და მესოპოტამიაში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და იქაურ მოღვაწეთა ცხოვრების გასაცნობად, მაგრამ გზად ათენში შეიარა - სურდა ენახა თავისი მასწავლებელი ევბულე, ქრისტეს სჯულზე მოექცია და ამით გადაეხადა სიკეთე.

ევბულეს ბასილი ქალაქგარეთ წააწყდა, სხვა ფილოსოფოსებს რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრებოდა. ბასილის არ გაუმჟღავნებია თავისი ვინაობა, ისე ჩაება კამათში, სადავო საკითხიც გადაჭრა და ახალი კითხვაც დაუსვა ყოფილ მასწავლებელს. მსმენელებს გაუკვირდათ, ვინ გაბედა სახელგანთქმულ ევბულესთან პაექრობაო. ევბულემ კი თქვა: "ეს ან რომელიმე ღმერთია, ანდა ბასილიო".

მაშინ გაუმჟღავნა მოწაფემ თავისი ვინაობა.

ევბულემ ბასილი შინ მიიწვია. სამი დღე საუბარში გაატარეს. დიდხანს ესაუბრა წმინდა მამა მასწავლებელს და ბოლოს დაარწმუნა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. ევბულემ ბასილთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. მათ გაყიდეს თავ-თავიანთი ქონება და იერუსალიმისკენ გაემგზავრნენ. მოინახულეს წმინდა ადგილები, შემდეგ კი ეპისკოპოს მაქსიმეს წარუდგნენ და სთხოვეს, იორდანეში მოენათლა ისინი. მაქსიმემ სიხარულით შეუსრულათ თხოვნა.

იერუსალიმში ერთი წელი დარჩნენ, მერე კი ანტიოქიაში გაემგზავრნენ, სადაც მთავარეპისკოპოსმა მელეტიმ ბასილი დიაკვნად აკურთხა. ცოტა ხნის შემდეგ კაბადოკიაში დაბრუნდნენ.

კესარიას რომ მიადგნენ, მთავარეპისკოპოს ლეონტის ეჩვენა, რომ ქალაქს უახლოვდებოდა კაცი, რომელიც შემდგომში მისი მთავარეპისკოპოსი გახდებოდა. ლეონტიმ მთავარდიაკონს, ეპისკოპოსებსა და რამდენიმე მორწმუნეს უხმო და სთხოვა, მგზავრებს ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭესთან დახვედროდნენ და პატივით მიეგვარათ მისთვის. როცა ევბულე და ბასილი ლეონტის წარუდგინეს, მთავარეპისკოპოსი განცვიფრდა - სიზმარში სწორედ ეს ორი კაცი იხილა. ლეონტი ესაუბრა სტუმრებს და მათმა სიბრძნემ გააოცა. ისინი თავისთან დაიტოვა და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა.

ლეონტის შემდეგ კესარიის მთავარეპისკოპოსი გახდა ევსევი, რომელმაც ბასილი მღვდლად აკურთხა. ბასილი მთელ თავის ნიჭსა და შრომას ღვთისმსახურებას ახმარდა, დაუღალავად ქადაგებდა, ზრუნავდა სამწყსოზე და მალე ისეთი დიდება მოიხვეჭა, რომ თვით მთავარეპისკოპოსი დაჩრდილა. ამ უკანასკნელს შურმა სძლია და წმინდა მამას მტრულად დაუწყო ყურება. ეს რომ შეიტყო, ბასილიმ მიატოვა კესარია და პონტოს მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა, სწორედ იქ, სადაც ადრე მისი ბებიის, მაკრინეს მამული იყო.

იქაურობა განმარტოებული მდებარეობითა და სიმყუდროვით ბასილს ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა, სამუდამოდ დარჩენილიყო. მონასტერში სხვა ბერებიც შემოიკრიბა. მათ შორის იყო მისი მეგობარი გრიგოლ ნაზიანზელიც.

მაგრამ დადგა დრო და ორივე წმინდა მამას მონასტრის დატოვება მოუხდა ეკლესიის საჭიროებისთვის, რომელსაც იმ დროს მწვალებლური განხეთქილებები არყევდა. გრიგოლი, მამის თხოვნით, ნაზიანზში გაემგზავრა, ბასილი კი ევსევიმ მიიწვია კესარიაში, სადაც არიანელები მძლავრობდნენ.

ბასილი ჩავიდა კესარიაში და მართლმადიდებლობის დასაცავად დაუღალავ მოღვაწეობას შეუდგა: თავისი ქადაგებებითა თუ თხზულებებით ებრძოდა არიოზის ცრუ მოძღვრებას. მალე ევსევი აღესრულა და მთავარეპისკოპოსის ტახტზე ეპისკოპოსთა კრებულმა ბასილი დაადგინა.

წმინდა ბასილიმ მრავალი ტანჯვა დაითმინა ბიზანტიის უსჯულო იმპერატორის ვალენტისაგან, რომელიც ამაოდ ცდილობდა არიანელთა მხარეზე მის გადაბირებას. ვერც მუქარით და ვერც დაპირებებით ვერაფერს მიაღწია - წმინდანს მართლმადიდებლობის ღალატი ვერ აიძულა.

ბასილი დიდი რვა წელი მართავდა კესარიის ეკლესიას. მღვდელმთავარი სამწყსოს სიყვარულითა და პატივისცემით იყო გარემოცული, მაგრამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობა მკაცრმა მოღვაწეობამ კიდევ უფრო შეურყია. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა.

ბასილი დიდის თხზულებათა შორის გამოირჩევა "შესაქმის" კომენტარები "ექვსთა დღეთა". ეს თხზულება იმთავითვე მრავალ ენაზე ითარგმნა. ქართულად მისი თარგმანი გიორგი მთაწმინდელის მიერ არის შესრულებული. აღსანიშნავია ასევე ტრაქტატი "სულიწმიდის შესახებ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat