ენაი მისი ვერ დააბრკოლეს გალობად
ენაი მისი ვერ დააბრკოლეს გალობად
საქართველოს ღვთით კურთხეულ მიწას მრავალი წმინდა მოწამე უსაზრდოებია. სიმამაცით, ვაჟკაცობითა და უფლის სიყვარულით გაჟღენთილ ფესვებს ნაყოფიც საუკეთესო გამოჰქონდა. ამის წყალობითაა, რომ დღეს კვლავ გვაქვს საქართველო და ამ ლამაზი ქვეყნის შემოქმედის რწმენა...

წმინდა დიდმოწამე კონსტანტინე დაახლოებით 767 წელს დაიბადა. იგი ქართლში ცხოვრობდა, ზედწოდება კახი კი კახური წარმომავლობის გამო მიეცა.

დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, კარგად იცნობდნენ არა მარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც. იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.

ქრისტეს მოყვარე თავმდაბალი მთავარი თავს ყველაზე ცოდვილად თვლიდა და ხშირად ამბობდა: "არავინაი ვესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაითა მისთვის, რომელმან-იგი დასთხივნა სისხლი ჩუენთვის".

კონსტანტინეს დიდი სურვილი ჰქონდა, მოელოცა იერუსალიმის წმინდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, მოიარა იორდანეს უდაბნოები, მეუდაბნოე მამებისა და ეკლესიათა წინამძღვრებისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და სიხარულით აღსავსე დაბრუნდა სამშობლოში. ამის შემდეგაც ყოველწლიურად ოცდაათი ათას ვერცხლს სწირავდა იერუსალიმის წმინდა ადგილებს.

853-854 წლებში ქართლი ააოხრა არაბთა მრავალათასიანმა ლაშქარმა ბუღა-თურქის წინამძღოლობით. ამ ლაშქრობისას მარტო თბილისში ორმოცდაათი ათასი კაცი დაიღუპა. შემდგომ ქართლისა დაარბიეს კახეთი და მთიანეთი.

ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად და შთამბეჭდავად მოგვითხრობს ატენის სიონის წარწერა: "თთუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ისმაიტელთა წელსა სლთ-სა, ქალაქი თბილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაი საჰაკ და მოკლა და მასვე თთუესა აგუსტოსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეი მისი თარხუჯ". გორის მისადგომებთან არაბთა და ქართველთა შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაში, მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ტყვედ ჩაიგდეს კონსტანტინე და თარხუჯი.

კონსტანტინე მთავარი ბუღა-თურქს წარუდგინეს. მან გაკვირვებით ჰკითხა: "ანუ არა უწყოდეა შენ, რამეთუ ვერ განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ხელთაგან ჩემთა?.. აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასვრელად ხელთა ჩუენთა". წმინდა კონსტანტინემ მშვიდად მიუგო: "ღმერთმან მოგუცნა ხელთა თქუენთა არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა საქმეთა თქუენთათვის, არამედ რამეთუ არა დავიმარხნეთ ჩუენ მცნებანი მისნი, ამისთვისცა ნათესავითა მით ურჩებისაითა განგუკაფნა ჩუენ". მორჩილი და მონანული მთავარი ხედავდა, რომ ქართველთა ცოდვები იყო მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. საპყრობილეში მყოფი წმინდანი მხნედ იტანდა განსაცდელს. მეუდაბნოე მამებსა და ეკლესიათა წინამძღვრებს წერილებს სწერდა და სთხოვდა, ელოცათ მისთვის.

ცოტა ხნის შემდეგ ბორკილდადებული კონსტანტი კახი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ქართველთათვის და სრულიად საქრისტიანოსთვის, ამიტომ თავაზიანად მოიკითხა მთავარი და სარწმუნოების გამოცვლა შესთავაზა; სანაცვლოდ პატივ-დიდებას დაჰპირდა, თან დაემუქრა: "უკეთუ არა ისმინო ჩემი, სიკვდილითა მოჰკვდე შენ პირითა მახვილისაითა და ხორცნი შენნი მივსცნე საჭმელად მფრინველთა ცისათა!"

ქრისტეს მიერ განმტკიცებულმა მხცოვანმა მთავარმა თამამად მიუგო: "არა მეშინის მახვილისაგან შენისა, არამედ მისა მეშინის, რომელი-იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ხორცთა და კუალად ხელმწიფებაი აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მოსიკუდიდ, ამისთვისცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისისათვის, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, ძლიერი ხელმწიფე და მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა".

ამის გამგონე ჯაფარმა წმინდა კონსტანტინე დილეგში ჩააგდებინა. შემდგომ სარწმუნოების უარმყოფელი და ხალიფასგან განდიდებული ორი სომეხი დიდებული მიუგზავნა. წმინდა მთავარმა სომხებს მიუგო: "ესრე არქუთ მეფესა თქუენსა: ნუ ჰგონებ რასა ესევითარსა საქმესა ჩემგან, დაღაცათუ ჩვეულებაი მეფეთაი ბაბილოვნისათაი გაიძულებს შენ, რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა, არამედ ბრძანე შენ ყოფად, რაი-იგი გეგულვების ყოფად, იქმოდე. ხოლო თქუენ რაისღა ზედამდგომელობთ და დამესხმით, ვითარმცა მეცა თქუენ გემსგავსე? ამიერითგან განმეშორენით ჩემგან, რაითა გამოვიძიე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი". აღაპყრო ხელნი და ლოცვა დაიწყო. ლოცვად მდგარ წმინდა კონსტანტინეს "ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოდიოდეს თვალთაგან... ხოლო გარემოს მდგომარენი იგი მისნი სცემდეს პირსა მისსა და მრავლითა ტანჯვითა სტანჯვიდეს მას, არამედ ენაი მისი ვერ დააბრკოლეს გალობად".

ხალიფამ ჯალათებს უბრძანა, თავი მოეკვეთათ წმინდა კონსტანტინესთვის. არაბმა ჯალათმა მარტვილის მოკვეთილი თავი "მიართუა მეფესა თვისსა, ვითარცა იგი თავი იოანე ნათლისმცემლისაი ჰეროდეს". ეს მოხდა 853 წლის 10 ნოემბერს (ძველი სტილით), წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს.

წმინდანის გვამი მაღალ ძელზე დაკიდეს ხალხის დასაშინებლად, შემდგომ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა კონსტანტი კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.

"და ესე მრავლისაგანი მცირედნი აღიწერა სიმხნეთაგანი წმიდისა კონსტანტისი, რაითა იყოს თქმული ესე შემოკლებულ და სრულ, რაითა არა იყოს შემაწუხებელ ნაკლულევანებითა, არცა ნამეტნავ განგრძობითა სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!"

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat