წმინდა გიორგი მიგვიძღვის წინ
წმინდა გიორგი მიგვიძღვის წინ
ნუ გეშინია, საქართველო, მე შენთანა ვარ!
გასაჭირის ჟამს, როდესაც მტერი მუსრს ავლებდა ქართველ ვაჟკაცებს უთანასწორო ბრძოლაში, თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი გამოჩნდებოდა, დაერეოდა მტრის ლაშქარს და საკვირველი ძალით ამარცხებდა მომხდურთ. მისი გულადობით გაოცებულ ქართველებს გამარჯვების იმედი უბრუნდებოდათ, უკანასკნელ ძალას იკრებდნენ და უკუაქცევდნენ მტერს - ასე შემოინახა ქართველი ერის გენეტიკურმა მეხსიერებამ ძნელბედობის ჟამს დიდი მფარველისა და საქართველოსთვის უფლის წინაშე მეოხის წმინდა გიორგის სახე.

"მეფეთა უძლეველი წინამბრძოლი" განსაკუთრებულად შეიყვარა ქართველმა ხალხმა. ჩვენმა დედაეკლესიამ წმინდა გიორგი ჩვენი ერის მფარველ წმინდანად გამოაცხადა. მთელ მართლმადიდებელ სამყაროში მარტო საქართველოში აღინიშნება ხსენება წმინდისა დიდებულისა, დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და სასწაულმოქმედისა ორგზის - 6 მაისსა და 23 ნოემბერს. ამ უკანასკნელს მხოლოდ ჩვენში დღესასწაულობენ. გადმოცემის თანახმად, თვით ჩვენს განმანათლებელსა და მოციქულთა სწორ დედა ნინოს დაუწესებია დღესასწაულად დღე, როდესაც შემოდგომის მიწურულს ძლევაშემოსილი მებრძოლი ურწმუნო იმპერატორმა დიოკლეტიანემ საშინლად აწამა - 23 ნოემბერს წმინდა მოწამე ურმის თვალზე გააკრეს.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას, პროვინციების მმართველებს ქრისტეს მიმდევრების დევნა დაავალა. ეს რომ შეიტყო მისმა მხედართმთავარმა წმინდა გიორგიმ, გაათავისუფლა მონები, თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, სენატში გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. "მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა, და მსასოებელი მისი, საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისთვის", - განაცხადა წმინდანმა და სხვებსაც მოუწოდა, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ ერთ-ერთმა წარჩინებულმა ჰკითხა: "რა არის ჭეშმარიტება?" წმინდა გიორგიმ ყველას გასაგონად ხმამაღლა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: "ჭეშმარიტება თავად ქრისტეა, დევნული თქვენ მიერ".

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვებით თავზარდაცემულმა იმპერატორმა დიოკლეტიანემ სცადა მისი დარწმუნება, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. წმინდა აღმსარებელმა კი მიუგო, რომ ვერავითარი ამქვეყნიური დიდება და პატივი ვერ შეანელებდა მის სიყვარულს ქრისტეს მიმართ. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით, მეომრები ცდილობდნენ, შუბის კვრით გაეყვანათ წმინდანი დარბაზიდან, მაგრამ წარმოჩინდა უფლის ძალმოსილება, ყველას თვალწინ აღესრულა სასწაული - წმინდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. მაშინ შეიპყრეს წმინდა მხედართმთავარი, საპყრობილეში ჩააგდეს და სასტიკად აწამეს.

მეორე დღეს ნაწამები წმინდა გიორგი იმპერატორს წარუდგინეს. მის ყოველ შეკითხვაზე დიდმოწამე ერთსა და იმავეს პასუხობდა: "უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენ მიერ გვემულიო". განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. მოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც ბასრწვერიანი რკინის ძელები დაეწყოთ. სხეულდასერილმა წმინდანმა ჯერ ხმამაღლა შეღაღადა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. იმპერატორს ეგონა, უკვე აღესრულაო, სხეული ბორბლიდან ჩამოახსნევინა და აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა. ცოტა ხნის შემდეგ ზეციდან მოისმა ხმა: "ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!" ბორბალთან უჩვეულო ნათლით შემოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელები შეახო ქრისტესთვის წამებულს და უთხრა: "გიხაროდენ!" ამ სიტყვებზე გაუჩინარდა, წმინდა გიორგი კი სრულიად უვნებელი წამოდგა და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

ამ სასწაულით განცვიფრებულმა მეომრებმა წმინდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაუყვანეს ურწმუნო იმპერატორს. ყველა გაოცდა, თვით მისანმა ათანასემაც ვერ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს ქრისტე ღმერთი და იმწამსვე იმპერატორისგან თავის მოკვეთაც მიიღეს სასჯელად. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს.

სწორედ ამ საკვირველ დღეს აღვნიშნავთ 23 ნოემბერს, როდესაც მთელი თავისი დიდებულებით წარმოჩინდა ჭეშმარიტი ღმერთის ძლევამოსილება.

მახსენდება ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ჩვენი სულიერი წინამძღოლის ილია მეორის სიტყვები, რომელსაც ხშირად გვიმეორებდა სულ ახლახან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული უთანასწორო ომის დროს: "როგორც თავისი დიდმოწამე გიორგი გაამხნევა ქრისტე ღმერთმა ყველაზე მძიმე სატანჯველის დროს, ასევე გვამხნევებს ჩვენ: "ნუ გეშინია, საქართველო, მე შენთანა ვარ!"

ურწმუნო იმპერატორის მხედართმთავარი გიორგი ქრისტე ღმერთის მთავარმოწამედ იქცა. ქართველმა ერმა სულიერი ცხოვრების გზაზე თავის მხედართმთავრად აირჩია ძლევაშემოსილი დიდმოწამე გიორგი. მართლაც, მრავალტანჯული საქართველოს მიწა-წყალზე ერთი მცირე სოფელიც კი არ დარჩენილა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ იყოს. ქართველმა კაცმა ყველგან, სადაც დასახლდა, თავისი მფარველი სასწაულთმოქმედი წმინდანის ტაძარი ააგო, სადაც იდიდება ყოვლადწმინდა სამება - ჭეშმარიტი ღმერთი, ვისთვისაც ეწამა წმინდა გიორგი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat