წმინდა სვიმონმა კაცთა დაფარული ცოდვები იცოდა
წმინდა სვიმონმა კაცთა დაფარული ცოდვები იცოდა
სვიმონი გაიქცა, ღუმლიდან ხელით გამოიღო ცხელი ნაკვერჩხალი და ქალს მიუტანა
კეთილმსახური მეფის იუსტინიანეს დროს (VII ს.-ის I ნახევარი) ჯვართამაღლების დღესასწაულზე ასურეთიდან იერუსალიმში ორი ჭაბუკი ჩამოვიდა - სვიმონი და იოანე, ორივე სახელგანთქმული და მდიდარი ოჯახის შვილები. იოანე 24 წლის იყო, ჰყავდა ცოლი და მოხუცი მამა. სვიმონი მასზე შვიდი წლით უფროსი გახლდათ, თუმცა უცოლო, ერთი მოხუცებული დედის პატრონი. ახალგაზრდებმა მოილოცეს წმინდა ადგილები, საკმაო ხანი დაყვეს იერუსალიმში და სამშობლოში როცა ბრუნდებოდნენ, იერიქონის ველზე, შორს, იორდანეს პირას, თვალი მოჰკრეს მონასტრებს. იქ ვინ ცხოვრობსო, - იკითხა სვიმონმა. უფლის ანგელოზებიო, - უპასუხა იოანემ. მათი ნახვა თუ შეგვიძლიაო, - იკითხა კვლავ სვიმონმა. თუ მათნაირად ვიცხოვრებთ, უეჭველად ღირსნი შევიქნებით მათი ხილვისაო, - ბრძანა იოანემ. ცხენებზე შესხდნენ და გზა განაგრძეს. გზის გასაყარზე იოანემ სულიერ ძმას იორდანესკენ მიმავალ გზაზე მიუთითა: "აი, გზა ცხოვნებისკენ მიმავალი". ხოლო ასურეთისკენ მიმავალ გზაზე ბრძანა: - ეს გზა კი დაღუპვისკენ მიგვიყვანს. მოდი, ძმაო, ამ გზის გასაყარზე ვილოცოთ და შევთხოვოთ უფალს, გაგვაგებინოს, რომელ გზას დავადგეთო. ყარეს წილი და ღვთისგან გამოჩინებულ იორდანეს გზას დაადგნენ. ისე გამხიარულდნენ, იმწამსვე დაავიწყდათ ნათესავები, მამა, დედა. მიჰყვებოდნენ ამ გზას და ერთმანეთს განამხნევებდნენ, რომ სოფლის და ახლობელთა სიყვარულს უკან არ დაებრუნებინა. ასევე დათქვეს, იმ მონასტერში აღვიკვეცოთ ბერად, რომლის კარებიც ღია დაგვხვდებაო.

მიაღწიეს წმინდა გელასის მონასტერს. კარიბჭე ღია დახვდათ. იქვე იჯდა მოხუცი ბერი, წინამძღვარი სავანისა, მამა ნიკონი. მას თურმე ხილვა ჰქონია, ვინმე კაცს უთქვამს: - ადექი და მონასტრის კარები გააღე, ჩემი კრავნი რომ შემოვიდნენო. ღირს ნიკონს წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა. გახარებულმა მათი უეცარი ფერისცვალებით, ღირსმა მამამ შეიყვანა სულიერი ძმები მონასტერში, ცრემლმორეული დიდხანს ესაუბრებოდა და განამხნევებდა. მერე კი უთხრა, - შვილებო, ასე უეცრად ნუ აღიკვეცებით, იცხოვრეთ მონასტერში და შეიტყვეთ, ბერული ცხოვრება როგორიაო, მაგრამ ახალგაზრდები უკან აღარ იხევდნენ - ახლავე აღგვკვეცე მონაზვნადო. ღირს ნიკონს აღარ უყოყმანია, შეიყვანა ეკლესიაში, გახადა ერისკაცული სამოსი, ჩააცვა სამონაზვნო სამოსელი და გადაწყვიტა, მომავალ კვირას ეკურთხებინა მათთვის სქემა.

ერთხელაც მიადგნენ ასურები მამა ნიკონს - მამაო, გვითხრეს, ხვალ მეორე ნათლისღებით უნდა მოინათლოთო. გევედრებით, მამაო, მეორედ არ მოგვნათლოთ, რადგან ქრისტიანები ვართ და ერთხელ უკვე მოვინათლეთო. სწორად აუხსნიათ თქვენთვის ძმებს მონაზვნად კურთხევის მნიშვნელობა, - დაამშვიდა ახალგაზრდები ღირსმა მამამ, - როცა ანგელოზებრივ სქემას შეიმოსავთ, გათავისუფლდებით ყველა ჩადენილ ცოდვათაგან, ამიტომაც ეძახიან მას მეორე ნათლიღებასო. მერე წინა კვირას სქემაშემოსილი ბერი მოაყვანინა, რომ შეეტყოთ ძმებს, რას ნიშნავდა სქემა. უფალმა კი მათ სქემაშემოსილი ბერის სულიერი მდგომარეობაც ახილვინა - ბერს სახე უბრწყინავდა და თავზე ნათლის დიდებული გვირგვინი ედგა. ამან უფრო განამტკიცა ასურების სურვილი. ხოლო როცა კვირადღეს წინამძღვარმა მათ ანგელოზებრივი სქემა შემოსა, ნათლის გვირგვინი ერთმანეთის თავზე იხილეს. ორი დღის შემდეგ ახალგაზრდა ბერებმა ზემოხსენებული ძმა ნახეს - სამორჩილო საქმეებს ასრულებდა და თავზე ნათლის გვირგვინი აღარ ედგა. ძმაო, შვიდი დღის შემდეგ, როცა სქემას გავიხდით, ერთმანეთის თავზე სინათლეს ვეღარ დავინახავთ, - უთხრა სვიმონმა, - ამიტომ გავიპაროთ და სადმე უდაბნო ადგილას დავსახლდეთ, ეს სიწმინდე რომ შევინარჩუნოთო. კი მაგრამ, როგორ გავიდეთ მონასტრიდან, როცა კარი დაკეტილია და გასაღები წინამძღვარსა აქვს? - იკითხა იოანემ. ის, ვინც დღისით გაგვიღო მონასტრის კარები, ღამითაც გაგვიხსნისო, - ბრძანა სვიმონმა. ასეც მოხდა. იღუმენმა ღამით ძილში ხილვა ნახა, ვინმე დიდებულმა კაცმა მონასტრის კარები გაუღო ასურებს და უთხრა: "გამოდით, ქრისტეს ცხოვარნო, თქვენს საძოვარზე". გაიღვიძა იღუმენმა. მაშინვე წამოდგა, მონასტრის კარებს მიაშურა და ის ღია დახვდა. იფიქრა, უკვე წავიდნენო და დამწუხრდა. ამ დროს ასური ბერებიც გამოჩნდნენ. წინამძღვრის დანახვამ შეაშინათ. "ნუ გეშინიათ, შვილებო, წარვედით უფლის სახელით". ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს ღირს მამას ყველაფრისთვის, მისგან კურთხევა აიღეს, ეამბორნენ და გზას გაუდგნენ.

მკვდარ ზღვასთან, სადაც მას იორდანე უერთდება, ერთი სენაკი იპოვეს, რომლის პატრონიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილიყო. სენაკთან პატარა ბაღიც იყო გაშენებული. გაუხარდათ სულიერ ძმებს, სენაკში დასახლდნენ და ასე დაიწყო მათი 29-წლიანი ერთად მოღვაწეობა. მრავალი ბრძოლა აღძრა ბოროტმა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და ერთმანეთის დახმარებით ყოველივე დასძლიეს, უწინარესად - სიყვარული სოფელში დატოვებული ახლობლებისა. უფალმა ისინი მალევე წაიყვანა იმქვეყნად, რაც ხილვითვე ეუწყათ ბერებს. მერე კი საკუთარი სხეული დათრგუნეს და სულს დაუმორჩილეს, ამაში განსაკუთრებით სვიმონი წარემატა და დიდ უვნებლობას მიაღწია, მისი სხეული ისე უგრძნობი გახდა დედათა მიმართ, თითქოს გამხმარი ხე ყოფილიყო.

ერთხელ სვიმონმა იოანეს უთხრა, ამიერიდან რაღა სარგებელი აქვს ჩვენს უდაბნოში ყოფნას? აქ მხოლოდ საკუთარ თავს ვაცხოვნებთ, თუ დამიჯერებ და სოფელში წავალთ, ბევრ სხვას ვაცხოვნებთო. მგონია, ძმაო, ეშმაკმა ჩაგინერგა ეგ ფიქრი, - უთხრა იოანემ, - რადგან შეშურდა შენი მყუდროდ ცხოვრება. დარჩი აქ, მოითმინე, ვიდრე აღსასრულამდეო. მაგრამ შეუვალი იყო სვიმონი: - დამიჯერე, ძმაო, მე აქ აღარ გავჩერდები, ქრისტეს ძალით წავალ და დავცინებ სოფელსო. იოანე ისევ უარობდა: იმ სულიერ სიმაღლეზე არ ვარ, მარტო ყოფნა რომ შევძლო. გაიხსენე ის დღე, როცა ერთად მოვედით. მაშინ ხომ დავთქვით, ერთად ვიქნებოდით სიკვდილამდეო. ძმაო, ახლა რომ მოვკვდე, განა არ დამკარგავ? მაინც არ გავჩერდები აქ და წავალ იქ, სადაც ღმერთი ინებებსო. იოანე მიხვდა, რომ ღვთისგან იყო შთაგონებული სვიმონის განზრახვა, მეტად აღარ აღდგომია წინ. მხოლოდ ურჩია, ეცადე, მონასტერში შეგროვებული მადლი ერში არ გაფანტოო. დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სვიმონი დაჰპირდა, თუ ჩემი საქმე ღვთისთვის მოსაწონი იქნება, სიკვდილის წინ მოგინახულებ, რამდენიმე ხანში ჩემთან წაგიყვანო.

წამოვიდა წმინდა სვიმონი, მაგრამ მაშინვე არ დაუწყია სალოსობა, ჯერ იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა. მერე კი გულმოდგინედ შესთხოვა ღმერთს - ჩემი საქმენი კაცთაგან დაფარეო. ასეც მოხდა: თუმცა შემდგომში წმინდა სვიმონმა მრავალი მოაქცია, მრავალი სასწაული მოახდინა, მაგრამ მასში ადამიანთა უმეტესობა ეშმაკეულს ხედავდა და მის საქციელზე იცინოდა.

მისი სალოსობა კი ასე დაიწყო: იერუსალიმიდან წმინდა სვიმონი ქალაქ ემესაში წავიდა. ქალაქგარეთ, სანაგვეზე მკვდარი ძაღლი ეგდო, წელიდან სარტყელი მოიხსნა, ფეხზე მოაბა, ქალაქის ქუჩებში დაიწყო სირბილი, ძაღლს მიათრევდა და ყვიროდა: - ცოფი მონაზონი, ცოფი მონაზონიო. მისდევდნენ ბავშვები, ქვებს ესროდნენ და ჯოხით სცემდნენ.

დილით კი კვირის წირვაზე ეკლესიაში შევიდა და კანდელების მსხვრევა დაიწყო, მერე ამბიონზე ახტა და დედაკაცებს კაკლების სროლა დაუწყო, რომელიც გუდით ჰქონდა. ძლივს გამოაგდეს ტაძრიდან. გარეთ გამოსულმა პურის გამყიდველებს ტაბლები გადაუქცია. გაბრაზებულმა ხალხმა ისე სცემა, ლამის სიკვდილის პირას მიიყვანა.

***
ერთ ცერცვის ვაჭარს შეეცოდა მოხუცი "სულელი" ბერი და თავისთან გამყიდველად დაადგინა, მაგრამ მან დრო იხელთა და მთელი ცერცვი, სკივრში შენახულ ფულთან ერთად გლახაკებს დაურიგა. წვერით ითრიეს და გარეთ გამოაგდეს. ერთი საათის შემდეგ მოესმა, რომ გამყიდველის ცოლმა მსახურს ნაკვერჩხლის მოტანა სთხოვა. სვიმონი გაიქცა, ღუმლიდან ხელით გამოიღო ცხელი ნაკვერჩხალი და ქალს მიუტანა. რას შვრები, ხელს რად იწვავო, - შეჰკივლა ქალმა. სვიმონსაც ვითომ ხელი დაეწვა, კაბის კალთაში ჩაიყარა ნაკვერჩხალი და ქალს უთხრა: - თუ არ გინდა, ხელით ვაკმევდე, მაშინ კაბის კალთით ვაკმევო. რა თქმა უნდა, არც ხელი დასწვია და არც სამოსი. ამ ცხადი სასწაულის შემხედვარე მეცერცვემ და მისმა ცოლმა დაუტევეს სევეროსის მწვალებლობა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდნენ. მამა სვიმონი კი ამ ადამიანებისგან განდიდებას გაექცა და სხვაგან წავიდა.

მერე ერთ მეღვინესთან დასახლდა. მისი მისვლით მეღვინეს კლიენტები მოემატნენ. ამბობდნენ: მოდი, იმ მეღვინესთან დავლიოთ და თან მისი გიჟის საქციელზე ვიცინოთო. ერთხელ ერთ ღვინის ჭურჭელში გველი ჩაძვრა, მამა სვიმონმა უფლისგან შეიტყო ეს და ჭურჭელი გატეხა, რისთვისაც მეღვინემ სცემა. გველი შემდგომში სხვა ჭურჭელშიც ჩაძვრა. ეს რომ მეღვინემ დაინახა, გველის მოკვლა მოინდომა და ისე მოიქნია ჯოხი, ეს დოქიც ხომ გატეხა, რაც იქ ჭიქები ეწყო, ზედ მიაყოლა. ხედავ, მარტო მე არ ვყოფილვარ სულელი, ჭურჭელს რომ ვამტვრევ, შენც ყოფილხარო. მიხვდა მეღვინე, რომ სვიმონმა სიკვდილს გადაარჩინა და უკვე პატივისცემით ეპყრობოდა. ეს კი სულაც არ უნდოდა სვიმონს, ამიტომ როცა მეღვინე ღვინოს ყიდდა, სვიმონი შეიპარა მის მძინარე ცოლთან და სამოსის გახდა დაიწყო, ვითომდა მასთან დაწოლა უნდოდა. ატეხა ქალმა წივილ-კივილი, მივარდა ქმარი სალოსს და "ჭკუა ასწავლა". მერე უკვე ვეღარავინ დააჯერებდა ამბა სვიმონის სიწმინდეში.

***
სვიმონი შვიდდღიანი შიმშილობის შემდეგ ყველას თვალწინ ხორცს ჭამდა, თავის "სიგიჟეში" რომ დაერწმუნებინა ხალხი, ხშირად ადამიანურ სირცხვილსაც გადალახავდა ხოლმე და ბაზარში დედიშობილა დადიოდა. ხოლო "ოდეს გარე განსვლა უნებნ, დაჯდის, სადაცა დაემთხვის, წინაშე კაცთა, შოვრის უბანთა".

მისი სალოსობის ამბავი მხოლოდ ემესის ეკლესიის დიაკვანმა იოანემ იცოდა და მეგობრობდნენ კიდეც. ერთხელ იოანემ ბერი უგუნებოდ იხილა, ხორცითაც მოუძლურებული და გასახალისებლად ხუმრობით უთხრა: - ახლა აბანო მოგიხდებოდაო. ეს რომ სვიმონმა გაიგო, წამოხტა, სამოსი გაიხადა: წავიდეთო. რომ დაინახა, იოანეს მასთან ერთად წასვლა ერცხვინებოდა, გაიქცა შიშველი, გვერდი აუარა მამაკაცების აბანოს და დედათა საბანელში შევიდა. იქ რაც მოხდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ! გარეთ გამოგდებულ ბერს იოანემ ჰკითხა: "მამაო, რას გრძნობდა შენი ხორცი, როცა შიშველი შეხვედი ქალებთან?" "დამიჯერე, ძმაო, - ბრძანა ღირსმა მამამ, - როგორც ხე იდოს ხეთა შორის, ასე ვიყავი მე მათთან ყოფნისას. ვერ ვგრძნობდი, რომ ხორცი მქონდა, ანდა ხორციელ ადამიანებში ვიყავი. მთელი ჩემი ფიქრი ღვთის საქმისკენ მქონდა მიმართული". სხვა დროს კი უთქვამს: როცა იორდანეს პირას ვმოსაგრეობდი, საშინელი ხორციელი ბრძოლა მქონდა. ძალიან რომ გამიჭირდა, გამომეცხადა მამა ნიკონი, მანუგეშა, მერე იორდანედან პეშვით წყალი ამოიღო, მუცელზე დამასხა და მას შემდეგ ხორციელი აღძვრა აღარ მქონიაო.

ერთხელ ერთმა კაცმა მოისურვა სვიმონის ხილვა, - ნეტა მართლა სალოსია თუ გიჟიაო. ბერი სვიმონი მან მეძავთა გარემოცვაში ნახა. ეფერებოდნენ ვითომ, ეხვეოდნენ. კაცმა ბერი განიკითხა - ნამდვილი მრუშიაო. ამ დროს მამა სვიმონი მოუბრუნდა, გაიხსნა კაბა, დაანახა თავისი მკვდარი სხეული და უთხრა: - განა ამაში რაიმე ვნება შეიძლება აღიძრასო? ამ მეძავი დედაკაცებიდან ღირსმა მამამ ბევრი მოაქცია. ეტყოდა: 100 ოქროს მოგცემ, ოღონდ სიძვას თავი დაანებეო. ფულს გამოართმევდნენ, ხოლო თუ პირობას არ ასრულებდნენ, ღირსი მამა ილოცებდა და რაიმე სნეულება შეემთხვეოდათ. და მხოლოდ მაშინ განიკურნებოდნენ, თუ დაიფიცებდნენ, მეტად აღარ ვიმრუშებთო.

***
წმინდა სვიმონმა კაცთა დაფარული ცოდვები იცოდა, ამხილებდა და არცხვენდა ეშმაკს. ქურდი ქურდობაზე ხელს იღებდა, სხვისი ქონების მიმტაცებელი წართმეულს აბრუნებდა, კომედიანტი ხალხის დაცინვას თავს ანებებდა. ზოგს ცალკე გაესაუბრებოდა, ზოგს სხვებთან ერთად ამხილებდა, მესამეს კი იგავით ეტყოდა ჩადენილ უსჯულოებაზე. მთელ ქალაქს სასიკვდინე ცოდვისგან იფარავდა. უნანელ ცოდვილებს ისე ეშინოდათ, მის დანახვაზე გარბოდნენ, რომ არ ემხილებინა. ამბობდნენ, ეშმაკისგან იქმს ყველაფერსო. ბევრი, ვინც ამბობდა, წმინდანიაო, მისი საქციელის შემხედვარე გაიძახოდა, - არა, შევცდით, გიჟია და ეშმაკეულიო. ქუჩაში ხან ნორმალურად გაივლიდა, ხანაც კოჭლობდა, ხანაც ხტუნვა-ხტუნვით, ზოგჯერ დაფორთხავდა მიწაზე, ზოგჯერ კი კუტივით იჯდა. ყოველ ახალმთვარეობაზე თავს ეშმაკეულად აჩვენებდა. დიდ მარხვას, ორმოც დღეს უჭმელი განვლიდა, დიდ ხუთშაბათს კი შუა მოედანზე ხორცის ჭამას შეუდგებოდა. "რამდენად გიყიდია ხორცი, სულელო?" - ეტყოდა დიაკონი. "ორმოც ფულად", - ეტყოდა, რაც მის ორმოცდღიან მკაცრ მარხვას ნიშნავდა.

ხშირად მიდიოდა დიდებულებთან და ართობდა. ერთი დიდებულის მსახური ქალი დაფეხმძიმდა ვინმე ჭაბუკისგან და რადგან "გიჟი" სვიმონი მასა და მისნაირ მხევლებს ხშირად ეხვეოდა ხოლმე, ეს ცოდვა მას დააბრალა. ბერმა სვიმონმა ბევრი იცინა, მერე ხშირად მიდიოდა "ცოლთან" და საჭმელ-სასმელი მიჰქონდა. თან ამხნევებდა: - ნუ გეშინია, საცოდავო. მალე პატარა სვიმონი გეყოლებაო. როცა ქალს მშობიარობის ჟამი დაუდგა, ბავშვი ვერ გააჩინა, სანამ მისი ნამდვილი მამა არ დაასახელა.

***
წმინდა სვიმონმა ის საშინელი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა, რომელმაც დააქცია ანტიოქია და ემესაში დიდი ნაწილი სახლებისა დაანგრია. წნული შოლტით დარბოდა მთელ ქალაქში და ზოგიერთ ქვის სვეტებს ურტყამდა, თან გაიძახოდა, - უფალი გიბრძანებს, მტკიცედ იდგეო. ზოგ სვეტს ეტყოდა, - შენ დაეცი, შენ კი არ დაეცეო. მართლაც, როცა მიწისძვრა მოხდა, ყველა ის სვეტი გადარჩა, რომელთაც წმინდანმა მტკიცედ დგომა უბრძანა, დანარჩენები დაიქცნენ.

ემესის ახლოს მონასტერი იყო. იქაური ორი ბერი ორიგენეს ნაწერებს კითხულობდა და გამოიკვლევდა. ერთი ამბობდა: მისი ნაშრომები ბევრი რამის ცოდნის შედეგია და ღვთისგან არ არისო. მეორე კი უმტკიცებდა: ღვთის მადლის გარეშე არ შეიძლება თავად დაწერო ისეთი რამ, რასაც დღემდე იღებს ქრისტეს ეკლესიაო. დიდი ხნის კამათის შემდეგ გადაწყვიტეს, იორდანეს უდაბნოში მოღვაწე მამებისთვის ეკითხათ რჩევა. ასე მიადგნენ წმინდა იოანეს. "ზღვა დაგიტოვებიათ და დამშრალ ტბასთან მოსულხართ წყლის ასაღებად, - უთხრა ემესელ ბერებს წმინდა იოანემ, - ამნაირ საქმეზე განსჯის ნიჭი ღმერთს ჩემთვის არ მოუცია, წადით თქვენს ქალაქში სვიმონ სალოსთან და ის გიპასუხებთო".

ჩამოვიდნენ ბერები ემესაში. ხალხს სიცილად არ ეყო მათი ნათქვამი: - მაგ გიჟმა, ბერების შემარცხვენელმა რა უნდა გითხრათო. ბერები სალოსთან მივიდნენ. ნახეს, მიწაზე ცერცვი დაედგა და დათვივით ჭამდა. ერთმა მათგანმა გაიფიქრა: რა ტყუილად გამოგვგზავნეს ამასთანო. წმინდა სვიმონი წამოდგა და რისხვით თქვა: - ტყუილად მოხვედით, ისაა გიჟი, ვინც ჩემთან გამოგგზავნათო. მერე წამოდგა, განმკითხველ ბერს კისერში ხელი წამოარტყა და უთხრა: რატომ ლანძღავ ცერცვს, ორმოცი დღე სველდებოდა. ორიგენეს ასეთი რამ არ უჭამია, მაგრამ ზღვაში შესცურა, იქიდან ვეღარ გამოვიდა და ჩაიძირაო. ბერებს მეტი რაღა უნდოდათ, მადლობა შესწირეს ღმერთს და წმინდა ბერის პასუხით გაოცებულნი უკან დაბრუნდნენ.

ერთხელ ემესელები სააღდგომოდ იერუსალიმში გაემგზავრნენ. უკან დაბრუნებისას ერთი მათგანი უდაბნოში მოღვაწე მამებს ეწვია კურთხევის ასაღებად და ღვთის განგებით, წმინდა იოანეც მოინახულა. მან ბრძანა: - ქალაქში ამხელა მამა გყავთ, სვიმონ სალოსი, რომლის ლოცვებიც მთელ სოფელს სჭირდება. თქვენ კი ჩემთან მოდიხართო? კაცი სენაკში შეიყვანა, სადაც მონასტრისთვის უჩვეულო სუფრა იყო გაშლილი: ახალგამომცხვარი ცხელ-ცხელი თეთრი პური, კარგი თევზი, ღვინო. იტრაპეზეს. დამშვიდობებისას წმინდა მამამ ემესელს სამი სეფისკვერი გამოატანა თავის ძმასთან, - გადაეცი ჩემს ძმას, სვიმონ სალოსს და უთხარი: ილოცე შენი ძმის, იოანესთვის-თქო. როცა ემესელი ქრისტიანი თავის ქალაქში დაბრუნდა, კარიბჭესთან წმინდა სვიმონი დახვდა და ჰკითხა, - ხომ კარგად არის ჩემი ძმა იოანე? ხომ არ შეჭამე ის სამი სეფისკვერი, რომელიც ჩემთან კურთხევის ნიშნად გამოგატანა? მერე თავის სადგომში წაიყვანა და გაუმასპინძლდა იმით, რაც ღმერთმა გამოუგზავნა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ სწორედ ისეთივე სუფრა გაუშალა, როგორიც იქ, უდაბნოში წმინდა იოანემ. გაოცდა ემესელი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ანდა, რომ ეთქვა, ვინ დაუჯერებდა?

***
მთელ ღამეს ღირსი მამა ლოცვაში ატარებდა, დილით კი დაწნავდა ზეთისხილის რტოთაგან გვირგვინს, დაიდგამდა თავზე, ქალაქში გადიოდა და გაიძახოდა: - დიდება გამარჯვებულ მეფეს და მის ქალაქს! როგორც თვითონ აუხსნა დიაკონ იოანეს, ქალაქად ის სულს თვლიდა და მეფედ - ვნებებზე გამარჯვებულ გონებას.

დადგა მისი აღსასრულის ჟამიც. ახლა ჩემს სულიერ ძმასთან, იოანესთან ვიყავი, - უთხრა ერთხელ დიაკონს, - ვპოვე იგი სულიერად წარმატებული, სრულიად სათნოჰყოფია ღმერთს. ორივე ვხედავდით მის თავზე დადგმულ გვირგვინს წარწერით: "უდაბნოში მოთმინებისთვის". უცნობმა დიდებულმა კაცმა მითხრა: მოვედ ჩემთან, სულელო, და მიიღე ერთი კი არა, მრავალი გვირგვინი, მრავალ ადამიანთა სულების გადარჩენისთვისო. სიკვდილის წინ ტკბილად დაარიგა წმინდა სვიმონმა დიაკონი იოანე, კაცთა განუკითხველობა და შეწყალება ასწავლა. ორი დღის შემდეგ აღესრულა, სრულიად მარტოდმარტო.

რომ არ გამოჩნდა, ნაცნობმა გლახაკებმა "შინ" მიაკითხეს. ზედ ვაზის ნასხლავი წაეფარებინა. მთელი სიცოცხლე სულელობდა, სიკვდილის ჟამსაც არ მოიშალა. იმის მაგივრად, ზედ დაწოლილიყო, ნასხლავი ტანზე წაიფარა და ისე მოკვდაო, - თქვეს გლახაკებმა, მოჰკიდეს ხელი და განბანვის, სანთელ-საკმევლის გარეშე უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე წაასვენეს. ჩაიარეს ერთი ქრისტიანი ურიის სახლთან, რომელიც წმინდა სვიმონის მიერ იყო მოქცეული. ურიას ქუჩიდან გამოუთქმელი სიტკბოების გალობა შემოესმა. გაიხედა და რას ხედავს, მხოლოდ ორ კაცს მიაქვს სვიმონ სალოსის სხეული. ნეტარ ხარ შენ, სალოსო, - ამოიოხრა ურიამ, - რადგან კაცთაგან არავინ გამოჩნდა, ვინც შენ "სულთათანას" გიგალობებდა და ღმერთმა ზეციური ძალნი მოავლინა საგალობოდო. შეუერთდა პროცესიას. ღირსი მამა მიწას მიაბარეს. დიაკონმა მისი სიკვდილი როცა გაიგო, გათხარა სასაფლაო, გარდაცვლილისთვის უკეთესი პატივი რომ ეცა, მაგრამ მისი სხეული იქ აღარ დახვდა. მაშინ ემესელები, თითქოს ღრმა ძილიდან გამოიღვიძესო, მიხვდნენ წმინდა სვიმონის ფასს, გაიხსენეს მისი წინასწარმეტყველებანი, საქციელი. წმინდა სვიმონთან ერთად მისი სულიერი ძმა იოანეც გარდაიცვალა და ახლა ერთად ადიდებენ სახიერ ღმერთს.

ასეთი იყო ცხოვრება წმინდა სვიმონ სალოსისა. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა "კარიბჭის" მკითხველებს და სრულიად საქართველოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat