"მოგვიახლოვდით, შვილნო საყვარელნო, და უფრო მოგიახლოვდებით ჩვენც, თქვენი ერთგული და მოყვარული მამები"
"მოგვიახლოვდით, შვილნო საყვარელნო, და უფრო მოგიახლოვდებით ჩვენც, თქვენი ერთგული და მოყვარული მამები"
როცა ურჯულო შაჰმა წმინდა დავითის მონასტერი მოაოხრა და 6000 ბერი მოწყვიტა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე ამ დალოცვილი სავანის ფეხზე დადგომას; მაგრამ წმინდა მოწამეთა სისხლზე, როგორც კეთილ თესლზე, აღმოცენდა არა მარტო ის ცნობილი წითელი ვარდები, უდაბნოში ერთ ველზე რომ ხარობდნენ, არამედ ის ღირსი მამებიც, მშვენიერნი ყვავილნი ღვთისმშობლის ბაღისანი, რომლებიც აგრერიგად ამშვენებდნენ გარეჯის უდაბნოს XVII-XIX საუკუნეებში. იმდროინდელი ჟამთააღმწერელნი ძირითადად მეფეთა ცხოვრებაზე მოგვითხრობენ, იშვიათად ორიოდე სიტყვა თუ დასცდებათ იმდროინდელ სულიერ მამებზე. საინტერესოა მაშინდელი სიგელ-გუჯრები, ანდერძები, მინაწერები წიგნებზე, სადაც ნათლად ჩანს ღირს მამათა ცხოვრების ანარეკლი. წმინდა დავითის უდაბნო ხომ ბევრ მათგანს ექცა ყრმობის აკვნად, სულიერ სამჭედლოდ თუ საუკუნო განსასვენებლად. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი, რომელნიც თუმცა წმინდანად არ არიან შერაცხულნი ეკლესიისგან, მაგრამ მათი მარტო სახელის ხსენებაც კი სულს გვიტკბობს.

1721 წელს გარდაიცვალა წმინდა იოანე ნათლიმცემლის უდაბნოს მწირი ბერი, მამა გენადი თულაშვილი, სახლთუხუცესყოფილი დავით ერისთავისა. ღირსი მამა კვირით კვირამდე მმარხველი ყოფილა, 60 წელი არ ენახა სოფელი, მეფეთა და ეპისკოპოსთა გარდა, მონასტერში მისულთ არავის ეჩვენებოდა. ასე ღვაწლში გაუვლია ცხოვრება და გარდაცვლილა 140 წლისა. მასზე, პლატონ იოსელიანის ამ ცნობის გარდა, არაფერი ვიცით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ესეც მრავლისმთქმელია. ასევე თითქმის არაფერი ვიცით წმინდა იოსებ მოხევეზე, გარდა იმისა, რომ ავიდა მყინვარწვერთან მდებარე ბეთლემის მონასტერში, ნახა იქ კარავი აბრაამ მამამთავრისა, მოაჭრა კალთა და მიართვა მეფე ერეკლეს. სამწუხაროდ, თავის დროზე არავინ გამოჩენილა ამ და სხვა ღირს მამათა ცხოვრების აღმწერელი, რომელთა ლოცვით დღესაც დგას გარეჯა.

გარეჯის უდაბნოს მშვენება იყო ზენონ ალავერდელი. მეუფე ზენონი ერთხანს წინამძღოლობდა ნათლისმცემლის მონასტერს. იგი "იყო კაცი ბრძენი და მეცნიერი. საღმრთოსა და აზნაურებისა სჯულისა, მართლმადიდებელი და მართალგამომეტყველი სიტყვასა მას ჭეშმარიტებისას". იგი იმ ქართველ მამათაგანია, რომელთაც 1755 წლის საეკლესიო კრებაზე შეაჩერეს კათოლიკეთა ექსპანსია საქართველოში. მღვდელმთავარი სიცოხლეშივე სასწაულმოქმედი ყოფილა: ამბობენ, ერთ კაცს თვალის ჩინი ნელ-ნელა მოაკლდა და საბოლოოდ დაბრმავდაო. ხოლო ნეტარი იგი მისი ახლობელი იყო, მის კეთილ გულს ეწყალებოდა ბრმა. ერთხელ ილოცა მისთვის, დაადო ხელები თავზე და დიდი ხნის ლოცვის შემდეგ ორთავე ხელით ჯვარი გადასახა. ღვთის მადლით და მღვდელმთავრის ლოცვით ბრმას თვალნი აეხილა. საოცრად მოწყალე გახლდათ მეუფე ზენონი, არასოდეს გლახაკთ ცარიელს არ გაუშვებდა. თუ ჰქონდა ფული, უხვად აძლევდა, თუ არა და, რაც ხელში მოხვდებოდა, ძვირფასი ჭურჭელი თუ ქვეშსაფენი, ყოველივეს უშურველად მისცემდა, თან გააფრთხილებდა ხოლმე - არავისთვის ეთქვა. ხოლო როცა მოხუცდა "ქველმოქმედებით სათნომყოფელი კაცი ღმრთისა", ზედიზედ "ფერხთა სალმობა შეემთხვის". გადაწყვიტა, უსისხლო მსხვერპლი შეეწირა სულისთვის, ახლა უკვე საბოლოოდ. წირვიდან სამი დღის შემდეგ მოიწვია რამდენიმე მღვდელი, ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულებინა, შემდეგ ტკბილად გაუმასპინძლდა მათ. გაიარა კიდევ სამმა დღემ. საღამოს, ძილის წინ, თქვა თავისთვის: "მღვდელმთავარი ვარ მოხუცებული, მღვდელმთავარი ვარ". მსახურმა ჰკითხა: "ვის ესაუბრები, ბატონო?" მან მიუგო: "ნუ გამოეძიებ, შვილო". ამ დროს კანდელი ჰქონდა ანთებული ხატთა წინაშე. დაწვა და დაიძინა. რადგან შუაღამისას ჩვეულებისამებრ აღარ გაიღვიძა, მსახურმა იფიქრა, ტკბილად ჩასძინებიაო. მამალმაც იყივლა. აღარ გამოვიდა მოძღვარი. მსახური შევიდა მის სენაკში და იხილა, უკვე აღსრულებულიყო. გათენდა და ყველამ გაიგო დიდი ეპისკოპოსის გარდაცვალების ამბავი. მოვიდნენ მამათმთავარი და ეპისკოპოსნი, მღვდელნი და უამრავი მორწმუნე, რომელნიც დიდი სასოებით ამბორს უყოფდნენ "წმინდასა გვამსა მისსა". ერთმა მკერავმა თქვა: "ამ ღამეს ვიხილე მე, ვითარცა შარავანდედი რაიმე დიდი ლამპრისა, მის კელიის სახურავიდან ზეცად აღმავალი. მაშინ ვიფიქრე, დიდი სანთელია-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რომ უფლის ანგელოზებს აჰყავდათ ზეცად მისი ნათლით შემოსილი სული". ალავერდელი მიტროპოლიტი ზენონი დაკრძალეს ნათლისმცემლის მონასტერში. 14 წლის შემდეგ მისი საფლავის გვერდით კვეთდნენ კლდეს ვინმე დიდებულის საფლავისთვის. იარაღი მოუხვდათ მის კუბოზე. გატყდა ფიცარი და კუბოდან კეთილშვენიერი სურნელება ამოვარდა, "სანთელი შევიღეთ და ვხედავდით და ვერ განვსძღებოდით სუნნელებითა მით საკვირველითა ჰამოითა", - ჰყვება წმინდა გრიგოლ მცირე.

დიდი მღვდელმთავარი, წმინდა იოანე მანგლელის სულიერი შვილი, გერმანე ტფილელი, სიყრმიდანვე მონასტერში აღზრდილა. ისე პატარა ყოფილა როცა მიუყვანიათ გარეჯას, რომ შემდგომ, როცა სავანის მამებმა სოფელში წარგზავნეს საროჭიკოდ (მოწყალების შესაგროვებლად), დედაკაცთა მხილველს უკითხავს: - ვინ არიან ესენიო? პირველსავე შეხვედრას დედაკაცებთან ძალზე გაუკვირვებია, ვინაიდან "არ იცოდა სახე დედათაო". მეუფე გერმანე დავითგარეჯის წინამძღვარი ყოფილა და მეფე ერეკლეს იძულებით მღვდელმთავრად დაუდგენია. პირუთვნელი იყო მისი მსჯავრი, დიდად იღვაწა ეკლესიისთვის, "ესრეთ სიწმინდით გარდავლო წელნი თვისნი" და 82 წლის მივიდა უფლის მიმართ.

დიდად უღვაწია წმინდა დოდოს მონასტრის აღდგენისთვის იოსებ ნინოწმინდელ ეპისკოპოსს, გვარად ვაჩნაძეს, რომელიც აქვე, გარეჯაში გარდაცვლილა 1742 წლის 12 თებერვალს. მეუფე იოსების და წმინდა სერაპიონ გარეჯელის შეხვედრას ასე მოგვითხრობს წმინდა გაბრიელი: ერთ დღეს წმინდა სერაპიონს გოდრით სკორე მოჰქონდა სავენახე მიწის გასანაყოფიერებლად. ამ დროს მას ცხენით მომავალი იოსებ ნინოწმინდელი შეხვდა. ღირსმა სერაპიონმა გოდორი მოიხსნა. მეუფე იოსები ცხენიდან ჩამოვიდა და მამა სერაპიონს უთხრა: "ნუ შრომასა შეიმთხვევ, მამაო წმინდაო". ხოლო იგი ეტყოდა: "რად არ მოვკვდები ფერხთა ქვეშე შენთა, ყოვლად ნეტართა, მახარებელთა მშვიდობისათა, წმინდაო მეუფეო?" ასე დიდი კრძალვით, სიყვარულით ერთმანეთს ამბორ-უყვეს. შემდეგ წმინდა სერაპიონმა აიკიდა გოდორი და თავის გზაზე წავიდა, ხოლო მარტო დარჩენილი მეუფე განიქიქებდა თავს: ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო, ზვავო და ამპარტავანო, შენ ამხედრებული იყავ ცხენზე და ჩემი სანატრელი მამა კი, სკორის მტვირთველი, ძმათათვის შრომობს, რომლისათვის იგი სიმდაბლით სასუფევლამდე ამაღლდება, ხოლო შენ ამპარტავნებისთვის ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავარდებიო. ეს სიმდაბლე მეუფე იოსებს სიკვდილამდე გაჰყოლია. შემორჩენილია წერილი იოსებ ნეკრესელისადმი, რომელიც მისი სულიერი შვილი გახლდათ. მეუფე იოსებს თავისი სულიერი შვილისთვის მონასტრის წინამძღვრობა დაუთმია და, როგორც უბრალო მღვდელმონაზონი, ისე ცხოვრობდა გარეჯას. უკვე წლების ტვირთით დამძიმებული მღვდელმთავარი ძმათა გვერდით ვეღარ იდგა სამორჩილო საქმეში და ამაზე წუხს: "ამ თქვენს მონასტერში ბევრის ხარჯის მეტი, უდებობის მეტი, ნაყროვნების მეტი ვერა ვქენ რა... მე უღირსი და ცოდვილი ამ საქმისთვის შემიწყალეთ, თქვენი ტკბილი მამაშვილობის და ძმობის გაყრილი და საუკუნოდ განშორებული და დატყვევებული, ამიერ წავლით წარსული და აღარა სადა მოქცევადი შემიწყალეთ, შემიწყალეთ საუკუნოდ, ამინ..." რამხელა თავმდაბალი, წმინდა მღვდელმთავარი გვყოლია ქართველებს! ჩვენც შეგვიწყალოს ღმერთმა მისი წმინდა ლოცვით.

1737 წლის მიწურულს გარდაიცვალა ქართლის კათოლიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. უწმინდესი წარმოშობით ბარათაშვილი ყოფილა. მის ხორციელ მშობლებს მარიამი და ბეჟანი ერქვათ. საკმაოდ გავლენიანი და კულტურული ტრადიციების გვარის შვილი მშობლებსაც კეთილად აღუზრდიათ. ბესარიონ კათალიკოსმა წმინდა ონოფრე მაჭუტაძესთან და სხვა მამებთან ერთად განაახლა დავითგარეჯა მე-17 საუკუნის მიწურულს. იმდენი მწიგნობარი ძმა შემოუკრებია, რომ მას "ბესარიონის ძმათა კრებულს" ეძახდნენ. თითქმის 30 წელზე მეტი უხელმძღვანელა მათ. დიდი ღვაწლი გაუწევია ქართველ წმინდანთა ცხოვრების მასალების შეგროვებაზე, ბევრიც შეუქმნია და გაუმდიდრებია ქართული ეკლესია. მისი უმშვენიერესი თხზულება ლათინთა წინააღმდეგ, "გრდემლად" წოდებული, ფარად და მახვილად ეპყრა იმდროინდელ ქართველობას. ერთ მღვდელს, ვისაც გაგონილი ჰქონდა მის საღმრთო მოქალაქეობაზე, ერთხელ მის სენაკში მოუხდა ღამის გათევა. იმ ღამეს მღვდელს თავი მოუმძინარებია, რადგან სურდა შეტყო დიდი მამის ცხოვრების წესი. მან, ნეტარმა, პირველად წიგნი დიდხანს იკითხა, შემდეგ ჩააქრო სანთელი, დაილოცა ზეპირად ლმობიერი და შემუსვრილი გულით. შემდგომ სანთლის ანთება მოისურვა. არც ცეცხლი ჰქონდა, არც კვეს-აბედი. მეყსეულად სანთელი აინთო. ამის მხილველი მღვდელი განკვირდა. როცა გათენდა და მცირე ხნით სენაკში მარტო დარჩა, ნახა, რომ მარტო ნაცარი იყო. ზედ ჯვრის სახედ ხელით განევლო და ის ანთებულიყო.

წმინდა იოსებ კათოლიკოსი (ჯანდიერის შვილი) ჯერ კიდევ გარეჯას მოღვაწეობდა. ერთ დღეს, უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას, მერცხალი შემოფრინდა ეკლესიაში და არ დასცხრა წივილისგან. პირველად სულგრძელ იქმნა წმინდა მღვდელმთავარი, იქნებ გაჩუმდესო. და ვინაიდან აღარ დასცხრა და წირვაზე მოიწია ჟამი საიდუმლო ლოცვების წარმოთქმისა, ახედა ზევით და უთხრა: "ჰოი, მერცხალო, იცოდე, ჩვენი საღმრთო სიტყვები უმეტესია, ვიდრე შენი ღაღადებაო". ეს რა თქვა, წამსვე მერცხალი ძირს ჩამოვარდა და სული წარხდა. შეეწყალა მღვდელმთავარს ფრინველი, აიღო მკვდარი მერცხალი ხელში, ჯვარი დასწერა და მსახურს უბრძანა, დაედო ეკლესიის გარეთ. როცა წირვა დასრულდა, უცბად მერცხალი გაცოცხლდა და გაფრინდა. მისი მხილველნი ადიდებდნენ ღმერთს და მის წმინდანებს.

გვსურს, დასასრულს ერთ ღირს გარეჯელ მამაზე მოგითხროთ: ბერთუბნის მონასტრის კოშკში მოღვაწეობდა მამა იოანიკე კახი, დიდად მოღვაწე და მბაძავი სვიმეონ მესვეტისა. წარმოშობით ჭოპორტიდან ყოფილა. სიყრმიდანვე დამოწაფებია მამა ზაქარია გაბაშვილს. იმერეთს განდევნილ ზაქარიას თან გაჰყოლია. იქ მღვდელმონაზვნად უკურთხებიათ. ამის შემდგომ ბერთუბნის მონასტერში წასულა სამოღვაწეოდ. მასზე ლაპარაკობდნენ, ვითარცა კაცზე წმინდაზე და ღირსზე, სხვათა გულთა და აზრთა მცნობელზე. მონასტრის მამანი მას "ახალთა დროთა ქართველთა ეკლესიის მნათობს" ეძახდნენ. ღირსი მამა აღავლენდა ლოცვებს და თვითონაც, ვით წმინდა ლოცვა, აფრინდა უფლისა მიმართ. გარდაიცვალა 1802 წელს და იქვე, თავის სვეტთან, დაუკრძალავთ.

ძნელია ორიოდე სიტყვით გადმოსცე, აღავლინო გარეჯელ მამათა სადიდებელი ღირსეულად და მათ შესაფერად. მაგრამ ერთი კია, დაუსრულებლად გსურს მათზე საუბარი. მათ წმინდა სახეში, როგორც სარკეში, ხედავ საკუთარ უძლურებას, სულიერ დაცემას. თითქოს მოგესმის მათგან ჩურჩულით ნათქვამი "მოგვიახლოვდით, შვილნო საყვარელნო, და უფრო მოგიახლოვდებით ჩვენც, თქვენი ერთგული და მოყვარული მამები".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat