მათ მიერ დაარსებულ მონასტრებში დღესაც დაუცხრომლად ჩქეფს სულიერი ცხოვრება
მათ მიერ დაარსებულ მონასტრებში დღესაც დაუცხრომლად ჩქეფს სულიერი ცხოვრება
იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის ხსენების დღეს, 20 მაისს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული ზედაზნის მამათა მონასტერში. ღირსი მამის იოანე ზედაზნელის ლოცვით მთის წვერზე აღმოცენებული მაკურნებელი წყარო ეკლესიის კედლებიდან წვეთ-წვეთად მომდინარე წყლით ივსება. წყლის წანწკარი მეორე დღის საღამომდე გრძელდება. წყაროს ავსება ქვეყნის ბედნიერებას მოასწავებს.

ქართველმა ხალხმა ქრისტიან ერად ჩამოყალიბების ვიწრო და ეკლიანი გზა განვლო. ათასგვარი ხერხით ცდილობდა მტერი მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, გამოეცალა ჩვენთვის საყრდენი ძალა - მართლმადიდებლობა. წმინდა ილია მართალი ბრძანებს: "ქართველმა ქრისტიანობას შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისთვის და ფარად ზედმოსულთათვის". მომხდური მტერი კი მრავლად გვყავდა.

ამ მხრივ არც მეექვსე საუკუნე ყოფილა გამონაკლისი. ამ დროს ქართლში, ერთი მხრივ, სპარსელები ბატონობდნენ და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ქართველების გადაბირებას ცეცხლთაყვანისმცემლობაზე, მეორე მხრივ კი მონოფიზიტობა ცდილობდა ფეხის მოკიდებას მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობასთან ნაზიარებ ივერიაში. უფალი ძნელბედობის ჟამს უნუგეშოდ არ ტოვებდა მრავალჭირნახულ საქართველოს. იმჟამად ასურეთიდან წმინდა იოანე ზედაზნელი თორმეტ მოწაფესთან ერთად ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წარმოგზავნა ქართველთა სარწმუნოებაში განსამტკიცებლად.

ერთხელ ანტიოქიის უდაბნოში მოღვაწე ღირს იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, აერჩია თორმეტი მოწაფე, რათა ივერიაში ექადაგა ქრისტიანობა.

წმინდა იოანემ გამოცხადების შესახებ უამბო თავის მოწაფეებს, შემდეგ წმინდა ტრაპეზზე მოათავსა ფურცლებზე დაწერილი მათი სახელები და უფალს შესთხოვა, წირვის დასასრულს თავად გამოერჩია მათგან თორმეტი. მოხდა სასწაული: ღვთის ანგელოზმა ყველას დასანახად მამა იოანეს ხელში ჩაუდო ფურცლები შემდეგი სახელებით: შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, ანტონ მარტყოფელი, აბიბოს ნეკრესელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, თადეოზ (თათე) სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანე ხირსელი და ზენონ იყალთოელი. წმინდა მამამ დაამშვიდა დარჩენილი დამწუხრებული ძმები, მამა ექვთიმე დაუდგინა წინამძღვრად, შეავედრა უფალს და თორმეტ მოწაფესთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

იმხანად ქართლის მეფე ფარსმანი გახლდათ, კათოლიკოსი კი - ევლოგი. მათ ნათელმოსილი ანგელოზისგან ეუწყათ ქართლში შუამდინარეთს აღმობრწყინვებულ ვარსკვლავთა მოსვლა. მცხეთას მოახლოებულ წმინდა მამებს კათოლიკოსი ევლოგი და საქართველოს მეფე ფარსმანი ამალით მიეგებნენ. კვლავ სასწაული აღასრულა ღმერთმა: სახელებით მიმართეს ერთმანეთს ქართველთა კათოლიკოსმა და ასურელმა მამებმა, რომლებიც ქართულად ამეტყველდნენ.

კარგა ხანს დარჩნენ ასურელი მამები მცხეთაში, კათოლიკოს ევლოგისთან. თაყვანი სცეს სვეტიცხოველს, უფლის კვართს, მოილოცეს წმინდა ნინოს მიერ მოვლილი ადგილები. ასურელი მამები დაუცხრომლად ქადაგებდნენ უფლის სიტყვას ქართველთა შორის, კურნავდნენ ათასგვარი სენით დაუძლურებულ ავადმყოფებს.

მაისის ერთ დღეს წმინდა იოანემ ზადენის მთაზე, სადაც უწინ ზადენის კერპი იყო აღმართული და ეშმაკები ბუდობდნენ, ნისლი შეამჩნია. ღირსმა მამამ ისურვა იმ ადგილიდან უწმინდურთა განდევნა და კათოლიკოსისგან ის უღრანი ადგილი ითხოვა სამოღვაწეოდ. ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ იოანე თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად ზედაზნის მთისკენ გაემართა. მთაზე ასასვლელად წმინდა მამებს ადიდებული არაგვი უნდა გადაელახათ. მამა იოანემ მიმართა მამა შიოს: "ილოცე, მამაო, რომ ღმერთმა მშვიდობით გადაგვიყვანოს". წმინდა შიო უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, აღმოსავლეთით სამჯერ მოიდრიკა მუხლი, წყალს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა: "ჩვენი მამა იოანე გიბრძანებს, წყალო, დინება შეაჩერო". მდინარესთან გასაცილებლად მისული კათოლიკოსის, ეპისკოპოსებისა და ხალხის თვალწინ მოხდა სასწაული: მდინარე შეჩერდა, სანამ მამები მეორე ნაპირზე გადავიდოდნენ.

ასურელმა მამებმა მთაზე, პატარა გამოქვაბულში მოაწყვეს ეკლესია. მამა იოანე მოწაფეებთან ერთად უბადრუკ სენაკში ცხოვრობდა, დროს გამუდმებულ ლოცვაში ატარებდა და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდა. ამგვარად, ზადენის მთა მეუდაბნოეთა სამყოფელი შეიქმნა. ხალხმა მალე შეიტყო წმინდა მამების მოღვაწეობის შესახებ. იქ მიდიოდნენ სნეულები, ეშმაკეულები, ბრმები და მამების ლოცვით სრულიად იკურნებოდნენ. ბევრს იზიდავდა ბერული ცხოვრება და ზედაზნის მთაზე რჩებოდა.

იმ ხანებში ორი ეპისკოპოსი გარდაიცვალა - წილკნისა და ნეკრესისა. კათოლიკოს ევლოგის ეპისკოპოსებად იოანე ზედაზნელის მოწაფეების დადგენა სურდა, ამიტომ ეკლესიის მსახურებთან ერთად ზედაზნის მთას ეწვია, რათა მამებიდან ორი ახალი ეპისკოპოსი გამოერჩია იმის მიხედვით, ვინც იმ დღეს უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა უფალს. აბიბოსი და ისე წირავდნენ. მათ კათოლიკოსმა ღვთის ნება აუწყა და აკურთხა აბიბოსი - ნეკრესის, ისე კი - წილკნის ეპისკოპოსად.

ერთ ღამეს კვლავ ჰქონდა ჩვენება ღირს იოანეს. მას ღვთისმშობელი და წმინდა ნინო გამოეცხადნენ და უბრძანეს, თავისი მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. ორი წლის ერთად მოღვაწეობის შემდეგ, კათოლიკოს ევლოგის კურთხევითა და წმინდა იოანეს რჩევა-დარიგებით, დავითი, ანტონი, იოსები, სტეფანე და ზენონი კახეთში გაემგზავრნენ, შიო, პიროსი, მიქაელი, თადეოზი და ისიდორე - ქართლში. თითოეულს სასურველი ადგილისკენ სულიწმინდა მიუძღოდა. წმინდა მამებმა მრავალი ქართველი დაიმოწაფეს, განსწავლეს ბერულ ცხოვრებაში. მათ მიერ დაარსებულ მონასტრებში დღესაც დაუცხრომლად ჩქეფს სულიერი ცხოვრება.

მოწაფეების გასტუმრების შემდეგ იოანე ზედაზნელმა და ილია დიაკონმა უწინდებურად გააგრძელეს მოღვაწეობა. მოძღვარმა და მოწაფემ ეშმაკის მიერ მოვლინებულ მრავალ სატანჯველს გაუძლეს. იმ დროს ზედაზნის მთაზე წყალი არ იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმინდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება და მთის წვერზე მაკურნებელი წყარო აღმოაცენა. წმინდა იოანეს საფლავის დასავლეთით დღესაც არის აუზი, სადაც სასწაულებრივად აღმოცენებული წყარო მოედინება.

წმინდა მამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. ერთ დღეს ილია დიაკონმა წყაროსთან დათვი ნახა. შეშინებულმა მოძღვარს მიაშურა. ღირსი იოანე მშვიდად მიუახლოვდა ნადირს, ნება მისცა, შეესვა წყალი და იქაურობას მოშორებოდა. ბერის ლოცვით დათვი მოთვინიერდა და მორჩილად წავიდა. წმინდა იოანემ და მისმა მოწაფეებმა ფიცხელი ღვაწლით სულიერების ისეთ საზომს მიაღწიეს, რომ, როგორც ადამს სამოთხეში, მათაც ისე მორჩილებდნენ ცხოველები. ღირსი შიო მღვიმელის ლოცვით, მღვიმესთან შეკრებილმა უდაბნოს მხეცებმა, რომლებიც თავს ესხმოდნენ ბერების საქონელს, მორჩილებით დატოვეს მონასტრის მთა. წმინდა შიომ დაიტოვა მხოლოდ ერთი მგელი, რომელსაც ვირების მწყემსვა დაავალა. მგელი ერთგულად აღასრულებდა დავალებას.

ერთხელ იოანემ ზედაზენზე იხმო მოწაფეები, რომ გაეგო, ვინ რა საფეხურს მიაღწია სულიერ ცხოვრებაში. მოძღვარმა წყლით სავსე სასმისი ითხოვა. ილია დიაკონმა მიართვა, ხოლო წმინდა ბერის ლოცვით სასწაული აღესრულა: ხელი რომ გაუშვა სასმისს წმინდა იოანემ, ჭიქა ჰაერში, როგორც მყარ სხეულზე მდებარე, ისე გაჩერდა. სასწაულებით შემკულ წმინდა მამებთან ერთად ღირსმა შიომაც აჩვენა სასწაული: ცხელი ნაკვერცხლები საცეცხლურის ნაცვლად ხელისგულზე დაიდო, საკმეველი დააყარა და უკმია იქ მყოფთ. ცეცხლმა მას ხელი არ დასწვა. შემდეგ წილკნის ეპისკოპოსი ისე წმინდა მამათა და მრავალ მორწმუნეთა თანხლებით მდინარე ქსანს მიადგა. წყალუხვ მდინარეს მღვდელმთავარმა კვერთხი დაჰკრა და უბრძანა, გაჰყოლოდა. დიდი სასწაული მოხდა: ქსნის მდინარე წილკნის საყდრამდე მორჩილად მიჰყვა აღმართზე მიმავალ ბერს და დღესაც ამ კალაპოტით მიედინება.

წმინდა მამებმა ლოცვითა და უფლის მადლით ჰაერი, ცეცხლი და წყალი დაიმორჩილეს. ეს უდიდესი სასწაული იყო.

ღირსი იოანე ზედაზნელის მოწაფეებმა შორს განითქვეს სახელი. წმინდა შიო მღვიმელთან სპარსეთიდან მოიყვანეს წყალმანკით დაავადებული, რომელიც წმინდა ბერის ლოცვით სასწაულებრივად განიკურნა: ღირსმა ევაგრემ მონასტრის ეზოში დასვენებულ სნეულს შიო მღვიმელის კუნკულიდან აღებული სამი ღერი თმა წაუღო განსაკურნებლად. სანამ ევაგრე წმინდა შიოს მღვიმიდან ეზოში გავიდა, სრულიად განკურნებული სნეული ბერებს უამბობდა, როგორ განიკურნა წმინდა შიო მღვიმელის ლოცვითა და ჭაბუკის მიერ მიცემული მოხუცის სამი ღერი თმით. ღირს ევაგრეს კი წმინდა შიოს კუნკულიდან აღებული თმის ღერები ხელში აღარ ჰქონდა. ამ სასწაულის შემდეგ უფალმა წმინდა შიოს ლოცვით სპარსეთიდან ჩამოყვანილი ბრმა ბავშვი განკურნა.

ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის ღვაწლი უდავოდ დიდია. ასურელმა მამებმა, რომლებიც საქართველოში მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლებად ითვლებიან, თავიანთი მოღვაწეობით განამტკიცეს ქართველი ერი სარწმუნოებაში. ისინი ისევე მოევლინენ მხსნელად სპარსთაგან შევიწროებულ საქართველოს, როგორც წმინდა ნინო - წარმართულ ივერიას. ცამეტი ასურელი მამის ლოცვითა და მადლით ამჟამადაც უამრავი სასწაული აღესრულება. მათ საფლავებზე მისული მომლოცველები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებიან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat