ყოველ პარასკევს ჯვარცმის წინ იდგა გულშემუსვრილი, ღვთისმშობელთან და წმინდა იოანესთან ერთად
ყოველ პარასკევს ჯვარცმის წინ იდგა გულშემუსვრილი, ღვთისმშობელთან და წმინდა იოანესთან ერთად
ამბობდა ხოლმე: - ქრისტე ჩემი სიცოცხლეაო
1864 წლის 14 თებერვალს ათონის მთაზე გარდაიცვალა ღირსეული წარმომადგენელი ქართული ბერმონაზვნობისა, მღვდელმონაზონი ილარიონი. მის სახელს დღესაც მოწიწებით ახსენებენ მთაწმინდაზე. გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი ამ წმინდა მამის ცხოვრებიდან და მისი მაგალითით გაძლიერებულნი შევეგებოთ დიდმარხვას.

6 წლის იყო წმინდა ილარიონი, ბიძამისმა, სტეფანემ, ტაბაკინის მონასტრის მთავარდიაკონმა, თან რომ წაიყვანა და 12 წლის განმავლობაში უდაბურ მთაზე ზრდიდა. ეს იყო ის მტკიცე საფუძველი, რომელზეც შემდგომ დიდებული ტაძარი აშენდა. ღირსი ილარიონი, თავისი მოღვაწე და წმინდა ცხოვრებით, ხორცთა ეკლესიად, ღვთის სულის სამკვიდრებლად იქცა. ამიტომაც ჰქონდა მის სიტყვას ძალა.

"მთლიანად მისი სული, ფიქრები, სურვილები და განზრახვები წმინდა იყო, - ამბობდა მამა ილარიონის სულიერი შვილი საბა (ბერძენი), - კეთილ და ნათელ სახეზე ასახვოდა ანარეკლი მაცხოვრის ხატისა. მისი შემოხედვისას სამოთხის ბრწყინვალებას ჭვრეტდი. მე ხშირად ვერც ვუბედავდი თვალებში შეხედვას. ეს წინასწარმეტყველის თვალები პირდაპირ ანათებდნენ. გული საღმრთო სიყვარულით ანთებოდა. აბა, სხვას რას შეეძლო იძულება, შორეული კავკასიიდან მთაწმინდაზე, უდაბნოში დასახლებულიყო. მას ქრისტეს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. რომ გენახა, როგორ ატარებდა საღმრთო ლიტურგიას, როგორ ეზიარებოდა! უზიარებლად ერთ დღესაც არ განვლიდა! ამბობდა ხოლმე: - ქრისტე ჩემი სიცოცხლეაო. ყოველ პარასკევს ჯვარცმის წინ იდგა გულშემუსვრილი, ღვთისმშობელთან და წმინდა იოანესთან ერთად - ასე ძლიერ თანაუგრძნობდა ჯვარცმისას უფალს. ამ დღეს, ნიშნად მაცხოვრის ვნებების ერთგულებისა, არაფერს ჭამდა და არაფერს სვამდა".

ანტონ მთაწმინდელი (ავტორი მისი ცხოვრებისა) წერდა: სულიერ რჩევას ყველა მხრიდან მოსულნი ეკითხებოდნენ, მოძღვართა მოძღვარს უწოდებდნენ. ამქვეყნიური დიდებით აღსავსე ადრინდელ ცხოვრებასთან შედარებით ჭეშმარიტი აღმსარებლობით, უდაბნოსა და განდეგილობაში დიდი ღვაწლით, მის ცხოვრებაში გამჟღავნებული მადლმოსილი მოვლენებით გაცისკროვნებული, ახლანდელი ცხოვრების გამო, მთაწმინდის მამებმა ისეთ მაღალ საფეხურზე დააყენეს, რომ ერთ-ერთ უხუცესს ეძახდნენ და პატივისცემით ეპყრობოდნენ. მისი სიტყვა ძლიერი და მიუკერძოებელი იყო. ხანდახან მომავალზე წინასწარმეტყველურად საუბრობდა და მისი სიტყვები ყოველთვის მართლდებოდა. ქალკაზე მცხოვრები, ათონზე სახელგანთქმული მოღვაწე ევსტათი ამბობდა, - მამა ილარიონმა ნეტარი თეოფინეს "ფილოკალიაში" აღწერილი ნეტარების ათივე საფეხური გაიარაო.

დიონისეს მონასტერში ერთი მებოსტნე ბერი ცხოვრობდა, რომელსაც სასო წარეკვეთა და ათონის დატოვება გადაეწყვიტა. მამა ილარიონმა თავისი მორჩილი მამა საბა რაღაც საქმეზე გაგზავნა ამ მონასტერში. საბა ამ ბერსაც შეხვდა და ათონზე დარჩენაზე დაითანხმა, ოღონდ იმ პირობით, თუ საბა მის ცოდვებს იტვირთავდა. უკან მომავალ საბას ეშმაკმა ფიქრებით გონება აუმღვრია, - აბა, შენი ძალით როგორ იტვირთავ ძმის ცოდვებსო და სასოწარკვეთამდეც კი მივიდა. მორჩილმა თავს ძალა დაატანა და დაღვრემილი მამა ილარიონთან გამოცხადდა. მამა ილარიონი გზაზე შემოხვდა: - რა მოგივიდა, ასეთი მხიარული წახვედი და დაღვრემილი ბრუნდები? ნუ გეშინია, უფალმა მთელი ამ სოფლის ცოდვა იტვირთა, ერთი კაცის გადარჩენას როგორ არ ინებებსო, უთხრა და ამ სიტყვებმა საბა დაამშვიდა.

მამა ილარიონი ყოველთვის თურქულად საუბრობდა, მოწაფე კი ბერძნულად თარგმნიდა, რადგან ბერმა ცუდად იცოდა ბერძნული. რუსეთში ყოფნისას რუსულიც ისწავლა, მაგრამ ორმოცი წლის განმავლობაში სრულიად დაავიწყდა. იყო შემთხვევები, როცა რუსულად და ბერძნულად ძალიან კარგად დაიწყებდა საუბარს, მაგრამ ეს ზეციური შთაგონებით ხდებოდა მნიშვნელოვანი სულიერი საჭიროების შემთხვევაში.

მაგალითად, როცა მღვიმის მამათა სენაკში ცხოვრობდა, იქვე იყო რუსი ბერი მამა თეონა, ის დურგალიც იყო და მნათეც. ერთ ღამეს მასთან დემონი მივიდა ადამიანის სახით და ჰკითხა, - რისთვის ინახავ ღვინოს სენაკშიო. ბერმა მიუგო, საეკლესიო საჭიროებისთვის მაქვს და არა ჩემთვისო. დემონმა ღვინო მოსთხოვა და ის იყო, უნდა აეღო, რომ მამა თეონამ ჭურჭელს ხელი ჩასჭიდა და ატყდა ერთი ამბავი - მომეცი-არ მოგცემო. ყვირილზე მამებს გაეღვიძათ, მივიდნენ თეონასთან, კელიის კარზე უკაკუნეს, მაგრამ მას არაფერი ესმოდა და გაჰყვიროდა, - ღვინოს არ მოგცემო. ბოლოს გონს მოეგო და კარი გააღო. აღელვებული ბერი მამა ილარიონმა თავისთან წაიყვანა. ეშმაკმა შენი დიდი მორჩილების გამო შურით მოიმოქმედა ეს საქმეო, - დიდხანს ესაუბრა და დამშვიდებული გამოისტუმრა. მხოლოდ დილას მიხვდა, რომ რუსულად საუბრობდნენ. წირვის შემდეგ თეონა მამა ილარიონთან მივიდა, მაგრამ მან მტკიცე უარი განაცხადა, - არაფერი მესმისო. აკი ღამით დიდხანს ვსაუბრობდითო? ამაზე ბერმა საბას დახმარებით უთხრა: - არ ვიცი, როგორ ვლაპარაკობდით. მაგრამ ღმერთმა დაინახა საჭიროება და ისე მოგაწოდა ჩემი საუბარი, გეგონა, რუსულად ვლაპარაკობდი, სინამდვილეში კი რუსულისა არაფერი გამეგებაო.

წმინდა ილარიონთან უდაბნოში ერთი მეუდაბნოე მივიდა და სულიერ საკითხზე რაღაც ჰკითხა. შემდეგ კი მეუდაბნოის მოტანილ რბილ პურს შეექცნენ. მეუდაბნოე გამომშვიდობებისას დაჰპირდა, მალე დავბრუნდებიო, მაგრამ წმინდა ილარიონის ნახვა მხოლოდ ერთი თვის შემდგომ შეძლო, ამიტომ დაგვიანებისთვის მიტევება ითხოვა. მამა ილარიონი შეედავა, - რას ამბობ? რისი ერთი თვე. გუშინ არ იყავი ჩემთან და რაღაცაზე ვლაპარაკობდითო? ბერები რამდენიმე წუთი დავობდნენ, თითოეული თავისას ამტკიცებდა. მამა ილარიონს პური გაახსენდა, რომელსაც ჭამდნენ და მოსატანად წავიდა. პური გამხმარი დახვდა, გაქვავებული. მაშინ დარწმუნდა, რომ მეუდაბნოე მართალი იყო. ამან დააფიქრა, რადგან მთელი ეს დრო სულიერ აღფრთოვანებაში გაეტარებინა და ყველაფერი მიწიერი დავიწყებოდა.

სიკვდილის წინ მძიმე ავადმყოფობისგან იტანჯებოდა. ამბობდა: დიდება უფალს! მოწამეობა მსურდა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა. ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამეობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით დაითმენო.

როცა მამა ილარიონი გარდაიცვალა, ათონელმა ბერმა, მამა ბესარიონმა (ქიქოძე) ძილში თავისი მოძღვარი და წმინდა ილარიონის სულიერი მეგობარი და მრჩეველი ღირსი ბენედიქტე (ქიოტიშვილი) იხილა. მამა ბენედიქტე სამი წლის წინ გარდაცვლილიყი. მამა ილარიონის საფლავზე ვაპირებ წასვლასო, - უთქვამს ბესარიონს. მამა ბენედიქტე შეკამათებია: ილარიონი არ მომკვდარა და შენ მის საფლავზე რატომ უნდა მიხვიდეო. ამ დავა-კამათისას მამა ბენედიქტემ უთხრა: - მამა ილარიონი ცოცხალია და ღირს ათანასე ათონელთან ერთადააო...

გავიდა საუკუნეზე მეტი წმინდა ილარიონის გარდაცვალებიდან. მისი წმინდა ცხოვრება დღესაც აღაფრთოვანებს ცხოვნების მოსურნეებს. შეგვეწიოს ღირსი ილარიონის ლოცვა დღევანდელ ქართველებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat