წმინდა აბო თბილელმა სულიერი ზღუდე აღუმართა დედაქალაქს
წმინდა აბო თბილელმა სულიერი ზღუდე აღუმართა დედაქალაქს
სამწუხაროდ, XXI საუკუნემდე ვერ მოხერხდა თბილისში დედაქალაქის მფარველის სახელობის ტაძრის აშენება, რაც ჩვენი წარსულის ბედუკუღმართობაზე მეტყველებს. XX საუკუნის დასაწყისში, 1916 წელს, გაზეთ "საქართველოში" ილია ფერაძე წერდა: "სირცხვილია ჩვენი ეროვნული თვალსაზრისით, რომ წმინდა აბო თბილელის სალოცავი ნიში ძლივს მოსჩანს მეტეხის კლდის ძირში, ვიწრო ქუჩაზე, ჩაკვეტებულია პატარა სავაჭრო სახლებს შორის... ჩვენი მოვალეობაა, არ მივცეთ დავიწყებას არც ერთი გმირი, რომელიც წარსულში ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას ემსახურებოდა... ყოვლად სამღვდელო კირიონმა (საძაგლიშვილი), ოდეს ის ქართულის ეპარქიაში მსახურობდა ალავერდის ეპისკოპოსის წოდებით, განიზრახა წმინდა აბოს პატივსაცემად ავლაბარში მისი სახელობის პატარა ტაძრის აშენება. საქმეს შეუდგა ჩვეულებრივი ენერგიით, მაგრამ საქართველოს მტრებმა მის მოღვაწეობას ქართველთა შორის ბოლო მოუღეს: ქართველი მღვდელმთავარი გადაიყვანეს ბალთაში ეპისკოპოსად. მას უკან მისი ჩინებული ჰაზრი დავიწყებას მიეცა..." მერე კი, ყველამ ვიცით, რაც მოხდა საქართველოში და რაოდენ სასიხარულოა, რომ უფალმა ინება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა აბო თბილელის ძვლების დაწვის ადგილას 1994 წელს დაწყებული მისივე სახელობის ტაძრის მშენებლობა დღეისთვის უკვე დასრულებულია. ეს ღვთის უდიდესი წყალობაა. ჩვენ შეგვიძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვეთ იმ წმინდა გზას, რომელიც აბომ გაიარა და ამ ადგილებთან შეხებით განვიცადოთ ეს დიდი სიწმინდე.

გვესაუბრება წმინდა აბოს ტაძრის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

- იქნებ ერთხელ კიდევ განვმარტოთ, რა სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქართველი ერისათვის წმინდა აბოს მარტვილობას...

- VIII საუკუნეში ერის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. საქართველო დიდი განსაცდელების წინაშე აღმოჩნდა - შემოიჭრნენ არაბები, რომლებიც თითქმის ნახევარ მსოფლიოზე ბატონობდნენ. საჭირო იყო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ დროს ქართლის ერისთავმა ნერსემ, ღრმად მორწმუნე მამულიშვილმა, პირველ ეტაპზე შექმნა ის წინააღმდეგობა, რომელიც ცოცხალ ერში უნდა წარმოშობილიყო. მაგრამ არაბთა იმპერია იმდენად მძლავრი იყო, რომ მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, გარკვეული წლების შემდეგ ბევრმა ქართველმა დაკარგა იმედი იმპერიის მარწუხებიდან გამოხსნისა. როგორც იოანე საბანისძე გვამცნობს, ქართველებმა ლერწამივით დაიწყეს რხევა სარწმუნოებაში.

არაბთა თვალთახედვას, რა თქმა უნდა, ვერ გამოეპარებოდა ნერსე ერისთავის მიერ დაწყებული ეროვნული მოძრაობა. ნერსე შეიპყრეს და გადაასახლეს. სამი წელი დაყო ბაღდადში. მაგრამ ყოველივეს ღმერთი განაგებს და ნერსეს გადასახლებაც ქართველთა გამოხსნის საფუძვლად იქცა. ნერსე გაიცნო მენელსაცხებლე არაბმა აბომ, რომელსაც იმდენად მოეწონა ნერსეს თანმხლები პირების ზნესრულობა და ცხოვრების წესი, რომ დაინტერესდა მათი სარწმუნოებით.

ღვთის განგებით, როდესაც არაბთა ხელისუფლება შეიცვალა, ნერსე ციხიდან გაათავისუფლეს. იგი დაბრუნდა საქართველოში. მას წამოჰყვა აბოც. არაბი მოინათლა და ქრისტიანობის დაუფარავად ქადაგებას შეუდგა. დამპყრობელი ერის წარმომადგენელმა დაპყრობილი ერის სარწმუნოება მიიღო და თავისი მამულის ღვიძლი სჯული უარყო. ეს კი უფრო მეტი მაგალითი იყო, ვიდრე ქრისტიანის მოწამეობა. ფიზიკური მძლავრობისგან დაშინებულმა ქართველობამ დაინახა, რომ მისი დამპყრობელი ერის შვილი უპირისპირდებოდა უზარმაზარ იმპერიას. ეს იყო სიმხნევის საოცარი განცდა, ქრისტეს დაკნინებული სიყვარულის აღდგენა.

აბომ უკანასკნელი სამოსი გაყიდა, სანთელ-საკმეველი იყიდა და ქრისტიანებს სთხოვა, ეკლესიაში ელოცათ მისთვის, რათა მოწამის გვირგვინი დაედგა. მართლაც ასე მოხდა - აბოს თბილისში, ორმოც მოწამეთა ეკლესიის კარიბჭესთან, თავი მოჰკვეთეს. მისი წმინდა სხეული ურემზე დადეს, სისხლით გაპოხილი მიწაც კი მოთხარეს, რათა ქრისტიანებს თაყვანი არ ეცათ მისთვის და მოწამეთა ხიდით ქალაქგარეთ გადაიტანეს. მეტეხის კლდის ძირში, სადილეგოში დაწვეს. ცეცხლს გადარჩენილი ძვლები ცხვრის ტყავში გაახვიეს და წყალში ჩაყარეს. მტრის ამ უსჯულო ქმედებებში საოცარი ღვთის განგებულება იყო. პირველსავე ღამეს ზეციური ნათელი დაადგება სადილეგოს - დაწვის ადგილს. მეორე ღამით მტკვრიდან, ძვლებიდან, ამოვიდა ნათელი და გაანათა სადილეგო, კბოდე და ხიდი. ქართველებმა შიშს სძლიეს, მთელი ქალაქი მოვიდა ამ ადგილზე სანთლებით, საკმევლით. მადლობდნენ ღმერთს, უამრავი ავადმყოფი განიკურნა.

- მამაო, რატომ ითვლება წმინდა აბო თბილისის მფარველად?

- თბილისის ის ადგილი, სადაც წმინდა აბო აწამეს და შემდეგ მისი ნეშტი დაწვეს, არის ერთ-ერთი ვიწრო ადგილი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქარავნო გზაზე. ნარიყალის და მეტეხის ციტადელები კარიბჭესავით არიან აღმართული და კეტავენ ქალაქს. ღვთის განგებით, წმინდა აბო თბილელმა სულიერი ზღუდე აღუმართა დედაქალაქს. მტკვრის ერთ მხარეს, ნარიყალის ციხესთან, წმინდა აბოს თავი მოჰკვეთეს, ხოლო დაწვეს მოპირდაპირე მხარეს, მეტეხთან, სადაც სასწაული გამოვლინდა. იმ დღიდან ამ ადგილმა შეიძინა კურნების მადლი, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს, თუკი რწმენით მივეახლებით მას. ამიტომაც არის წმინდა აბო თბილისის მფარველი.

- რატომ ვერ მოხერხდა 1994 წლამდე თბილისის მფარველის სახელობის ტაძრის აშენება და მანამდე როგორ მიაგებდნენ პატივს ამ წმინდა ადგილს?

- წმინდა აბოს მარტვილობის შემდეგ მისი ნეშტის დაწვის ადგილას ჯვარი აღიმართა. აქ გადიოდა ხიდი, რომელიც ყოველთვის ხისა იყო. მტრის შემოსევის შემთხვევაში ხის ხიდს ადვილად შლიდნენ, რათა მტერი აღარ გადმოსულიყო. რაც მთავარია, ხიდზე გადასულ კაცს აუცილებლად უნდა გაევლო აბო თბილელის დაწვის ადგილი და ისე შესულიყო ქალაქის მეორე ნაწილში. მხოლოდ XIX საუკუნეში მოხერხდა ჯვრის ნაცვლად ნიშის აგება. ამ ნიშმა შეიძინა საოცარი კურნების მადლი. ცნობილია, რომ ამ ადგილზე განიკურნა ეპილეფსიით დაავადებული გრაფი საფონოვი, რომელიც თბილისში კონსულად მსახურობდა. მადლიერმა გრაფმა გაამშვენა აბო თბილელის ნიში, კარი შეაბა მას და ხატიც დააწერინა. ასევე ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული ერეკლე მეფე, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მოსდევდა, ჩამოქვეითდა აბო თბილელის ჯვართან, ემთხვია, შეავედრა აბოს დედათბილისი, მთელი საქართველო და ასე წავიდა თიანეთში.

უამრავი თბილისელი, მათ შორის სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებიც, მოდიოდა წმინდა აბო თბილელთან შეწევნისთვის. ბოლშევიკებმა აქ ააგეს დღევანდელი მეტეხის ხიდი, ასევე აშენდა ორთაჭალჰესი, მტკვრის დონემ ცხრა მეტრით აიწია. ტექნოკრატიას შეეწირა წმინდა აბო თბილელის ნიშიც, რომელიც ააფეთქეს. იმ ძველი ხიდის შემორჩენილი ნაშთები მტკვრის დონის აწევის გამო მთლიანად წყალში აღმოჩნდა. აბო თბილელის ნიშის ადგილი მიწით ამოავსეს და გაამწვანეს, დარგეს ხეები, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მეხსიერებიდან საერთოდ წაიშალა ნიშის ადგილსამყოფელი. ერთადერთი, რაც კომუნისტებმა გააკეთეს, ის იყო, რომ კლდეზე მიაკრეს წმინდა აბოს რელიეფური გამოსახულება არასწორი წარწერით: აქ ეწამა აბო თბილელი. სინამდვილეში ეს იყო დაწვის ადგილი. მარტვილობის ადგილი მტკვრის მეორე მხარესაა.

- როგორ მიაკვლიეთ წმინდა აბო თბილელის ნიშს?

- კვლევა-ძიების პერიოდში ჩვენი ყურადღება მიიპყრო აგურის ნანგრევებმა, რომელიც მიწის ზემოთ ჩანდა. XIX საუკუნის ფოტომასალა და აგურის შემორჩენილი ნიში ერთმანეთთან დავაკავშირეთ. 1994 წელს, გიორგობას, წირვის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან წავედით მე, მგალობელი ნიკოლოზ დადიანი, მედავითნეები: მამუკა არეშიძე და ბადრი ბურდილაძე (დღეს მამა ნიკოლოზი). სამოქალაქო ომის შემდგომი პერიოდი იყო. ჩვენთვის არავის ეცალა. დავიწყეთ გათხრა. სულ რაღაც ერთ საათში მივაგენით აბოს ნიშის საძირკველს, რაც აფეთქებას გადაურჩა. იქ დარგული რამდენიმე ფიჭვის ხე ხელს გვიშლიდა მუშაობაში, მოვჭერით და ფერისცვალების დედათა მონასტერს გავუგზავნეთ. რამდენიმე დღეში დედებმა უკან გამოგვიგზავნეს აბო თბილელის ნიშის თავზე ამოსული ფიჭვის ხის გადანაჭერი, რომელშიც ჯვარი იყო გამოსახული. ამ მორის ერთი ნაწილი დღეს ჩვენს ტაძარშია დაბრძანებული, მეორე კი წმინდა აბოს ეკლესიაში. თითქოს ღვთის ლოცვა-კურთხევა იყო, რომ ეს საქმე გაგვესრულებინა. მართლაც, ამ ჯვარმა დიდი როლი ითამაშა. პროექტი წარვადგინეთ ქალაქის მთავარი არქიტექტორის საბჭოზე. სკეპტიკურად შეხვდნენ იმ ადგილზე ტაძრის აშენებას. ხეში გამოსახულმა ჯვრის ფოტომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა პროექტის დამტკიცებაში. ასე დაიწყო ტაძრის მშენებლობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 1900 წელს, წმინდა აბოს ხსენების დღეს, კირიონ კათალიკოსს, რომელიც მაშინ ალავერდელი მიტროპოლიტი იყო, კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აღუვლენია წირვა და შემდეგ მრევლთან ერთად ლიტანიობით წამოსულა წმინდა აბოს ნეშტის ადგილზე. ასე რომ, ერთი საუკუნის წინ წმინდა კირიონ კათალიკოსმა გაკვალა გზა წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან წმინდა აბოს ნეშტის დაწვის ადგილამდე.

- რატომ აირჩიეთ VIII საუკუნის არქიტექტურის სტილი?

- ამ საუკუნის არქიტექტურა გამორჩეულია მასიური ლოდებისგან შედგენილი წყობით. მეტეხის კლდესთან ურთიერთობა ძალიან რთული იყო. ვფიქრობდით იმაზეც, თუ როგორი არქიტექტურა გაუძლებდა იმ დატვირთვას, რომელიც მეტეხის კლდეს შეუდგებოდა. VIII საუკუნის არქიტექტურამ განაპირობა ამ სტილის შერჩევა და გაამართლა კიდეც.

- კიდევ რით არის საინტერესო ტაძრის პროექტი?

- გვინდოდა, ტაძარში ყოფილიყო განცდა იმ დილეგისა, რომელშიც წმინდა აბოს ცხედარი დაწვეს. ამიტომაც ტაძარი მიბჯენილია კლდეს, რომელიც ფაქტობრივად ტაძრის სამხრეთ კედელს წარმოადგენს. ტაძარი შედგება ორი ნაწილისაგან: თვითონ ტაძარი, სადაც ტრაპეზი დგას და უსისხლო მსხვერპლი შეიწირება და კარიბჭე, რომელშიც აბო თბილელის ძველი ნიშია ჩაწერილი. ამ კარიბჭეს აგვირგვინებს შიდა გუმბათი, რომელშიც ჯვარია გამოსახული. ეს ზუსტად ის ადგილია, საიდანაც ნათელი დაადგა აბოს სხეულის დაწვის ადგილს. ნიშნად იმ ზეციური ნათლისა, გამოვსახეთ ჯვარი, რომელიც იმ ნათლის სიმბოლოა და ამ ჯვრის ხილვით განვიცდით იმ ზეციურ ნათელს.

- როდის დაიწერა წმინდა აბო თბილელის ხატი და სად არის ამჟამად დაბრძანებული?

- აბო თბილელის ხატი, ფაქტობრივად, არ გვქონდა. ადრე მიხეილ საბინინმა პორტრეტულ სტილში დაწერა წმინდანის ხატი. ხატმწერმა ლაშა კინწურაშვილმა, დვალიშვილების ოჯახის დაკვეთით, საბინინის პორტრეტულ ხატზე დაყრდნობით შექმნა აბო თბილელის ხატი. ის წმინდა აბოს ტაძარშია დაბრძანებული.

- გასულ საუკუნეებში მტკვარი ანკარა მდინარე ყოფილა. თბილისელები მტკვრის წყალს სასმელადაც კი იყენებდნენ...

- არსებობს გადმოცემა, რომ შორეულ წარსულში ყოველ წელს, აბო თბილელის ხსენების დღეს (21 იანვარს), მისი ძვლები ამოიწეოდა მტკვრის ზედაპირზე და შემდეგ ისევ უჩინარდებოდა. სხვათა შორის, ეს გვახსენებს წმინდა შიო მღვიმელის ძვლების ამოწევას შიომღვიმობას. მტკვარი უწმინდესი მდინარე იყო, აბო თბილელის, 100000 ქართველი მოწამის, წმინდა დოსითეოს თბილელის და სხვა უამრავი მოწამის სისხლით შეღებილი. სამწუხაროდ, დღეს მთელი ქალაქის ჭუჭყი მასში ჩაედინება. წმინდა აბოს ლოცვით უფალმა ინებოს, რომ ჩვენი შვილები მაინც მოესწრონ მტკვრის ისევ დაწმენდას და მაშინ აბო თბილელის ძვლები ისევ ამოიწევს. ეს იქნება უდიდესი მადლის მოფენა ჩვენს ერზე.

- რამდენადაც ვიცით, წმინდა აბო თბილელის თავის კვეთის ადგილზე დაწყებულია ტაძრის მშენებლობა...

- ეს ტაძარი 40 მოწამის სახელობისაა (პროექტს იგივე ავტორები ჰყავს). იგი ორ დონეზე შენდება. ქვედა დონეს შეადგენს ის ძველი არქეოლოგიური მასალები, რომლებიც გათხრების დროს წარმოჩნდა. როდესაც აქ შევდივართ, ვეხებით აბო თბილელის მარტვილობის იმ ადგილს, საიდანაც მიწა მოთხარეს და ურემზე დაყარეს. ზედა დონეზე შენდება 40 მოწამის სახელობის ტაძარი. თბილისი, ფაქტობრივად, აღიდგენს აღმოსავლეთ-დასავლეთ საქარავნო გზის ჩამკეტის ფუნქციას. აბოს მარტვილობისა და დაწვის ადგილებზე აშენებული ორი ტაძარი შექმნის სულიერ ზღუდეს, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს დედაქალაქს და სახელმწიფოს.

გარდა ამისა, გადაწყვეტილია 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის აგება ხიდის ბურჯზე და ამ საქმეშიც აბო თბილელი გვეხმარება. ხიდის ბურჯს წმინდა აბოს დაწვის ადგილის ძიების დროს წავაწყდით. 100 ათასი მოწამის ტაძარი პატარა იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იმ ადგილას, სადაც წმინდა აბოს თავი მოჰკვეთეს და დაწვეს, სადაც 100 ათასი ქართველი ეწამა, აღევლინოს წირვა. აქ შეწირულ უსისხლო მსხვერპლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat