ღირსი არსენი დიდი (დაახლოებით, 449-450 წლები) - 08 (21) მაისი
ღირსი არსენი დიდი (დაახლოებით, 449-450 წლები)  - 08 (21) მაისი
დაემალე ადამიანებს, იყავ მდუმარედ, რამეთუ მდუმარებაა ძირი სათნოებისა
სიმდიდრე, კომფორტი, ფუფუნება, გართობა - თუ დღეს ზოგისთვის სანატრელია, სხვათათვის ცხოვრების სტილია. ასე იყო ძველადაც, მაგრამ ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომელთათვისაც ამქვეყნიურ სიკეთეებს ფასი არ ჰქონდა. ისინი არაამსოფლისაგანნი - ქრისტესნი იყვნენ. სწორედ ასეთი ღმერთშემოსილი მამის წმინდა არსენი დიდის ცხოვრება გვსურს შემოგთავაზოთ გულისხმისსაყოფად და სანუგეშოდ.

წმინდა არსენი რომში, ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მშობლებმა კარგი განათლება მისცეს. ძალზე გონიერი ადამიანი იყო, ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული და ლათინური ენები, ფილოსოფია თუ რიტორიკა. მაგრამ ერთხელაც დაუტევა ამქვეყნიური ამაო ყოფა და ღვთისმსახურთა შორის ჩადგა - არსენი რომის ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს.

ეს ამბები IV საუკუნეში ხდებოდა. იმ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს თეოდოსი დიდი მართავდა, დასავლეთს კი გრაციანე. თეოდოსი თავისი ვაჟების არკადისა და ჰონორიუსისთვის მასწავლებელს ეძებდა, ისეთს, რომელსაც ფილოსოფია და ელინური მეცნიერებაც ეცოდინებოდა და ღვთისმოშიშიც იქნებოდა. შვილებსაც ასე გაუზრდიდა.

მთელ იმპერიაში იწყეს მასწავლებლის ძებნა. აღმოსავლეთში ასეთი არავინ აღმოჩნდა. მაშინ დახმარება გრაციანეს სთხოვეს. "სირცხვილი ჩვენს ქვეყანას, თუ ასეთ კაცს ვერ ვიპოვითო", - უთხრა იმპერატორმა რომის პაპს დამასს. დიაკვან არსენის მეტი ვერავინ ნახეს, ის კი ცივ უარზე იდგა, გაიძახოდა, ყოველგვარი კაცობრივი სიბრძნე დამავიწყდა და მხოლოდ ღმერთს ვემსახურებიო. ძლივს დაითანხმეს - თუ მეფე ქრისტიანულად გაიზრდება, სამეფოსაც ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელს გახდისო.

კონსტანტინოპოლში ჩასული არსენი დიდი სიხარულით მიიღო თეოდოსიმ. ჩააბარა ვაჟები და უთხრა: "მათი გაზრდა უფრო ძნელია, ვიდრე გაჩენა. ამიტომ მათთვის მამაზე მეტი იქნები. გაბარებ მათ და გთხოვ, როგორც სულიერმა მოძღვარმა, იზრუნე, რომ ყმაწვილურ საცდურებს გაექცნენ. ამისთვის კი ღვთისგან დიდ საბოძვარს მიიღებ. ჩემი ვაჟების თანდასწრებით გეუბნები: ნუ მიხედავ მათ, როგორც მეფის ვაჟებს, აღზარდე და მორჩილება ასწავლე. მინდა, ყველაფერში დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს". თეოდოსიმ ბრძანა, სკოლა მეფის სასახლის მახლობლად აეგოთ, შვილების აღზრდისთვის თვალი რომ ედევნებინა.

წმინდა არსენის დიდსულიერების შემყურე იმპერატორმა კიდევ უფრო მეტი პატივი მიაგო მას, თავის მრჩეველთა გვერდით დააყენა და ბრძანა, მისთვის არა მარტო "უფლისწულების მამა", "მეფისა და მისი ვაჟების მამაც" ეწოდებინათ. გადმოცემით, არსენს მოუნათლავს კიდეც მეფის ვაჟები.

დიდი მონდომებით შეუდგა უფლისწულების აღზრდას წმინდა არსენი. მათ არა მარტო ლათინური და ბერძნული წიგნები შეასწავლა, არამედ წმინდა წერილსაც განუმარტავდა. მოძღვრავდა, როგორ მოქცეულიყვნენ, როცა ღმერთი სამეფო ტახტზე აიყვანდათ.

რაც უფრო განითქვა არსენის სახელი, მით მეტად უწუხდა სული - მყუდროება, უპოვარება, ნამდვილი ბერული ცხოვრება ენატრებოდა. ევედრებოდა უფალს, ამ მძიმე ტვირთისგან გაეთავისუფლებინა და უდაბნოში გაეყვანა.

ერთხელ არკადის საძრახისი საქციელი შეამჩნია და ისე გაწკეპლა, უფლისწულს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა, წკეპლის კვალი კი სიკვდილამდე გაჰყვა. არკადიმ ბოღმა გულში ჩაიდო და რომ დავაჟკაცდა, მოძღვრის მოკვლა გადაწყვიტა. განზრახვა ერთ ახლობელს გაანდო და რჩევაც ჰკითხა, როგორ მოეშორებინა თავიდან საძულველი ადამიანი. კაცს შეეშინდა უპირველესად ღვთისა, მერე - თეოდოსი იმპერატორისა, მამა არსენსაც პატივს სცემდა და ამიტომ არკადის სურვილი ჩუმად გაანდო მას. არსენი შიშმა და მწუხარებამ მოიცვა, მთელი ღამე ევედრებოდა ღმერთს, გზა ეჩვენებინა. მართლაც, ლოცვისას უფლის ხმა მოესმა: "არსენი, არსენი! გაექეცი ადამიანებს და გადარჩები". მამა არსენიმ მდიდრული სამოსი კონკებით შეიცვალა, დატოვა სასახლე და ზღვის პირას, ნავსადგურთან მივიდა. გემს ეგვიპტეში გაჰყვა.

ალექსანდრიაში ჩასვლისთანავე ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეთა სკიტს მიაშურა - ერთი საწყალი მწირი ვარ და გევედრებით, მიმიღეთო. მამებმა ნახეს მისი კეთილმოკრძალება და ღვთისმოშიშება და მამა იოანე კოლოვას (მცირე) ჩააბარეს. მამა იოანემ ილოცა და უფლის ნებას დამორჩილდა.

პირველი გამოცდაც მოუწყო მორჩილს. ტრაპეზის ჟამი იდგა. მამა იოანემ სუფრის გაშლა ბრძანა. მამები მაგიდას მიუსხდნენ, არსენი კი არავის მიუპატიჟებია. ისიც იდგა თავდახრილი, როგორც უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. მამა იოანემ ორცხობილა გადაუგდო: "აი, თუ გინდა, ჭამეო". აინტერესებდა, მართლა უნდოდა თუ არა ბერობა ახალმოსულს. არსენმა კი იფიქრა, მამა იოანე ღვთის ანგელოზია, ნათელმხილველია და იცის, ძაღლზე უარესი რომ ვარ, ამიტომ მეც ძალივით უნდა შევჭამო პურიო". ოთხზე დადგა, პური პირით აიღო, დაჩოქილმავე წაიღო კუთხეში და დაწოლილმა შეჭამა. მამა არსენის დიდი სიმდაბლის შემხედვარე წმინდა იოანემ მამებს უთხრა: "დიდად მოღვაწე ბერი შეიქმნებაო". მოძღვარს ძალზე შეუყვარდა არსენი, მალევე აღკვეცა ბერად და თავისთან ახლოს დაასახლა.

იმპერატორმა თეოდოსიმ დიდხანს ეძება არსენი, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნო. წმინდა მამა კი ამ დროს დიდი მოშურნეობით მოღვაწეობდა, მარხვით, ლოცვით, ბერული შრომით მრავალ მამას წარემატა.

ერთხელ, უფალს რომ სთხოვდა, მასწავლე, როგორ ვცხონდეო, პასუხად ზეციდან ხმა მოესმა: "არსენი! დაემალე ადამიანებს, იყავ მდუმარედ, რამეთუ მდუმარებაა ძირი სათნოებისა". ღირსი არსენი დაემორჩილა ღვთის ხმას, შუა უდაბნოში პატარა სენაკი აიშენა და იქ მარტო დაემკვიდრა. ადამიანებთან შეხვედრას, საუბარს გაურბოდა და მზერას ზეცას მიაპყრობდა. თუმცა ხორცით მიწაზე იყო, სულით მუდამ ზეციურ ძალებს ჭვრეტდა. ყოველ კვირას თუ დღესასწაულზე ეკლესიაში მიდიოდა, წირვის დასრულებისთანავე კი თავის სენაკს უბრუნდებოდა. შეკითხვაზე ორიოდე სიტყვით მიუგებდა.

სკიტელ მამებს აოცებდათ მისი ცხოვრება. ერთხელ ამბა მარკოზმა ჰკითხა:

- პატიოსანო მამაო, ყველას რატომ გაგვირბი?

- იცის უფალმა, როგორ მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია, ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ადამიანებთანაც. ზეციურნი ძალნი ურიცხვნი არიან, მაგრამ ყველას ერთი ნება აქვს და ერთხმად ადიდებენ ღმერთს. მიწაზე კი ყოველ კაცს თავისი აზრი, თავისი სურვილები აქვს. ამიტომ არ შემიძლია, დავუტევო ღმერთი და ადამიანთა შორის ვიცხოვრო.

წმინდა არსენი ცდილობდა, ყველას დამალვოდა, მის შესახებ არავის არაფერი სცოდნოდა, მაგრამ მისმა სახელმა კონსტანტინოპოლამდეც ჩააღწია.

ღვთისმოშიში მეფის თეოდოსი დიდის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე არკადი გამეფდა. როცა მამა არსენის ადგილსამყოფელი შეიტყო, მასწავლებელს ეპისტოლე გაუგზავნა, სადაც ახალგაზრდობის ცოდვათა მიტევებას შესთხოვდა, ევედრებოდა, ჰონორიუსისთვისაც ელოცა, რომელიც დასავლეთ იმპერიას მართავდა. ამასთან შესთავაზა, ეგვიპტეში აკრეფილი ხარკი სურვილისამებრ ეკლესია-მონასტრებისთვის გაენაწილებინა. ღირსმა არსენიმ არ ისურვა, წერილითვე ეპასუხა, ელჩის პირით კი შეუთვალა: "ღმერთმა შეგინდოს და აკურთხოს შენი მეფობა. ფული კი არსენს აღარ სჭირდება, რადგან მოკვდა სოფლისთვის და დაე, ცოცხლად ნუღარავინ ჩათვლისო".

მაგრამ სოფელი მაინც არ ასვენებდა. ერთხელ ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე ესტუმრა დიდებულთან ერთად, რომელსაც ღირს მამასთან საუბარი სურდა. მცირე ხნის დუმილის შემდეგ წმინდა მამამ ჰკითხა: "აასრულებთ, რასაც გეტყვით?" პირობა მისცეს. "მაშ, ნუღარ მიხვალთ იქ, სადაც არსენი იქნება". სტუმრებს გაუკვირდათ მისი პასუხი და უკან გაბრუნდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ პატრიარქმა კვლავ მოისურვა მისი ნახვა და კაცი გაუგზავნა: მღვდელმთავარი რომ მობრძანდეს, სენაკის კარს თუ გაუღებო, რაზეც ასეთი პასუხი მიუღია: "თუ მოხვალ, კარს გაგიღებ, მაგრამ მაშინ სხვების შემოშვებაც მომიხდება, ამის გამო კი იძულებული გავხდები, მე დავტოვო სენაკიო".

ერთხელ ერთი ბერი მოვიდა შორიდან და ღირსი არსენის ხილვა მოისურვა. თქვა: "სანამ მას არ ვნახავ, საჭმელს არ შევჭამო". სკიტელმა ბერებმა კაცი გააყოლეს, რომელმაც წმინდა არსენის კელიამდე მიაცილა. წმინდა მამამ სტუმრები შინ შეიპატიჟა. მერე ჩამოჯდა, თავი ჩაღუნა და დუმდა. არც სტუმრებს ამოუღიათ ხმა. ისხდნენ ასე კარგა ხანს. ბოლოს გამყოლმა უკან გაბრუნება გადაწყვიტა და ბერიც თან გაჰყვა. მერე კი სთხოვა, ღირს მოსე ავაზაკყოფილთან წაეყვანა. წმინდა მოსე გულღია ბერი იყო, სტუმარი სიხარულით მიიღო და უმასპინძლა.

მეორე დღეს, როცა უცხო ბერს ჰკითხეს, რომელი უფრო მოგეწონაო, მან მოსე არჩია: "მათ შორის უკეთესი ის არის, ვინც სიყვარულით მიმიღოო". ეს სიტყვები რომ მოესმა, ერთმა ბერმა ღმერთს შეღაღადა: "უფალო, გამომიცხადე, მათ შორის რომელია უფრო სრულყოფილი და მადლმოსილიო". პასუხად კი იხილა: მდინარეზე ორი ხომალდი მიცურავდა. პირველში მამა არსენი იჯდა და ნავს სულიწმინდა მართავდა. მეორეს კი უფლის ანგელოზები მართავდნენ და შიგ მჯდომ მამა მოსეს გოლეულს აჭმევდნენ. გამოცდილმა ბერებმა სიზმარი ასე ახსნეს: "გულკეთილ მასპინძელ მამა მოსეზე სრულყოფილი მდუმარე არსენია. მასთან ხომ თვით უფალი იყო, მოსესთან კი - მხოლოდ ანგელოზებიო".

თუ ღირსი მამა მამაკაცებთან შეხვედრას ერიდებოდა, დედაკაცებს სულაც არ იღებდა. ერთხელ რომიდან ალექსანდრიაში დიდგვაროვანი ქალბატონი ჩამოსულა.

მის მიღებაზე ღირს მამას თვით მთავარეპისკოპოსისთვისაც კი უთქვამს უარი. ქალს მაინც თავისი გაუტანია და თვითნებურად მისულა უდაბნოში. დაუნახავს სენაკიდან გამოსული წმინდა არსენი და მუხლებში ჩავარდნია. ღირსმა მამამ კი უთხრა: ხომ გინდოდა ჩემი ნახვა, აი, აქ ვარ და შემომხედეო. ქალი სირცხვილისგან თავსაც ვერ სწევდა. "თუ რომელიმე ჩემი სათნოების შესახებ შეიტყვე, კარგი იქნება, თუ აღასრულებ მას. სახეში შემოხედვა კი არაფრად გჭირდება. ნუთუ იმისთვის ჩამოხვედი, რომ სხვა ქალებთან იტრაბახო, მამა არსენი ვნახეო? თუ ასე მოიქცევი, ქალაქელი ქალები ერთიანად ჩემთან მოვლენო". დარცხვენილმა ქალმა შენდობა და ლოცვებში მოხსენიება სთხოვა. წმინდა მამამ მიუგო: "უფალს შევევედრები, შენი სახელიც კი აღხოცოს ჩემი მეხსიერებიდანო". რომში დაბრუნებული ქალი მწუხარებისგან ლოგინად ჩავარდა. მთავარეპისკოპოსმა დაამშვიდა: "ნუ წუხხარ, შვილო! მოძღვარს ასეთი რამის თქმისთვის თავისი მიზეზი ჰქონდა. შენ ქალი ხარ, ქალის მეშვეობით კი ეშმაკი მრავალ უბედურებას შეამთხვევს ხოლმე კაცს. ამ განსაცდელით შეშინებულმა გითხრა ღირსმა მამამ, არ ვილოცებო".

წმინდა არსენზე ამბობდნენ, როცა სასახლეში ცხოვრობდა, მასზე უკეთესად არავის ეცვა, ხოლო რაც სოფელი დაუტევა, მასზე შეურაცხი სამოსი არავის მოსავსო.

ბერს ერთი ერისკაცული ჩვევა შემორჩენოდა - როცა ჩამოჯდებოდა, ზოგჯერ ფეხს ფეხზე გადაიდებდა, რასაც ზოგიერთი ბერისთვის შეუფერებელ ქცევად თვლიდა. რადგან ყველა პატივს სცემდა, შენიშვნის მიცემას ვერავინ უბედავდა. ერთხელ წმინდა პიმენი დიდმა ძმები დაარიგა: ამბა არსენის გვერდით ისე ჩამოვჯდები, როგორც მან იცის ხოლმე. თქვენ შენიშვნა მომეცით, მე შენდობას ვითხოვ და ღირს მამასაც შევუსწორებთ საქციელსო. ასეც მოიქცნენ. მიხვდა წმინდა არსენი ქარაგმას და ერისკაცობიდან გამოყოლილი ჩვევა მოიშორა.

ნეტარი არსენი იმდენად თავმდაბალი იყო, რომ უსწავლელ ბერთა დარიგებებსაც სიამოვნებით ისმენდა. ერთხელ ერთ მოხუც ეგვიპტელ ბერს სთხოვა, მისთვის ცოდვიან გულისთქმებთან ბრძოლა ესწავლებინა. მათ საუბარს ერთი ძმა შეესწრო. გაოცებულმა ჰკითხა არსენს: "მამაო, შენ ხომ ასეთი განსწავლული ხარ, ბერძნულ და ლათინურ ენათა მცოდნე, რჩევას ამ უსწავლელ ბერს რად ეკითხებიო?" ღირსმა მამამ მიუგო: "თუმცა ბერძენთა და ლათინთა საერო მეცნიერებები შევისწავლე, მაგრამ ღვთივსათნო ცხოვრების ანბანიც კი არ ვიცი, ამ ბერმა კი იცისო".

ღირს მამას გულშემუსვრილებისა და ცრემლთა დენის მადლიც ჰქონდა. მთელი ცხოვრება ხელსაქმობისას უბეში ჩვარი ედო, რადგან ცრემლი განუწყვეტლივ სდიოდა თვალთაგან. ძალზე მხნე იყო სულითაც და ხორცითაც. მთელი დღე შრომობდა, ღამეს კი ლოცვაში ატარებდა. იშვიათად თუ მიიძინებდა. როცა რული მოერეოდა, საკუთარ თავს ეტყოდა: ადექი, ბოროტო მონავ, და იღვაწეო. ამბობდა: ბერს მხოლოდ ერთი საათი უნდა ეძინოსო. შაბათ საღამოს პირით აღმოსავლეთისკენ დადგებოდა და ხელაპყრობით ლოცვას იწყებდა. მზე ჯერ არ ჩასულიყო და ზურგს უნათებდა. ასე ლოცულობდა მთელი ღამე, ვიდრე არ გათენდებოდა და ახალამოწვერილი მზის სხივები სახეზე არ შემოანათებდა. რამდენჯერ უნახავთ ლოცვისას ცეცხლებრ ბრწყინვალე ზეციური შუქით განათებული.

როცა ეშმაკები თავს ესხმოდნენ და ბრძოლა აუტანელი ხდებოდა, ღმერთს შეღაღადებდა: "ნუ დამიტევებ, უფალო, თუმცა შენ წინაშე კეთილი არ მიქნიაო!" და უფალიც მუდამჟამ მასთან იყო.

ერთხელაც დასნეულდა ღირსი არსენი და მონასტრის საავადმყოფოში დააწვინეს. კარგი ლოგინი დაუგეს, თავთით რბილი ბალიში დაუდეს. წმინდანის სანახავად ერთი ბერი მივიდა. დაინახა, რომ ღირსი მამა რბილ საწოლში იწვა, დაბრკოლდა და თქვა: "ნუთუ ეს არის მამა არსენი! ასეთ რბილ საწოლში რატომ წევსო?" დეკანოზმა ბერი მიიხმო და ჰკითხა: "მამაო, ერში ვინ იყავი, რას საქმიანობდი, როგორ ცხოვრობდიო". ბერმა მიუგო: "მწყემსი ვიყავი, მრავალ შრომასა და მწუხარებაში ვატარებდი წუთისოფელსო". "ახლა კი როგორ ცხოვრობო?" - დაინტერესდა ისევ. "ახლა მშვიდად ვარ, არც საქმე მაწუხებს და არც თავის რჩენა მჭირდებაო". "მამა არსენი კი ერში მეფეთა მამა იყო და ათასი მსახური ემსახურებოდა. სამოსიც მეფური ჰქონდა და საწოლიც. უსაზღვროდ მდიდარი გახლდათ. და ამდენი ერისკაცული შვება-განცხრომის მერე მონასტერში იღვწის და უპოვარებას დაითმენს. შენ კი ცხვარს მწყემსავდი და ღატაკი იყავი. ერში მოცლა არ გქონდა და ვერც მოისვენებდი ისე, როგორც აქ, მონასტერში". დეკანოზის სიტყვებით შეძრულმა ბერმა შენდობა ითხოვა.

ერთხელ წმინდა არსენს რომიდან ნათესავის ანდერძი ჩამოუტანეს. ეს მდიდარი ქალბატონი მთელ თავის აურაცხელ ქონებას მას უტოვებდა. წმინდა მამას ანდერძის დახევა უნდოდა, მაგრამ შიკრიკმა არ დაანება. მაშინ აუხსნა: მე მასზე ადრე მოვკვდი და ახლახან გარდაცვლილი თავის მემკვიდრედ როგორღა მთვლისო.

წმინდა არსენი მყუდრო ადგილს ეძებდა, რომ არავის შეეწუხებინა. ერთხელ, ეგვიპტის სამხრეთში ყოფნისას, სტუმართაგან შეწუხებულმა, სენაკის დატოვება მოინდომა. მოწაფეებს ალექსანდრეს და ზოილეს გამოემშვიდობა და ხელცარიელი გაუდგა გზას.

ალექსანდრიაში ჩასული დასნეულდა. როცა გამოკეთდა და მდინარის პირას გავიდა, ვიღაც დედაკაცმა ანაფორაზე ხელი შეახო. ბერმა შენიშვნა მისცა, ქალმა კი აქეთ დაარიგა: "თუ ბერი ხარ, აქ რას აკეთებ, მთებში ან უდაბნოში წადიო". შეემუსრა გული მამა არსენს, გაახსენდა მიტოვებული სულიერი შვილებიც და სკიტის უდაბნოში დაბრუნება მოისურვა. მორჩილები დიდი სიხარულით შეხვდნენ, ეამბორნენ, მერე კი შესჩივლეს: სხვებს ჰგონიათ, თითქოს ჩვენ გაგაბრაზეთ და იმიტომ მიგვატოვეო. "ვიცოდი, ასე რომ იტყოდნენ, ამიტომაც დავბრუნდი... ნოეს კიდობნიდან გამოფრენილმა მტრედმა მყარი ნიადაგი ვერ იპოვა და ისევ კიდობანს დაუბრუნდაო".

- მამაო, მითხარით რაიმე სულისთვის სასარგებლოო, - სთხოვა ერთხელ სკიტელმა ბერმა.

- ეცადე, რასაც გონებაში გაივლებ, ღვთისთვის სასურველი იყოს. ასე ყველანაირ ცოდვას სძლევ... თუ მთელი გულით, ჭეშმარიტად დავიწყებთ უფლის ძიებას, ის თავად მოვა და ვიხილავთ. თუ ჩვენი წმინდა ცხოვრებით დავაკავებთ, დარჩება კიდეც ჩვენთანო.

ასევე უთქვამს:

- ბევრი ცდილობს, ხორციელი სიწმინდე შეინარჩუნოს და ამისთვის ხორცს მარხვით, მღვიძარებითა და შრომით მოაკვდინებს. მათგან მცირედნი თუ იცავენ სულს შურისგან, ამპარტავნებისგან, ვერცხლისმოყვარეობისგან, ბოროტისხსოვნისა თუ მრისხანებისგან. ასეთნი გარეგნულად წმინდანნი არიან, სული კი შელანძღვიათ. ისინი შეფეთქილ აკლდამებს ჰგვანან, სიმყრალით რომ არიან სავსე. ნეტარია, ვინც უბიწოდ შეინახა არა მარტო სხეული, არამედ სულიც. ჭეშმარიტად ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

ერთმა ბერმა ჰკითხა:

- პატიოსანო მამაო, თუმცა მრავალ წიგნს ვკითხულობ, მაგრამ წაკითხულს ვერ ვიგებ და ამაზე ძალიან ვწუხვარ.

- შვილო, მოუკლებლად უნდა იკითხო და შეისწავლო ღვთის სიტყვა, თუნდაც ვერ გრძნობდე მის ძალას და არც გულშემუსვრილება გქონდეს, - ანუგეშა წმინდა მამამ, - მამა პიმენისგან და სხვა მამებისგანაც გამიგონია, რომ გველების მომთვინიერებლებს თავადაც არ ესმით თავიანთი წარმოთქმული შელოცვის აზრი, მაგრამ გველებს ესმით და თვინიერდებიან. როცა ბაგეებით წარმოვთქვამთ წმინდა წერილის სიტყვებს, ეშმაკებს ესმით ისინი და შეშინებულნი გაგვირბიან, რამეთუ ვერ დაითმენენ სულიწმინდის სიტყვებს, მისი ერთგული მონების, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა ნათქვამს.

ღრმა სიბერეს მიაღწია წმინდა არსენიმ, 55 წელი გაატარა ბერობაში და 100 წლის გარდაიცვალა. მუდამ შეუძახებდა თავს: "არსენი, რისთვის მოხვედი უდაბნოში? - დასვენებისთვის კი არა - შრომისთვის, სიზარმაცისთვის კი არა - მოსაგრეობისთვის. მაშ, იღვაწე და ნუ იზარმაცებ!" ერთი საგულისხმო დარიგებაც მიუცია მოწაფეებისთვის: "მრავალგზის შევწუხებულვარ იმ სიტყვების გამო, ბაგეთაგან რომ დამცდენია, დუმილი კი არასოდეს მინანიაო".

როცა გარდავიცვლები, აღაპის სუფრას ნუ გაშლით, მხოლოდ წირვა დააყენეთ ჩემი ცოდვილი სულისთვისო, - დაუბარებია სიკვდილის წინ. "როგორ დაგკრძალოთ, მამაოო?" - უკითხავთ. "ფეხები გამიკოჭეთ და კლდიდან გადამაგდეთო".

სიკვდილი რომ მოუახლოვდა, უფრო მეტად იწყო ტირილი და უფრო მეტად შეშინებულიც ჩანდა.

- ნუთუ შენც გეშინია სიკვდილის, პატიოსანო მამაო? - უკითხავთ მოწაფეებს.

- იმ წუთიდან, ბერის სამოსი რომ შევიმოსე, სიკვდილის შიში მუდამ თან მდევდა და ახლაც მეშინიაო.

წმინდა არსენიმ საუკუნოდ დაიძინა, მშვიდად, ტანჯვის გარეშე.

როცა პიმენი დიდმა მისი გარდაცვალების ამბავი შეიტყო, ატირდა და თქვა:

- ნეტარ ხარ, მამა არსენი, რამეთუ ტიროდი მთელი სიცოცხლე, რისთვისაც საუკუნოდ გაიხარებ. ვინც აქ არ იტირებს საკუთარი ნებით, სიკვდილის შემდგომ სატანჯველთაგან ატირდება უნებურად, მაგრამ ამ ტირილისგან აღარავის ექნება სარგებელი.

წმინდა არსენი 449 ან 450 წელს გარდაიცვალა. ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და "დიდი" უწოდა, მისი ხსენების დღედ კი 8 მაისი (ძვ. სტილით) დააწესა.

კონდაკი: რომისაგან აღმობრწყინდი, ვითარცა მზე დიდი, და მიიწიე სამეუფოსა მიმართ ქალაქისა, ყოვლადსანატრელო, განმანათლებელი მისი სიტყვითა შენია და საქმითა, და ყოვლისა უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელი; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მამათა დიდებულო, ღირსო არსენი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat