ჩემი ილია
ჩემი ილია
ფრაგმენტები წმინდა ილია მართლის ცხოვრებიდან
ბავშვობა. ჭავჭავაძეთა გვარის ერთი მთავარი შტო კახეთს მთიულეთიდან (ერწო-თიანეთი-ფშავ-ხევსურეთი) უნდა ჩამოსახლებულიყო. მეფისა და სამშობლოს სიყვარული სისხლში ჰქონდათ ჭავჭავაძეებს. "ხორცს არ ჰრიდებდნენ სიკვდილად ტალიკ-ტალიკა ვაჟები, ოღონდ თავიანთ საქართველო კარგად ჰყოლოდათ", - ეამაყებოდა წმინდა ილიას თავისი წინაპრები. ერთხელ პეტერბურგიდან წერილი მოუწერია ოლღასთვის - პოლტავის გუბერნიაში ადრე გადმოსახლებულ ქართველთა შთამომავლებს შორის ჭავჭავაძეები არ მინახავს, "როგორც ეტყობა, ჭავჭავაძიანთ უწინაც თავის ქვეყანა ჰყვარებიათ, რომ თავი არ დაუნებებიათო".

ილიას მამა, გრიგოლი მამაცი მებრძოლი ყოფილა. 17 წლისას მონაწილეობა მიუღია რუსეთ-თურქეთის ომში, თავი გამოუჩენია ყარსის, ახალქალაქისა და ახალციხის აღებისას, ტაო-კლარჯეთშიც შებმია თურქებს. ომის დამთავრების შემდეგ შეურთავს ცოლად მაგდანა ბებურიშვილი, სამსახურისთვის თავი დაუნებებია და ყვარელში დასახლებულა. 12 წლის შემდეგ დაბრუნებია სამხედრო საქმეს და მრავალი ჯილდოც დაუმსახურებია.

უებრო მამულიშვილი შვილებსაც ბავშვობიდანვე უნერგავდა სამშობლოს სიყვარულს. კარგი მთხრობელი ყოფილა, ბალღებიც სულგანაბულნი უსმენდნენ და მკაფიოდ რჩებოდათ მეხსიერებაში ნაამბობი (ილიას მშვენიერი მოთხრობა "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი" ხომ ბალღობის მოგონებათა გამოძახილია). მაგრამ ილიას ნამდვილი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. მაგდანამ მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. საღამოობით დასხამდა ბავშვებს, უკითხავდა მოთხრობებს და მეორე დღეს მოაყოლებდა: აბა, ვინ უკეთ მიამბობს, გუშინ რაც გაიგონეთო. ილია ამბობდა ხოლმე, "მე, როგორც პატარას და ტანად მრგვალს, დამაგორებდნენ ტახტზე მუთქასავით, დასდებდნენ ჩემზედ წიგნს და კითხულობდნენ". ქართული წერა-კითხვა, ლოცვები და საღმრთო ისტორია ოჯახშივე შეისწავლა, ასევე "ვეფხისტყაოსანი" და "ეგების ეს გარემოება იყო მიზეზი, რომ მან საუკეთესოდ იცოდა ქართული ენა, ბადალი არ ჰყავდა ქართული ენის ცოდნაში".

რვა წლის ილია სასწავლებლად სოფლის მთავარდიაკონისთვის მიუბარებიათ. მისი "ბრალი" ყოფილა, ასე რომ შეჰყვარებია ქართული ენა. მთავარდიაკონი მდაბიო, ბავშვური ენით უამბობდა ყმაწვილებს საღმრთო ამბებს, საქართველოს ისტორიას, მის გმირებს ვის რა ღვაწლი გაეწია სამშობლოსა და რწმენისთვის. მთავარდიაკონის მონათხრობი წმინდა ილიას მრავალი წლის შემდეგ თემად გამოუყენებია "დიმიტრი თავდადებულის" დაწერისას. პირველი მასწავლებლის დამსახურებით შერჩა სიყვარული საღმრთო წერილის კითხვისა - "მისის ქართულის ენამზიანობისა და სიღრმე-ძალის, აგრეთვე სახარების კარგის, კილოიანის წაკითხვისა ეკლესიაში". ილიას სწამდა, დღევანდელ "განათლებულ" ქართველთაგან განსხვავებით, რომ ქართულის ღრმად და ყოველმხრივ შესასწავლად აუცილებელია საღმრთო წიგნების კითხვა, ცოდნა ძველი ქართულისა. თვითონაც ხშირად კითხულობდა საღმრთო წერილს, ძველ ქართულ წიგნებს, სახარება-სამოციქულოს და მოსმენაც უყვარდა ეკლესიაში.

როგორი ბავშვი იყო ილიაო, - უკითხავთ გამდელის, სალომე ლოლაძისთვის. "ანგელოზი იყო, ანგელოზიო, - უთქვამს, - ცელქობა და თამაშობა აგრერიგად არ უყვარდა. წიგნის კითხვას ეტანებოდა. მეტისმეტად სრული იყო, ამით დედასა ჰგავდა".

ბედნიერ ყმაწვილს უეცრად დედა გარდაეცვალა, ოთხ წელიწადში მამაც მოუკვდა, 15-16 წლის გახლდათ, როცა უფროსი ძმა ლეკებმა მოუკლეს. მამიდა მაკრინემ, ივანე არაგვის ერისთავის ქვრივმა, ნამდვილი დედობა გაუწია ობოლ ძმისწულებს...

თავდებოდა ილიას ყრმობის წლები, შორს, შორეულ მოგონებებში ჩაილექა, "ცხოვლად სულს დააჩნდა" ბალღობის მოგონებები, რომლებმაც შემდგომში უკვე ხანში შესულს დააწერინა: "წავიდა ის ბედნიერი დრო და აღარ მოვა. წავიდა და გული კვნესის რაღაც სხვანაირი ტკივილისა, რაღაც სხვანაირი მწუხარებისაგან, რომელსაც ზოგჯერ ადამიანი სიხარულზე არ გასცვლის ხოლმე. ტკბილია კვნესა ამ ტკივილისა, ტკბილია ცრემლი ამ მწუხარებისა".

ილიას ბავშვობაზე საუბარი ერთი სახალისო ამბით დავასრულოთ. დაქვრივებულმა გრიგოლ ჭავჭავაძემ მეორე ცოლის შერთვა გადაწყვიტა. საპატარძლო საკმაოდ ხანდაზმული ქალი გახლდათ, მაგრამ ვალებში ჩავარდნილი გრიგოლი ფულსა და მზითევს დახარბებია. ჯვრისწერის დღეს ქაშვეთის ეკლესიის გალავანში მოგროვდა კახეთის თავადაზნაურობა, იქვე იყო პატარა ილიაც, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო მამის ქორწინებისა. გაჩერდა ეტლი, გადმოვიდა ნეფე-პატარძალი და შევიდა ეკლესიის ეზოში. უეცრად ქუჩის ბიჭებიც შეცვივდნენ ნაცრიანი კალათების ქნევით, საშინელ მტვერსა და კორიანტელს აყენებდნენ და თან გაიძახოდნენ:

"გოდორი და კალათაო, ბებერსა ჰრთვენ ქალათაო,
საწყალ ჭავჭავაძესაო ჯვარსა სწერენ ძალათაო".

გაბრაზებულმა გრიგოლმა კუთხეში ატუზულ შვილს უთხრა: - ეს სულ შენი ოინბაზობაა, დამაცადე, რა გიყოო.

"როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას?.. "გიმნაზიაში სწავლის ბოლო წლებში ილიას ერთმანეთის საწინააღმდეგო ათასნაირი სურვილი, გატაცება აეშალა: ყმაწვილური სიყვარულისა, ბერობისა, ვოლონტიორობისა, გარიბალდის რაზმში ჩაწერისა და სხვა. თუმცა მომავალში ყმაწვილური სიყვარულის სანაცვლოდ დიდი სიყვარული ეწვევა - ოლღა გურამიშვილი, თვითონ გახდება ახალი გარიბალდი და უფრო მეტიც დამონებული საქართველოსთვის, ბერობის სურვილიც არ აღმოფხვრილა მისი სულიდან, სურვილი დუმილისა, მარტოდ მყოფობისა, განდეგილობისა, იდეალური მსახურისა და საღმრთო კაცისა, რაც ბოლოს ისე მკაფიოდ გამოცხადდა ხანში შესვლის დროს. გამოცხადდა ჯერ "გლახის ნაამბობით", მერე ებერსის რომანის, "რამეთუ კაც ვარ", თარგმანით, რომელიც პირველ ქრისტიან ბერ-მონაზონთა ცხოვრების აღწერაა, და ბოლოს "განდეგილის" საოცარი ტრაგედიით.

ბერობა აუხდენელი ოცნება იყო ილიასთვის, ბერობა - ღვაწლია, თავდადებაა, ღვთისა და სამშობლოსთვის მსახურებაა... აი, პეტერბურგიდან ბრუნდება ილია, მას უკვე იცნობენ საქართველოში ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნებული რამდენიმე შესანიშნავი ლექსით. მისმა პირველმა კრიტიკულმა წერილმა "ორიოდე სიტყვა "შეშლილის" თარგმანზედა" ხომ "თავზარი დასცა მთელ მაშინდელ მწერალთა კრებულს, ძირამდე შეარყია დაგუბებული, ხავსმოკიდებული სალიტერატურო ჭაობი და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია" (გრ. ყიფშიძე). ამიტომაც ბუნებრივი და გასაგებია სამშობლოში მომავალი ილიას გულის ჩქროლვა: როგორ შეეყრება მისი სამშობლო? შეძლებს თუ არა, ღვიძლი სიტყვა უთხრას და ამ სიტყვით გულისტკივილი მოურჩინოს, დავრდომილი აღადგინოს, უნუგეშოს ნუგეში მოჰფინოს? შეძლებს კი თითოეული კაცის "მჟოლავი ნაპერწკალი" ერთ დიდ ცეცხლად შეაგროვოს საკუთარი ქვეყნის გაციებული გულის გასათბობლად? საქმე მართლაც ბევრი ჰქონდა.

პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულს ჟურნალ "ცისკრის" მე-5 ნომერი დაახვედრეს, რომელშიც დაბეჭდილი იყო კრიტიკული წერილები ილიას ზემოთქმულ წერილებზე. ასე გაჩაღდა ბრძოლა მამათა და შვილთა შორის. ერთ მხარეს "ცისკრის" ძველი თანამშრომლები იყვნენ, მეორე მხარეს - თერგდალეულთა თაობა. ახალგაზრდებს აღარ აკმაყოფილებდათ ჟურნალ "ცისკრის" იდეურ-ესთეტიკური დონე. ამიტომაც გადაწყდა ახალი ჟურნალის, "საქართველოს მოამბის" გამოცემა. მის თავფურცელზე დატანებული იყო მარკოზის სახარების სიტყვები, რომელიც ილიას იმედს, ილიას რწმენას გამოხატავდა: "ხოლო ღელვისაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს იგი რტონი მისნი დაჩვიეთ და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლო არს ზაფხული". თერგდალეულებისა და ძველი თაობის დაპირისპირება იყო პოზიტიური მოვლენა ერის ცხოვრებაში, მაგრამ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ წმინდა ილიას, როგორც ერის მამას, ახლა თვითონ მოუხდა შეტაკება ახალგაზრდა, მაგრამ ყოვლის უარმყოფელ თაობასთან, რომლის სითამამე იქამდე მივიდა, რომ შექსპირს ერთი სიგარა ამჯობინა. შექსპირი თუ ასე უღირდათ, ილიას მათთვის ფასი არა ჰქონდა. მისთვის მხოლოდ წიწამურის ტყვია ჰქონდათ გამეტებული.

KARIBCHEოლღა. გურამიშვილის ქალი ღვთის წყალობა იყო ილიასთვის. შეძლებული და წარჩინებული ოჯახის შვილი, ლამაზი, განათლებული, განებივრებული. მას იმთავითვე შეუცნია ჭაბუკი ილიას ტვირთის სიმძიმე და მამისა და გოროზი ნათესავების წინააღმდეგობის მიუხედავად, ილიას სამუდამო თანადგომა გადაუწყვეტია. ილია იმდროინდელ საზოგადოებაში "შესაფერის" სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა, ღარიბი იყო, თანაც მწერალი, რომელიც თავისთავად ისევ ღატაკს (ოლღას მამისთვის) ნიშნავდა. მაგრამ ოლღას ეს არ ადარდებდა. "იცოდე, მომავალში სიყვარულისა და ერთგულების მეტს ვერაფერს შემოგთავაზებო", - უთხრა მას ილიამ. მეტი არც უნდოდა. მისთვის ილიას წერილები და მისი ნაჩუქარი უკვე გამხმარი ყვავილები ისეთი განძი იყო, რომელსაც არასოდეს იშორებდა და სულ თან დაჰქონდა. ასევე ის ოქროს მედალიონი, რომელშიც ილიას სამი სხვადასხვა დროს გადაღებული სურათი იყო. ეს გახლდათ ილიას ერთ-ერთი პირველი საჩუქარი მეუღლისადმი, რომელიც მერე წიწამურის ყაჩაღებმა ჩამოჰგლიჯეს მკერდიდან.

ოლღა ისეთივე დარჩა, როგორიც გაიცნო ილიამ - გულჩვილი, მშვიდი, სათნო, გულშემატკივარი. არას დაზოგავდა გაჭირვებულისთვის ხელის გასამართად. ილიას ხომ სულ თვალ-წარბში შეჰყურებდა. ქმრის ერთი წარბის შეხრა საკმარისი იყო, მოყვარული ცოლი მიმხვდარიყო მის გულისწადილს და მყისვე აესრულებინა. ოლღა თავს ბედნიერად თვლიდა, რომ ღმერთმა ასეთი დიდბუნებოვანი ადამიანი არგუნა მეუღლედ. თავს დასტრიალებდა ილიკოს, რომ არც თვითონ და არც სხვას არ ეწყენინებინა, არ განერისხებინა. ილიას მუშაობას უყურებდა, როგორც ღვთისმსახურებას და ამიტომ მის სამუშაო კაბინეტს ფეხაკრეფით დასტრიალებდა, ახლოს არავის აკარებდა. ყველას დაბალი ხმით უნდა ესაუბრა, ილიას რომ ხელი არ შეშლოდა. საზოგადო და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა. აწყობდა ლატარიებს, საღამოებს, ფულს აგროვებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა საქველმოქმედო საზოგადოებისთვის, საქალებო ინსტიტუტის მზრუნველი ბევრ ქართველ ქალს უწყობდა ხელს აქ სასწავლებლად. მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინც მეუღლის მსახურება ჰგვრიდა. ერთხელ ილიას მოსამსახურე ქალისთვის წყლის მოტანა უთხოვია. ოლღას უსაყვედურებია მეუღლისთვის: "ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ". ილიაც სიყვარულითვე პასუხობდა მეუღლეს, მას უძღვნა თავისი პოეზიის გვირგვინი "განდეგილი", რომელიც საგურამოში დაწერა.

ილიას შვილები. ვინ თქვა, ილიას შვილები არ ჰყავდაო? უშვილონი ისინი არიან, ამ ქვეყანაზე რომ ივლიან, ივლიან და უკვალოდ გაქრებიან. ილიას კი ბევრი შვილი ჰყავდა, ზოგი - საკუთარი, ზოგიც - ნაშვილები. "გუშინწინისწინ კეკე ბარათაშვილი დამელაპარაკა შენზე, - სწერს ილია ოლღას, - მე ვუთხარი, რომ უკვე ჯვარდაწერილი ვარ, ცოლი ფეხმძიმედა მყავს და მალე ეყოლება ვაჟიშვილი, რომელსაც სახელად წინასწარ "საქართველოს მოამბე" დავარქვიო". სხვაგან კი წერს, - "იქნება ჩემი ჟურნალი ხვალ დაიბადოს, ტკივილები აეშალნენ მშობიარესა და იმედია, რომ თორმეტ საათამდინ ქვეყანასა ჰნახავს "საქართველოს მოამბე".

"ივერიაც" ღვიძლი შვილი იყო ილიასი, "ნაშვილები" ვაჟებიც ბევრი ჰყავდა: ბანკი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თეატრი, სხვანი და სხვანი. ყველას სანაქებოდ მიხედა, გამოზარდა, ფეხზე დააყენა. მერე რითი დავუფასეთ დღევანდელმა ქართველებმა? გავიხსენოთ ოცი წლის წინანდელი "ილიას წელი" - 150 წლისთავი. კომუნისტურ საქართველოში მთელი წელი გრძელდებოდა საიუბილეო ღონისძიებები. გაზეთებში უამრავი სტატია იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძეზე. დაიბეჭდა მინიშნებები ილიას მკვლელებზე. "ილიას წლის" გვირგვინი საგურამოში გამართული ილიას საღამო იყო. მას ესწრებოდა უამრავი სტუმარი, ქართულად მოსაუბრე ქართველოლოგები, სხვადასხვა გამოცემასთან ერთად დაიბეჭდა ილიას "ივერიის" ერთი ნომერიც... გული მწყდება, რომ ილიას პატივისცემაში გვაჯობეს კომუნისტებმა ჩვენ, დამოუკიდებელი საქართველოს შვილებს, პოზიციასაც და ოპოზიციასაც.

როგორი იყო ილია. პირუთვნელი გახლდათ ილია. წინააღმდეგი იყო პროტექციებით ვისიმე წინ წაწევისა. საინტერესოდ და საქმისთვის სასარგებლოდ მხოლოდ იმას თვლიდა, ვინც საკუთარი ღონით, ცოდნით და გამრჯელობით დაიმსახურებდა საზოგადოების ყურადღებას. ასე ექცეოდა გარეშეთაც და შინაურებსაც. ილიას დისწულს, კოტე აფხაზს დიდი ხანია უნდოდა სამხედრო საქმისთვის თავის დანებება, რათა სხვა რამისთვის მოეკიდა ხელი. მაგრამ ისიც ილიასავით ამნაირ საქმეებში ჯიუტი იყო და ერთხელაც არ შეუწუხებია თავისი სახელოვანი ბიძა რაიმე თხოვნით. არც ილია ცდილა წინ წაეწია დისწული, რომელიც ძალიან უყვარდა. კოტეს მეგობარი გიორგი ჟურული ილიას უქებდა, თუ რა სასიქადულო დისწული ჰყავდა, ნიჭიერი, მომზადებული, შრომისმოყვარე ინტელიგენტი. ილია სიამოვნებით უსმენდა, ღიმილი არ სცილდებოდა, ეტყობოდა, მალამოდ ედებოდა ასეთი დახასიათება. დაჰპირდა ჟურულს, მოვიფიქრებო. ეტყობა, ინიციატივას კოტესგან ელოდა. რახან პროტექციით წინ წაწევა მასაც სძულდა, გიორგი ჟურულის ცდისაგან არაფერი გამოვიდა და ამიტომ დაგვიანდა კოტე აფხაზის საზოგადოებრივ საქმეებში იმთავითვე ჩაბმა.

გულწრფელად ახარებდა ილიას ასპარეზზე ნიჭიერი ახალგაზრდის გამოჩენა. გნებავთ, ვაჟა-ფშაველასთან დამოკიდებულება გავიხსენოთ. როცა მისი "მოხუცის ნათქვამი" წაუკითხავს, კალამი გვერდზე დაუდვია და უთქვამს: - ყმაწვილებო, დღეიდან ილია ვეღარ დასწერს. არც პოეტია, რადგან დიდი პოეტი მოდისო. არტურ ლაისტი ჰყვება: "ხშირად, როცა მის სამუშაო ოთახში შევსულვარ, ილია შემდეგი სიტყვებით მომეგებებოდა: კარგი საჩუქარი მაქვს თქვენთვისო და წამიკითხავდა ვაჟა-ფშაველას რომელიმე ახალ ლექსს".

ერთი სახალისო ამბავიც გავიხსენოთ: ვაჟამ ილიაობას იცოდა საგურამოში ჩასვლა, მაგრამ იმ დღესვე გაბრუნდებოდა ხოლმე უკან. ერთხელ ილიას ეთქვა მეჯინიბისთვის, ვაჟას ცხენს ღვინო დაალევინეთ, დაათვრეთ, რომ ვაჟა ამაღამ დავიტოვოთო! მეჯინიბეც ასე მოქცეულა. ვაჟას მოუნდომებია ღამით შინ წასვლა. გამოსულა ცხენთან და... რას ხედავს! მისი ცხენი კაკალს მიყუდებია ზურგით. ვაჟა მიმხვდარა ილიას ოინს და შებრუნებულა სახლში. ბევრი უცინიათ ამაზე. ვაჟას უთქვამს: - ილიამ მე რომ ვერ დამათრო, ცხენიღა დამითროო, აბა, მოიტათ ახლა და დამალევინეთო.

ერთხელ ილიას იაკობ გოგებაშვილის სასწრაფო წერილი მოუტანეს, რომელიც საკმაოდ უკმეხად იყო დაწერილი და პასუხს მაშინვე ითხოვდა. წერილი "ივერიაში" რომელიღაც დაბეჭდილ თუ დასაბეჭდ სტატიას ეხებოდა. ილია კაბინეტში შევიდა პასუხის დასაწერად. გავიდა ერთი საათი, მეორე... ილია არ გამოდის კაბინეტიდან. იქვე მყოფ გიგა და ალექსანდრე ყიფშიძეებს უკვირდათ, განა რას წერს იმოდენსო. ბოლოს გამოსულა და წაუკითხავს თავისი პასუხი. სულ ხუთი სტრიქონი ყოფილა, მეტისმეტად თავაზიანად და მტკიცედ დაწერილი. "მაგდენ ხანს რატომ წერდი ამ პატარა ბარათსო", - უკითხავთ ილიასთვის. იაკობ გოგებაშვილი პატარა კაცი არ არის, ბევრი რამ, რასაც ის მოიწერება ან მისწერენ, შეიძლება ისტორიის ხვედრი გახდესო... კაბინეტში შეუხედავს ალექსანდრეს - იატაკი ფოსტის ქაღალდებით მოფენილი უნახავს.

ილია საუბრის მოყვარული გახლდათ, მაგრამ თავდაჭერილი და ჭკვიანი კაცი იყო და სხვების ყურისგდებაც უყვარდა. ძალიან უყვარდა გლეხი კაცი, თავგამოდებით იცავდა მის ღირსებას. ერთხელ შემთხვევით დაინახა, როგორ გაარტყა სტაროსელსკის (ილიას ქვისლი) მოურავმა მეცხვარეს. ვეღარ დამშვიდდა ილია, აღელვებული ლაპარაკობდა, - მეცხვარესაც ისეთივე ღირსება აქვს, როგორიც ყველა ადამიანსო. დღეობაზე მასთან ასამდე გლეხკაცი მოდიოდა. ილია სიამოვნებით მასპინძლობდა მათ. არ მოსწონდა, როცა სხვის ნამუშევარს აფუჭებდნენ, იპარავდნენ, უსაქმური და ლაქლაქა ხალხი არ უყვარდა. ილიას კარზე უამრავი გაჭირვებული ირეოდა, განსაკუთრებით - ყვარელში. ყველას ეხმარებოდა. მოდიოდნენ ნაცნობები, უცნობები, მეტწილად - გაჭირვებული სტუდენტები. ერთხელ საწყალი ქვრივი ქალი შესულა და უთქვამს, სამი დღეა, მიცვალებული ვერ დამიმარხავსო. ილიას 50 მანეთი მიუცია, რაც მაშინ დიდი ფული იყო.

1906 წელს ილია ნიკო ნიკოლაძესთან ერთად კავკასიის ერების დელეგაციაში შეუყვანიათ და პეტერბურგში გამგზავრებულა სოლსკის კომისიაში სამუშაოდ. წასვლის წინ გიორგი ჟურულისთვის ერთ ნაცნობს უთქვამს: მებრალები, გიორგი, ამბობენ, ილიას მძიმე ხასიათი აქვსო. "ეს სრული ტყუილი გამოდგა, - ჰყვება ჟურული, - მთელი ერთი თვე ერთად ვცხოვრობდით, ჩვენი საწოლები გვერდით იდგა, დილით ჩაი და საღამოთი ვახშამიც ჩვენს ოთახში ერთად გვქონდა, რესტორნებშიც ერთად დავდიოდით და არა ყოფილა შემთხვევა, რომ რითიმე ეგრძნობინებინა ილიას ან თავისი უფროსობა, ან დაეჟინა და ჩემთან შეუთანხმებლად გადაეწყვიტა რაიმე, რაც ორთავეს შეგვეხებოდა. იმის ნებასაც არ მომცემდა, ან სკამი შემეთავაზებინა, ან უკეთესი ნაჭერი დამეთმო და სხვა... არც რითიმე შეუბღალავს ჩემი დამოუკიდებლობა და თავისუფლება".

დაუსრულებლად შეიძლება წმინდა ილია მართალზე საუბარი, როგორც ერისკაცზე, როგორც საზოგადო მოღვაწეზე, მამულიშვილზე, ეკლესიის მამათა მიმართ მის უსაზღვრო პატივისცემაზე, პიროვნულ თვისებებზე, მოწამებრივ აღსასრულზე. მაგრამ მთავარი ლაპარაკი ხომ არ არის, უმთავრესია, ილიაზე მოთხრობილ-გაგონილიდან რაიმე ვისწავლოთ, ცხოვრების მაგალითად დავისახოთ.

არტურ ლაისტი წერს: ილია ბოლოს ხშირად ახსენებდა სიტყვა "უმადურობას"...

ღმერთმა გვაშოროს ისეთი საქციელი, რომელიც უმადურად გამოგვაჩენს უფლისა და მისი წმინდანის ილია მართლის წინაშე. ილიას ცხოვრება და შემოქმედება კი კვლავ რჩება ქვეყნის მოყვარული ყველა ქართველისთვის იმ მაცოცხლებელ წყაროდ, რომელსაც სვამს და ვერ ძღება...
ბეჭდვაელფოსტა
20.12. 2014
mayvala
marTalia cemTvis ucnobi ar aris is istoriebi rac aq aris motanili magram didi siamovnebiT wavikiTxe. gadloba werilis avtors.
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat