ამ კაცს ნუ მომიკლავთ, თქვე ურჯულოებო, ეს ქვეყანას სჭირდება, თუ სიკვდილი გინდათ, მე ჩამქოლეთ
ამ კაცს ნუ მომიკლავთ, თქვე ურჯულოებო, ეს ქვეყანას სჭირდება, თუ სიკვდილი გინდათ, მე ჩამქოლეთ
წიწამურისკენ მიმავალი გზა
საზოგადო საქმეებით დაღლილ წმინდა ილია მართალს ბოლო დროს სენმაც შეუტია. რამდენიმე თვით, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, სამკურნალოდ წავიდა საზღვარგარეთ. დიდი ეფექტი არც ამ მკურნალობას ჰქონია და ილიამ დასვენება გადაწყვიტა. 1902 წელს თავისი "პირმშოს", "ივერიის" რედაქტორობა სხვას გადაულოცა. სამი წლის შემდეგ საბანკო საქმიანობასაც დაანება თავი. სხვა, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ნაღვაწ ადამიანს დიდი პატივით გააცილებდნენ, სიბერის წლების უზრუნველად გატარების საშუალებას მისცემდნენ. მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება (ილიას იუბილეც ხომ ჩაიშალა!). მაშინ გამოდიოდა ჟურნალი "მოგზაური", რომელსაც ჟურნალ "კვალიდან" გადასული ახალგაზრდა მარქსისტები ხელმძღვანელობდნენ. ეროვნული ცნობიერების მოწინააღმდეგეებს ილიასთან ათწლიანი საგაზეთო პოლემიკა არ ეყოთ, ახლაც სარკაზმით საგურამოსკენ გზა უჩვენეს - "იქ არის შენი საუნჯე და სამოთხე, შენი გლეხებისთვის კი დღემდე ჯოჯოხეთიაო". გრ. ყიფშიძის თქმით, "მოგზაურმა" ანდერძიც აუგო ილიას, გამოიგლოვა კიდეც სამოქალაქო გამოგლოვებით და ღაღად-ყო, "საუკუნოდ იყოს ხსენება მისიო". მაგრამ ილია ჯერ სიკვდილს არ აპირებდა, თუმცა ანდერძი კი უკვე შედგენილი ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ქონება ჯერ ოლღას რჩებოდა ოლღას გარდაცვალების შემდეგ კი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა. ანდა რა გასაკვირია 68 წლის მოხუცისგან ანდერძის შედგენა, როცა გარშემო უამრავი ცუდი ხდება. მთელ იმპერიაში და პატარა საქართველოშიც საშინელი ტერორი მეფობს, რევოლუციურად განწყობილ ქართველებს ღვთის შიშიც დაჰკარგოდათ და მოყვასის სიყვარულიც. აგერ, შიომღვიმის მონასტერიც გაუძარცვავთ და ილიას მოძღვრის, ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მკვლელობის მოსურნეთ, შეცდომით მისი მორჩილი მოუკლავთ. ერთხანობა საგურამოელი გლეხებიც აჯანყებულან, ხან ბოსტანს წაუკიდებენ ცეცხლს, ხან მინდორს. შეშინებული მოურავი მოსე მემარნიშვილი ყველაფერს წვრილ-წვრილად ატყობინებს ილიას. ბატონი კი ამხნევებს, მთელ საქართველოში ასეთი მდგომარეობაა და შენ ხელს ვერ დაგაკარებენ, ვერას შემოგბედავენო. შებედვით კი ჯერ ისევ ილიას შებედეს. ისევ "მოგზაურმა". ათას რამეს სწამებდნენ, გლეხების ტანჯვა-ჩაგვრას. მათ ისეთი ბოროტი თესლი ჩათესეს მაშინდელ ქართველებში, რომ, სამწუხაროდ, დღესაც კი, ასი წლის მერე, მას შემდეგ, რაც ერმა საკადრისი პატივი მიაგო თავის სულიერ მამას, ზოგიერთი უბირი თუ განსწავლული ქართველი "მოგზაურისეულ" ჭორებს იმეორებს. რაოდენ პარადოქსულია, რომ ცილისწამებებზე ილიას პასუხი მისმა "ივერიამ" არ დაბეჭდა და იძულებული გახდა, ცალკე გამოეცა.

მაინც რად სძულდათ ასე ილია, რად უნდოდათ საზოგადოების მის წინააღმდეგ აბუნტება სოციალ-დემოკრატებს? მათი იდეა მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მოხდენა იყო, ეს მთლიან იმპერიაში თუ ადვილად შეიძლებოდა, ეროვნული სახელმწიფოების შექმნა დაშლიდა რევოლუციის ერთიან ფრონტს და დამარცხდებოდა. "ჯერ სოციალური თავისუფლება მოვიპოვოთ, რომელსაც ეროვნული თვითგამორკვევა მოჰყვებაო", - ამბობდნენ. ამიტომ სოციალ-დემოკრატთათვის მთავარი სამიზნე ილია გახლდათ, "როგორც უფრო სრული წარმომადგენელი და გამომხატველი ქართველთა პატრიოტული და ეროვნული მიმართულებისა, როგორც ბაირახტარი და ბურჯი მამულიშვილობისა" (გრ. ყიფშიძე).

წმინდა ილიას იმ პერიოდში უცდია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა, რომლის საპროგრამო მოთხოვნა გახლდათ: მეფის ხელისუფლების კონსტიტუციურად გარდაქმნის გზით საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის მოპოვება. ერთხელ, ქართველ თავად-აზნაურთა მორიგ კრებაზე, გიგო რცხილაძე აღნიშნული მომენტის სიდიადესა და რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობაზე რომ საუბრობდა, ილიას მოულოდნელად უთქვამს: "თუ ასეა, საჭიროა ქართველმა თავადაზნაურობამ ხმა ამოიღოს, მაშინ უმჯობესია და შეეფერება საქართველოს ავტონომიის საკითხი წამოვაყენოთო. უფრო გვიან კი იტყვის: ჩვენი ქვეყნისთვის კანონები აქვე უნდა იწერებოდეს, ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა კრებულისაგანო".

1905 წელს ოზურგეთში გურულმა გლეხებმა სასტიკად დაამარცხეს კაზაკთა და პოლიციელთა რაზმები. მთავრობამ მათ დასარბევად ჯარის გაგზავნა გადაწყვიტა. მაშინ ილიას ქართველ თავად-აზნაურთათვის უთქვამს, გავგზავნოთ დელეგაცია მეფისნაცვალთან და დამსჯელი ექსპედიცია გადავათქმევინოთო. თუ მეფისნაცვალი არ გადათქვამს და მაინც გაგზავნის ჯარს, წავიდეთ, ჩვენს ძმებს, გურულებს გვერდით დავუდგეთ და დავიხოცოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, ხალხი ამ სირცხვილს არ გვაპატიებსო. ილიას თავგანწირვამ ნაყოფი გამოიღო და მთავრობამ ჯარი აღარ გაგზავნა.

მოკლედ, ქართულ მოწინავე საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომელსაც იმდროინდელი ცნობილი საზოგადო მოღვაწე პართენ გოთუა ასე გადმოგვცემს: "მხოლოდ ილიას შეუძლია შეგვაერთოს ყველა პარტია, მხოლოდ ის გამოხატავს ჩვენი ერის სულიერ სიძლიერეს - აი, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტობის ღირსი. თუ გვეღირსა თავისუფლება, მხოლოდ ილიას ძალუძს ჩაუდგეს სათავეში გათავისუფლებულ საქართველოს".

1906 წლის აპრილში პეტერბურგში შედგა სრულიად რუსეთის თავად-აზნაურთა ყრილობა, სადაც აირჩიეს 18-კაციანი სახელმწიფო საბჭო. ერთი ადგილი ამიერკავკასიას მიაკუთვნეს და იგი ილიას არგუნეს. წმინდა ილიას ამ საბჭოში აქტიურად გაულაშქრია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ და უთქვამს კიდეც: "რა მთავრობაა ის მთავრობა, რომელსაც თავისი ბატონობის შენარჩუნების საშუალებად მხოლოდ მათრახი და სახრჩობელა დარჩენიაო". აღსანიშნავია და შემდგომში ალბათ ცალკე მოსათხრობიც წმინდა ილიას იმდროინდელი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

სახელმწიფო საბჭოს მეორე სესია 1907 წლის 5 ივნისს დაიხურა, ილია საქართველოში გამოეშურა. ნაცნობ-ახლობლები არ ურჩევდნენ დაბრუნებას: ცარსკოე სელოში დარჩი, აქ საშინელი მდგომარეობაა, აგერ, შენს მოურავ მოსეს და მის ცოლს ყელი გამოსჭრეს ბანდიტებმა, მერე შენც მოგადგებიანო. ოლღაც ამას ევედრებოდა - კავკასიაში არ გავემგზავროთო, მაგრამ ილიას რა გააჩერებდა უცხო მხარეში! "როგორ შეიძლება? ამდენი ხანი არ ვყოფილვარ საქართველოში! ზაფხული თუ იქ არ გავატარე, ჩვენს ქვეყანას არ გადავხედე, ზამთარში აქ რა გამაძლებინებს? განა დიდი ხანი დამრჩენია? უთუოდ წავალ. მე არავინ არას მიზამს საქართველოში. შიშით განა აქ უფრო არ უნდა მეშინოდეს? შემოდგომაზე უფრო გაყოჩაღებული ჩამოვალ".

ილია იმედიანად ჩამოდის საქართველოში და მთელ ზაფხულს საგურამოში ატარებს. მხეცურად მოკლული მოურავის მოსე მემარნიშვილის ნაცვლად თავისი დის რეკომენდაციით აჰყავს დიმიტრი ჯაში. ცდილობს, გაამშვენოს თავისი კარ-მიდამო, მაგრამ უგუნური ქართველები არ ცხრებიან. ყველანაირად ცდილობენ, გული მოუკლან. საგურამოს მამულში მსხვილფეხა საქონელში გამოირჩეოდა ერთი გერმანული ჯიშის ძროხა, რომელიც თითქმის ოც ლიტრამდე რძეს იწველიდა, სხვებისგან განსხვავებით, იქვე ახლოს, ტყის პირას თავისუფლად იყო გაშვებული. ბოროტმოქმედებმა პირუტყვიც არ დაინდეს, ცური მოაჭრეს. ძროხა საშინელი ბღავილით დაეშვა თავქვე, ბოსლამდე ვერ მიაღწია, სისხლისგან დაიცალა და მოკვდა. მკვდარი ძროხის დანახვამ ძალიან იმოქმედა ილიაზე, ფერი დაკარგა, წაბარბაცდა, რომ არ წაქცეულიყო, ხელი შეაშველეს. ოლღა წყლით მოაბრუნეს, საწოლ ოთახში შეიყვანეს და სამი დღე იქიდან არ გამოსულა.

ნაძირალებმა არც ილიას საყვარელი ჯორი დაინდეს, რომელიც ლამაზი და თვინიერი ყოფილა. გლეხები ხშირად ეფერებოდნენ, ილიაც დროდადრო უალერსებდა და შაქრის ნატეხს აძლევდა. ჯორი პატრონს თვალს არ აშორებდა, უცნაურად იგრიხებოდა და მერე საძოვრად გაუდგებოდა გზას.

გამხეცებულმა ყაჩაღებმა ილიას ჯორი ტყეში დაიჭირეს, ფეხები თოკით შეუკრეს და უკანა ტანში მსხვილი პალო ისე შეუყარეს, რომ ნაწლავები დაუგლიჯეს. ამ საშინელმა ამბავმა ყველა აღაშფოთა. "აბა, რა უნდა მოვთხოვოთ ჯორის მკვლელებს, მისი პატრონისთვის ანგარიში ვერ გაუსწორებიათ და პირუტყვი მხეცურად მოკლესო", - ამბობდა გულმოსული ილია.

უფრო საშინელ ამბავს ვიტყვით, რომელსაც, აკაკი ბაქრაძის თქმით, ილიამდე არ მიუღწევია: იმდროინდელ საქართველოში ზაქარია ჭიჭინაძეს ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა. ის იყო დიდი განმანათლებელი, მწიგნობარი, ბუკინისტი. უზომოა მისი დამსახურება ერის წინაშე. მარტო ის რად ღირს, რომ მან მთელი ახალშემოერთებული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ფეხით მოიარა და იქ ქართული ცნობიერების გაღვიძება სცადა. აბა, ასეთ კაცზე ჭკვათამყოფელს ხელი როგორ უნდა მობრუნებოდა. მაგრამ ასეც მომხდარა. ერთხელ საბაშვილის ღვინის სარდაფში ჩავიდა ზაქარია, ხელადა ღვინო, პური და ყველი მოითხოვა. დაჯდა და საზრდელს შეექცა. მოშორებით, კუთხეში, სუფრას ახალგაზრდები უსხდნენ. ზაქარია მათ იცნობდა. ისინი რაღაცაზე ჩუმად საუბრობდნენ, მათი ლაპარაკი ზაქარიას არ ესმოდა. შემთვრალმა ზაქარიამ მათი სადღეგრძელო შესვა, მათაც უპასუხეს. ზაქარია არ ცხრებოდა, ჰყვებოდა ცისა და ბარისას. ბოლოს ილიას სადღეგრძელო დალია და მათაც შესთავაზა. ეს უკვე აღარ მოეწონათ, გაბრაზდნენ. შავრაზმელ ილია ჭავჭავაძის ტოსტს არ შევსვამთ. ამ დღეებში მის მოკვლას ვაპირებთ და თუ ძალიან გინდა, შესანდობარს გეახლებითო, - დასცინეს ზაქარიას. რა სისულელეს როშავთო, - შესძახა თავზარდაცემულმა მოხუცმა. ამას ჭკუა ვასწავლოთო, - დაიძახეს ახალგაზრდებმა და ზაქარია ფეხქვეშ გაიგდეს. დაუზოგავად ურტყეს, მერე კი ცოცხალმკვდარი გაათრიეს სარდაფიდან და ქუჩაში დააგდეს. ისევ საბაშვილი მიშველებია, წამოუყენებია და ვაი-ვაგლახით შინ წაუყვანია. მწარე და მართალი იყო იმდროინდელ საზოგადოებაზე ვაჟა-ფშაველას სიტყვები:

"გაღმა გასვლისა მსურველთა
უკუღმა მიგვყავს ბორანი,
გაგვიბატონდა, მგოსანო,
სირეგვნე შეუწონარი"...


21 აგვისტოს ილიას საგურამოში არტურ ლაისტი სწვევია - "შორეული ახლობელი", რომელიც ძალიან უყვარდა ილიას. არტურს მასპინძელი დაღონებული დახვედრია, ემდუროდა სხეულის სისუსტეს და წუხდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარ ცუდ ამბებზე. ადრე თუ არტურის ერთი სიტყვა გაამხიარულებდა, ახლა იმ უკანასკნელი ექვსი დღის განმავლობაში, რაც საგურამოში იყო, ლაისტს ილიას სახეზე ღიმილი არ უნახავს. "გაისეირნეთ ცოტა, - უთხრა ერთ საღამოს, - მოციონი ძალიან სასარგებლოა!"

KARIBCHE- რა უნდა იყოს ჩემთვის სასარგებლო, როცა შეიძლება ორი წლის სიცოცხლეღა დამრჩა, - მიუგო ილიამ.

ლაისტი იგონებს, - "ილია ბოლო დროს ხშირად ხმარობდა სიტყვას "უმადურობა". 27 აგვისტოს ილია საგურამოდან მეუღლის, არტურ ლაისტისა და მსახურ იაკობის თანხლებით წამოსულა. მეორე დღეს აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ 30 აგვისტომდე, ხუთშაბათამდე, უკან ვერ მობრუნებულა. ვახტანგ ორბელიანის ასული მარიამი თავის მოგონებებში აღწერს ამ სამ დღეს: "ილიამ საგურამოში საბედისწერო მოგზაურობის რამდენიმე დღის წინ საღამო ჩვენთან გაატარა. ძლიერ დაღვრემილი იყო... [საგურამოში] ცოლის წაყვანა არ უნდოდა. მაგრამ მან [ოლღამ], შესაძლებელია პირველად თავის ცხოვრებაში, ისეთი დაჟინებით მოითხოვა თავის სურვილის შესრულება, რომ ილია მოლბა და დათანხმდა". ცუდს უგრძნობდა გული ოლღასაც, ევედრებოდა ილიას, წასვლა გადაედო, ცალკე მეგობარს, ილია წინამძღვრიშვილს ურჩევია, არ წახვიდე საგურამოშიო.

ხუთშაბათ დღეს, 30 აგვისტოს (ძვ. სტ.), ილია მეუღლესთან ერთად საგურამოს გზას გაუდგა. ოლღა მოიგონებს მერე: "30 აგვისტოს შუადღისას მივედით წიწამურთან. აქ გზის პირას იყო გრილი წყარო, რომელიც ილიას ძალიან უყვარდა. ისე არ გავივლიდით, რომ აქ არ ჩამოვსულიყავით და არ შეგვესვენა. ამ საბედისწერო დღესაც ჩამოვხტით. ჩვენ წყალი დავლიეთ, ილია გადი-გამოდიოდა მწვანე მოლზე. მე ისევ ეტლზე ამოველ. მეეტლემ ცხენებს წყალი დაალევინა, შეაბა კიდეც, ილია კი, აღელვებული, გაფითრებული, ისევ ბოლთას სცემდა. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც დაუტეველ ბოღმას თუ გრძნობას შეეჭიდა ილია და ვერავინ ვუბედავდით, მისი დუმილი დაგვერღვია. ორმოც წუთზე მეტი გარინდებული გადი-გამოდიოდა სახედატანჯული. კარგა ხნის მერე ამოვიდა და ბიჭს უბრძანა, გარეკეო".

ოთხი წუთის შემდეგ ბერდენკის ტყვიამ დაიქუხა. რამ გაგაგიჟათ, ხალხნო, რა გინდათო, - ეს ყოფილა ილიას უკანასკნელი სიტყვები. ოლღა გადაფარებია - ამ კაცს ნუ მომიკლავთ, თქვე ურჯულოებო, ეს ქვეყანას სჭირდება, თუ სიკვდილი გინდათ, მე ჩამქოლეთო. ჩაქოლეს კიდეც - თოფის კონდახით ცხვირ-პირი დაუმტვრიეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

ბერდენკის ტყვიამ გული გაუხვრიტა ილიას, "საკონტროლოდ" კონდახის ორი დარტყმით შუბლიც გაუჩეჩქვეს. გვამის გაკვეთით ჩანდა, რომ ილია სნეული ყოფილა და შესაძლოა დიდი ხნის სიცოცხლე აღარც ეწერა.

ილიას მკვლელებიდან თედო ლაბაური (მეეტლე), გიორგი ხიზანიშვილი, პავლე ინაშვილი მთავრობამ 1909 წელს ჩამოახრჩო, გიგლა ბერბიჭაშვილს 1941 წელს ეწია სამართალი. ვინ იყო მეხუთე მკვლელი, "იმერელი ბიჭი", ვერ გამოირკვა. ის კი გადაურჩა კაცთა სამართალს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებს 1923 წელს ხელში ჩავარდნიათ ბერბიჭაშვილი და დაუკითხავთ. შემდეგ ის ქაქუცას გაუთავისუფლებია - თუ გაიმარჯვებდნენ, საჯაროდ უნდა ელაპარაკებინა. ბევრი გაიგეს მისგან, მათ შორის იმ პატარა ჯგუფის წევრთა გვარები, ვინც ილიას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. მათ თურმე ფილიპე მახარაძე მეთაურობდა, ეს ის ფილიპეა, რომელიც ადრე "მოგზაურში" ცილს სწამებდა ილიას და მკვლელობის შემდეგ თანაპარტიელებს, სოციალ-დემოკრატებს ილიას ცხედართან მისვლა აუკრძალა. ნოე ჟორდანია ამ დროს დაჭერილი ყოფილა, მაგრამ დიდად არ სწყენია ილიას მკვლელობა. უთქვამს: "ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები სცვივაო". ერთხელ, ძალიან ადრე, იოსებ იმედაშვილმა უსაყვედურა ჟორდანიას, ილიას ლანძღვა ასე როგორ შეიძლებაო (ის "მოგზაურში" წერდა ასეთ სტატიებს). მიუგია: - დღეს ჩვენთვის ილიას დროშა აღარ გამოდგებაო. - "მე კი მგონია, მოვა დრო და თქვენც ილიას დროშას შეეფარებით, - უთქვამს იოსებს, - ვისაც საქართველო უნდა, ილიას დროშას უნდა შეეფაროსო".

ასეც მოხდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ნოე ჟორდანია - დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი მეთაური, ქართულ მიწაში ვერ დაიმარხა...

ოცი წლის შემდეგ, 1927 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა ოლღა. მისმა სათნოებამ და მოწამეობამ დაკრძალვაზე ზღვა ხალხი შემოკრიბა. ახალგაზრდებს ხელით აუსვენებიათ მთაწმინდაზე დიდი ილიას თანამეცხედრე. იმ საშინელ ოციან წლებში ოლღას დაკრძალვაც ეროვნული გრძნობების თავისებური მანიფესტაცია იყო. ჩანდა, ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო სული, ჯერ კიდევ ფრიალებდა ილიას დროშა, ეროვნული ღირსების, თვითშეგნების დროშა.

აქვე, მკითხველო, გთხოვთ, მოვიხსენიოთ ლოცვებში იაკობი, ილიას მსახური, ბავშვობიდანვე მის ხელში გაზრდილი, თავის ბატონთან ერთად რომ მოკლეს იმ დღეს წიწამურთან...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat