"გამარჯვების გზა ხომ ეკლებზე და ჯვარცმაზე გადის"
"გამარჯვების გზა ხომ ეკლებზე და ჯვარცმაზე გადის"
შესაძლოა ბევრმა არც კი იცის, რომ ჩვენ გვერდით წმინდა გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი, ბატონი რომანოზ ფერაძე ცხოვრობს. იგი ზუსტად 18 წლის წინ გავიცანი. წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პირველად სწორედ მისგან გავიგე. ბატონ რომანოზს სახლში ვესტუმრე. ჩემთვის მოულოდნელი იყო, როცა მან წმინდანის ხელშენახები მცირე ზომის სახარება მაჩვენა. წმინდა გრიგოლის ნივთებიდან შემონახულია ასევე მისი ანაფორა, რომელიც საპატრიარქოშია დაბრძანებული...

6 დეკემბერი წმინდა გრიგოლის აღსრულების თარიღია. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ოფიციალური ცნობით, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე აღესრულა. ესაა მშრალი ცნობა, ხოლო მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება დღემდე უცნობია. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ებრაელთა მორიგ პარტიას გაზის კამერაში დასასჯელად აგზავნიდნენ. ერთ-ერთ ტყვეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყოლია. მამა გრიგოლს მისი ბედი ძალიან ადარდებდა და ნებაყოფლობით ჩაენაცვლა, ამ ამბის თვითმხილველმა, აუწყა მიტროპოლიტ დიონისეს და მას მამა გრიგოლის ნაქონი ჯვარიც გადასცა - ამბობს ბატონი რომანოზი.

KARIBCHEსაკონცენტრაციო ბანაკის კომენდატმა 1942 წლის 11 დეკემბერს ინჟი ბერკმან-კარენინს ტელეგრამით შეატყობინა არქიმანდრიტ გრიგოლის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ სიკვდილის გარემოების შესახებ არაფერი უცნობებია.
ოთხი დღის შემდეგ, ვარშავის მართლმადიდბელი მიტროპოლიის ხელმძღვანელობამ ოსვენციმის საკონცენტარციო ბანაკის გერმანელ კომენდატს თხოვნით მიმართა, ეცნობებინა რა გარემოებაში დაიღუპა მამა გრიგოლი და რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი. მიტროპოლიის ხელმძღვანელობა ბანაკის კომენდატს გრიგოლ ფერაძის ფერფლის გადმოცემასაც სთხოვდა. პასუხად, ოსვენციმის სამოქალაქო მდგომარეობის აღწერის განყოფილებიდან ცნობა მიიღეს: "გრ. ფერაძე გარდაიცვალა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე ოსვენციმში, კოშაროვეის ქუჩაზე". მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, რეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა წმინდა მოწამე გრიგოლის ხსოვნას უძღვნა ფილმი "წმინდა შტო ვაზისა". ფილმის გადაღების პროცესში იგი მოსკოვის სუკ-ის არქივში დაცულ მასალებსაც გაეცნო. ამ არქივში რეზო თაბუკაშვილმა ოსვენციმის ტყევთა ბანაკიდან წამოღებულ ჟურნალს მიაკვლია. ჟურნალში დეტალურად იყო აღწერილი პატიმრების ბანაკში ყოფნის ყოველი დღე და გარდაცვალების გარემოებები. ინფორმაცია მამა გრიგოლის შესახებ 1942 წლის 5 დეკემბერს წყდებოდა. ფურცელი, სადაც მისი გრდაცვალების დღე 6 დეკემბერი უნდა ყოფილიყო ჩანიშნული, ჟურნალიდან საერთოდ ამოხეული აღმოჩნდა. ძნელი სათქმელია, ვის აძლევდა ხელს ამ ღირსეული ადამიანის გმირული სიკვდილის დამადასტურებელი ცნობის უკვალოდ გაქრობა. წმინდა გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი სიკვდილი ნათლად ადასტურებს, რომ იგი თავისი ადრე ნათქვამი სიტყვების ერთგული დარჩა: "გამარჯვების გზა ხომ ეკლებზე და ჯვარცმაზე გადის".

KARIBCHE

***
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში პოლონეთის მიტროპოლიტმა საქართველოს მაშინდელი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ეფრემ მეორის სახელზე გამოგზავნა წერილი, გრიგოლ ფერაძის სურათთან ერთად. მიტროპოლიტი ეფრემ მეორეს სთხოვდა, განეხილათ გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის შესაძლებლობა. ამ შინაარსის წერილი ვარშავიდან რამდენჯერმე გამოუგზავნიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ბარათი უპასუხოდ დარჩენილა. წამებული არქიმანდრიტის პიროვნებას მხოლოდ უწმინდესმა მიაპყრო ჯეროვანი ყურადღება. 1995 წელის 15 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის შეკრებაზე არქიმანდრიტი გრიგოლი, როგორც წმინდა მღველმოწამე, წმინდანთა სიაში შეიყვანეს. მის სახელზე შეიქმნა ტროპარი და კონდაკი, დაიწერა ოთხი ხატი: ორი - პოლონეთში, ორიც - საქართველოში. კანონიზაციის საზეიმო ცერემონიალს თავად უწმინდესი უძღვებოდა. არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის კანონიზაციას საფუძვლად წმინდანად შერაცხვის ცნობილი რვა პირობიდან ხუთი დაედო:
1. მოწამეობრივი სიკვდილი ქრისტესათვის.
2. მაღალი საეკლესიო საგანმანათლებლო და საღვთისმეტყველო მოღვაწეობა.
3. დიდი დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე.
4. კეთილმსახური, მართალი, წმინდა ცხოვრება.
5. პატრიარქ ნექტარიოსის მიერ დასახელებულ ნიშნებიდან პირველი ორი ნიშანი:
ა)უბიწო მართლმადიდებლობა
ბ)ყოველგვარი სათნოების აღსრულება, რომელსაც თან სდევს დაპირისპირება რწმენის გამო, თვით სისხლის დათხევამდეც კი.
ეს კანონიზაცია პოლონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც ცნო. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელი პოლონურ დიპტიქებშიც ჩაიწერა. 2005 წელს, პოლონელ მომლოცველებთან შეხვედრისას, უწმინდესმა ბრძანა: "წმინდა გრიგოლ ფერაძე პოლონეთისა და საქართველოს შემაკავშირებელი ხიდია; დროთა განმავლობაში კი ეს ხიდი სულ უფრო და უფრო მეტად მტკიცდება".

KARIBCHE

კანონიზაციას, პოლონეთიდან ჩამოსულ დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი. მისი ღვაწლი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფიის დადგენის, მისი ნაშრომრომების შეგროვება-გამოცემისა და წმინდანად შერაცხვის საქმეში განუზომელია. 2004-2005 წლებში მამა ჰენრიკ პაპროცკის წინამძღოლობით საქართველოს წმინდა გრიგოლ ფერაძის საძმოს 22 პოლონელი მომლოცველი ეწვია. მათ მთელი საქართველო მოიარეს, იყვნენ ბაკურციხის წმინდა გრიგოლის ეკლესიაში, სადაც პატარა გრიგოლი მოუნათლავთ, ლოცვები აღავლინეს სხვა მრავალ წმინდა სალოცავში.

ყოველი წლის 6 დეკემბერს, არქიმანდრიტ გრიგოლის გარდაცვალების დღეს, ვარშავის უნივერსიტეტში, ჩვენი თანამემამულის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის დავით ყოლბაიას თაოსნობით, ტარდება მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური სამეცნიერო სესია. ვარშავის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს, პოლონურ ენაზე სრულად გამოსცეს წმინდა გრიგოლის ნაშრომები. ამჟამად ვარშავაში პოლონეთის მიტროპოლიტის - საბას შემწეობითა და პოლონეთში მცხოვრები დავით ყოლბაიას თაოსნობით, ნავარაუდევია წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელზე მართლმადიდებელი საკათედრო ტაძრის აშენება, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების სტილის გამოყენებით. ტაძრის პროექტის ავტორია ვარშავის მთავარი არქიტექტორი, ანდრეი მარკოვსკი. იგი 2004 წელს წმინდა გრიგოლ ფერაძის საძმოს წევრებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. 2005 წელს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა "წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოება", რომლის საპატიო თავმჯდომარეობასაც თვით უწმინდესი დათანხმდა. საზოგადოება მიზნად ისახავს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ქვეყნებში, დაინტერესებულ პირებსა თუ მომლოცველთა ფართო წრეებს გააცნოს წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა; შეაგროვოს, შეისწავლოს, თარგმნოს და გამოსცეს მისი მდიდარი სამეცნიერო თუ საღვთისმეტყველი მემკვიდრეობა; ურთიერთობა დაამყაროს საზღვარგარეთის სამეცნიერო და საღვთისმეტყველი დაწესებულებებთან; სათავეში ჩაუდგეს საქართველოში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიის აშენებას და სხვა.

წმინდა მღვდელმოწამის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ორი ფილმი მიეძღვნა. ერთი რეჟისორების: ეჟი ლუბახისა და თამარ დულარიძის მიერ პოლონეთში გადაღებული "წმინდა ანგელოზის ძიებაში", ხოლო მეორე - "წმინდა შტო ვაზისა", რომელიც რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო. ამ ფილმში რეზო თაბუკაშვილმა ის მასალებიც გამოიყენა, რომელიც ზურაბ ჭავჭავაძემ ადრე მოიპოვა. სწორედ ზურაბ ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც პოლონურიდან თარგმნა წმინდა გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია. სამწუხაროდ, რეზო თაბუკაშვილს ამ ფილმის დამთავრება არ დასცალდა, იგი მისმა მოწაფეებმა დაასრულეს. წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ დაწერა აგრეთვე გურამ შარაძემ მის კრებულში ქართული ემიგრანტის შესახებ.
პოლონეთის მართლმადიდებლებმა წმინდა გრიგოლ ფერაძეს უძღვნეს ლოცვა, რომლის ტექსტიც პოლონურიდან ქართულად ვთარგმნე.

"შენ ივერიის ანგელოზო, გევედრები სულის სიღრმიდან, დამიფარე შენი წმინდა ლოცვებით, დააცხრე ჩემი ვნებანი. მე, როგორც გზაარეული ცხვარი, გთხოვ, წმინდა მოწამეო არქიმანდრიტო, შემწეო შენი შუამდგომლობით და მიმიყვანო დიდ მსწყემსთუხუცესთან, მცხოვრებთან ღვთიურ სასუფეველში და მაღირსო ხილვა მიუწვდომელი სინათლისა და მისი მომავლისა. ღირსეულო გრიგოლ, ჩამინერგე რწმენა და გონიერება საღვთო სჯულისადმი და შენი შუამდგომლობით მაღირსე უწმინდესი მარადიული დიდება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ."

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat