საქართველოს ზეციური მფარველი
საქართველოს ზეციური მფარველი
წმინდა გიორგის გამოცხადებები "ქართლის ცხოვრებაში"
წმინდა გიორგი საქართველოს ზეციური მფარველია. დიდი განსაცდელების ჟამს იგი მუდამ შეეწეოდა ქართველებს და ქართველებსაც საგანგებო სასოება ჰქონდათ ამ წმინდანის მიმართ, რასაც ჩვენი ქვეყნის ყოველ კუთხე-კუნჭულში მის პატივსაცემად აგებული ტაძრები მოწმობს. დღესაც, ბოლო ჟამის ქართველებს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ამ დიდი წმინდანის მეოხება ღვთის წინაშე.

დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ საქართველოდან განდევნილმა თურქ-სელჩუკებმა და თბილისის, დმანისის და განძის მმართველებმა სხვა მუსლიმან მფლობელებს სთხოვეს დახმარება. მუსლიმანთა გაერთიანებული ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის წამომწყები და ხელმძღვანელი იყო ერაყის სელჩუკიანთა გამგებელი სულთანი მაჰმუდ მოჰამედის ძე. მან მუსლიმანებს მიმართა: "სადაღაცა ვინ იყო, დამასკო და ჰალაბიდან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა", მონაწილეობა მიეღოთ საქართველოსთან ომში. კოალიციურ ლაშქარს სულთნის სახელით სათავეში ჩაუდგა ანტიჯვაროსნული ომის მთავარსარდალი ილღაზი, კაცი "მოხერხებული და მრავალღონე". ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ჯარი 300000 მეომრისგან შედგებოდა (ფრანგი გოტიე 600000-ს ასახელებს) და ბევრად აღემატებოდა საქართველოს ლაშქარს. ერთ-ერთი ცნობით, ქართველთა ლაშქარში შედიოდა 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ფრანგი მეომარი.

"შეკრიბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა". 1121 წლის აგვისტოს დასაწყისში მუსლიმანთა ლაშქარი თრიალეთ-მანგლისსა და დიდგორში განლაგდა და ხელთ იგდო ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მისადგომი. დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართველოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა. "ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შვენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თვისნი სპანი დაიცვნა უვნებლად, - ამათ ყოველთათვის არა ჩვენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედმიწევნით ყოველსავე", - ბრძანებს მემატიანე.

ამ ბრძოლაში არნახულად გამოვლინდა უხილავი მფარველი ძალის მონაწილეობა: "რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა..."

ხოლო ჩვენი ჯარი და სამეფო ოქროთი და ვერცხლით აივსო: "რაოდენ ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად?!" ამ ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ დავით აღმაშენებელმა საქართველოს სამეფოს თბილისი შემოუერთა და სატახტო ქალაქი ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოიტანა. "და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ". ეს იყო 1122 წელს.

ბახტრიონის ბრძოლა
ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი წერს: "მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალს ბოროტსა უყოფდნენ მკვიდრთა კახეთისათა, მოაოხრეს და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი". ჩამოსახლებულმა თურქმანთა ურდოებმა (80 ათასმა სახლმა - როგორც ბრძანებს მემატიანე) მთელი კახეთის ბარი დაიჭირეს. სულიერმა უკუნმა მოიცვა კახეთი. ალავერდის ტაძარში მწუხრ-ცისკრის ნაცვლად ნამაზი აღესრულებოდა. ქართველებს ბარში აღარ დაედგომებოდათ და მთებში ივლტოდნენ. ქრისტეს სახელს ბარში აღარავინ ახსენებდა. ყოველ დილით მუეძინის ყვირილი აღვიძებდა კახეთს.

ამ ამბებით შეწუხებულმა ზაალ ერისთავმა "შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი (სუფრის ზედამხედველი) ბიძინა ჩოლოყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი". "ან შურისძიება, ან სიკვდილი", - შესძახეს თუშებმა და კაცები გაგზავნეს ფშავ-ხევსურეთში, იწყეს მზადება სალაშქროდ. გადაწყდა, რომ ხევსურნი არდოტის ზევით, მთაზე შეიყრებოდნენ, ფშაველები ლაშქარს ჯვარში შეუერთებოდნენ და ერთად წამოვიდოდნენ პანკისის ხეობაზე, თუშნი კი ნაქერალის მთაზე შეგროვდებოდნენ. ბიძინა ჩოლოყაშვილმა, რომელიც აჯანყების მოთავე იყო, ქსნისა და არაგვის ერისთავებს უთხრა: "ძმებო, ეს ჭირი, რომელიც კახეთზე მოიწია, თქვენამდეც მოაღწევს. ავდგეთ და გავწყვიტოთ მტერი, სანამ უფრო გამრავლებულა და ძირი გაუდგამს კახეთში. თითქოს შეუძლებელი ჩანს მტრის დამარცხება, მაგრამ უფალი ჩვენთანაა, წმინდა გიორგი თავისი ტაძრის (ალავერდის) შერყვნისათვის თვითონ მიაგებს უსჯულოთ. ინებოს ღმერთმა, ვძლიოთ, თუ არადა, დავსდვათ სული ჩვენი უფლისთვის და ძმათა ჩვენთათვის. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ უკუნისამდეო". ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავებმა "დიდითა გულსმოდგინებითა მოირთეს ძალი, რაისაცა შემძლებელ იყვნეს სპითა თვისითა. მოვიდნენ თიანეთს, იხმეს თუშ-ფშავ-ხევსურნი, ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს გარდავლეს მთა და ჩავიდნენ ახმეტას". ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო, ერთი ბახტრიონის ასაღებად გაემგზავრა, მეორემ ალავერდს მიაშურა. მტერს ძალები ძირითადად აქ ჰყავდა გამაგრებული. ილოცეს ქართველებმა და საომრად მოემზადნენ. ბრძოლა ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მოხდა: "წარვიდეს ღამესა ერთსა, დაესხნენ თავსა სულტანსა ბახტრიანს და ამოსწყვიტეს და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი... მიჰყვნენ იქიდამე ხოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, ყოველი მოსრეს პირითა მახვილისათა... და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს". ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.

ქართველებმა პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით აოტეს და განაბნიეს მტერი. "კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდნენ". ამბობენ, რომ ცხადად ხედავდნენ ამ ბრძოლაში წმინდა გიორგის "ელვის სახედ მიმასრბოლს წინა მავლად მათდა".

საკვირველი იყო ეს გამარჯვება. მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა; რომ არა ეს ბრძოლა, კახეთი ახლა დაკარგული გვექნებოდა.

ამ გამარჯვებით უსჯულოთაგან განიწმინდა კახეთი, რითაც სპარსთა ბატონობას საფუძველი შეერყა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler