წმინდა მოწამენი: რომანოზ დიაკვანი და ყრმა ბარული (+303) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: რომანოზ დიაკვანი და ყრმა ბარული (+303) - 18 (01.12) ნოემბერი
წმინდა მოწამე რომანი პალესტინელი იყო და კესარიის ეკლესიის დიაკვანი გახლდათ. როცა IV საუკუნის დასაწყისში წარმართებმა ქრისტიანების დევნა დაიწყეს, ანტიოქიელ მორწმუნეებს ღვთის სარწმუნოებაში განამტკიცებდა დიაკვანი რომანიც.
ეპარქმა ასკლიპიადემ გადაწყვიტა, ანტიოქიაში ქრისტიანული ტაძარი დაენგრია. აღელდა ხალხი, მათ წმინდა რომანი განამხნევებდა:

- ძმებო, დაგვიდგა ჟამი ღვთის საკურთხევლის დაცვისა. მტერს უნდა, რწმენა წაგვართვას. დავდგეთ ტაძრის ზღურბლთან და ჩვენი სისხლის ფასად არ დავანებოთ ტაძრის დანგრევა. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს შეტაკება, ქრისტიანები მაინც გამარჯვებულები დავრჩებით. და თუ წმინდა საკურთხევლის წინ დავეცემით, მაშინ ცათა შინა მოზეიმე ეკლესიაში აღვავლენთ გამარჯვების სიმღერასო.

ხალხი გამხნევდებოდა, მაგრამ მაგალითის ჩვენება იყო მისთვის საჭირო. წარმართების რომელიღაც დღესასწაულზე ბომონებთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. წმინდა მოწამე საღმრთო შურით აივსო და კერპთაყვანისცემაში ამხილა შეკრებილნი. წარმართულ ტაძარში შემავალი ასკლიპიადეც კი გააჩერა და უთხრა:

- ეპარქო, ცდები, კერპების თაყვანისსაცემად რომ მიდიხარ. კერპი ღმერთი არ არის. ჭეშმარიტი ღმერთი ერთია - იესო ქრისტეო.

ეპარქმა მაშინვე შეაპყრობინა წმინდა რომანი. მას ჯერ სცემეს, მერე რკინის მარწუხებით ხორცი დააგლიჯეს. მაგრამ წმინდა მოწამე ურყევად იდგა და ეპარქის უგუნურებას ამხილებდა.

რომანის წამებისას უამრავ ხალხში იდგა ქრისტიანი ყრმა ბარული, რომელიც თანაუგრძნობდა დიაკვანს. თვალი მოჰკრა მას რომანმა და ეპარქს უთხრა: - აი, ის ყრმა შენზე, მოხუცებულზე გონიერია. თუმცა მცირე ასაკისაა, იცის, ჭეშმარიტი ღმერთი ვინ არის, შენ კი არ იცნობო.

ეპარქმა ყრმა მოიხმო და ჰკითხა: - რომელ ღმერთს ეთაყვანებიო.

- ვეთაყვანები იესუ ქრისტეს, - უპასუხა ბიჭმა.

- განა უკეთესი არ არის, ბევრ ღმერთს სცე თაყვანი, ვიდრე ერთს? - ჰკითხა ეპარქმა.

- სჯობს ერთ ღმერთს, იესუ ქრისტეს სცე თაყვანი, - მიუგო მან.

- ქრისტე სხვა ღმერთებს რითი სჯობს? - ჩაეძია ასკლიპიადე.

- იმით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია და ჩვენ, ყველა შეგვქმნა. თქვენი ღმერთები ეშმაკები არიან და არც არავინ შეუქმნიათ, - თამამად მიუგო ბიჭმა. კიდევ ბევრი ისეთი რამ თქვა ბარულმა, თითქოს ყრმა კი არა, ღვთისმეტყველი ყოფილიყო. სულიწმინდა ყრმის ბაგეებით ღმერთს ადიდებდა. მისი სიტყვებით შეიმუსრებოდა ეპარქისა და კერპთაყვანისმცემელთა სარწმუნოება.

ჯერ განაცვიფრა ეპარქი ყრმის ნათქვამმა, მერე შერცხვენილმა ბიჭის გამათრახება ბრძანა. უწყალოდ სცემეს პატარას, ღონემიხდილმა წყალი მოითხოვა. იქვე იდგა დედამისიც, რომელმაც ურჩია შვილს, დაეთმინა ტკივილი და წყალი არ დაელია. ეპარქმა ბარულისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ღონემიხდილი ბავშვი დედამ ხელში აიყვანა და თავის კვეთის ადგილისკენ წავიდა. გზად ეფერებოდა, კოცნიდა, განამხნევებდა, რომ გაშიშვლებული ხმლის არ შეშინებოდა: ჩემო ბიჭო, სიკვდილი საშიში არ არის, არ მოკვდები, არამედ საუკუნოდ იცოცხლებ! არ შეგეშინდეს, ჩემო ყვავილო, რადგან მაშინვე ღვთის ბაღში დაინერგები! არ შეგეშინდეს მახვილის, რადგან სიკვდილისთანავე ქრისტესთან მიხვალ და მის დიდებას იხილავ. ის სიყვარულით მიგიღებს. მასთან ერთად იცხოვრებ, იქნები გამოუთქმელ სიხარულში და უფლის ანგელოზებთან ერთად ინეტარებო.

ყრმას თავი მოჰკვეთეს. დედამისმა მოაგროვა ჭურჭელში შვილის ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი, ხოლო წმინდა სხეული მიწას მიაბარა. წმინდა რომანი კი კოცონზე დასაწველად გაიყვანეს. შეკოჭილ დიაკვანს გარშემო ხის ტოტები შემოუწყვეს. მსახურები მსაჯულის საბოლოო განაჩენს ელოდნენ და ცეცხლის ანთებას არ ჩქარობდნენ. წმინდა რომანმა კი ამ შეშის გროვიდან ხმამაღლა წამოიძახა: - სად არის ცეცხლი, რატომ არ ანთებთ? ააგიზგიზეთ, რომ ცეცხლის ალმა მთლიანად მომიცვასო.

როცა ცეცხლი აანთეს, უეცრად მოჰბერა ქარმა, ძლიერი წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩააქრო. წმინდა რომანი უვნებელი გადარჩა. ის ღმერთს ადიდებდა, ხოლო წარმართთა უძლურ ღმერთებს შეაჩვენებდა. ამან უფრო გაამწარა ასკლიპიადე და ბრძანა, წმინდა რომანისთვის ენა მოეკვეთათ. მოწამემ ენა თვითონვე მისცა მოსაკვეთად, მაგრამ უიმისოდაც ნათლად, მკაფიოდ ადიდებდა ღმერთს. წმინდა მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ შეიტყო, საპყრობილეში ვინმე ქრისტიანი უენოდაც ადიდებს ქრისტესო, მისი დახრჩობა ბრძანა. მხედრები შევიდნენ საპყრობილეში, წმინდა რომანს თოკი მოაბეს კისერზე და მოაშთვეს.

ასე დაამთავრა სიცოცხლე წმინდა რომანმა და ახლა წმინდა ყრმა ბარულთან ერთად ადიდებს ყოვლადწმინდა სამებას. მართლმადიდებელი ეკლესია მათი მოწამეობის ამბავს 18 ნოემბერს (ახ. სტ. - 1 დეკემბერს) მოიხსენებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat