"ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა"
"ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა"
"აწ გამცნებთ თქვენ, რათა მტკიცედ იდგეთ სარწმუნოებაზე და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს..."
სამწუხაროდ, დღევანდელი ქართველები იშვიათად არქმევენ თავიანთ შვილებს მეფეთა სახელებს: მირიანს, ვახტანგს, არჩილს, ლუარსაბს... არადა რამხელა მეოხნი არიან ჩვენთვის წმინდა მეფეები. თუკი ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ამაყობს თავისი ეკლესიის ავტოკეფალიით, ეს ხომ ვახტანგ გორგასლის დამსახურებაა. იმ მეფისა, "ღმერთს რომ უყვარდა" და სიცოცხლეშივე იმდენად წმინდა იყო, "ციდან ზარის რეკა ესმოდა". მათდამი მადლიერების ნიშნად უნდა გავამრავლოთ სეხნიები წმინდა მეფეთა, რომელთა სახელის ხსენებაზეც კი მტერი ძრწოდა. 13 დეკემბერს წმინდა მეფე ვახტანგის ხსენების დღეა. გავიხსენოთ და მაგალითად დავისახოთ მამულისათვის დახარჯული ცხოვრება.

მეფე ვახტანგი წმინდა მირიან მეფის შორეული შთამომავალი გახლდათ. მამამისი, მირდატი, იყო დიდად მორწმუნე და ღვთისმსახური, ქველი და შემმართებელი, კარგი მებრძოლი. მას შეუყვარდა რანის ერისთავის, ბარზაბოდის მშვენიერი ასული საგდუხტი, შეირთო ცოლად და მშვიდობა ჩამოვარდა რანსა და ქართლს შორის. საგდუხტ დედოფალი გაეცნო ქრისტეს სჯულს, ნათელ-იღო და იქმნა დიდად მორწმუნე. მირდატსა და საგდუხტს სამი შვილი შეეძინათ: ხვარამზე, ვახტანგი და მირანდუხტი. ვახტანგის სახელი სპარსულად ასე გამოითქმოდა: ვარან-ხუასრო-თანგ. ვაჟის შეძენით გახარებულმა მეფემ ღვთის სამადლობლად მრავალი ოქრო-ვერცხლი გასცა, ღმერთს შეავედრეს ახალშობილი. იმ დროს მეფის შვილები წარჩინებულთა ოჯახებში იზრდებოდნენ. ვახტანგი აღსაზრდელად წაუყვანია სპასპეტ საურმაგს, მირანდუხტი კი კასპის სპასალარს. შვიდი წლის იყო ვახტანგი, მამა რომ მოუკვდა. შეეშინდა საგდუხტ დედოფალს, - ვაითუ მამაჩემმა შური იძიოს იმისთვის, რაც ჩემს მამამთილსა და ქმარს მისთვის უქნიათ, მე კიდევ ცეცხლთაყვანისმცემლობის დატევებისა და ქრისტეს სჯულის მიღებისთვის დამსაჯოს და შვილი მომიკლასო. წავიდა ბარდავში, დაემხო მამის წინაშე გულმკერდი გაიშიშვლა და ყველაფრისთვის შენდობას ითხოვა. ბარზაბოდს შეეწყალა ასული აღასრულა მისი სათხოვარი, მაგრამ ამასთან მცხეთაში ცეცხლთაყვანისმცემლები გაგზავნა, რომლებიც თავიანთ სჯულს ასწავლიდნენ ქართველებს. ათი წლის იყო ვახტანგი, როცა ურიცხვი სპით გადმოვიდნენ ოსები და მოაოხრეს ქართლი, აიღეს ქალაქი კასპი და უამრავ ქართველთან ერთად ტყვედ ვახტანგის სამი წლის და, მირანდუხტი წაიყვანეს. ბერძნებმაც დრო იხელთეს, აფხაზეთი მათ ხელში იყო და ახლა ეგრისისწყლიდან ციხეგოჯამდე მიწები დაიპყრეს.

გავიდა ხანი. ვახტანგი წარმოსადეგი ჭაბუკი დადგა. სულიერად მიქაელ ეპისკოპოსი აღზრდიდა და ასწავლიდა უფლის მცნებებს. სიყრმიდანვე შეიყვარა ვახტანგმა ქრისტეს სჯული. 15 წლის ჭაბუკს აწუხებდა ქართლში ცეცხლისმსახურება, მაგრამ სპარსელებს ცხადად ვერ უბედავდა შებრძოლებას. ვახტანგმა შემოიკრიბა ქართლის ერისთავნი, ეპისკოპოსნი. მისი გამზრდელი საურმაგი გარდაცვლილი გახლდათ და მის მაგივრად სპასპეტად სპარსელებს ჯუანშერი დაედგინათ. ვახტანგმა მათ ოსეთზე გალაშქრებისა და შურისძიებისკენ მოუწოდა - ეს რომ ჩვენთვის ბერძნებს და სპარსელებს ექნათ, დავითმენდით, მაგრამ ოსთაგან დაცინვა არ უნდა მოვითმინოთო. ჯუანშერმა მოუწონა განზრახვა, მაგრამ ურჩია, ბრძოლისთვის ჯერ პატარა ხარ, ამიტომ ვინმე სხვა გამოირჩიე შენს მაგივრად, რომელიც ჯარს წინ გაუძღვებაო. "ერთგული კი ხარ, ჯუანშერ, მაგრამ ვერ დაგემორჩილები, - უთხრა ვახტანგმა, - მკლავს ჩემი დის სიბრალული, სიკვდილი მირჩევნია ასეთ სიცოცხლეს". ახალგაზრდა მეფის სიტყვებმა საბრძოლოდ განაწყო კრებული. ვახტანგმა ჯარის შეყრა ბრძანა, ცალკე დახმარება თავის დედის ძმას, რანის ერისთავს (პაპამისიც გარდაცვლილიყო) სთხოვა. ლაშქარი მცხეთის ახლოს დაბანაკდა. მცხეთაში ვახტანგმა ერთი კვირა იმარხულა, ილოცა, მოწყალება გასცა და ღვთისაგან წყალობა გამოითხოვა. ანდერძიც კი დაწერა - თუ ვეღარ დაბრუნდებოდა, სამეფოს გამგებლად დედასა და დას ტოვებდა.

170000 მეომრით გაემართა ოსეთისაკენ, თიანეთში 50 ათასი კავკასიელი მხედარი დახვდა. განვლეს დარიალანის ანუ ოვსეთის კარი და თერგის პირას დაბანაკდნენ. თერგის მეორე ნაპირას ოსების ჯარიც გამოჩნდა. მაშინ ასეთი ჩვეულება იყო - დაპირისპირებულ მხარეთაგან რჩეული მეომრები (ბუმბერაზები) ერკინებოდნენ ერთმანეთს. ოსებს ჯარში ხაზარებიც ჰყავდათ და ერთ-ერთმა მათგანმა, თარხანმა დაამარცხა ქართველი ფარსმანი. ის ღამე ვახტანგმა ცრემლთა დენასა და ლოცვა-ვედრებაში გაატარა, გათენებამდე მუხლი არ მოუხრია. დილით კი, მიუხედავად თავისიანების წინააღმდეგობისა, ბრძოლის ველზე გავიდა და თარხანი მოკლა. მეორე დღეს ვახტანგის წინააღმდეგ ოსი ბაყათარი გამოვიდა, რომელმაც აბუჩად აიგდო ახალგაზრდა, მაგრამ ქრისტეს ჯვრით ძალმოცემულ ვახტანგს არ გაუჭირდა მისი ძლევა. ერთი ხალხური გადმოცემით,Aშებრძოლების წინ ვახტანგს შეუფიცავს ბაყათარისთვის: "სანამ მდინარეს არ გადმოლახავ, ხელს არ გავანძრევო". შუა მდინარეში ტალღების ცემამ ბაყათარის ცხენი უკან გააბრუნა. მხედარს ხელი აღუმართავს მათრახის დასარტყმელად. ვახტანგმა იცოდა მირანდუხტის საიდუმლო ბარათით, რომ ბაყათარს ჯაჭვის პერანგი იღლიაში გარღვეული ჰქონდა. დრო იხელთა, ისარი ჰკიდა და დაჭრილი ბაყათარი წყალმა წაიღო. ვახტანგმა კი ფიცის გატეხა იმით მოინანია, რომ ერთი ტაძარი თბილისში ააგო, მეორე კი მცხეთის ზემოთ, ძველი კასპის ასწვრივ, მტკვრის პირას. მეტეხი - სწორედ მისი ნათქვამიდან წარმოდგა: "მე ვტეხე" ფიციო. ამ სახელის ასეთი ახსნა ხალხური და არასწორია. მაგრამ ვახტანგს რაღაც დიდი ფიცი მართლაც გაუტეხია. 1624 წელს ქართლის კათოლიკოსი ზაქარია წერს მცხეთის საყდრის სახელზე: "პირველადცა ვახტანგ გორგასლისგან ფიცის გატეხისთვის შემოწირული იყო ძეგვი და ციხე დიდი, აწ ისინი სახასოდ (საკათალიკოსოდ) გავხადეთო".

ქართველებმა სძლიეს ოსებს: ვახტანგმა მირანდუხტი და ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველები სამშობლოში გამოგზავნა, თვითონ კი აფხაზეთისკენ წავიდა და სამ წელიწადში გაათავისუფლა ბერძენთაგან აფხაზეთის ციხეები ვიდრე ციხეგოჯამდე. ვახტანგმა ალაფის ნაწილი დედის ძმას და სპარსეთის მეფეს გაუგზავნა. ამ უკანასკნელთან დამოყვრება გადაწყვიტა, ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი. ბალენდუხტს მცხეთაში ჩამოჰყვა გამზრდელი ანუ მამამძუძე, რომელიც შემდგომში გაქრისტიანდა, თავიც დადო ქრისტესთვის და წინ წარუძღვა ღვთის სასუფეველში ქრისტეს მოწამეებს - ეს იყო წმინდა რაჟდენ პირველმოწამე.

ერთხელ სიმამრმა საბერძნეთზე სალაშქროდ მოიხმო ვახტანგი. მისმა ლაშქარმა ლამის კონსტანტინოპოლამდე მიაღწია. სპარსელები არავის ინდობდნენ, ეკლესიის მსახურებსაც ხოცავდნენ. ვახტანგმა სპარსელებს უბრძანა, მათთვის ხელი არ ეხლოთ; ვინც ტყვედ ჰყავდათ, გაეთავისუფლებინათ. სამალავებიდან გამოვიდნენ სამღვდელო პირნი, მათ შორის - პეტრე მღვდელი, მოწაფე გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მის საფლავზე მწირველი, სამუელ მონაზონი და ვახტანგს მადლობა მოახსენეს. ვახტანგმა პეტრე და სამუელი თავისთან დაიტოვა. მათ შორის გულწრფელი საუბარი წარიმართა. პეტრემ უსაყვედურა სპარსელებთან ერთად ქრისტიანთა ხოცვის გამო - არ მინდა, ის კაცი იყო, მარჯვენა ხელით რომ აღაშენებს, მარცხენით კი ანგრევს. მინდა შენს მიერ ანთებული ცეცხლი შენვე ჩააქრო და მეგობარი იყო კეისრისა, როგორც აქამდე სპარსელებთან მეგობრობდიო. წმინდა ვახტანგმა მიუგო: - მნებავს, შენი ლოცვით სასწაულებრივად შეგვახვედრო ამ ღამეს მე და კეისარი და ამით შევიტყობ, რომ ქრისტეს ნებაა, რაც შენ მითხარიო.

KARIBCHEწმინდა პეტრე და წმინდა სამუელი დათანხმდნენ ვახტანგს. წავიდნენ, ილოცეს და უფალს სასწაულის მოხდენა სთხოვეს. ვახტანგს იმ ღამეს ძილში წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, ადექი, ზეცისა და ქვეყნის მეუფეებს მიეგებეო. ვახტანგმა კონსტანტინოპოლის მსგავსი ქალაქი იხილა, სადაც ორი ტახტი დაედგათ, ერთზე ჭაბუკი გვირგვინოსანი იჯდა, მეორეზე კი თეთრი ზეწრით მოსილი მოხუცებული, თავზე ნათლის გვირგვინი ედგა. მის ფერხთით წმინდა ნინო იჯდა. სამუელმა და პეტრემ მიიყვანეს ვახტანგი მოხუცებულთან - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთან, მუხლი მოადრეკინეს. წმინდა გრიგოლმა უთხრა ვახტანგს: "კაცო, რატომ ჩაიდინე ეს ბოროტი საქმე, მოაოხრე ბანაკი და ჩემი ცხვრები მგლებს შეაჭამე, რომ არა პეტრე და სამუელი, გვერდით რომ გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი (წმინდა ნინო, - კ.კ.), რომელიც მარიამთან ერთად მარადის იღვწის თქვენთვის, შურს ვიძიებდი შენზე". მისცა ხელი და ამბორუყო მეფემ. შემდეგ წმინდა გრიგოლმა ნათლის გვირგვინის მსგავსი რამ გაუწოდა ვახტანგს: "დაადგი პეტრეს". პეტრემ აიღო შედარებით ნაკლები ბრწყინვალების გვირგვინი და დაადგა სამუელს. წმინდა ნინომ უთხრა ვახტანგს, - მიდი მეფესთან და მიიღე პატივიო. მეფემ გვერდით მოისვა ვახტანგი. ხელიდან მოიძრო და მისცა ბრწყინვალეთვლიანი ბეჭედი. კეისარმა უთხრა ვახტანგს: "თუ გინდა მოგცე გვირგვინი, აღუთქვი ღმერთს, რომ მის მტრებს შეებრძოლები და მოიღე მისგან გვირგვინიო". მიხედა ვახტანგმა და შეძრწუნდა! იხილა ჯვარი, რომლის ფრთებზე იდგა გვირგვინი, ჯვარი ხმას გამოსცემდა. წმინდა ნინომ, წმინდა პეტრემ და წმინდა სამუელმა ერთი პირით შეჰღაღადეს პატიოსან ჯვარს: "ჩვენ ვართ თავსმდებნი, რომ (ღვთის საქმეში, - კ.კ.) უმეტესად წარემართოს (ვახტანგი), ჰოი, ჯვარო უძლეველო". კეისარმა აიღო ნათლის გვირგვინი და ვახტანგს დაადგა. გამოსვლა რომ დააპირეს, თითქოს გრიგოლ ეპისკოპოსის ხმა მოესმათ, რომელმაც უთხრა: - ვახტანგ, ვახტანგ, უმეტესი მორწმუნე იყო სპარსთა ნათესავთა შორის. შენგან აეშენოს ეკლესიები, განეწესოს ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი და ბოლოს მოწამის გვირგვინიც მიიღო". სიზმარშივე აუხსნა ნანახი წმინდა პეტრემ: "წმინდა გრიგოლმა მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა, სამუელი კი ჩემგან იკურთხება ეპისკოპოსად. ბეჭედი, კეისრისგან მოცემული, ნიშნავს, რომ ცოლად მის ასულს შეირთავ და დაგიბრუნებს წართმეულ მიწებს ქართლისას. მრავალ ღვაწლს გასწევ ჯვრის ძალით. წმინდა გრიგოლმა სამი ნიჭი სთხოვა ღმერთს შენთვის, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლის კათოლიკოსისა და ეპისკოპოსთაგან, სძლევდე მტერს და ბოლოს ბრძოლაში მოწამის გვირგვინიც მიიღოო". გაიღვიძა მეფემ, მოიხმო პეტრე და სამუელი. აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე ეხილათ. ვახტანგმა პეტრე მოციქულად გაუგზავნა კეისარს. გახარებულმა კეისარმა ჯვარი და გვირგვინი გამოუგზავნა შუამდგომლად და სპარსთა ჯარის გაწყვეტაში დახმარება სთხოვა. ვახტანგმა უთხრა: "რაც შენს ღვთისმოყვარებას არ შეშვენის, სხვას ნუ აიძულებ. ღალატი პატიოსანი კაცის ხელობა არ არის. მრავალ სპარსელ ჯარისკაცს ჩვენზე უმეტესად აქვს ქრისტეს სიყვარულიო" და ურჩია, სპარსელებთან შებრძოლებისგან თავი შეეკავებინა. მაგრამ სპარსელები თვითონ შეებნენ ბერძნებს და ამ ბრძოლაში ვახტანგის დედის ძმა, ვარაზ ბაკურიც დაიღუპა.

კეისარმა ვახტანგს დაუბრუნა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ზღვიდან არსიანამდე. წამოვიდა ვახტანგი კლარჯეთის გზით, არტანუჯში ერისთავად დაადგინა არტავაზი. როცა სპარსეთის მეფემ (ბალენდუხტის მამამ) გაიგო, რომ ვახტანგი ბერძნებს შეეკრა, ჯავრისაგან მოკვდა. ბალენდუხტ დედოფალმა ტყუპი ძე და ასული უშვა ვახტანგს და მშობიარობისას გარდაიცვალა. ვახტანგმა ძეს უწოდა სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი. სპარსელთა შემოტევისათვის ემზადებოდა, საბერძნეთიდან ვერც კეისრის ასული მოიყვანა და ვერც კათოლიკოსი და ეპისკოპოსნი ქართლისთვის. სამაგიეროდ, ციხეში დაამწყვდია ცეცხლმსახურთა ქურუმი ბინანქარი, ზოგი ცეცხლის მსახური მოწყვიტა და ზოგიც ქართლიდან განდევნა.

სამი წლის შემდეგ სპარსელები ვახტანგთან საომრად წამოვიდნენ. კეისარი ხაზარეთში იყო წასული და დახმარება ვერ შეძლო. ვახტანგმა ქალაქები გაამაგრა, სპარსელებმა დიდუბის ქვემოთ დაიბანაკეს. ოთხი თვე გაგრძელდა პატარ-პატარა ბრძოლები, ხან სპარსელები სძლევდნენ და ხან - ქართველები. ბრძოლებისას ვახტანგ მეფეს ოქროს ჩაბალახი ეხურა, რომლის წინა მხარეს ლომი იყო გამოსახული, უკან კი მგელი. სპარსელები როცა ვახტანგს ხედავდნენ, ყვიროდნენ: "დურ აზ გორგასალ" ანუ "მოერიდეთ მგლისთავასო". ამის შემდეგ ვახტანგს გორგასალი ეწოდა. ერთ-ერთი ბრძოლისას სპარსელებმა ბალენდუხტ დედოფლის მამამძუძე რაჟდენი დაატყვევეს და ქრისტესთვის აწამეს. მერე დახმარებაც მოვიდა ბერძენთაგან და სპარსელებიც დაუზავდნენ ვახტანგს. მან სპარსთა მეფეს ცოლად მისცა თავისი და მირანდუხტი. მერე კი სიძეს ინდოეთში გაჰყვა საომრად. მანამდე მეფე ვახტანგს დედასთან და დასთან ერთად იერუსალიმი მოულოცავს და მრავალი შესაწირავი გაუღია იქაური ეკლესია-მონასტრებისთვის. ვახტანგის სარდლობით სპარსელთა ჯარებმა დაამარცხა ინდოეთის მეფე, გურგან-ჯორჯანეთის ერთ მხარეში კი აჯანყება ჩაახშეს.

მერვე წელს დაუბრუნდა სამშობლოს ვახტანგი. მოციქულები წარავლინა საბერძნეთში კეისრის ასულის, ქართლის კათოლიკოსად პეტრეს და ეპისკოპოსად სამუელის წამოსაყვანად. ამ ამბავმა ვახტანგის გამზრდელი მიქაელ ეპისკოპოსი გაანაწყენა. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიგონა, მეფეს შეუთვალა: "ქრისტე დაგიტევებია და ცეცხლსა სცემ თაყვანსო". ვახტანგმა უპასუხა: "ქრისტეს ძალით შევედი სპარსეთში და ქრისტეს ძალითვე მართალი გამოვედი. უბრალო ვარ და ღმერთმა იცის! მაგრამ წარმივლენია საბერძნეთში მოციქული კათოლიკოსისა და ეპისკოპოსთა მოსაყვანად". ეს რომ მიქაელმა გაიგო, იფიქრა, მეფეს ავუჯანყდები და იქნებ აღარ მოიყვანოს მღვდელმთავარნიო. დასწყევლა მეფე და მეფის ერთგულნი. ვახტანგმა თქვა: "თუმცა უბრალო ვარ, მაგრამ სიმდაბლე გვმართებსო". ჩამოხტა სახედრიდან, ჩაუვარდა ფეხებში მიქაელს და ფეხზე ამბორება მოინდომა. მან კი გაჰკრა ფეხი და კბილები ჩაუმტვრია. დაითმინა მეფემ განრისხება, ესღა უთხრა, - ეს შენი სითამამე და ამპარტავნება ეშმაკის საცთურია. შენი სივერაგით ჰგონებ, ქრისტეს სიყვარულს მოგვაშორო. ეს ცხადად გამოჩნდა მაშინ, როცა მოგესმა, რომ შენზე უდიდესი მღვდელმთავარი უნდა მოვიყვანო ქართლში და აღიძარ შურით, ვითარცა იუდა ქრისტესთვის. ვერცხლისმოყვარე ხარ და იუდასავით მეგვადრუცე ქრისტესი. გაგგზავნი კონსტანტინოპოლს პატრიარქთან და მან გადაწყვიტოს შენი საქმეო". მაშინვე მიავლინა მიქაელი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან და თან შემუსვრილი კბილიც გაუგზავნა. პატრიარქმა მიქაელი მღვიძარეთა მონასტერში განაწესა. პეტრე მღვდელი და სამუელ ეპისკოპოსი მიავლინა ანტიოქიაში, რადგან საქართველოს ეკლესია მაშინ ანტიოქიის ეკლესიას ემორჩილებოდა. ანტიოქიის პატრიარქმა პეტრე - კათოლიკოსად, სამუელი კი ეპისკოპოსად აკურთხა და სხვა ათ მღვდელმთავართან ერთად საქართველოში გამოგზავნა. ისინი ვახტანგმა სხვადასხვა მხარეში განაწესა. მათ კათოლიკოსი პეტრე წინამძღვრობდა. ამ დროიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიური გახდა. დაიწყო საქართველოს ეკლესიის აღმშენებლობა, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. მეფე ვახტანგის ბრძანებით მრავალი წმინდა ტაძარი აშენდა. მათ შორის - მცხეთაში სვეტიცხოვლის დიდი საყდარი, სამნავიანი ბაზილიკა. მეფე ვახტანგმა მოიძია წმინდა რაჟდენ პირველმოწამის სხეული და ნიქოზში დაკრძალა. ააშენა უჯარმა და მასში წმინდა რაჟდენის სახელობის ეკლესია.

გადმოცემით, მეფე ვახტანგს მიაწერენ მყინვარის ძირში, გერგეტის მთაზე ეკლესიის აშენებას. ასევე, XIX საუკუნის პირველ მესამედში არსებული გადმოცემით, წმინდა ვახტანგის დროს აშენდა წმინდა გიორგის უგუმბათო ეკლესია ლომისაში, მთიულეთს. იმ დროს, როცა ქრისტიანულ სამყაროში არიანელობა და ნესტორიანობა იყო მოდებული, ქართლში მართლმადიდებლობა ძლიერდებოდა. მეფე ვახტანგის სახელს უკავშირდება საქართველოს ახალი დედაქალაქის თბილისის დაარსება. მხოლოდ საფუძვლის ჩაყრა მოასწრო მეფემ, მისი სიკვდილის შემდეგ დაჩიმ "განასრულა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ", მცხეთა კი უმაღლეს საეკლესიო ხელისუფალს - კათოლიკოსს გადაეცა.

ბერძენი ცოლისგან ვახტანგს სამი ძე და ორი ასული შეეძინა. სპარსთა მეფე აღესრულა და ტახტზე მისი ძე ხოსრო დაჯდა. ახალმა მეფემ ბერძენთა წინააღმდეგ ომი შესთავაზა ვახტანგს და ასული სთხოვა ცოლად, მაგრამ უარი მიიღო. ვახტანგი ამ დროს 60 წლის გახლდათ. ხოსრო ჯარით შემოიჭრა საქართველოში, შემუსრა კამბეჩოანი, ჭერმის ციხე, ველისციხე. ივრის პირას სამი დღე მიმდინარეობდა ბრძოლა. სპარსელებმა მოსყიდული გამცემის ხელით შეძლეს ვახტანგის დამარცხება - ბრძოლისას ერთმა ბოროტმა მონამ იღლიაში ჰკრა ისარი. მიუხედავად ამისა მეფემ შუადღემდე მაინც იბრძოლა და სძლია სპარსელთა ჯარს. დაუმძიმდა წყლულები მეფეს. უჯარმაში სასიკვდილო სარეცელზე მდებარემ მოიხმო კათოლიკოსი, ცოლ-შვილი, ქვეშევრდომნი და უთხრა; "მე წავალ ღვთის წინაშე და ვმადლობ მის სახელს, რომ არ დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებთ თქვენ, რათა მტკიცედ იდგეთ სარწმუნოებაზე და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს"... უხილავი მოწამის გვირგვინით შეიმკო მეფე ვახტანგი. დაკრძალეს წმინდა მეფე სვეტიცხოველში, სვეტის გვერდით. ქართველთა "ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა". წმინდა მეფე ვახტანგის აბჯარი და შესამოსელი IX საუკუნემდე ინახებოდა სვეტიცხოველში, მისი ფრესკა კი 1840 წელს ჩამორეცხილა სვეტიცხოვლის კედლიდან. საბედნიეროდ, ამ ფრესკის ასლის გადაღება მოუხერხებია პლატონ იოსელიანს.

წარვიდა უფალთან მოწამის გვირგვინით შემოსილი მეფე ვახტანგი და მომავალ თაობებს ქრისტესთვის სიკვდილი დაგვიბარა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat