წმინდა გრიგოლ დომესტიკოსი - 01 (14) ოქტომბერი.
წმინდა გრიგოლ დომესტიკოსი - 01 (14) ოქტომბერი.
წმინდა მღვდელმონაზონ გრიგოლ დომესტიკოსი, გლიკისი (გლიკა, ბერძნ. Γρηγόριος ο Δομέστικος, Γλυκύς] (1355 / დაახლ. 1360), იხსენიება 1 ოქტომბერს (ბერძნ., რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, რუმინ.) და ათონის წმინდანთა კრებულში.

სავარაუდოდ, ხელნაწერებში არსებული მინიშნებების თანახმად, ის იყო კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა ეკლესიის დომესტიკოსი და არა დიდი ეკლესიის მსახური. უძველეს ხელნაწერში ის მოხსენიებულია როგორც გრიგოლ გლიკისი, მღვდელმონაზონი, დომესტიკოსი, მაგრამ უფრო გვიანდელ წყაროებში მას უწოდებენ მხოლოდ გრიგოლ დომესტიკოსს და იშვიათად გრიგოლ გლიკას. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გრიგოლს ასევე უწოდებდნენ "გრიგოლ კუკუზელს", წმინდა იოანე კუკუზელის მსგავსად .

ზოგიერთ ხელნაწერში საგალობლები, რომლებიც მიეწერება გრიგოლ დომესტიკოსს, მითითებულია სახელით "გრიგოლ აგიორიტი"(მაგ., სტიქარონი წმინდა დიდმოწამე ანასტასია რომაელისადმი "ცხოველსმყოფელი აღდგომის სახელგანთქმულო" მე-4 ხმაზე ) იმ მიზეზით, რომ გრიგოლ დომესტიკოსი მოღვაწეობდა ათონის დიდ ლავრაში წმინდა კალისტე I-ის პატრიარქობის დროს.

გრიგოლ დომესტიკოსს მიეწერება მელოსის "შენდამი იხარებს" შექმნა მე-4 პლაგალურ ხმაზე აღნიშვნით "ძველი" (ἀρχαῖον).

გადმოცემის თანახმად, როდესაც პატრიარქმა კალისტე I-მა პირველად დაიკავა კონსტანტინოპოლის კათედრა, მან ათონზე გაგზავნა დადგენილება, რომ ბასილი დიდის ლიტურგიაზე ემღერათ "შენდამი იხარებს"- "ღირს არსის" ნაცვლად, მაგრამ მისმა მემკვიდრემ წმინდა ფილოთეოს კოკინმა გააუქმა ეს სიახლე, რის გამოც ათონზე უთანხმოება წარმოიშვა. ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს, ათონზე მყოფმა ალექსანდრიის პატრიარქმა გრიგოლმა უბრძანა დომესტიკოს გრიგოლს ეგალობა ადრინდელივით "შენდამი იხარებს". პატრიარქ ფილოთეოსის მომხრეები წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ გრიგოლ ალექსანდრიელმა თავისი გაიტანა. გრიგოლ დომესტიკოსმა იგალობა "შენდამი იხარებს". როდესაც ღვთისმსახურების შემდეგ გრიგოლმა დაიძინა, მან სიზმარში იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც მადლობა გადაუხადა მას მისდამი მიძღვნილი საგალობლისთვის და აჩუქა ოქროს მონეტა. ეს მონეტა ჩამოკიდეს მის ხატზე. პატრიარქის ტახტზე მეორედ ყოფნისას პატრიარქმა კალისტემ განაახლა თავისი დადგენილება. მას შემდეგ მართლმადიდებელ ეკლესიაში ბასილი დიდის ლიტურგიაზე და მწუხრზე გალობენ "შენდამი იხარებს".

გრიგოლ დომესტიკოსის მოღვაწეობა, როგორც მელურგისა, მიეკუთვნება კალოფონიური გალობის აყვავების პერიოდს. ხელნაწერებში ყველაზე ხშირად გვხვდება მისი კალოფონიური ლექსები პოლიელეოსი λατρινός "უფლის მონანი" 1-ლი ხმის, ნიკოლოზ კუკუმას პოლიელეოსის ლექსები 1-ლი ხმის, ასევე ხალიბურისის (Χαλιβούρης) პოლიელეოსი 1-ლი პლაგალური ხმის.

ასევე მან შეადგინა მელოსები:

* ანტიფონები ღვთისმშობლისა და უფლის დღესასწაულებზე "სიტყვა კეთილი" (ფს. 44. 2ა) პირველი ხმის,
* ანტიფონების მუხლები წმინდანთა ხსენების დღეებში "ნეტარ არს კაცი, რომელსაც ეშინის უფლისა" მეოთხე ხმის, ზოგჯერ მითითებით "თესალონიკური" (θεσσαλονικαία) ან "საქალაქო" (πολιτικός),
* ანტიფონები "ნეტარ არიან უბიწონი" მეორე ხმის.

ის არის მრავალი მათიმისა და კრატიმის ავტორი. მას მიეწერება
* კრატიმები ὁμόνοια მეოთხე პლაგალური ხმის (Eεερετερε) საგალობელში "ზეცით წინასწარმეტყველნი",
* სტიქარონი მთავარანგელოზ მიქაელისადმი "ზეციურ ძალთა მთავარო" პირველი ხმის,
* სტიქარონი წმინდა დიდმოწამე ანასტასია რომაელისადმი "ცხოველსმყოფელი აღდგომის სახელგანთქმულო" მეორე ხმის,
* სტიქარონი წმინდა ბასილისადმი "ყველა წმინდანთა სათნოებანი შეკრიბე" პირველი ხმის,
* სტიქარონი წმინდა დიდმოწამე თევდორე ტირონისადმი ἔξω "ღვთივბოძებული მადლი" (Τὴν θεοδώρητον χάριν) მეორე ხმის].

მოგვიანებით გრიგოლ დომესტიკოსის კალოფონიური ლექსები "სიტყვა კეთილი" ტრანსკრიბირებულ იქნა ხარტოფილაქს ხურმუზიოსის მიერ ახალი მეთოდის ნოტაციაში.

წმინდა გრიგოლი მოხსენიებულია წმინდა ნიკოდიმოს ათონელის მიერ შედგენილ მსახურებაში წმინდა მამათა პატივსაცემად, რომლებმაც ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინდნენ (სულთმოფენობის შემდეგ მეორე კვირა). წმინდანის ნაწილები დაცულია დიდ ლავრაში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat