წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
და გადარჩენილ ჩანაწერებში არაფერი ეწინააღმდეგება ამ რწმენას. ლინდისფარნი იყო ნორთუმბრიის სამეფოს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური ადგილი მერვე საუკუნის დასაწყისში, წმინდა აიდანისა და კუტბერტის განსასვენებელი. იგი წმინდანად არის აღიარებული რომის კათოლიკურ ეკლესიაში, აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე ანგლიკანურ ეკლესიაში.
მეათე საუკუნეში ლინდისფარნის სახარებას დამატებული კოლოფონი ამბობს, რომ ეადფრითი იყო მწერალი და ხელოვანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ ნაშრომზე. ლინდისფარნის სახარება იყო ერთი მწერლისა და ილუსტრატორის ნამუშევარი, რომელიც ტექსტზე მუშაობდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. ამ მიზეზით, ბევრი ისტორიკოსი, რომელიც ეთანხმება, რომ ნაშრომი ეადფრითის მიერ იყო შექმნილი, ათარიღებს მას ეპისკოპოსად გახდომამდე პერიოდით. ყველა ისტორიკოსი არ ეთანხმება, რომ ის იყო მწერალი: ზოგი ამტკიცებს, რომ მან შეიძლება დაუკვეთა ნაშრომი და არა თავად შექმნა; ზოგი უარყოფს ამ კავშირს, როგორც არასანდო ტრადიციას. მიშელ ბრაუნი, "ლინდისფარნის სახარებაში" ამტკიცებს, რომ ეადფრითი იყო ხელოვანი და მწერალი, რომელიც მუშაობდა მასზე 715-722 წლებში, როგორც განდეგილურ რელიგიურ აქტზე კოლუმბანის ტრადიციით (დათარიღებულია ლიტურგიების ტექსტუალური საფუძვლებით, რომლებიც მონიშნულია ინიციალებით და ისტორიული კონტექსტით), და იგი გახლდათ წმინდა კუტბერტის კულტის მთავარი არქიტექტორი.
ეადბერტის ეპისკოპოსობის თანამედროვე მოწმეები მას წარმოაჩენენ როგორც წმინდა კუტბერტის თაყვანისცემის მხარდამჭერს. მან დაუკვეთა წმინდანის სამი ცხოვრება, პირველი ანონიმურ მწერალს, დაწერილი 699-დან 705 წლამდე. ეს წმინდა კუტბერტის ანონიმური ცხოვრება გადაამუშავა ბედამ ეადფრითის ბრძანებით, დაახლოებით 720 წელს, და შექმნა როგორც პროზაული, ასევე ლექსად დაწერილი ცხოვრებები.
ეადფრითმა ასევე ზედამხედველობა გაუწია ფარნზე არსებული განდეგილის საცხოვრებლის აღდგენას, სადაც კუტბერტი ხშირად ცხოვრობდა. ის ნახსენებია ეთელვულფის მეცხრე საუკუნის პოემაში "De abbatibus", როგორც ეანმუნდის მრჩეველი, პირველი აბატი მონასტრისა - მისი სახელი და ადგილმდებარეობა უცნობია - რომელიც დაარსდა მეფე ოსრედის მმართველობის დროს.
როდესაც ლინდისფარნი მიტოვებულ იქნა მეცხრე საუკუნის ბოლოს, ეადფრითის ნეშტი იყო იმათ შორის, რომლებიც თემის ხანგრძლივი ხეტიალის დროს ნორთუმბრიაში წაიღეს. წმინდა კუტბერტის ნაწილები, და მათთან ერთად ეადფრითისაც, საბოლოოდ ახალ სახლს (განსასვენებელს) პოულობენ ჩესტერ-ლე-სტრიტში, სადაც ისინი საუკუნის განმავლობაში დარჩნენ. 995 წელს ნაწილები გადატანილ იქნა დარემის კათედრალში. დარემში ეადფრითი, მის წინამორბედ ეადბერტთან და მემკვიდრე ეთელვოლდთან ერთად, იხსენიებოდა 4 ივნისს.
სტატიის წყარო: Celts to the Creche: Bishop Eadfrith of Lindisfarne
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი