წმინდა ეთელვოლდი, ვინჩესტერის ეპისკოპოსი (+ 984) - ხსენება 01 (14) აგვისტო.
წმინდა ეთელვოლდი, ვინჩესტერის ეპისკოპოსი (+ 984) - ხსენება 01 (14) აგვისტო.
წმინდა ეთელვოლდი დაიბადა ვინჩესტერში, მდიდარ და ღვთისმოსავ ოჯახში 912 წელს. ის მსახურობდა მეფე ეთელსტანის კარზე, სადაც გაიცნო წმინდა დანსტანი. წმინდა ეთელვოლდი მღვდლად აკურთხეს ერთ დღეს წმინდა დანსტანთან ერთად. მათი ხელი დაასხა ალფეჯ ვინჩესტერელმა, მომავალმა წმინდანმა. ეთელვოლდი გარკვეული დროის განმავლობაში მოღვაწეობდა თავის მეგობარ დანსტანთან ერთად გლასტონბერიში, მაგრამ მოგვიანებით, შესაძლოა იმით უკმაყოფილო, რომ წმინდა დანსტანი დიდი სიფრთხილით ახდენდა მონასტრის რეორგანიზაციას, გადავიდა აბინგდონში მონასტრის აღდგენისა და გადაკეთებისთვის, თან წაიყვანა ბერები გლასტონბერიდან და სხვა მონასტრებიდან. წმინდა ეთელვოლდი აბინგდონში მუშაობდა მონასტრის ბაღში; ერთხელ, როგორც გადმოცემა ამბობს, მისი ლოცვით სასწაულებრივად გამრავლდა ხორცი. წმინდა დანსტანის მსგავსად, მასაც მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა სამეფო კარზე და იყო მომავალი მეფე ედგარის აღმზრდელი.

963 წლის 29 ნოემბერს წმინდა ეთელვოლდი აკურთხეს ვინჩესტერის ეპისკოპოსად. მისი ხელდასხმა მოახდინა წმინდა დანსტანმა. მისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობით, წმინდა ეთელვოლდმა, სწრაფად გაერკვა რა საქმის ვითარებაში, დაიწყო ცრუ ბერების გაძევება ოლდ-მინსტერის მონასტრიდან ვინჩესტერში, რომლებიც ცხოვრობდნენ ყოველგვარი თავშეუკავებლობითა და გაუმაძღრობით. ამ კლირიკოსებმა საჩივარი შეიტანეს მეფე ედგართან ვინჩესტერში, მაგრამ ეს საჩივარი გადასცეს განსახილველად მთავარეპისკოპოს დანსტანს, რომელმაც დაადასტურა თავისი მეგობრის მოქმედებების სრული კანონიერება. იმ ცრუ ბერების ნაცვლად წმინდა ეთელვოლდმა გადაიყვანა ვინჩესტერის საკათედრო ტაძარში ბერები აბინგდონიდან, რითაც საფუძველი ჩაუყარა ინგლისურ ტრადიციას საკათედრო მონასტრებისა, რომელიც გაგრძელდა რეფორმაციამდე.

წმინდა ეთელვოლდი იყო ენერგიით სავსე, რის გამოც მას უწოდეს "ბოანერგესი", ანუ "ქუხილის შვილი". მასზე ამბობდნენ, რომ იყო "საშინელი როგორც ლომი" მეამბოხეებისა და ურჩებისთვის, მაგრამ "თვინიერი როგორც მტრედი" ყველა მორჩილისთვის. ყველაფერს, რაც გააჩნდა, ხარჯავდა ეკლესიასა და მოწყალებაზე, მკაცრად იცავდა მარხვას და ლოცულობდა ღამღამობით, მუშაობდა მუდმივად ისეთი მონდომებით, რაც დამღუპველი იქნებოდა უფრო სუსტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როდესაც ქვეყანაში დაიწყო შიმშილობა, წმინდა ეთელვოლდმა აკურთხა, რომ ეკლესიის საგანძური და ვერცხლის ჭურჭელი გადაედნოთ, ლითონისგან კი ფული გაეკეთებინათ და ღარიბი და მშიერი ხალხისთვის დაერიგებინათ. რა არის უსიცოცხლო ლითონი ადამიანების სხეულებთან და სულებთან შედარებით, რომლებიც ღმერთმა შექმნა და ძვირფასი ფასით გამოისყიდა?

ეთელვოლდის იდეალები ჭეშმარიტად მაღალი იყო. ის განსაკუთრებით მომთხოვნი იყო მორჩილების მიმართ. გადმოცემამ შემოგვინახა ამბავი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობდა ერთხელ წმინდანის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მის მოწამვლასაც კი.

აბინგდონში სამონასტრო ცხოვრების რეორგანიზაციის შემდეგ, წმინდა ეთელვოლდმა დაიწყო მილტონის მონასტრის რეორგანიზაცია დორსეტის საგრაფოში 964 წელს, შემდეგ ჩერტსის მონასტრის სარის საგრაფოში და ნიუ-მინსტერისა და ნანამინსტერის (ქალთა) მონასტრების ვინჩესტერში 965 წელს. 966 წელს წმინდა ეთელვოლდმა აღადგინა დანგრეული მონასტერი პიტერბოროში, შემდეგი იყო მონასტრები ელიში და თორნიში 970 და 972 წლებში. ამ მონასტრებში წმინდანს ჩვეულებად ჰქონდა დიდი მარხვის დროს განმარტოებაში წასვლა, რასაც ის ყოველთვის ძალიან ნატრობდა. თავისი ღვაწლისთვის წმინდა ეთელვოლდს დაერქვა "ბერების მამა". მაგრამ, წმინდა დანსტანის მსგავსად, წმინდა ეთელვოლდი მოღვაწეობდა არა მხოლოდ სულიერ ასპარეზზე. წმინდა ეთელვოლდი იყო მშენებელი, და თანაც ძალიან ოსტატი. ვინჩესტერის მფარველი წმინდა სვიტინის მსგავსად, რომელმაც დამოუკიდებლად ააშენა აქ ხიდი 100 წლით ადრე, წმინდა ეთელვოლდმა ააშენა ვინჩესტერში აკვედუკი (ერთგვარი წყალსადენი), რათა წყლით მოემარაგებინა მონასტრები და კერძო სახლები. მისი მთელი ცხოვრების საზრუნავი იყო ვინჩესტერის საკათედრო ტაძრის გადაქცევა ინგლისის მეფეების ღირსეულ ტაძრად და სამეფო რეზიდენციის მორთვა.

წმინდა ეთელვოლდი იყო მეფე ედგარის მრჩეველი, ის იყო ბერების მასწავლებელი, წიგნიერების მოყვარული, ლათინური ტექსტების მთარგმნელი. გლასტონბერიში მას ჰქონდა მზარეულის მორჩილება, აბინგდონში ეწეოდა სამშენებლო სამუშაოებს (ერთხელ ხარაჩოდანაც კი ჩამოვარდა და ნეკნები დაიმტვრია); ის ასხამდა ზარებს, შეეძლო ლითონის დამუშავება, აკეთებდა ზიარების თასებს, შანდლებს და საცეცხლურებს ოქროსა და ვერცხლისგან, ხოლო ვინჩესტერში საკუთარი ხელებით ააწყო ორღანი, რომელზეც უკრავდნენ სამეფო დღესასწაულების დროს. წმინდა ეთელვოლდის მრავალი მოწაფე გახდა აბატი და ეპისკოპოსი, ზოგიერთი მომავალში უნდა წასულიყო ღვთის სიტყვის საქადაგებლად სხვა ქვეყნებში, მაგალითად სკანდინავიაში. სტავანგერის საკათედრო ტაძარი ნორვეგიაში, რომელიც ნაკურთხია წმინდა სვიტინის სახელზე, არის ერთ-ერთი შეხსენება ვინჩესტერიდან წამოსული მისიონერების შესახებ. ვინჩესტერში წმინდა ეთელვოლდმა დააარსა სკრიპტორიუმები. "ვინჩესტერის სკოლის" ხელნაწერები, მდიდრულად შემკული ფერადი მინიატურებით, თავისი დიდებულებით ეჯიბრებოდნენ კონსტანტინეპოლურს. წმინდა ეთელვოლდი იყო მშობლიურ ენაზე მწერალთა სკოლის შთამაგონებელი, რომელიც განთქმული იყო თავისი თარგმანებით. ვინჩესტერში გამოიცა პირველი ინგლისური კრებული პოლიფონიური (მრავალხმიანი) საგალობლებისა, რომელსაც "ვინჩესტერის ტროპარი" ეწოდება.

სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მიეკუთვნება წმინდა ეთელვოლდის მსახურების ბოლო წლებს: პირველ რიგში 970 წელს სამონასტრო წესების კრებულის "Regularis concordia"-ს მიღება, რომელიც შეადგინა წმინდა ეთელვოლდმა წმინდა დანსტანთან და სხვა საეკლესიო მოღვაწეებთან ერთად მათ მიერ რეფორმირებული 30 მონასტრისთვის, რომლის საფუძველშიც ჩადებული იყო წმინდა ბენედიქტეს წესდება, - ამაზე უკვე ვისაუბრეთ; ასევე წმინდა სვიტინის ნაწილების გადასვენება 971 წელს და ახალი საკათედრო ტაძრის კურთხევა 980 წლის ოქტომბერში, როდესაც ცხრა ეპისკოპოსი თანამსახურობდა წმინდა დანსტანს - "პატივცემულ მოხუცს თოვლივით თეთრი ჭაღარა თმით, თითქოს ეს იყო ჩვენთან მოსული ანგელოზი". ამ ტაძრის სიდიადე და ტევადობა სათანადოდ შეფასდა მხოლოდ დროთა განმავლობაში, რასაც ხელი შეუწყო არქეოლოგიურმა გათხრებმაც.

გამორჩეული მრჩეველი მეფისა, კეთილისმყოფელი ეპისკოპოსი და ბერების მამა, ეპისკოპოსი ეთელვოლდი, წოდებული პატივცემულად, გარდაიცვალა 984 წლის 1 აგვისტოს ბედინგტონში, სარის საგრაფოში. ის იყო 72 წლის და სიცოცხლის ბოლო წლებში ავადმყოფობდა. მისი ნაწილები მალე განდიდდა სასწაულებით.

წმინდა ეთელვოლდი 01 აგვისტოს გარდა, ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat