მან აღასრულა ქრისტეს უპირველესი მცნება - მოყვასის სიყვარულისა
მან აღასრულა ქრისტეს უპირველესი მცნება - მოყვასის სიყვარულისა
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრება
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნეშტი.
მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომში, სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული. წმინდანის ნეშტს შენარჩუნებული აქვს ცოცხალი სხეულისთვის დამახასიათებელი სირბილე. ყოველ წელიწადს წმინდანს ფეხსაცმელს უცვლიან, რადგან ძველი, რაც ეცვა, ერთ წელიწადში თავისით იცვითება. ამაზე ამბობენ, წმინდანი ქრისტიანთა დასახმარებლად სოფელში მოგზაურობსო...

ღირსი სპირიდონი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, სოფელ ასკიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სიყრმიდანვე ცხვრის მწყემსად განუმწესებიათ. მწყემსის განმარტოებულმა, ხიფათიანმა ცხოვრებამ გაუღრმავა მას სულში ღვთის შიში და სიყვარული. როცა დრო დაუდგა, სჯულიერად იქორწინა და შვილებიც ეყოლა, მაგრამ მეუღლე ადრევე გარდაეცვალა; თუმცა სასო არ წარუკვეთია. ღამით ლოცულობდა, დღისით ცხვარს მწყემსავდა, თავის შემოსავლით მრავალ მწირს, ქვრივ-ობოლსა და გაჭირვებულს ეხმარებოდა. სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს რომ მიაღწია, ღმერთმა სასწაულმოქმედების მადლით დააჯილდოვა. ეს ენიშნათ, მწყემს სპირიდონს მღვდლად დაასხეს ხელი და ადამიანთა სულების დამწყსობა დაავალეს. მალევე ქალაქ ტრიმიფუნტის (ტრიმიფუნტი, დღევანდელი ტრემეფუსია, დედაქალაქ ნიქოზიდან 25 კმ-ში მდებარეობს) ეპისკოპოსად აკურთხეს.

იმ დროს კვიპროსზე საშინელი სიცხეები დაიჭირა. ყველაფერი გადახმა, ხალხს შიმშილით სიკვდილი ელოდა. საკმარისი იყო, წმინდა სპირიდონს ხელები ზეცად აღეპყრო და შევედრებოდა ღმერთს, რომ ცას პირი მოეხსნა. ყოველდღე წვიმდა კუნძულზე. მაშინ ზოგიერთმა ანგარებიანმა ვაჭარმა ხორბალი აღარ გაყიდა. ხალხი დაიმშა, მერე კი ათჯერ მეტი ფასი დაადო. ერთ ასეთ ვაჭართან ვინმე გაჭირვებული კაცი მივიდა და ხორბალი სთხოვა. ვაჭარი მხოლოდ პროცენტით გასცემდა ხორბალს, საწყალ კაცს კი არაფერი ებადა. წმინდა სპირიდონთან მივიდა და თავისი გასაჭირი მოუყვა. ნუ სტირ, შვილო, ის, ვინც შენი ცოლ-შვილი შიმშილით დასახოცად გაიმეტა, ხვალ შენთან მოვა ხორბლის სათხოვნელადო, - დაამშვიდა. მართლაც, იმ ღამეს მოვარდნილმა წვიმის ნიაღვარმა იმ ვაჭრის ბეღელი გაარღვია და მთელი ხორბალი ქალაქის ქუჩებში გაიფანტა. გამწარებული ვაჭარი ხალხს ხორბლის მოგროვებაში დახმარებას ევედრებოდა, მაგრამ დამშეულმა ტრიმიფუნტელებმა ხორბალი თავადვე გაინაწილეს, მათ შორის იმ გლეხმაც.

ამავე ვაჭარმა სხვა ღარიბ ტრიმიფუნტელსაც უთხრა უარი სათესლე ხორბლის მიცემაზე (სხვა ბეღელიც ჰქონდა). დამწუხრებული კაცი წმინდა სპირიდონმა დაამშვიდა და ოქროს გველი მისცა - ვაჭარს გირაოდ მიუტანეო. მეორე დღეს გლეხი ასეც მოიქცა. თან ვაჭარს უთხრა, - ეს ნივთი მდიდარ მეგობარს ვენათხოვრეო. მისი სილამაზით მოხიბლულმა ვაჭარმა გლეხს ბლომად ხორბალი გაატანა. წმინდა სპირიდონის ლოცვით, გლეხს კარგი მოსავალი მოუვიდა. ნაწილი გაყიდა და გირაოს გამოსასყიდად მივიდა, მაგრამ ვაჭარმა უარი განუცხადა - შენგან არაფერი ამიღიაო. "ნუ სწუხარ, შვილო, ეგ ანგარი კაცი თვითონ დაგიძახებს, შენ ფული არ დახარჯოო", - დაამშვიდა გლეხი წმინდა სპირიდონმა. ასეც მოხდა. ვაჭარმა ოქროს გველისთვის თვალის შევლება მოისურვა, მაგრამ მისდა გასაოცრად, სკივრში ცოცხალი ქვეწარმავალი დახვდა, რომელიც საკბენად ეცა. ძლივს მოასწრო სკივრის დახურვა. მეორე დღეს კი გლეხი მოიხმო - გირაო უნდა დაგიბრუნო, მიდი, სკივრი გააღეო, - უთხრა შეშინებულმა. გლეხმა სკივრს თავი ახადა და ოქროს გველი ამოიღო. ღმერთს გაფიცებ, მითხარი, ვის გამოართვიო, - შეევედრა გაოცებული ვაჭარი. მღვდელმთავარმა მათხოვაო, - თქვა გლეხმა და გახარებული დაბრუნდა ეპისკოპოსთან. წავედით, შვილო, - უთხრა მას წმინდა სპირიდონმა, - მადლობა შევწიროთ ღმერთს და დავუბრუნოთ ის, რაც მას ვენათხოვრეთო. მღვდელმთავარმა გლეხი თავის პატარა ბაღში შეიყვანა, იქვე, ხვრელთან დადო ოქროს გველი და თქვა: "უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რომელიც შენი წმინდა ნებით ყოველივეს შექმნი და გარდასახავ! როგორც ერთ დროს ფარაონის წინაშე მოსეს კვერთხი გველად აქციე, ჩემს ბაღში გველი ოქროს ნივთად გარდასახე. დაუბრუნე შენს ქმნილებას თავდაპირველი სახე, რათა ჩემმა მეგობარმა იხილოს, თუ რაოდენ ზრუნავ ჩვენზე და ხალხს უამბოს შენგნით მოხდენილ ამ უდიდეს სასწაულზე..." ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა: ოქროს გველი გაცოცხლდა და სისინით სოროს მიაშურა. გაოგნებული გლეხი მიწაზე დაეცა და მადლობა შესწირა ჯერ ღმერთს და მერე მის მონას, წმინდა სპირიდონს.

***
სპირიდონი მღვდელმთავარი კი გახდა, მაგრამ გლახაკთა და უცხოთა შეწყნარება არ დავიწყებია, ყველას მასპინძლობდა - კეთილსაც და ბოროტსაც, თავისი მარჯვენით მოწეულს არიგებდა. მასთან ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მისულიყო. ერთხელ, დიდმარხვაში, ერთი ძალზე დაღლილი და მშიერი მოგზაური მიადგა კარს. "ფეხი დაბანე, შვილო და დააპურე", - უთხრა თავის ქალიშვილს წმინდანმა. მაგრამ გოგონამ პურის ნატეხიც კი ვერ აღმოაჩინა სახლში - წმინდა სპირიდონი ხომ სახლეულთან ერთად მკაცრად მარხულობდა. წმინდანმა დაუძლურებული მოყვასის სანუგეშოდ შენდობა შესთხოვა უფალს, მერე კი შვილს ჩამარილებული ღორის ხორცის მოხარშვა უბრძანა. მერე სტუმარი სუფრასთან მიიპატიჟა. მეუფეს ხორცის ჭამა მოუხდა, რადგან სტუმარმასპინძლობის წესი ამას ითხოვდა. სტუმარი დიდხანს უარობდა - მეშინია მარხვის დარღვევა, მე ხომ ქრისტიანი ვარო. მაშინ წმინდა სპირიდონმა პავლე მოციქულის სიტყვებით დაარწმუნა: მით უმეტეს, უარი არ უნდა თქვა საზრდელზე. წმინდა წერილში ხომ წერია: "ყველაფერი წმინდაა წმინდათათვის" (ტიტე, 1,15). მარხვა კი დაარღვია წმინდა სპირიდონმა, მაგრამ მან აღასრულა ქრისტეს უპირველესი მცნება - მოყვასის სიყვარულისა.

***
წმინდა სპირიდონი თავგამოდებით იბრძოდა მართლმადიდებელი სარწმუნოების განსამტკიცებლად. სანამ წარმართი იმპერატორის, ლიცინიუსის მმართველობა რომის იმპერიის აღმოსავლეთით ვრცელდებოდა, ქრისტეს აღმსარებელთ წარმართულ უღმერთოებასთან ბრძოლა მხოლოდ ლოცვით და ქადაგებით თუ შეეძლოთ.

ალექსანდრიის პატრიარქმა, ნეტარმა ალექსანდრემ, წმინდა ეპისკოპოსთა ადგილობრივ კრებაზე დაგმო არიოზის ერესი. პირველი გამარჯვების შემდეგ წმინდა ალექსანდრემ და მღვდელმთავრებმა წარმართულ საკერპოში ერთად ილოცეს. მიწა იძრა და მრავალი საკერპო დაამხო. ალექსანდრიაში მხოლოდ ერთი კერპი გადარჩა. მამებმა კვლავ ილოცეს, მაგრამ კერპს ვერაფერი დააკლეს. იმავე ღამეს, დამწუხრებულ პატრიარქს, ლოცვისას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, - კერპი ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსის ლოცვით უნდა დაიმსხვრეს. სასწრაფოდ მოაყვანინე ეს მღვდელმთავარიო. წმინდა სპირიდონმა მოხმობისთანავე ალექსანდრიას მიაშურა. ეგვიპტის მიწას დაადგა ფეხი თუ არა, კვარცხლბეკზე მდგარი კერპი თავისით ჩამოვარდა და ერთიანად დაილეწა. ეს რომ პატრიარქმა შეიტყო, ძალზე გაუხარდა: - ეტყობა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი ჩამოვიდა და სასწრაფოდ დახვდითო, - უთხრა თავის მრევლს.

წმინდა მეფემ, კონსტანტინე დიდმა, ღვთის მოძულე თანამმართველი ლიკინიე დაამარცხა. ახლა უკვე შეეძლო ეკლესიის სიწმინდისა და ერთიანობისთვის ბრძოლა. მეფის ბრძანებით, ნიკეაში მთელი იმპერიიდან თავი მოიყარეს ღირსმა მამებმა, რომელთაც დაამტკიცეს მართლმადიდებელი სარწმუნოება და უარყვეს არიოზელთა ღვთისმგმობი ერესი. წმინდა მამათა შორის იყო ტრიმიფუნტელი მღვდელმთავარიც. კრებაზე იმპერატორს მოუწვევია ცნობილი ფილოსოფოსნიც, ერთი მათგანი არიოზელებს მიმხრობია და თავისი მჭევრმეტყველებით წინ აღდგომია მართლმადიდებელ მამებს. არ იყო შეკითხვა, მას რომ არ ეპასუხა. თანდათანობით მიიმხრო იქ მყოფთა ნაწილი. მოკლედ რომ ვთქვათ, კაცის ბრძნობა თითქოს სძლევდა ჭეშმარიტებას. ნუ იყოფინ! წმინდა სპირიდონი უყურებდა ჭეშმარიტების დამცრობას და გადაწყვიტა, კამათში ჩაბმულიყო. მაგრამ მას ხომ არსად უსწავლია, მწყემსი იყო, სანამ ეპისკოპოსად აკურთხებდნენ. ამიტომაც წმინდა მამები არწმუნებდნენ, კრებაზე სიტყვა არ წარმოთქვა, თორემ დამარცხება და დამცირება გველისო. წმინდა სპირიდონი მაინც წამოდგა და მოშურნე არიოზელს უთხრა:

- იესო ქრისტეს სახელით, მისმინე მე, ფილოსოფოსო!

- თუ შეგიძლია შეკამათება ჩემთან, თქვი, - უთხრა ფილოსოფოსმა.

- ერთია ღმერთი! - წამოიძახა მღვდელმთავარმა, - მან შექმნა მიწა და მიწისგან კიდევ კაცი, სიტყვით და სულიწმინდით შექმნა ყოველივე ხილული და უხილავი. ძე ღვთისა არის სიტყვა, რომელსაც თაყვანისვცემთ და გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ცხონებისთვის იშვა ქალწულისგან. ის ერთარსებაა მამასთან და აქვს მისი თანასწორი ხელმწიფება და პატივი. ამიტომაც გვმართებს, მათ ერთნაირად ვსცეთ პატივი, ძე ღვთისამ ჯვრით და სიკვდილით დაგვიხსნა ძველი წყევისგან და თავის აღდგომით გვიბოძა საუკუნო სიცოცხლე. ჩვენ მოველით ქრისტეს, რომელიც განგვსჯის ჩვენთა საქმეთა და სიტყვათაებრ. გრწამს შენ ეს, ფილოსოფოსო?" ფილოსოფოსი დაამუნჯა სულიწმინდით ნათქვამმა სიტყვებმა. წამისყოფაში გაუნათდა გონება. ეს სახეზეც შეეტყო.

"რახან შენ მეთანხმები და უკვე იცი, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, დაუბრუნდი ეკლესიის წიაღს და მიიღე მისი მრწამსი," - მიმართა წმინდა სპირიდონმა.

განდგომილი ფილოსოფოსი მოაქცია სინანულად მღვდელმთავრის ძალმოსილმა სიტყვებმა. მას უთქვამს: "ჰოი, კაცნო, სანამ ჩვენ ორატორულ ხელოვნებაში ვეჯიბრებოდით, მე შემეძლო თქვენი დასკვნების თუ ბრალდებების უარყოფა. მაგრამ როცა ხმა გაიღო ამ კაცმა, არა მისი სიტყვები, არამედ ყოვლადძლიერი ღმერთის აუხსნელი ძალა აღმიდგა წინ, რომელიც ამ წმინდანის ბაგეთაგან გამოდიოდა. მე არ მრცხვენია ჩემი დამარცხების, რამეთუ კაცს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. ვისაც არ უნდა, რომ შესცოდოს ღვთის წინაშე, იწამოს ისე, როგორც სწამს და აღიარებს სპირიდონი".

საბოლოოდ, ფილოსოფოსის მრავალმა მეგობარმა უარი თქვა არიოზის სწავლებაზე და ეკლესიას შეუერთდა. იმპერატორმა პატივი მიაგო წმინდა მამებს და განსაკუთრებით, წმინდა სპირიდონს, ეამბორა მღვდელმთავარს და ლოცვა სთხოვა.

***
შინ დაბრუნებულ წმინდა სპირიდონს ქალიშვილი, ირინა, გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვალებამდე ერთ შეძლებულ დედაკაცს ირინასთვის ძვირფასეულობა მიუბარებია, რომელიც მას მამის სახლში დაუმალავს. სპირიდონს დედაკაცმა ოქროს დაბრუნება სთხოვა. წმინდა სპირიდონმა მთელი სახლი გადააქოთა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ოქროს პატრონი მოსთქვამდა და პირს იხოკავდა, რა ექნა წმინდანს, გულწრფელად სურდა დახმარებოდა დედაკაცს. ამიტომაც ირინას აკლდამაში იმ დედაკაცთან ერთად შევიდა და გარდაცვლილ შვილს, როგორც ცოცხალს, ჰკითხა: "შვილო, ირინა! ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, მითხარი, სად შეინახე ამ დედაკაცის სამკაულები?" ირინა თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვა, შეხედა მეუფეს და უთხრა, საგანძური სადაც შეინახა. თავზარი დაეცა ყველას, წმინდა სპირიდონმა კი ალერსით უთხრა ირინას: "ახლა კი, შვილო, დაიძინე, ვიდრე ქრისტე მეორედ მოსვლისას არ აღგადგენს მკვდრეთით".

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთს მისი ძე კონსტანტი მართავდა. სპარსელებთან მრავალწლიანმა ომმა აიძულა ახალგაზრდა მონარქი, ანტიოქიაში ყოფილიყო. სწორედ იქ გახდა მძიმედ ავად. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. ღმერთს ევედრება კონსტანტი შველას. ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ეპისკოპოსთა კრებულში ორზე მიუთითა, - მათ შეუძლიათ შენი განკურნებაო. იმპერატორისთვის ანგელოზს არ გაუმჟღავნებია მათი სახელები.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ოქრომკედით შემკული ფაჩუჩები,
რომლებიც ყოველ წელს სასწაულებრივად ცვდება. წმინდანის უხრწნელ სხეულს აცმევენ
ახალ ფაჩუჩებს, ხოლო გაცვეთილს ანაწილებენ მთელ მსოფლიოში.

ამასობაში, უფლის ანგელოზმა აუწყა წმინდა სპირიდონს, ანტიოქიაში უნდა წასულიყო, თან ისიც უთხრა, როგორი სამოსი ჩაეცვა. სპირიდონმა თან თავისი მორჩილი, დიაკვანი ტრიფილე იახლა. ტრიფილე დიდებულთა შვილი გახლდათ, მდიდარი, განათლებული. უარყო ყოველივე და მეფე კონსტანტინეს დედას, წმინდა ელენეს გაჰყვა წმინდა მიწაზე. გემმა კვიპროსზეც ჩაუშვა ღუზა, სწორედ აქ მოუსმინა წმინდა სპირიდონს და ისე მოიხიბლა, რომ იერუსალიმიდან უკან დაბრუნებული მასთან დარჩა. ისიც თავისი სულიერი მამასავით ცხოვრობდა. 33 წლისა უკვე ეპისკოპოსად აკურთხეს და კალენიკიის სამწყსო ჩააბარეს. დავუბრუნდეთ თხრობას: წმინდა სპირიდონი ანტიოქიაში ჩავიდა. ტანთ უბრალო სამოსი ეცვა, პალმის კვერთხი ხელთ ეპყრა და ყელზე ჩამოკიდებული ჰქონდა ძელიცხოვლის კანდელის ზეთიანი თიხის ჭურჭელი. ღარიბული სამოსის გამო მეფის კარისკაცებს ის გლახაკი ეგონათ, ერთმა მცველმა სილაც კი გააწნა. მაშინ მეუფემ მაცხოვრის სიტყვისაებრ, მეორე ლოყა მიუშვირა, მცველი მიხვდა შეცდომას, შენდობა სთხოვა და სასახლეში შეუშვა. ტრიფილე ჯერ ახალგაზრდა იყო და სულიერად გამოუცდელი, თვალი მოსჭრა მეფის სასახლის მშვენიერებამ. სპირიდონი დაამწუხრა სულიერი შვილის საქციელმა და ჰკითხა: "ნუთუ სამოსი და სიმდიდრე მეფეს წმინდანად აქცევს? განა მონარქსაც არ ეუფლება მდაბიორთა მსგავსი ვნებები? მაშინ მეფე რითია თავის ქვეშევრდომებზე უკეთესი? კონსტანტი დღეს ცოცხალია, მაგრამ ხვალ მოკვდება და წარსდგება მოუსყიდავი მსაჯულის წინაშე, რომელიც მას უცნობი გლახაკივით განიკითხავს. ამიტომაც ნუ მოგხიბლავს მიწიერი სიმდიდრე. ეცადე, მხოლოდ ჭეშმარიტ, ზეციურ სასწაულებს სჭვრეტდე და გიყვარდეს მხოლოდ ყველაზე აღმატებული, დიდება ღმერთისა".

ამასობაში იმპერატორმა თვალი მოჰკრა მათ. იცნო, წამოდგა და მიეგება. თან ცრემლებით ევედრებოდა განკურნებას. წმინდა სპირიდონმა ილოცა, იმპერატორს თავზე ხელი დაადო და წამში განკურნა. წმინდანმა სულის საკურნებელი მალამოც დაადო და უთხრა, არ დავიწყებოდა ღვთის მიერ მასზე გამოჩენილი მოწყალება: "სანამ შენი სიცოცხლე არ დასრულებულა, ყველას სიკეთე გაუკეთე, მთხოვნელს ხელცარიელს ნუ გაუშვებ. იცოდე, მონარქს მოქალაქეებისგან მხოლოდ ტიტული განარჩევს. ღმერთი აძლევს იმპერატორს ტახტს, რათა მზრუნველი მამა იყოს თავისი ერისაო".

მეფე დაჰპირდა, აღვასრულებო. მერე კი საჩუქრად ქისით ოქრო გადასცა. მამა სპირიდონი ჯერ უარობდა, ბოლოს მაინც დასთანხმდა და ვიდრე სასახლიდან გამოვიდოდა, ოქრო მეფის მსახურებსა და მცველებს დაურიგა, თან შეაგონებდა, წმინდად ეცხოვრათ და ნათლის შვილები გამხდარიყვნენ. წმინდა მღვდელმთავრის წყალობით მეფის მრავალი მსახური განიკურნა ვერცხლისმოყვარეობისგან.

***
წმინდა სპირიდონი საიმედოდ უძღვებოდა სულიერ შვილებს ღვთის სასუფევლისკენ. ცხოვრობდა უბრალოდ. ერთხელ მღვიმეში გაკეთებულ ბაკში შერეკა ცხვრები და შინ წავიდა. იმ ღამეს ქურდები შეიპარნენ ბაკში, მაგრამ წმინდა სპირიდონის ლოცვით გაქვავდნენ. დილით წმინდანს ქურდები გაშეშებული დახვდა. შეეწყალა ისინი, ილოცა და გახსნა უხილავ საკვრელთაგან. ქურდები ჯერ დაარიგა, მერე კი ბრძანა: ერთი ცხვარი მიეცით ჩემი ფარიდანო.

მრავალი სასწაული მოუხდენია წმინდა სპირიდონს - მკვდარი აღუდგენია, ბრმა განუკურნავს და სხვა.

მაგრამ ერთ ცოდვილს ვერაფერი მოუხერხა: ერთხელ ვინმე მეზღვაური ორწლიანი ნაოსნობის შემდეგ შინ დაბრუნდა და ცოლი ფეხმძიმედ დახვდა. თანაც უმტკიცებდა, - შენი შვილი არისო. კაცმა მოჰკიდა ცოლს ხელი და ეპისკოპოსთან მიიყვანა. ქალი არც წმინდა სპირიდონს მოერიდა, - ბავშვს ქმრისგან ველოდებიო. მაშინ წმინდა სპირიდონმა უთხრა: "დიდია შენი დაცემა. სამართლიანობა მოითხოვს, მკაცრად დაისაჯო. იცოდე, თუ არ შეინანებ, ბავშვს ვერ გააჩენო". დაეწყო ქალს სამშობიარო ტკივილები, მაგრამ ვერც ამან დააფიქრა და მშობიარობას გადაჰყვა. შეწუხებულ ეპისკოპოსს კი უთქვამს: "რახან ჩემი სიტყვა ორლესული მახვილივით ჰკვეთს და სიკვდილს მისცემს კაცს, ამიერიდან არავის განვიკითხავო".

არ უყვარდა წმინდა სპირიდონს ფარისევლურად ლოცვა. ერთხელ ერთ განაპირა სოფელში წირვისას ვინმე დიაკონს სთხოვა, სწრაფად ეგალობა, რადგან შინ დაბრუნება უნდა მოესწრო. დიაკვანი კი გალაღებული, საკუთარი ხმით დამტკბარი აგრძელებდა ლოცვას. მაშინ მღვდელმთავარმა მრისხანედ შესძახა: - დადუმდი, ურჩობის მოქმედოო. მყისვე წაერთვა დიაკონს ხმა, შეშინებული შეევედრა წმინდანს. მღვდელმთავარმა მხოლოდ სანახევროდ განკურნა - დიაკვანი სიცოცხლის ბოლომდე ხრინწიანი ხმით საუბრობდა.

არც ის მოსწონდა, ვინც თამამად ეპყრობოდა წმინდა სახარებას. ერთხელ, როცა ტრიფილე უკვე ეპისკოპოსი იყო, წირვისას იქადაგა, რომელიც სახარებისეული განრღვეულის განკურნებას ეხებოდა. მან "სახარებაში" უფლის ნათქვამი სიტყვები: "აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე", "ცხედარი" - "საწოლით" შეცვალა. აღშფოთდა წმინდა სპირიდონი და დატუქსა ტრიფილე. ნუთუ იმაზე უკეთესი ხარ, ვინც "ცხედარი" თქვა და შენ იმის წარმოთქმის გრცხვენიაო?

წმინდა ტრიფილემ (მისი ხსენება 3 მაისსაა) დაუჯერა მოძღვარს. როცა VII საუკუნეში არაბებმა კვიპროსი დაარბიეს ოქროს ძიებაში, წმინდა ტრიფილეს საფლავიც გათხარეს და მისი უხრწნელი სხეული ნახეს. დაწვა მოუნდომეს, მაგრამ ცეცხლი არ მოეკიდა მანამ, სანამ არაბებმა არ "უთხრეს": "იესო ქრისტეს სახელით გეუბნებით, ნება მიეცი საკუთარ სხეულს, ცეცხლი წაეკიდოსო".

***
დადგა წმინდა სპირიდონის გარდაცვალების ჟამი. ეპისკოპოსი სხვებთან ერთად ყანას მკიდა. უეცრად თავზე უღრუბლო ციდან ნამივით წვეთები დაეცა. თმამ ფერი იცვალა, ზოგი გაშავდა, ზოგიც გათეთრდა, ზოგი კი გაყვითლდა. გარდაცვალების ჟამი ენიშნა მღვდელმთავარს. მალევე აღესრულა.

წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ გადაასვენეს კუნძულ კორფუზე (იგივე კერკირა).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat