სარწმუნოების ლამპარი
სარწმუნოების ლამპარი
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით , ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. ამ წმინდანს პატივს მიაგებენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ წარმართებიც და მუსლიმებიც. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა.

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ახლანდელ ანთალიაში მდებარე სავაჭრო ქალაქ პათარში. მისი მშობლები, თეოფანე და ნონა, ღვთისმოსავი, ცნობილი და მდიდარი ხალხი იყო. გადმოცემით ცნობილია, რომ მათ დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, მაგრამ ბოლოს ლოცვით, ცრემლითა და მოწყალებით გამოსთხოვეს ღმერთს და ნიკოლოზი დაარქვეს.

მის დაბადებას არაჩვეულებრივი გარემოება დაერთო - დედა მშობიარობისთანავე გამოჯანმრთელდა. მეტი შვილი აღარ ჰყოლია.

დადგა დრო, როცა ყმაწვილს წმინდა წერილი უნდა ესწავლა. მან ყველა გააოცა თავისი მახვილი გონებით და სწრაფად აითვისა წიგნის სიბრძნე. ის თავს არიდებდა უსაგნო, უქმ საუბრებს, უბიწოებას იმარხავდა და სუფთა გონებით ჭვრეტდა ღმერთს.

მომავალი წმინდანის ბიძა, ასევე ნიკოლოზი, ქალაქ პათარის ეპისკოპოსი იყო. ის ხედავდა ყმაწვილის სულიერ ცხოვრებას და მშობლებს ურჩევდა, შვილის ნიჭი უფლისათვის მიეძღვნათ. მშობლები დათანხმდნენ. ბიძამ ნიკოლოზი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ ეპისკოპოსმა წინასწარმეტყველური სიტყვებით მიმართა ტაძარში მყოფ ხალხს:

"ძმებო, მე ვხედავ ახალ მზეს, რომელიც ამოდის, ის იქნება ნუგეში მწუხარეთათვის. ნეტარია ის სამწყსო, რომელსაც ასეთი მწყემსი ეყოლება. ის დაიფარავს გზასაცდენილ სულებს და გულმოწყალე შემწე იქნება ჭირსა და მწუხარებაში.

წმინდანის შემდგომი ცხოვრება სწორედ ამ წინასწარმეტყველების აღსრულება იყო.

ჭეშმარიტი მოწყალება
მშობლების გარდაცვალების შემდეგ წმინდა ნიკოლოზი მათგან დატოვებულ მთელ ქონებას მოწყალებას ახმარდა. მას მიწიერი მემკვიდრეობის გამრავლება არ უცდია, არამედ ერთადერთ სწორ ნაბიჯად მისი გლახაკებისთვის მოწყალების სახით დარიგება მიაჩნდა. თუ როგორი თავმდაბლობით ეხმარებოდა მშობლებისაგან დატოვებული ქონებით გაჭირვებულებს, კარგად ჩანს ყველასთვის ცნობილი მაგალითიდან.

ქალაქ პატარაში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა. თავდაპირველად ის ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ შემდგომში სამწუხარო გარემოებათა გამო, ყველაფერი დაკარგა და საშინლად გაღატაკდა. ქალიშვილების გამზითვება ხომ არ შეეძლო, პურის ფული არ ჰქონდა. საცოდავმა მამამ, რომელმაც თავისი მდგომარეობის გამოსწორების ყველანაირი იმედი დაკარგა, გადაწყვიტა, მსხვერპლად გაეღო შვილების ღირსება და მათი სილამაზით თავისთვის და მათთვისაც არსებობისთვის სახსარი გამოეძებნა. საბედნიეროდ, იმავე ქალაქში ცხოვრობდა წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ფხიზლად ადევნებდა თვალყურს სამწყსოს. საღმრთო გამოცხადებით შეიტყო ამ კაცის დანაშაულებრივი განზრახვა, გადაწყვიტა, იგი ხორციელი სიღატაკისაგან ეხსნა, რათა სწორედ ამითვე გადაერჩინა მისი ოჯახი სულიერი დაღუპვისაგან. როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მოწაფემ და მწყემსმა, ქველმოქმედება იდუმალ გასწია. ამგვარი ღრმა ქრისტიანული სიმდაბლით აღსავსე გადაწყვეტილება, რომელიც მაცხოვრის სიტყვებშია გამოხატული: "ეკრძალენით ქველის-საქმესა თქვენსა, რაითა არ ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა" (მათე 6:1).

შუაღამისას, როცა ყველას ეძინა, მათ შორის უბედურ მამას და მის ქალიშვილებს და, შესაბამისად, ვერავინ შეამჩნევდა მის ქველმოქმედებას, წმინდა ნიკოლოზმა აიღო ოქროთი სავსე დიდი ქისა, უჩუმრად მივიდა გაჭირვებულის სახლთან, სარკმელი გააღო, ქისა შიგნით შეაგდო, თვითონ კი სასწრაფოდ შინ დაბრუნდა. დილით საცოდავმა მამამ თვალი მოჰკრა ქისას. თავი სიზმარში ეგონა, ფიქრობდა, ნეტავ ვინ არის ჩემი კეთილისმყოფელიო. აზრი ვერავისზე შეაჩერა. ალბათ, თვით საღმრთო განგებულებამ გამომიგზავნა იდუმალი კეთილისმყოფელიო და მხურვალე სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს. ნაჩუქარი ოქროთი უფროსი ქალიშვილი გაათხოვა.

წმინდა ნიკოლოზმა ნახა რა, რომ მისმა გაღებულმა სიკეთემ ნაყოფი გამოიღო, გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიეყვანა: ერთ-ერთ შემდგომ საღამოს სარკმელში კიდევ ერთი ქისა ოქრო შეუგდო. ამჯერად საცოდავ მამას აღარ უძებნია უცნობი კეთილისმყოფელი, მიწაზე დაემხო და მადლობა შესწირა გაჭირვებულთა შემწე უფალს: "ღმერთო, შენ ხარ წყარო მოწყალებისა, შენ აღაშენებ ჩვენს ცხონებას. უპირველეს ყოვლისა მე გამომისყიდე შენი სისხლით და ახლა კი ჩემი სახლეული, ჩემი შვილები დაიხსენი ეშმაკის მახისგან. მიჩვენე, თუ ვინ არის იარაღი შენი მოწყალებისა და კაცთმოყვარე სახიერებისა. მიჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელიც გვიცავს, ჩვენ ცოდვით წარწყმედისაგან. დაე, ვიცოდე ვინ განგვათავისუფლებს ჩვენ დამთრგუნველი სიღატაკისგან".

ღვთის მადლიერმა მამამ მეორე ქალიშვილიც გაათხოვა და მტკიცედ სჯეროდა, რომ უფალი მის მესამე ქალიშვილზეც ამგვარადვე მოიღებდა წყალობას. ამასთან, გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, შეეტყო, ვინ იყო მისი ფარული მოკეთე, რათა შესაფერისი მადლობა გადაეხადა მისთვის. დადარაჯებულს ღამეები არ ეძინა და მის გამოჩენას ელოდა. დიდხანს არ მოუწია ლოდინმა, ერთ ღამესაც ქრისტეს კეთილი მწყემსი მესამედაც მოვიდა და ოქროთი სავსე ქისა სარკმლიდან გადაუგდო, თვითონ კი სასწრაფოდ მოშორდა სახლს. ამჯერად ქველისმოქმედება ვეღარ დამალა. ღატაკს იატაკზე დაცემული ოქროს ხმა რომ მოესმა, მაშინვე დაედევნა იდუმალ ქველისმოქმედს. შეიცნო მასში წმინდა ნიკოლოზი, ფეხებში ჩაუვარდა, ეამბორა და მადლობდა ვითარცა მხსნელს ეგზომ დიდი განსაცდელისგან.

წმინდა ნიკოლოზმა ის წამოაყენა და ურჩია, რომ ამ მოწყალებისთვის უფრო მეტად ღმერთისთვის ეთქვა მადლობა და მის მიმართ ელოცა. ფიციც ჩამოართვა, რომ არავის ეტყოდა მის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე.

პალესტინაში მოგზაურობის დროს აღსრულებული სასწაულები
ხუცესმა ნიკოლოზმა წმინდა მიწის მოლოცვა გადაწყვიტა. პალესტინისკენ მიმავალ ხომალდზე წინასწარმეტყველებისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი გამოამჟღავნა. ეგვიპტის სიახლოვეს, ღვთის კაცმა წინასწარ განჭვრიტა და მეზღვაურებს ქარიშხლის მოახლოების ამბავი აუწყა: მან იხილა კიდეც, თუ როგორ ავიდა ხომალდზე ბოროტი სული და როგორ ცდილობდა მის ჩაძირვას ადამიანებთან ერთად. მართლაც, ზეცა უეცრად ღრუბლებით დაიფარა, საშინელმა ქარმა დაჰბერა, რომელიც ხომალდს ნაფოტივით მიმოაქანებდა. მეზღვაურები ძრწოლამ შეიპყრო და გადარჩენის ერთადერთ გზას წმინდა ნიკოლოზის დახმარებაში ხედავდნენ, რომელსაც შეწევნისათვის ვედრებით მიმართეს. "წმინდაო მამაო, თუ შენ არ შეგვეწევი უფლისადმი ლოცვით, ყველანი ზღვის უფსკრულში დავინთქმებით. "წმინდა ნიკოლოზმაც მუხლი მოიყარა და მხურვალე ლოცვით მიმართა უფალს. მართლის ლოცვა მაშინვე შესმენილ იქმნა. ზღვის ღელვა შეწყდა, სიმშვიდე ჩამოვარდა; ამასთან, მეზღვაურთა მწუხარება და სასოწარკვეთა მოულოდნელმა სიხარულმა შეცვალა, ისინი მადლობდნენ უფალს და მის წმინდანს სასწაულებრივად გადარჩენისთვის.

უშუალოდ ამის შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა სხვა სასწაულიც მოახდინა. ერთ-ერთი მეზღვაური, საქმის გამო ხომალდის ანძის წვერზე მოექცა, ჩამოსვლისას ფეხი დაუცდა, გემბანზე დაეცა და სასიკვდილოდ დაიმსხვრა. მეგობრის უსულო სხეულის დანახვამ მეზღვაურების სიხარული კვლავ მწუხარებამ შეცვალა. მაგრამ უფლის სათნო მართლის ლოცვამ კვლავ განაქარვა მათი საერთო მწუხარება. ვიდრე მეზღვაურნი თხოვნით მიმართავდნენ, თვითოვე შესთხოვა უფალს, და მანაც ადრინდელივით მსწრაფლშეისმინა მისი ვედრება. გარდაცვლილი ახალგაზრდა ყველას თვალწინ გაცოცხლდა და წამოდგა, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვიაო.

ღვთის წმინდანის ლოცვით დაცული ხომალდი განაგრძობდა ცურვას და მშვიდობიანად ჩაუშვა ღუზა ეგვიპტეში, დიდ სავაჭრო ქალაქ ალექსანდრიაში.

ვიდრე მეზღვაურები სურსათს იმარაგებდნენ, წმინდა ნიკოლოზმა ადგილობრივ მცხოვრებთა სნეულებათა კურნებაზე იზრუნა: ზოგი უკურნებელ ავადმყოფობისაგან განკურნა, სხვებისაგან მათი მტანჯველი არაწმინდა სული განდევნა და ზოგიერთი ანუგეშა სულიერი მწუხარებისას.

ალექსანდრიიდან ხომალდმა მშვიდობით მიაღწია წმინდა მიწამდე. წმინდა მომლოცველი პირველ ყოვლისა იერუსალიმისკენ გაემართა, სადაც ქრისტე ღმერთმა ჩვენი გამოხსნის საიდუმლოება აღასრულა და თაყვანისცა აქაურ წმინდა ადგილებს, კაცთა მოდგმის ღვთაებრივი მხსნელის ფერხთა მიერ განწმენდილს.

უფლის ღვთიური კაცთმოყვარებისადმი სიყვარულით ანთებულმა წმინდა ნიკოლოზმა, პალესტინაში დარჩენა მოისურვა, რათა კაცთაგან განშორებულს დაფარულად ემოღვაწევა ზეციური მამის წინაშე.

მაგრამ უფალს სათნო უჩნდა, რათა სარწმუნოების ამგვარი ლამპარი, წმინდა ნიკოლოზი, უდაბნოში არ ყოფილიყო დამარხული, არამედ გაებრწყინებინა ლუკიის ქვეყანა.

სურდა რა ამქვეყნიურ ამაოებას გასცლოდა, სამშობლოში დაბრუნებული ღვთის კაცი მშობლიურ ქალაქ პატარაში კი არ წავიდა, არამედ ეპისკოპოსი ბიძის მიერ დაარსებულ სიონის სავანეს მაშურა. აქ ის ძმებმა დიდი სიხარულით მიიღეს, ვითარცა ღვთის ანგელოზი, რომელიც წარმოიგზავნა მათდა დასამოძღვრად და თავისი სათნოებებით ღვთისმოსავ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ. წმინდა ნიკოლოზი ფიქრობდა, რომ სამუდამოდ დარჩებოდა ამ მყუდრო განმარტოებულ კელიაში.

მირონლუკიის ეპისკოპოსად ხელდასხმა
ერთ ღამეს, როცა წმინდა ნიკოლოზი ლოცვაზე იდგა, ესმა ხმა:

- თუ გინდა ჩემგან გვირგვინის მიღება, იღვაწე ადამიანთა ეკლესიური განათლებისათვის.

დააფიქრა ღვთის რჩეული ამ სიტყვებმა. მალე ისევ მოესმა ხმა:

- მონაზვნური განმარტოება, ის გზა არ არის, რომლითაც უნდა მემსახურო. წადი ხალხთან, ადიდე მათში ჩემი სახელი და ამრავლე ქრისტეს საუფლოს წევრთა რიცხვი.

მაშინ გადაწყვიტა ნიკოლოზმა ლუკიის მთავარ ქალაქში, მირონში, მისთვის უცხო ადგილზე წასვლა, რათა იქ ესწავლებინა ხალხისთვის უფლის გზა.

ასე ამზადებდა უფალი თავის რჩეულის გზას უმაღლესი მსახურებისათვის. სწორედ მისი მირონში ჩასვლისას გარდაიცვალა ამ ქალაქის მთავარეპისკოპოსი. ღამით შეიკრიბნენ მღვდელმთავრები ახალი ეპისკოპოსის ასარჩევად. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მათ ლოცვით მიმართეს ღმერთს და შესთხოვეს, გამოეგზავნა მათთვის ღირსეული ადამიანი. ღმერთმაც ისმინა მათი და ერთმა უხუცესმა ეპისკოპოსმა იხილა უჩვეულო ნათლი, გარემოსილი კაცი, რომელმაც ამცნო, რომ დამდგარიყო ეკლესიის კართან ღამით და დალოდებოდა პირველ მომსვლელს:

- ვინც პირველი შემოვა ეკლესიაში, - უთხრა ღვთისმოსავმა ეპისკოპოსს, - ის იქნება ღვთის რჩეული. მისი სახელია ნიკოლოზი.

უხუცესმა ეპისკოპოსმა თავისი ხილვა ამცნო სხვებს, დადგა ეკლესიის კართან, სხვები კი ეკლესიაში ელოდნენ ღვთის რჩეულის გამოჩენას. ამ დროს ნიკოლოზმა ჩვეულებისამებრ ღამე ლოცვაში გაატარა და გამთენიისას გაეშურა ეკლესიისაკენ. კართან იგი დადარაჯებულმა ეპისკოპოსმა შეაჩერა და სახელი ჰკითხა. მან მშვიდად ამცნო თავისი სახელი. მაშინ ეპისკოპოსმა შეიყვანა იგი ტაძარში და განუცხადა ღვთის ნება. ეს ამბავი სწრაფად მოედო მთელ ქალაქს. ტაძარი გაივსო ხალხით. წმინდანი ჯერ უარზე იყო, მაგრამ მერე დათმო, რადგან ჯერ კიდევ ტაძარში მისვლამდე იხილა, როგორ უწვდიდა ღვთისმშობელი ომოფორს. მიხვდა, ეს მართლაც უფლის ნება რომ იყო და დათმო. მაშინ უხუცესმა ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:

- მიიღეთ მწყემსი, რომელიც გამოირჩია სულიწმიდამ და რომელსაც უფალმა უბრძანა ჩვენი სულების მართვა.

ხალხი გახარებული მადლობდა უფალს, მღვდელმთავრებმა აიყვანეს ნიკოლოზი ეპისკოპოსის ხარისხში.

- ეპისკოპოსმა ცხოვრება სხვაგვარად უნდა წარმართოს. სხვებისათვის უნდა ვიცხოვრო, ჩემთვის კი არა, - ეუბნებოდა თავს და იხსენებდა პავლე მოციქულის სიტყვებს ტიმოთესადმი:

- იყავ ნიმუში ერთგულთათვის სწავლაში, ცხოვრებასა და რწმენაში.

დევნა დიოკლიტიანეს დროს
IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტეს შობიდან 303 წელს, რომის იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და ვალერიმ ბრძანება გასცეს, დაენგრიათ ქრისტიანული ტაძრები, დაეწვათ წიგნები და ქრისტიანთათვის ჩამოერთმიათ სამოქალაქო უფლებანი და თანამდებობანი. ამით კი ეიძულებინათ ისინი, უარეყოთ ქრისტე. ურჩები უნდა დაესაჯათ. დევნა იწყეს დედაქალაქში - ნიკომიდიაში. სწორედ აქ დაწვეს აღდგომის დღეს 20000 ქრისტიანი, თვითონ ტაძარი კი დაანგრიეს. შემდეგ დევნამ გადაინაცვლა რომის იმპერიის სხვა ოლქებში, პროვინციებში. ასე იქცა მთელი მსოფლიო სასაკლაოდ.

სწორედ ამ დროს აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხადებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალებას. ანუგეშებდა იქ მყოფთ თავისი საუბრებით, ამტკიცებდა მათ, ასე, რომ საპყრობილეც საქადაგებელ ადგილად აქცია. 8 წელი გრძელდებოდა ასე. დევნა დროდადრო ნელდებოდა, მაგრამ ქრისტეს მდევნელნი ქრისტიანებს რომ აღმოაჩენდნენ, მათი სიძულვილი კვლავ იღვიძებდა და დევნა ძლიერდებოდა. ბოლოს დევნა შეწყდა, ტახტზე წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი (306-337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

ნიკოლოზი - ერესის წინააღმდეგ
325 წელს წმიდანი მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო საკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო – მრწამსი – მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.

ნაბუტიანოსის, აფრისიონისა და არბიდიანას ხსნა
წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანაც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.

ნეტარის მიცვალება
ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საფლავი ბარიში
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს და ამ დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat