წმ. ისიდორე I ვუჰირი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+ 1350 წ.) - ხსენება დიდმარხვის მე-2 კვირას.
წმ. ისიდორე I ვუჰირი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+ 1350 წ.) -  ხსენება დიდმარხვის მე-2 კვირას.
დაიბადა თესალონიკში და იყო უფროსი 10 შვილს შორის (ჰყავდა 4 ძმა და 5 და). მიიღო რა საერო განათლება, ისიდორემ გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო და შევიდა გერასიმე ევბეელის სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც იყო წმინდა გრიგოლ სინაიტელის უახლოესი მეგობარი (ან მოწაფე, წმინდა კალისტე I-ის ცნობით, წმინდა გრიგოლის ცხოვრებაში). სავარაუდოდ, გერასიმეს წაქეზებით, ისიდორე ვუხირი თესალონიკიდან ათონზე გაემგზავრა, რათა შესულიყო წმინდა გრიგოლის სკოლაში.

1326 წელს თურქი მეკობრეების თავდასხმებმა ათონზე, აიძულა წმინდა გრიგოლი თავის მოწაფეებთან ერთად, რომელთა შორისაც იყო ისიდორე ვუხირი, დაეტოვებინათ წმინდა მთა. ისიდორე დაბრუნდა თესალონიკში, სადაც ათი წლის განმავლობაში, ერისკაცად დარჩენილი, ხელმძღვანელობდა ისიხასტთა წრეს, რომელიც შედგებოდა ბერებისა და ერისკაცებისგან.

1335/36 წელს ისიდორე ვუხირი ეწვია იღუმენ გრიგოლ პალამას ესფიგმენის მონასტერში, იქ აღიკვეცა ბერად და შემდეგ ისევ დაბრუნდა თესალონიკში.

ისიდორე ვუხირი თან ახლდა წმინდა გრიგოლს 1341 წლის ივნისის კრებაზე, სადაც მოხდა ვარლაამ კალაბრიელის დაგმობა. 1341 წლის კრებების შემდეგ ისიდორე ვუხირი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დასახელდა მონემვასიის მიტროპოლიტად, რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე XIV კალეკა იმ დროს კეთილგანწყობილი იყო წმინდა გრიგოლის მიმართ და სურდა ეს უკანასკნელი თავის მოკავშირედ გაეხადა ბრძოლაში დიდ დომესტიკოს იოანე კანტაკუზინთან, ლეგიტიმური მემკვიდრის იოანე V პალეოლოგის რეგენტობისთვის. თუმცა, ისიდორე ვუხირი არ ყოფილა ხელდასხმული ეპისკოპოსად.

1344 წლის შემოდგომაზე, კანტაკუზინთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, პატრიარქმა იოანე კალეკამ მოიწვია სინოდი, რომელმაც წმინდა გრიგოლ პალამას ეკლესიიდან განკვეთასთან ერთად გადააყენა ისიდორე ვუხირი. 1347 წლამდე ისიდორე დაკავებული იყო მასწავლებლობით; კერძოდ, მისი მოწაფე იყო ცნობილი ბიზანტიელი ინტელექტუალი და თომა აკვინელის ნაშრომების მთარგმნელი, ანტიპალამიტი დიმიტრი კიდონისი.

იმპერატორ ანასთან მშვიდობის აღდგენის შემდეგ, იოანე კანტაკუზინი სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა.

1347 წლის 17 მაისს ისიდორე აყვანილ იქნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. ისიდორე ვუხირის აყვანა განახორციელა კიზიკიის მიტროპოლიტმა ათანასემ, მას შემდეგ რაც სხვა კანდიდატებმა - წმინდა გრიგოლ პალამამ და ღირსმა საბა ვატოპედელმა უარი განაცხადეს.

როგორც პატრიარქმა, მან ხელი დაასხა 32 ახალ ეპისკოპოსს, რომლებიც თანაუგრძნობდნენ პალამას თეოლოგიურ იდეებს და ხელი მოაწერეს 1347 წლის კრების შედეგად გამოცემულ ტომოსს.

იმავე წლის 21 მაისს მან მეორედ აკურთხა მეფედ იოანე კანტაკუზინი. ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქმა ისიდორემ დააქორწინა იოანე V პალეოლოგი კანტაკუზინის ქალიშვილ ელენეზე. იმავე გაზაფხულს მან დანიშნა წმინდა გრიგოლ პალამა თესალონიკის მიტროპოლიტად.

ცდილობდა მოეგვარებინა საპატრიარქოს ურთიერთობა რუსულ მიტროპოლიასთან, რის გამოც 1347 წელს კვლავ დახურა გალიციის მიტროპოლია, შეუერთა რა იგი საერთო რუსულ კიევის მიტროპოლიას.

მან დაარწმუნა იმპერატორი იოანე კანტაკუზინი გენუელებთან ომში საზღვაო ბრძოლა გაემართა, რომელშიც დაიღუპა მთელი ახლად შექმნილი აღმოსავლეთ-რომაული ფლოტი.

ჯერ კიდევ 1347 წლის გაზაფხულზე პატრიარქ ისიდორეს წინააღმდეგ ამხედრდა 20 ეპისკოპოსზე მეტი მღვდელთავარი. გაემიჯნენ რა დაგმობილ აკინდინოსს, მათ მაინც გამოაქვეყნეს ტომოსი, რომელშიც "გადააყენეს" ისიდორე, რომელიც, მათი აზრით, უკანონოდ იყო დანიშნული საერო ხელისუფლების დახმარებით და დანიშვნის შემდეგ განახორციელა რიგი უკანონო გადაყენებებისა. იქვე მათ გამოაცხადეს წმინდა გრიგოლ პალამას "გადაყენება", ბრალს დებდნენ რა ორივე მღვდელმთავარს ოპოზიციონერების თვალთვალსა და დევნაში, უღვთოებაში, შვილების მშობლებისგან განშორებაში ასკეზის საბაბით (ბრალდება ისიდორეს საქადაგებლო საქმიანობის წინააღმდეგ თესალონიკში, ჯერ კიდევ ერისკაცის ყოფნისას), "ხატმებრძოლეობაში", წმინდა საგნებზე უარის თქმაში. ამ დოკუმენტში ასევე დაგმობილი იყო წმინდა გრიგოლ პალამას და ვარლაამისა და აკინდინოსის (სახელების მიუთითებლად) შეხედულებები ღვთაებრივი არსისა და ენერგიების განსხვავების შესახებ და მცდელობები შემოეღოთ ცრუ სწავლება მრავალი ღმერთის შესახებ.

1347 წლის აგვისტოში, პატრიარქის მიერ ეპისკოპოსების მორჩილებაში მოყვანის უშედეგო მცდელობების შემდეგ, ისინი ფორმალურად გადაყენებულ იქნენ ისიდორესა და მისი სინოდის მიერ (სინოდალურ ტომოსს ხელი მოაწერა ასევე იერუსალიმის პატრიარქმა ლაზარემ), მაგრამ არ ჩამოერთვათ ხარისხი: სინოდის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო მათი მონანიების იმედით.

მისი პატრიარქობის დროს დაარსდა მეტეორას წმინდა სტეფანეს მონასტერი. ის გადადგა 1349 წლის 2 დეკემბერს, მაგრამ ჩანს, რომ ფორმალურად პატრიარქად დარჩა სიკვდილამდე, წმინდა ისიდორე ვუხირი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1350 წლის თებერვალს. სიკვდილის წინ მან შეადგინა "ანდერძი", რომელსაც აქვს პოლემიკური ხასიათი და მიმართულია ვარლაამისა და აკინდინოსის წინააღმდეგ. ცნობილია ასევე გამოუქვეყნებელი წერილი ვიღაც ბერისადმი, რომელშიც ისიდორე ყვება ვარლაამთან პოლემიკის წარმოშობის შესახებ.

1355-1357 წლებში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფილოთეოს კოკინმა შეადგინა ისიდორეს ცხოვრება. ცნობილია ასევე ეპიგრამა ისიდორეს პატივსაცემად, ნიკოლოზ კავასილას მიერ დაწერილი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ.

წმინდა ისიდორეს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ლაკონიელ წმინდანთა შორის, დიდმარხვის მე-2 კვირას. 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat