წმინდა გრიგოლ მისტრიელი (XI) - ხსენება 23 ივნისს.
წმინდა გრიგოლ მისტრიელი (XI) - ხსენება 23 ივნისს.
წმინდა გრიგოლი იყო წარჩინებული ქრისტიანი ოჯახის შთამომავალი დღევანდელი მისტრას რეგიონიდან და ცხოვრობდა მე-11 საუკუნეში. ბავშვობიდანვე სწავლობდა წმინდა წერილებს და გამოავლინა მონაზვნური ცხოვრებისადმი მონდომება. 16 წლის ასაკში გადაწყვიტა მიეტოვებინა მიწიერი ცხოვრება და მონასტერში წასულიყო, თუმცა მშობლებმა ნება არ დართეს. მოგვიანებით, იგი შეუერთდა მისტრაში მყოფ მონაზონთა ჯგუფს, რათა მათთან ერთად წმინდა მიწაზე მოელოცა. თუმცა, მოულოდნელი მიზეზების გამო, ისინი რომში აღმოჩნდნენ. იქ ახალგაზრდა გრიგოლი ბერად აღიკვეცა ადგილობრივ მონასტერში. შემდგომ ის წმინდა მიწაზე გაემგზავრა, შემდეგ მცირე აზიის ნიკეაში ჩავიდა, იქიდან თრაკიასა და მაკედონიაში გადავიდა და საბოლოოდ ევბეაზე დასახლდა.

ღვთის მადლით აღვსილი გრიგოლის ყოფნამ პატარა ქალაქ ორეოსში საყოველთაო მღელვარება გამოიწვია. ეკლესია, სადაც ის ცხოვრობდა, ყოველდღიურად ივსებოდა მორწმუნეებით, რომლებიც მოდიოდნენ წმინდანის ქადაგების მოსასმენად და ღრმააზროვანი რჩევების მისაღებად. თუმცა, მალევე, ადამიანების მხრიდან პატივისცემის თავიდან ასაცილებლად და სასურველი სიმშვიდის მოსაპოვებლად, ის ტოვებს ორეოსს და სახლდება პატარა კუნძულზე სახელად სტრონგილი, რომელიც ლიხადონისის არქიპელაგს ეკუთვნის ევბეას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

თუმცა, წმინდა გრიგოლის ეს ახალი თავშესაფარიც მალე გახდა ცნობილი და მასთან მოდიოდნენ მდიდრები და ღარიბები, მღვდლები, ეპისკოპოსები და ბერები, რათა ესწავლათ მისგან მონანიების გზა და მიჰყოლოდნენ მის მაგალითს. წმინდა გრიგოლი, "მისტრადან წარმოშობილი", გამოირჩეოდა სათნოების ყველა სფეროში და ხანგრძლივი სიცოცხლის შემდეგ გადავიდა ზეციურ ნეტარებაში, შეხვდა რა თავის მამასა და შემოქმედს. მისი ხსენება ჩვენი ეკლესიის მიერ აღინიშნება ყოველწლიურად ყველა წმინდანის კვირას.

დღეს, სტრონგილის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებობს წმინდა გრიგოლის სავანის ნანგრევები. შენობათა კომპლექსში დღესდღეობით შეიძლება გავარჩიოთ ღვთისმშობლის ტაძარი, წმინდა გრიგოლის საფლავი, სენაკები, შესასვლელი, უზარმაზარი კედლები და სხვა ნაგებობები. სავანის ნანგრევების გარშემო არის უამრავი კრამიტის ნატეხი, ლოდები და ბევრი ქვიშაქვა სავანის შენობებიდან. ძეგლი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. წმინდა გრიგოლი არის სპარტის მუნიციპალიტეტის ისტორიული ცენტრის მფარველი და მისტრაში არის ახლად აშენებული ეკლესია მისდამი მიძღვნილი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat