ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე
ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე
ღირსი მამა გაბრიელი
თუ რა უებარი ძალა ჰქონდა გაბრიელ ბერის ლოცვას, ქვემოთ მოყვანილი ამბავი ცხადყოფს:


"ურთულესი ოპერაცია მიკეთდებოდა, ჩემი მდგომარეობა იმდენად უიმედო იყო, რომ ექიმებმა ხელწერილი დამაწერინეს, ვიხილე ჩემი ამქვეყნიდან გასვლა, მთელი არსებით უფალს ვიყავი მინდობილი... გაბრიელ ბერმა ისევ თავისით შეიტყო ყველაფერი, მონასტრიდან მორჩილი გამომიგზავნა და დამიბარა: - შენთვის მონასტერში სამდღიან მარხვას ვაყენებთ და სულ წირვა-ლოცვაში ვიქნებითო.

მისი წყალობით ოპერაციის დროსაც და შემდეგაც ბევრი სასწაული ვიხილე... ჩემი გადარჩენა ექიმებს ძალიან გაუკვირდათ, მამა გაბრიელმა კი შემომითვალა:

- აღსრულდა, ახალი ცხოვრება იწყებაო!

***
დედა პარასკევას უკითხავს: "რა უცნაურია, შენთან მოსული ადამიანები სრულიად იცვლებიან, რატომ ხდება ასეო?"

ბერს უპასუხია: - "უფალმა მომცა, შვილო, იმის უნარი, რაც ადამიანის გონებაში ცუდია, ის გამოვიტანო და რაც სასუფევლისათვის არის საჭირო, ის შევიტანო. როგორ შეიძლება, აქ მოსულს ვუთხრა, ესა და ეს დაგემართება, ან ესა და ეს ვიცი შენს შესახებ? მე ვიცი ღვთისგან, ვის რა დაემართება, მაგრამ ვუთხრა? იქნებ ვერ გაუძლოს და დაიღუპოს?! მე შემიძლია, კაცს ვუთხრა: შვილო, განსაცდელი გელოდება! გავაფრთხილო, გავაძლიერო. იმის ძალაც მომცა ღმერთმა, რომ განსაცდელიდან გამოვიყვანო ადამიანი. რატომ არ შეიძლება, მორწმუნეს ჰქონდეს ღვთისაგან მომადლებული წინასწარხედვის ნიჭი, მაგრამ თქმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურზე იყო, მისი წმინდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ ღებულობდა; იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ვერ ეკარებოდნენ. ღვთისმშობელს კი საერთოდ არ გაუვლია ცუდი აზრი."

"მამა გაბრიელს განსაკუთრებული სიმდაბლისა და სიყვარულისათვის უფალმა დიდი მადლი უბოძა, რომელიც სასოებით დატოვა ადამიანთა გადასარჩენად. თურმე ცრემლიანი თვალებით იტყოდა ხოლმე: "ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე. ნეტავ ცოტათი მაინც გამიგოთ, ნეტავ, ცოტათი მაინც გესმოდეთ ჩემი... ადამიანთა სიყვარულმა შიო მღვიმელი თორმეტმეტრიან ჭაში ჩაიყვანა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წელიწადი. განა ეს ადვილი იქნებოდა?"

მერე უეცრად შეიცვლებოდა, ხელებს გაშლიდა ხოლმე და სარკასტულად დააყოლებდა: "დაყუდებული ვიყავ, წმიდანი წმიდანზე მეცხადებოდა, -Gგაბრიელ, გეყოფა, რას შვრებიო? ახლაც წმიდა ანდრია სალოსი მეუბნება, გაბრიელ, ვერ გავიგე, რას აკეთებ!" ხომ ხედავთ, მაგასაც კი უკვირს!"

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამორჩეულად უყვარდა და მის წინაშე საათობით ლოცვად დადგებოდა ხოლმე. თურმე ხშირად ეკითხებოდნენ: - მამაGგაბრიელ, რატომ არ იქადაგა ღვთისმშობელმა საქართველოში, წილი რომ მოუვიდა? ის ხომ დედოფალია ცისა და ქვეყნისა და უფალს არ უნდოდა, მის დედას კარდაკარ ევლოო.

- რატომ იღებს ბოროტი მაცხოვრის სახეს, ჯვარცმისა და ღვთისმშობლის სახეს კი ვერა? - უფალმა თავი დაიმდაბლა და ჰნერწყვიდნენ, მაგრამ არავის მისცემს უფალი იმის ნებას, რომ ვინმე მის დედას მიემსგავსოსო.

"ერთხელ კუნკულ-ბარტყულით შევიმოსე, მანტია მოვისხი და სინაგოგაში წავედი. შესასვლელში მოსეს დიდი სურათი ეკიდა, ვემთხვიე და იქ მყოფთ მოეწონათ. მოსე დიდი წინასწარმეტყველი იყო, თავისი პატივი მივაგე. შევედი, სადაც თორას კითხულობდნენ. ცოტანი იყვნენ და გაოცებით მომაჩერდნენ. მე სახარების ქადაგება დავიწყე. ქრისტე რომ ვახსენე, თავიანთ უფროსს დაუძახეს. გამოვიდა, მაგრამ სიტყვა არ გამაწყვეტინა. თავის კაბინეტში მიმიწვია. ყურადღებითა და ინტერესით მისმენდა, რასაც ქრისტეზე ვქადაგებდი. ბოლოს, დიდი მადლობა გადამიხადა და დავშორდით ერთმანეთს.

მეჩეთში შევედი. ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. ასე შემოსილი რომ მიხილეს, ფეხზე წამოდგნენ, თავისთან პატივით მიმიწვიეს. მეც მივედი, სიყვარულზე ვიქადაგე და ერთმანეთს ტკბილად დავშორდით.

ბაპტისტებთანაც ვიყავი, მაგრამ არ მიმიღეს, ჩემს დანახვაზე გაღიზიანდნენ, თავიანთ მეთაურს დაუძახეს და გამომაგდეს.

მღვდლობიდან და ზიარებიდან განყენებული მამა გაბრიელი ერთხელ სიონის კიბეზე იჯდა და მათხოვრობდა (ამ ფულს შემდეგ გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა, თავისთვის კი მხოლოდ სულის მოსათქმელ პურის ფულს იტოვებდა ხოლმე). წირვის შემდეგ პატრიარქი (ეფრემ მეორე) ამოვიდა და რომ შენიშნა, გაკვირვებულმა იკითხა, ნუთუ სხვა საშუალება არა აქვსო?

- ეკლესიაში შენ არ უშვებ და სხვა რა საშუალება უნდა ჰქონდეს კეთილი საქმისთვისო?! - უპასუხა მრევლმა.

კათოლიკოსის სული სინანულმა, ტკივილმა და სიყვარულმა აღავსო.

სვეტიცხოვლობა რომ მოახლოვდა, მცხეთას ფეხით წავიდა: - ყოველივე უფალს მივანდე. იმ საღამოს სვეტიცხოველში დავრჩი და მოვილოცე. სვეტიცხოვლობა რომ თენდებოდა, ჩვენება ვნახე - ავფრინდი და პირდაპირ სვეტიცხოვლის საკურთხეველში ჩავფრინდი. ვხედავ, კათოლიკოსი იქ არის და მღვდლები გარს ახვევია, წირვა უნდა დაიწყოს და ემზადებიან. ამ დროს ღვთისმშობელი და მაცხოვარი მობრძანდნენ და კათოლიკოსი შეაჩერეს. მხოლოდ ამისგან შევიწირავთ მსხვერპლსო და ჩემზე მიანიშნეს. მივხვდი, მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა ნუგეში მომცეს. სვეტიცხოვლობას ნამდვილად მაზიარებენ-მეთქი, გავიფიქრე. დილით, სანამ წირვა დაიწყებოდა, მითხრეს, კათოლიკოსი გეძახისო. მივედი. კათოლიკოსმა შეშინებულმა შემომხედა, ეტყობოდა, მასაც ჰქონდა გამოცხადება, მაგრამ მე ხომ არ მეტყოდა. მკითხა, ზიარებისათვის მზად ხარო? მერე მღვდელს დაუძახა, გაბრიელი შემოსეთ, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო. მთელ ხალხს სიხარულის ცრემლი მოსდიოდა... ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, თითქოს მე ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ კარგად დაიმახსოვროთ: რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის იმედი არასოდეს დაკარგოთ."

***
დედა პარასკევა იხსენებს: "გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ეკლის გვირგვინიანი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მიართვეს. ხატს რომ შევხედე, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გაახილა. მამა გაბრიელს ვუთხარი, რომ როდესაც ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა, ნახევრად განიკურნე, ხოლო ამჯერად სრულიად განიკურნები მეთქი. თავი გააქნია და თქვა: - მაცხოვრის ხატს ეკლის გვირგვინი რომ არ ჰქონოდა, მაშინ განვიკურნებოდი. ეს ეკლის გვირგვინიანი ხატია. მეც ვეწამები და ისე გარდავიცვლებიო. ვუთხარი, ხატს თვალები ჰქონდა დახუჭული და ახლა გაახილა-მეთქი. დამეთანხმა და მითხრა: - სამი დღით ადრე გეცოდინება ჩემი გარდაცვალების შესახებ. მე არ დავიჯერე, როგორ შეიძლებოდა, მამა გაბრიელის გარდაცვალება დამეჯერებინა? ის ხომ ხშირად იყო მძიმედ ავადმყოფი და მიუხედავად ამისა, მაინც იკურნებოდა.

ღამის ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ხმამაღლა და ხანგრძლივად იწყო სუნთქვა, თითქოს ამთქნარებდა, შემდეგ იდუმალი მოწოდებით წამოიძახა: - დედა... დედა!..

წინა დღით დედამისი მისმა დებმა მოიყვანეს, მაგრამ სანამ ისევ უკან არ წაიყვანეს, ვერ დამშვიდდა. ისეთი ნატვრით ეძახდა, გავიფიქრე, ნეტავ არ წასულიყვნენ-მეთქი. შემდეგ დაიძახა:

"დაო... დაო!.. თავიდან შემეშინდა, შემდეგ კი მივედი... ცრემლები ჩამოუგორდა. დავიჩოქე და დამლოცა. ხელი მძიმედ ასწია, მთელ საქართველოს ჯვარი გადასახა და დალოცა. ცრემლიანი თვალი სიყვარულით მოავლო ყველაფერს და ლოცვა იწყო.

გულმა მითხრა, ავმდგარიყავი და ფსალმუნები წამეკითხა. გაოგნებულმა ვიწყე ფსალმუნების კითხვა... გათენდა. ერთ მონაზონს ვთხოვე, შემოსულიყო და ვუთხარი: მამა გაბრიელი არ საუბრობს და იქნებ შენ გითხრას რამე-მეთქი. მან გაბრიელ ბერს დახედა და თქვა, სულს ებრძვისო. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის გამოჯანმრთელდებოდა, ძველებურად ადგებოდა და მხიარულად გვეტყოდა, - როგორ შეგაშინეთო!

მთელი მონასტერი მოვიდა - ექიმები, ოჯახის წევრები, ახლობლები, მღვდლები, ერისკაცნი... ხომ არ კვდება-მეთქი, ყველას ვეკითხებოდი. ექიმს ვთხოვე, კიდევ ერთხელ დაგვხმარებოდა. ყველა იმედოვნებდა, რომ უფალი მას ისევ ჩევნთან დატოვებდა, ის კი სიყვარულით მისჩერებოდა წმინდა ნიკოლოზის ხატს, მერე თითის წვერებით ნაზად მიეფერა მაცხოვრის ჯვარცმას, თავს ძალა დაატანა, მარჯვენა ხელის ზურგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს შეახო და შეჰღაღადა: - ამოიღე სული, დალოცვილო, უკვე მზადა ვარ...

ექიმმა მითხრა, თვალებს არ ახამხამებს და რომ არ გაუშრეს, დაუხუჭეო, მაგრამ როდესაც აღარ გაახილა, ისევ ექიმს ვთხოვე შველა. მამა გაბრიელმა ჩემი ნათქვამი გაიგონა, კიდევ ერთხელ დაატანა თავს ძალა და თვალი გაახილა.

მოსაღამოვდა, სენაკი თითქოს უხილავი ანგელოსებით აივსო. დაღამდა, მამა გაბრიელი ღრმად და მძიმე სუნთქავდა... მონაზვნები ფსალმუნს გალობდნენ და ლოცვებს კითხულობდნენ, ლოცვებში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მამა საბა და მამა გრიგოლი. მეუფე დანიელიც მობრძანდა და უძრავად მწოლ ბერს ჩაეკითხა - წავიკითხო სულის გასვლის ლოცვებიო? გაბრიელ ბერს ჩქამი არ გაუღია, მაგრამ მეუფემ რაღაც ძალით სასწრაფოდ დაიწყო ლოცვა. მამა გაბრიელის სუნთქვა თანდათან შესუსტდა და გაიშვიათდა. მეუფის მიერ ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ბერის ბაგეებს ძლივს შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა და მიილია. ეს 1995 წლის 2 ნოემბერს, ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე მოხდა."

მამა გაბრიელის დედას და დას ქვითინი წასკდათ, მონასტრის დედებიც უხმოდ ტიროდნენ. დედა პარასკევა თავს ვეღარ იკავებდა და სიმწრით მოთქვამდა.

გაბრიელ ბერის ცხედარი სასულიერო პირებმა შემოსეს, სახე დაუბურეს და ეკლესიაში დაასვენეს. დილით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მობრძანდა და პანაშვიდი აღასრულა...

დედა პარასკევა იმ მძიმე დღეებს ასე იხსენებს:

- როდესაც ტაძარში პანაშვიდზე ვიჯექი, ჩამთვლიმა, უეცრად საიდანღაც მამა გაბრიელი გამოჩნდა და როგორც შემოსეს, იმ სახით მომიახლოვდა... ჩემს წინ ჩაიარა, ანაფორის სახელო სახესთან ამიფრიალა და ღიმილით მითხრა: - რა ცხვირი ჩამოგიშვია?

გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ ის ისევ ჩვენთან იყო და გვამხნევებდა. მეორე დღეს ხელებიდან და სახიდან საფენები მოვხსენი... მამა გაბრიელი თოვლზე უფრო თეთრი და სპეტაკი იყო...

***
საოცარი ის იყო, რომ მისმა გარდაცვალებამ სიმძიმის განცდა კი არა, საოცარი სიმსუბუქე, სიყვარული, გარდაცვალების ნეტარება და შობისა და აღდგომის სიხარული დატოვა.

ისე ჩუმად გავიდა, როგორც მისი ბეთანიელი მამები, დატოვა უემოციო თვალები და მტკნარი სახეები, იქაურობა თითქოს უშინაარსო ფუსფუსმა აავსო... არც ცრემლი ჰქონია ვინმეს, მხოლოდ მოგვიანებით მიხვდნენ საკუთარ უმწეობას, ერთმანეთს გადახედეს და ბერის ყოველი სიტყვა გაახსენდათ...

გაივლის ხანი და მათი გულებიდან ზვავივით ამოხეთქავს გაბრიელ ბერის უკანასკნელი დღეები და მასთან განშორების ტკივილი...

მისი ერთ-ერთი მრევლთაგანი იხსენებს: გარდაცვალების წინა დღეებში, დამშვიდობებისას, თვალებში ჩამხედა და მითხრა: - მე ხანუმა არ ვიყო, თუ ოინი არ გიყო...

მე გულიანად ვიცინოდი, ის კი აგრძელებდა: - და ეგ შენი სიცილი ტირილად არ გიქციო...

რამდენიმე დღეში მამა გაბრიელი გარდაიცვალა, დაკრძალვიდან დაბრუნებული მეზობელთან შევედი, მეზობელმა ტელევიზორი ჩართო... ჯერ გამოსახულებაც კი არ ჩანდა, რომ ხმა მომესმა:

- "მე ხანუმა არ ვიყო, თუ ოინი არ გიყო..." ფილმ "ქეთო და კოტეს" უჩვენებდნენ... სახტად დავრჩი... თავი ვეღარ შევიკავე და მწარედ ავტირდი."

გაბრიელ ბერის გარდაცვალება, ღვთის მადლით, სასწაულებრივი ხილვა-ნიშნებით მიაღწევს მისი მცირერიცხოვანი მრევლის გულებამდე. ერთ-ეთი მათგანი იხსენებს: "მამა გარდამეცვალა და მისი დაკრძალვის პრობლემა დადგა. სანათესაოში თქვეს, რომ სოფელში დაგვეკრძალა, მე კი არ მინდოდა, რადგან სოფელი შორს იყო... ძლიერ ვნერვიულობდი და მამა გაბრიელს ვთხოვე, რომ მისგან რაღაც ნიშანი მიმეღო... მართლაც მოხდა სასწაული, ვნახე სიზმარში ხილვა: ვხედავდი ჩემს სოფელს, მოდიოდა მამა გაბრიელი მთებიდან და თეთრი მატყლის ძაფის კაბა ეცვა, შავი კუნკულ-ბარტყული ეხურა და სახე აქერცლილი ჰქონდა... ხალხი კანტიკუნტად იდგა, ორ უცნობს მოჰყავდა... მრისხანე იყო, თვალებში მიცქერდა...

სად დავმარხო მამაჩემი-მეთქი, - ვკითხე,

- შენ მამა უკვე დამარხეო, - მითხრა და წავიდა.

ვხედავ, მიწურ აკლდამაში შევიდა და აკლდამის მძიმე რკინის კარი ხმაურით დაიკეტა... გავეკიდე და იქ მდგომთ ვკითხე, სად წავიდა-მეთქი. ზევით ავიდა, ცაშიო. ზევით კი არ ავიდა, მიწაში ჩავიდა, ჩემი თვალით დავინახე, თან მამად ასაღებს თავს-მეთქი. ეს ვთქვი და გამომეღვიძა და როდესაც ცხადში გავიფიქრე, ის ჩემთვის თავს არ გაწირავს, არ მოკვდება-მეთქი, ტელეფონმა დარეკა. მეგობარმა მამცნო, მამა გაბრიელი გარდაიცვალაო...

მისი ცხედარი სამთავროს დედათა მონასტერში იყო დასვენებული, მანტიაგადაფარებულ ცხედარს მივუახლოვდი და ხელი ხელზე შევახე... ხელები თბილი ჰქონდა, სუდარის გადახდა მოვინდომე, მაგრამ მონაზონმა შემაჩერა და იქვე ახლოს, უფლის სასწაულთმოქმედ ხატთან დამსვა.

უეცრად მხარზე ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ თითი დამაჭირა, მხარზე ხელი მოვიკიდე, მივტრიალდი და მაღლა ავიხედე... დავინახე, უფლის ხატს სისხლი სდის... ქრისტე იყო - დაღლილი, ნატანჯი, ოფლიანი... უფალმა ბრძანა: "ეს მე ვარ ყველაფერი, მე გავიყვანე შენი გულისათვის, იარაღი იყო ჩემს ხელში"... კარგი, არ გჯერა?

- რანაირი ღმერთი ხარ შენ, რომ გიყურებ და სისხლები გდის და ოფლიანი ხარ და დაღლილი და დატანჯული...

უფალა მიპასუხა:

- დავიღალე, ევა, შენგან...

ვუყურებდი და უფლის სახეში ვხედავდი ყველაზე გატანჯულ და ნაწამებ ადამიანს... მამა გაბრიელი აღარ იყო ცოცხალი და უფალი ისეთი სიმდაბლით შემოვიდა ჩემში, როგორც დაღლილი მგზავრი... ტაძრის შუაგულში მამა გაბრიელის ცხედარი ესვენა, მე კი ქრისტეს წინაშე ვიდექი და აღარაფრის მეშინოდა, რადგა მაშინ გავხდი მორწმუნე... მაშინღა მივხვდი, რომ მამა გაბრიელი იყო საფეხური ღმერთამდე, იგი სწორედ მაშინ გაიყვანა უფალმა, როდესაც უკვე ქრისტეს წინაშე ვიდექი... ის ამქვეყნიდან ჩვენი გულისთვის გავიდა. მისი სიტყვები ჩამესმოდა: - ვინ არის მოყვასი?

- ყველა დაბადებული ადამიანი...

თავი თუ არ გასწირე, არაფერი გამოვა..."

***
მიწას, ანდერძისამებრ, ძველ ჭილობში გახვეული და მუდამ უბრალოების მაძიებელი მიაბარეს... მამა გაბრიელი მიწის მისაყრელად ვერავინ გაიმეტა და მას იქვე, საფლავის ნაპირას ჰყრიდნენ, შემდეგ კი მიწა თავად ჩამოიშალა, თითქოს კალთა გადააფარაო, ცხედარი გულში ჩაიკრა და ერთიანად დაფარა...
მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებთ
ბატონ მალხაზ ჯინორიას

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat