წმინდა ალექსი სენაკელი: "ყველანი მოვალენი ვართ სხვისი თავისუფლება არ შევზღუდოთ, მით არავის ვავნოთ და ღვთის სათნოდ ვიცხოვროთ"
წმინდა ალექსი სენაკელი: "ყველანი მოვალენი ვართ სხვისი თავისუფლება არ შევზღუდოთ, მით არავის ვავნოთ და ღვთის სათნოდ ვიცხოვროთ"
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით, არქიტექტურითა და სხვა ღირსშესანიშნაობებით წარმოუდგენელია თავისი სულიერი ემბაზის, მენჯის მთვარანგელოზთა სახელობის მონასტრისა და სავანის, ჩვენი ქალაქის, დიდი იღუმენისა და სულიერი მამის, მღვდელ-მონაზონ ალექსი შუშანიას გარეშე. სწორედ ეს მონასტერი: აღმშენებლისა და დიდი მოღვაწის, ასკეტისა ღვთისმეტყველის, მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების შემაერთებლის, საზოგადო მოღვაწის და სხვა მრავალ ღვთივსათნო რეგალიათა მფლობელის დიდი ღვაწლით, შეიქნა მთელი საქართველოს საბერმონაზვნო ტრადიციის გადარჩენისა და აღორძინების ერთ-ერთ ძლიერ კერად - მონასტერი მსგავსი და გამგრძელებელი ათონურ მონასტერთა და ათონელ მამათა ტრადიციებისა, უფრო მეტიც, მთელი ეს სიმდიდრე გაერთიანდა ერთი ადამიანის 70 წლიან ცხოვრებაში: საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, სოციალური მსახურება, კალიგრაფიული საქმე და გამორჩეული სამონასტრო კერის დაარსება, სილიერ შვილთა, ბერ-მონაზონთა და არა მხოლოდ (ერისკაცთა1), სულიერი ხელმძღვანელობა და  მუდამ საქმით გამოხატული მოქალაქეობა!


მცირედ მიმოვიხილოთ თავისუფლების საკითხი მღვდელ-მონაზონ ალექსი შუშანიასთან, რომელთანაც განუყრელად მყოფობს სწავლა-განათლების საკითხი.  ალექსი სენაკელი დანამდვილებით არის სოციალური მსახურების (მოყვასისთვის თავდადების) ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რაშიც მხოლოდ მისი ბიოგრაფიის შესწავლაც დაგვარწმუნებს, ხოლო ღვთისმეტყველებაში (რომელიც ასევე დანამდვილებით მომდინარეობს ლოცვიდან) ის გვთავაზობს ისეთი სახის სტატიებს, როგორიც არის: "ხალხი და ეკლესია", "ისპობა თუ არა ბატონ-ყმობა?", "ტყვეთა მიმართ", "გლახაკთა მიმართ", "სწავლა-განათლება", "თავის ცნობა" და ა.შ

წმინდა მამა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება მწერლობით საქმიანობას და ამსთან დაკავშირებით წერს, რომ მან ვისაც კალამი უჭირავს ხელში: "...უნდა უარყოს თავი თვისი და მხედველობა მისი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, ე.ი არც ქებისა და არც გინებისა, არც დიდებულებათა პირმოთნეობით და არც განსაცდელის შიშით არ უნდა მისდრკეს, არამედ იგი უნდა ხედვიდეს მხოლოდ ღვთის სიმართლეს და მით ჭეშმარიტების სასწორს აგებდეს2 ". სწორედ სიმართლის მხარეს დგომა, რომელიც ქრისტესთან დგომის იგივეობრივია, განსაზღვრავს მღვდელ-მონაზონ ალექსის ეთიკურ მიდგომებს  და სამყაროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით წერს: "...ამ ძვირფას სიცოცხლის მომსპობი სწორედ უსაშინლესი მხეცია ადამიანისათვის. სამართალი მოითხოვს, ღვთისგან მინიჭებულ სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელ დარჩეს, სანამ თვით განგება არ მიიღებს. ამას ითხოვს სიყვარული, ამას გვავალებს ძმობა და ამას ღაღადებს უფალი ჩვენი მაცხოვარი3 ". ესოდენ დემოკრატიული მიდგომა ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობისადმი ამოზრდილია სახარების სწავლებიდან4 და ეს ბუნებრივია, რადგან ალექსი ბერის ღვთისმეტყველება იკვებება სახარების სწავლებით, მისი სულითა და იდეებით, რომელიც დღემუდამ აქტუალურია.

სოციალურ კლასებს შორის უთანასწორობა, ამასთან მონობის უღელი, ჩაგრულთა და სასტიკ ომებში შვილმკვდარ დედათა ღაღადება, განთავისუფლება მტრისგან და სხვა საქვეყნო, ეროვნული, საქმენი როგორც ჩანს მუდამ აწუხებდა მას, რადგან ყოველივე ეს, ასახვას ჰპოვებს მის წერილებში, რომელიც მიმართულია საზოგადოების ყველა ფენისადმი. მიუხედავად მონობის უღლის გადაგდების სურვილისა თუ სხვა მრავალ პრობლემათა გადაჭრის შესაძლებლობებზე აზრის გამოთქმისას, ალექსი ბერი, დასახელებული პრობლემების მოგვარებაზე ფიქრისას, არასდროს აყენებდა ეჭვქვეშ ჭეშმარიტი სიტყვის, დიპლომატიის ძალას და მან ეს თავისი საქმით დაადასტურა, როდესაც ეგზარქოსს მხარზე გადადებული ჯვრით გადაუდგა გზაზე და ფრიად დიპლომატიური სიტყვით მიმართა: "როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებელ ეკლესიას5 ".

ზემოთ მოყვანილი სიტყვიდან ჩანს, რომ ალექსი ბერი დიდი დიპლომატია და ყველაფერთან ერთად მას აქვს სიტყვის ძალა. მისი ყურადღების გარეთ არ რჩებოდა ეროვნული საკითხები, მაგრამ ის აქაც გამორჩეულია და ეროვნულობა არ ბინდავს მის გონებას, ის არ არის შეპყრობილი ეთნოფილეტიზმით და ყოველივეს სახარების შუქზე განიხილავს. მის შრომებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ეროვნული განთავისუფლების იდეა მისთვის მეორეხარისხოვანი პრობლემა არ იყო და აქაც მტკიცედ სწამს, რომ ყველაფერს სიტყვა, ცოდნა, "მაღალგანათლებულობა ერისა" მოაგვარებს და აქ იჩენს თავს მისი ორიგინალური მიდგომა განათლებისადმი, როდესაც საუბრობს რწმენისა ცოდნის სინთეზზე, ღვთისმეტყველებისა და მეცნიერების ერთიან სამუშაოზე. წმინდა ალექსი სენაკელი წერს: "აი ეს არის ჭეშმარიტება და უმწვერვალესი ღირსება განათლებისა, რომ იწამე და ნუ ვის აწამებ6".
მღვდელ-მონაზონ ალექსისთან წამოჭრილია პოლემოლოგიის7 საკითხი და როგორც ავღნიშნეთ მისთვის ყოვლადმიუღებელია ნებისმიერი სახის სისხლისღვრა:

,,ვილოცოთ, ძმანო, დაცხრეს ბრძოლანი,
მშვიდობა ქვეყნად რომ მოეფინოს,
ნაცვლად მტერობა- სიძულვილისა
ურთიერთ ძმობა რომ მოგვევლინოს... 8".

წმ. ალექსის კარგად ჰქონდა გააზრებული ომის სიძნელე, სიველურე და ამას ქრისტეს მოძღვრების დამაბნელებლების საქმეებს აბრალებს. ამ დამაბნელებლებში ის გულისხმობს: მწვალებლებს, ათეისტებს, ჰედონისტებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს სახარება გააუკუღმართოს, თავის ცხოვრებას მოარგოს და არა პირიქით - იცხოვროს სახარებით. მამა ალექსი როგორც ამ ქვეყნის შვილი განიცდიდა  უკანონო ქმედებებს როგორც ქვეყანაში, ისე ეკლესიაში, რასაც მისი აზრები, გადმოცემული ლექსად, მოწმობენ. ონოფრე შუშანია აზრთა ამ სიჯანსაღეს, რაც წარმოდგენილია ალექსი ბერთან უკავშირებს შემდეგს: ,,ალექსის არ გაუვლია მეფის რუსიფიკატორული სკოლა, აცდა ამ ატმოსფეროს". ლექსში ,,ომისათვის" წერს:

,,ისევ მხეცობა,ძველ ველურობა
განათლების დროს კვლავცა აბნელებს,
ომი და ბრძოლა სისხლისა ღვრანი,
ერსა უდროვოდ მედგრად    ამსხვერპლებს9".

წმინდანისთვის "აბსოლუტურად მიუღებელია" ლოცვა ომის მოსაგებად, როდესაც მლოცველები ღმერთისგან ითხოვენ: ",ვითარ ილოცავთ ძმათა საჟლეტად , რომ ძლევა მოგცეთ მაღალმა ზეცით" და ნაცვლად ამისა, ყველას მოუწოდებს სინანულისკენ. 1913 წლის 12 იანვრით დათარიღებულ ლექსში ,,ახალი წლის მისალოცი ო. მწირს"  ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან პრობლემებზე, რა თქმა უნდა, ეს პრობლემებიც რუსეთის მიერ არის გამოწვეული:

,,დასავლეთ  მხარე საქართველოსი
ინგურის საზღვრით ლამის გარუსდეს,
აფხაზეთ ქართველ მამულოვანი
,,პაკის" სმენითა ჩვენთვის დადუმნეს".

იქვე ,       

,,აფხაზეთისთვის რაც რომ ვიგოდე
ივერს მოწყვიტეს რომ დასავლეთი
რუსეთის ხალხის გადმოხვეწილთა
უარესს ელის აღმისავლეთი10".

მისივე თქმით, სწავლა დაბნელდა და განათლებას, რადგან ის აღარ სჭირდება მათ, ლიდერებს, რომლებიც  მშვიდობას არჩევენ ომს,   სახარებაც ,,იქნა ურგები". ყოველივე ეს, ველური ბრძოლები თუ განუწყვეტლივი სისხლისღვრა კვლავაც და კვლავაც ადამიანებში განათლების, ქრისტეს შუქის ნაკლებობაა, რაც ისევ და ისევ მიაქცევს ადამიანს მხეცობისკენ და ამსგავსებს მას, აახლოებს არა სულს, არამედ მეტად სამშვინველს. კვლავაც წმ. მამის ლექსიდან:

,,დაცხრეს გოდება რახიილების
მათთვის მზადებულ ომის ველშია
სარწმუნოებაც არ დაითრგუნოს
წარმართ, ურჯულო, უღმრთოს ხელშია.
დეე, იყვედროს ღვთის სამართალში,
ვინც ომის ჭირი არგოს ერობას,
ჭირი უჭიროდ ქვეყნის დაპყრობით,
ვინც უშენოს ქვეყნიერობას".

გათავისუფლებისა და მონობის უღლის გადაგდების სურვილი ჩანს 1906 წლით დათარიღებულ გამოცემაში "ხალხი და ეკლესია", სადაც ერთ წინადადებაში მკაფიოდ ჩანს წმინდანის შეხედულება ამ საკითხზე: "...ერმან, მღვდელმან და ბერმან, ყველამ ერთხმად შევასხათ ქება განმათავისუფლებელ კრებას, რათა ერთობის ძლიერებამ არა მახვილის ძალ-ღონით, არამედ სიტყვიერ ხმლით მიაღწიოს მიზანს, რომლის მოძრაობა უვნებელ თავისუფლების მისაღწევად და სიმართლის აღსადგენად ერთობის ძალით შეუყენებელი მწყობრია და ყოველგვარი მის წინააღმდეგ სატევი ღონე დადნის, ვითარცა რა ცვილი დადნის წინაშე ცეცხლისა ". და სვამს ზოგად კითხვას "ძმანო საყვარელნო, რა ზიარება აქვს კაცის კვლას განათლებასთან ?". რაც შეეხება ისევ განთავისუფლებას, მიტროპოლიტ შიო მუჯირის წიგნში12"ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)", დაბეჭდილია ალექსი ბერის ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი მეუფე ლეონიდესადმი, სადაც მეუფე ლეონიდეს შესხმის შემდეგ იმედს გამოთქვამს:

"ალილუია ისპოლა
იცოცხლოს მეუფებამან
თავისუფლება მოასწროს
ქართველთ დიდებად ზენამან13."

კვლავაც, რომ ადამიანის უფლებებს მივუბრუნდეთ, წმინდა მამისთვის, ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა არის შექმოქმედის ნების პატივისცემა. სიცხოხლის თავისუფლების პატივისცემა წმინდა მამასთან მოითხოვს ადამიანის პირადი არჩევანის, ნების თავისუფლებას: "ვიცხოვროთ ყველამ ისე, როგორც გვსურს14 ", და იქვე წერს: "ვაკუთვნოთ ყველას თავისუფლება... ყველანი მოვალენი ვართ სხვისი თავისუფლება არ შევზღუდოთ, მით არავის ვავნოთ და ღვთის სათნოდ ვიცხოვროთ15", რაც ნიშნავს, რომ გვმართებს მეტი გონიერება - "კაცი არა შეკრულ არს ღვთისა მიერ იძულებით, კეთილისა მიმართ მიზიდვად, არამედ თავისუფალ-ჰყო იგი, რაცა უნნდეს ქნად16" - მოცემულ თავისუფლებაში არ შევცოდოთ.

1906 წელს დაიბეჭდა ალექსი ბერის17 წერილი "ისპობა თუ არა ბატონ-ყმობა?". ამ რამდენიმე გვერდიან წერილში განხილულია კვლავაც თავისუფლების, პიროვნების თავისუფლებისა და ერთი მზაკვრობის საკითხი, რომელც ცრუ განთავისუფლებას შეეხება. ამ მონობისგან თავდახსნის გზას წმ. ალექსი კვლავაც განათლებაში და სახარებისა, ქრისტეს მცნებების აღსრულებაში ხედავს. საიდან იშვება ბატონ-ყმობა, კითხვას სვამს ალექსი ბერი და იქვე პასუხობს, რომ ეს სიბოროტე, ძალმომრეობა, სხვისი დაჩაგვრა, სხვისი თავისუფალი ნების ხელყოფა მოდის ამპარტავნებისგან. და რატომ ხდება ეს? კვლავაც და კვლავაც იმიტომ, რომ სახარება იქნა ურგებ - "ამისთვის თამამად შემიძლია ვსთქვა, სანამ ქრისტეს მიმბაძველ ხასიათით და მის ღვთიურ თვისებებით არ გაიმსჭვალება ადამიანობა, მანამ არას გზით არა მწამს მოისპოს ბატონ-ყმობა18 ". ალექსი აკვირდება მიმდინარე პროცესებს და მოსპობის ნაცვლად ხედავს ფერისცვალებას, რაგდან უყურებს პარტიების სამარცხვინო ბრძოლას, ძალმომრეობას და წერს: "...ერთი მეორის დაჩაგვრა, რომელიც შეადგენს საბნელ-საძნელო მთავრობას, როგორც ხდება დღეს ჩვენს თვალწინ სამარცხვინო ბრძოლა და ძალ-მომრეობა პარტიათა შორის19 ". ვინც ბატონ-ყმობის მოსპობისთვის იბრძოდა, აღზევების (ზოგ-ზოგები გადიდკაცდნენ) შემდეგ მათ შიგნითაც აღზევდა ბატონ-ყმობრივნი გრძნობანი და რასაც გუშინ გმობდნენ იგივეს აკეთებენ თვითონაც დღეს. ალექსი ბერი წუხს, რომ მხოლოდ ქადაგება და პროპაგანდაღა გვრჩება, რომ ისპობა მონობა, ხოლო ხალხი კვლავაც "სიმონავეში რჩება". მოუწოდებს განმათავისუფლებლებს დაფიქრდნენ, კიდევ უფრო მეტად ბეგრავენ ხალხს და არარიბებენ თუ ერთ, თანასწორ სიმაღლეზე აყენებენ ყველას - "ათანასწორებთ თქვენთან თუ თქვენ, რჩეულნო, მაინც დარჩებით რჩეულად, უმაღლესობით, გინა ბრძანებლობით20?".
და ბოლოს, კვლავაც სწავლა-განათლება და "მეცნიერება, რომელიც ღვთის სიბრძნეა, ხოლო განათლება საღმრთო ბუნება21", ზნეობრივ აღზრდილობასთან, სახარების შუქზე, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ადამიანი გაკეთილშობილდეს; ხოლო ამგვარად გაკეთილშობილებული ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებას ქრისტეს ცხოვრების შუქზე განიხილავს, არ იქნება ამპარტავანი, მზვაობარი, მრისხანე და ამით მოიპობა ბატონ-ყმობა, მონობა, ომები და დამყარდება ესოდენ სანატრელი მშვიდობა.

ვისარგებლებ ესოდენ მნიშვნელოვანი შემთხვევით და ყველა სენაკელს გულით მივულოცავ ქალაქის მფარველი წმინდანის ხსენების დღეს. განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) და მონაზონ ზოია შუშანიას, რომელთაც განუზომლად დიდი ამაგი აქვთ სავანის გაფრთხილებისა და აღორძინების საქმეში!

ავტორი: შოთა ყურუა
--------------------------------------------
1.  თედო ჟორდანია, დუტუ მეგრელი, ალექსანდრე მესხია, მაქსიმე შარაძე, იოსებ ლეჟავა და სხვა. ვრცლად იხ. მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი 2023, გვ.126.
2. ხალხი და ეკლესია თქმული ალექსი ბერისაგან, წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქ. მელქისედეკი (მიქავა), გვ. 217.
3. იქვე, გვ. 219.
4. ხალხი და ეკლესია, ალექსი ბერი წრს: "ზემოთ ვახსენე არა მახვილის ძალ-ღონით-მეთქი. დიაღ, ყოვრლ ჩემს სიტყვას ვაფუძნებ სახარების შინაარსზედ; მასში ქრისტემ ყოველივე სავსებით გამოხატა და შეადგინა უჭეშმარიტესი გეგმა ადამიანთათვის უკვდავ ბედნიერებისა - სახარება. ამისთვის არ შემიძლია გარეშე სახარებისა ვიტყოდე რამეს", გვ.218.
5. იხ. ღირსი ალექსის ცხოვრება, ჰტტპს://პატრიარცჰატე.გე/ნეწს/1790
"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
ჩემი ძმებისადმი სიყვარული მაიძულებს მე მოგმართოთ შემდეგი თხოვნით. ღმრთის განგებით თქვენ მონდობილი გაქვთ ქართული ეკლესიის მართვა, ზრუნვა მის შვილთა ხსნაზე, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას თქვენი ჩვენდამი სიყვარულით, სიყვარულით, რომელიც მაცხოვრის მცნების თანახმად, თავგანწირვამდე უნდა მიდიოდეს. ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ თქვენ მხურვალედ გიყვართ საკუთარი სამწყსო და ამიტომ გთხოვთ ყურადიღოთ ვედრება იმათი, ვისაც თქვენ მწყემსავთ, როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებელ ეკლესიას. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, რომელმაც ჩვენ ურთიერთსიყვარული გვიანდერძა, მე გთხოვთ თქვენ არ დაუშვათ, რომ ბოროტმა სულმა ჩვენს ყანაში დათესოს ღვარძლი – მტრობის თესლი და ყოველნაირად შეუწყოთ ხელი იმას, რომ ჩვენ, მჭიდროდ დაკავშირებულნი დიდ რუს ხალხთან, ერთიანი გულით ვადიდებდეთ ღმერთს".
6.  ხალხი და ეკლესია თქმული ალექსი ბერისაგან, წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქ. მელქისედეკი (მიქავა), გვ.219.
7.  პოლემოლოგია (ბერძ. "პოლემოს" – "ომი", "დავა-კამათი") – იკვლევს ომს, როგორც სოციალურ ფენომენს, მისი წარმოშობის მიზეზებს, ომის მსვლელობის პროცესში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებსა და ომის მიერ გამოწვეულ შედეგებს სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და იდეოლოგიური კუთხით. ასევე, ომის სოციოლოგიის საგანგებო შესწავლის საგანია ომის დაძლევისა და უარყოფის, მისადმი წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმების გამოკვლევა, ომის მონაწილეთა – მოძალადეების, მსხვერპლის, ჯარისკაცების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მედიის – სოციალური სტატუსისა და როლის დადგენა.
8. ომისათვის, წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქ. მელქისედეკი (მიქავა), გვ.524.
9. იქვე, გვ.525.
10. ახალი წლის მისალოცი ო. მწირს, წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქ. მელქისედეკი (მიქავა), გვ.642.
11. ხალხი და ეკლესია, გვ.218.
12. იქვე, გვ. 218.
13. მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი 2023, გვ.128.
14. წმ. ალექსი სენაკელის სრული შემოქმედება, ერთობა და ეკლესია, გვ. 365.
15. იქვე, გვ. 365.
16. იქვე, გვ. 365.
17. მიუხედავად იმისა, რომ ალექსი შუშანია, მღვდელ-მონაზონი იყო და ასევე სხვა დოკუმენტებით, დიდ სქემაში აღკვეცილი, ხალხი მას დღემდე ალექსი ბერად მოიხსენიებს.
18.  წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), რედაქტორ-გამომცემელი არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა), ისპობა თუ არა ბატონ-ყმობა?, გვ.366.
19.  იქვე, გვ.367.
20. იქვე, გვ. 370.
21. წმ. ალექსი სენაკელის შემოქმედება (სრული კრებული), სწავლა-განათლება, გვ.297.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat