ითხოვეთ და ყოველთვის შეგეწევით, თუმცა, ვერ დამინახავთ
ითხოვეთ და ყოველთვის შეგეწევით, თუმცა, ვერ დამინახავთ
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს და ძლიერ ვხარობ, რომ ერთხელ კიდევ მიწევს ამ უდიდეს ადამიანსა და მოღვაწეზე ორიოდ სიტყვის მოწვდენა თქვენამდე...

მხოლოდ უფალმა იცის, თუ თითოეულ ჩვენგანს რა აკავშირებს მის წმინდა ცხოვრებასთან... ეს, ხშირად, დუმილის კუთვნილება უფროა, ვიდრე სიტყვისა, თუმცა დრო მოიტანს იმას, რაც მოსატანია... ამჯერად კი კვლავ მათ მივაყურადებ, ვისი მონათხრობიც მუდამ მითბობდა სულს და იმას მახსენებდა, რაც მუდამ უნდა მახსოვდეს...

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე სამთავროს დედათა მონასტერში საოცრად ნაღვაწ, არქიმანდრიტ გაბრიელთან რუსეთის ფარულ მოღვაწეს, ღვთისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭით ცხებულ უსინათლო ანუსიას უსტუმრია. შინ რომ ბრუნდებოდა, მონასტრის ეზოში, კიბეზე ჩამომჯდარი ბერისათვის კურთხევა უთხოვია. ამ უკანასკნელსაც ტირილით ჩაუკრავს გულში, დაულოცავს და უთქვამს: - მივდივარო.

ანუსიას უკითხავს, - თქვენს შემდეგ ვის ტოვებთო, თვალცრემლიან გაბრიელს უპასუხია:

- არავის, ჩემს შემდეგ აღარავინ იქნებაო...

გაბრიელ ბერის ცხოვრება სასუფევლისაკენ მავალი ერთიანი გზა იყო. სამთავროს სენაკში კუბო ედგა და ხშირად მასში მწოლიარე ქადაგებდა ხოლმე. ყველას აჩვევდა, რომ სხეულზე ზრუნავზე აღმატებული სულზე ზრუნვა იყო. თუ ექიმი მოვიდოდა, ეტყოდა ხოლმე: - მინდა, რომ ექიმებმა ჯერ თქვენს თავს უშველოთო.

გაბრიელ ბერი მძიმედ იყო დასნეულებული, წყალმანკით დაავადებულს თორმეტი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული მუცლის არეში. ბოლოს, წვრილი მილიც კი დაუტოვეს წყლის ამოსაღებად. ამას თან ერთვოდა კბილების ტკივილი, თიაქრის ჩაჭედვა და სხვა მრავალი სნეულება, რომლებსაც უხმოდ ითმენდა. ოპერაციებს ან სენაკში უკეთებდნენ, ან სენაკის წინ.

მრევლის დაჟინებული თხოვნით, გაბრიელმა მირიან მეფის კოშკის გვერდით, მომცრო სენაკის მიშენების კურთხევა მისცა. იქ მეტი სინათლე და ჰაერი იყო. კარს გააღებინებდა და ხალხს უყურებდა ხოლმე. ეს გაუსაძლის ტკივილს ავიწყებდა, ათმენინებდა. მომსვლელს თუ წამსვლელს ცრემლიან თვალს გააყოლებდა და ლოცავდა ხოლმე. თუ ისე დაღამდებოდა, რომ არავინ მოვიდოდა, გულდაწყვეტით იტყოდა:

- დღეს ჩემთან არავინ მოვიდა, აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო.

საკუთარ საფლავზე, როგორც უკვე არსებულზე, ისე ლაპარაკობდა და ანდერძად ტოვებდა: "ჯერ ჩემი მოძღვრის საფლავი უნდა გაიხსნას. მე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება. გულზე სახარება ადევს. შემდეგ - ჩემი, მე უხრწნელი ვიქნებიო" და წმინდა ნექტარიუსის ფოტოზე მიანიშნებდა ხოლმე, რომელზეც წმიდანი უხრწნელად იყო წარმოჩენილი და სახით მამა გაბრიელს ჩამოჰგავდა.

ერთხელ ჰკითხეს: - მამაო, როგორ ახერხებთ ეშმაკთან ბრძოლასო. ორმოცდაათი წელიწადია, მაგას ვსწავლობ! შენ ახლავე გინდა, ისწავლოო? - გაეღიმა.

- მამა გაბრიელ, თუ მხოლოდ გზის ფული გვაქვს და მათხოვარმა გვთხოვა, როგორ მოვიქცეთო, - ჰკითხეს. სახარებაში წერია, - ორი სამოსი რომ გაქვს, ერთი გაეცი, ის კი არ წერია, ერთი რომ გაქვს, ისიც მიეციო... ფული რომ მისცე და გზაში რამე დაგემართოს, ღვთის წინაშე შენ აგებ პასუხს... ეს ბერთა საქმეა და არა ერისკაცთაო...

- მონასტერში შეიძლება ყოველგვარი შემოწირულობის მიღება?

- არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს. ეს ძალიან საშიშია... არსებობს ფული, რომელშიც იუდას წილი ძევს, ამიტომ ასეთი ფულის აღება დამღუპველია, დიდ ცოდვაში ჩაგაგდებს, მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ და დაიღუპები... ასეთი ფულის გაწმენდა მხოლოდ ეკლესია-მონასტრებს შეუძლიათ, წმინდანებს და მეც შემიძლია...

- მამა გაბრიელ, მიცვალებულისთვის ჯვრის ჩატანება აუცილებელია?

- მიცვალებულს გულზე აუცილებლად უნდა ეკეთოს ხის სადა ჯვარი, ხელშიც ხის ჯვარი ეჭიროს, ოქროს ან რაიმე ნივთიერებისგან შექმნილი ჯვარი, რომელიც მიწაში არ იშლება, არ უნდა ჩავატანოთ. ქრისტე აღდგა და ჩვენ მიწაში ხომ არ ჩავტოვებთ?!

- ეჰ, რა დრო დადგა, ქელეხს დღეს სულ სხვა დანიშნულება აქვს... ადრე სხვა იყო, - გასვენებაში ზოგი შორიდან რომ მოდიოდა, დაღლილ მგზავრთათვის მზადდებოდა ქელეხის სუფრა.

- მიცვალებულის სახელზე ამდენ ადამიანს რომ დააპურებ, მის სულს ხომ მისდის?

- მიცვალებულის სახელზე საკურთხს რომ ვაკეთებთ, რა მისდის? - თქვენი სიკეთე. საკურთხზე რომ პანაშვიდს გადაახდევინებ, ისეა, თითქოს პატიმარი დღის შუქზე გაასეირნო, თუ შეკვეთილ წირვას გადაუხდი, არწივივით აფრინდება. შვიდ შეკვეთილ წირვას ძალიან დიდი ძალა აქვს, თორმეტ შეკვეთილ წირვას კი, რანაირი ცოდვილიც უნდა იყოს, ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს სული, გარდა ღვთის მგმობისა, მათთვის ლოცვაც არ შეიძლება, მხოლოდ კეთილი საქმეები...

რომ ხედავდეთ, რამხელა მადლი გადმოდის წირვაზე, მზად იქნებოდით, ტაძრის იატაკზე მტვერი შეგეგროვებინათ და იმით სახე დაგებანათო...

როცა ქალსა და ვაჟს შორის ვინმე უშნოდ ერევა, მღვდელმა ბედზე უნდა სწიროს, ამ შემთხვევაში მხოლოდ პატრიარქის და ამ ქალ-ვაჟის სახელები დაწერეთ, სხვისი მოხსენიება არ შეიძლება.

ადამიანის გამოსახულებასაც განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა, იტყოდა, - ქრისტეს ხატებააო... შეინახავდა.

ნაპოვნ გაზეთს დაათვალიერებდა, ხატი ხომ არ იყო დაბეჭდილი, ან ღვთის სიტყვა და შემდეგ დაწვავდა.

- არ შეიძლება გაზეთის ცუდ ადგილას დატოვება და მოხმარებაო, - იტყოდა. არ მოსწონდა, წიგნის ყდაზე ხატები რომ იყო აღბეჭდილი, - უპატივცემულობაა, ფუჭდებაო. მოახევდა და ცალკე შეინახავდა.

- თუ ხატს სახე შენარჩუნებული აქვს, ხომ შეიძლება, განახლდეს ან ჩარჩო გაუკეთდეს?! როგორ შეიძლება ხატის დამარხვა ან დაწვაო... თუ ხატს მეორე მხარეს გარყვნილი სურათი აქვს და არ შორდება, საღებავიც რომ გადაუსვა, ხომ მაინც რჩება? მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ხატის დაწვა...

ფულზე რომ ეკლესია და წმინდანები ხატია, საშინელი ცოდვაა, ამიტომ ეცადეთ, ასეთი ფული წელს ზემოთ ატაროთ, სარტყლის ქვემო ნაწილი ჯოჯოხეთს განასახიერებსო.

- არ შეიძლება წმინდა ტაძარში გაზეთების შეტანა, ეგებ, მათში ბილწი სიტყვები წერია და სიბინძურე, როგორც სიმყრალე, ისე ადის უფლის ტახტამდე. კათოლიკური ხატების დაწვაც არ შეიძლება, მაგრამ, სჯულის კანონით, აღარც ტაძარში შეიძლება მათი შეტანა. შინ გვქონდეს, მაგრამ მათ წინაშე ნუ ვილოცებთ, რადგან ისინი ხატები აღარ არიანო.

ჯვარზე ძლიერი არაფერია, ნათლობის ჯვარზე ძვირფასი ჯვარი არ არსებობს, ის თქვენს სახელზეა ნაკურთხი და სხვას ნუ მისცემთ...

ჯვარი არც ერთი წამით არ მოიხსნათ, არც ბანაობისას, არც ცოლქმრული ურთიერთობისას, რადგან ჯვრის გარეშე შეიძლება ბოროტი დაგეტაკოთ... ძირს დაგდებული ორი ასანთის ღერი რომ ნახოთ გადაჯვარედინებული, ფეხს ნუ დაადგამთო...

როდესაც რუსთაველზე ქართველი ქართველს ესროდა, გამთენიისას გაბრიელ ბერი ზარებს რეკდა და სისხლი, სისხლიო, - ყვიროდა თურმე. დილით მონასტერი რომ გააღეს, იმ უბედურების შესახებ შეიტყვეს და გაკვირვებულნი დარჩნენ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებით.

- ღმერთი რომ განსაცდელს მოგივლენს, უნდა გიხაროდეს, ეს ხილული ქვეყანა, სანთელი რომ ჩაიწვება, ისე გაქრება, ამიტომ სულზე უნდა ვიფიქროთო.

ამბობდა: - აფხაზეთის დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებსო!

როცა თბილისში ომი იწყებოდა, ქაშუეთის ტაძარში შევედი და უფალს ვთხოვე, - ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს და მე წამიყვანე-მეთქი, მაგრამ უფალმა მითხრა: - შენ ჩუმად იყავი, გაბრიელო!

აღსარება და ზიარება ღვთისაგან მინიჭებული ყველაზე დიდი მადლია დედამიწაზე... უზიარებელი ადამიანის გვერდით ყოფნას ლოცვისას ურწმუნოთა კრებულში ყოფნად თვლიდა და თავის მრევლს მოძღვრავდა: - უზიარებელთან არ ილოცოთო.

- თუ ადამიანი მონათლულია, მაგრამ უზიარებელი და მრევლთან ერთად სურს ლოცვა, როგორ მოვიქცეთო?

- იქ მაშინ მღვდელი უნდა იყოს, მის გარეშე არ შეიძლება... შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ პიროვნება კათაკმეველი ან მოუნათლავია, ოღონდ მონათვლის სურვილი აქვს, მაგრამ აქაც მღვდელი უნდა იყოსო...

ზიარებისწინა ლოცვისას ღვთის განსაკუთრებულ თაყვანისცემას ითხოვდა. ამბობდა: - ზიარების ლოცვები დაჩოქილი უნდა იკითხებოდეს, აბა, ქრისტეს მის სისხლსა და ხორცს ვევედრებით და არ უნდა დავიჩოქოთო?!

- როცა ადამიანს განიკითხავ, დაცემულს კი არა, უფალს განიკითხავ, - რატომ არის ეს ადამიანი ამ მდგომარეობაშიო?! თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, ხოლო საღამოს იტირა და მოინანია, უფალი გეტყვის: - მე რომ მივუტევე, შენ დაინახე?!

- მუსულმანი გადარჩება? - ჰკითხეს.

- რა თქვენი საქმეა? განკითხვაში ხართ და ღმერთმა დაგვიფაროს განკითხვისგან. ვაი იმას, ვინც ასეთ კითხვებს იძლევა! ასეთებს საკუთარი სულის ცხონება ავიწყდებათ! ისე, ვინც არ შეინანებს და ნათელს არ იღებს, როგორ ცხონდებაო?!

მისი ერთი მრევლთაგანი იხსენებს:



"მამა გაბრიელმა მე და ჩემს მეგობარ სანდროს სამლიტრიანი ქილა მოგვცა და ღვინის მიტანა გვთხოვა... უყოყმანოდ წამოვდექით და ქალაქს მივაშურეთ. ფული არ გვქონდა და იმის იმედით, რომ ნაცნობი შეგვხვდებოდა ან ღვინის გამყიდველს ნისიად გამოვართმევდით, მშვიდად ვიყავით...

მცხეთა მოვიარეთ, ნაცნობი და მეგობარი კი ვერსად ვნახეთ, ღვინის გამყიდველმაც უარით გამოგვისტუმრა... დიდხანს ვიარეთ ასე, ბოლოს მამა გაბრიელის სენაკს მივადექით და ავიტუზეთ...

- სად ხართ, აქამდე რომის პაპს მოვნათლავდი, - გვითხრა ტკბილად... შემდეგ ცარიელ ქილას მიაპყრო მზერა და დაამატა: - ეს ამპარტავნებაა. ფული თუ არ გქონდათ, უნდა გეთქვათო. მერე დაგვსვა და საუბარი დაგვიწყო: - გარდაცვალებულს ცრემლი როცა მოსდის, იმის ნიშანია, რომ უფალმა შეიწყალა, შეიწირა მისი ცრემლი..

შემდეგ თავი დახარა და ცრემლი ჩამოუვარდა. დამშვიდობებისას დაგვლოცა. დიდხანს ვყავდით გულში ჩაკრული...

გავიდა მცირე ხანი და სანდროს გარდაცვალება თავზე მეხად დაგვატყდა... მიცვალებულს მთელი ღამეები განუწყვეტლივ ვუკითხავდით ფსალმუნს და მის სულს უფალს ვავედრებდით... კიდევ ერთი სანთელი ჩაიღვენთა და მეორის დასანთებად რომ წამოვდექი, ვხედავ, მიცვალებულს თვალთაგან ცრემლი სდის...

გაოგნებულნი დავყურებდით მეგობრის სამუდამოდ დახუჭულ თვალებს და აღარაფრის გვეშინოდა, რადგან ნუგეშად ყურში მამა გაბრიელის სიტყვები ჩაგვესმოდა: - უფალმა შეიწყალა, შეიწირა მისი ცრემლიო...

ერთი მორწმუნე იგონებდა: - ერთხელ სოფელში ჩასულთ მამიდამ გვითხრა, - ერთმა ნაცნობმა სიზმრად შიშველი დედათქვენი ნახა, რომელიც თავის სამოსს ითხოვდა, მომეცით, რომ ახალგარდაცვლილს გავატანოთო.

როგორც გვჩვეოდა, მყისვეGგაბრიელ ბერთან გავიქეცით და ყოველივე ვუამბეთ...

ჯერ დაფიქრებული გვისმენდა, შემდეგ არაადამიანური ხმით იღრიალა: - ო, სატანა! და ხელების ქნევა და ყვირილი იწყო. როგორც იქნა, დაწყნარდა და გაგვაფრთხილა: - არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ, ყველაზე ძლიერი ჯადო მიცვალებულზე კეთდებაო.

გამოვბრუნდით და გვჯეროდა, რომ გაბრიელ ბერი კიდევ დიდხანს ილოცებდა ჩვენთვის.

სხვა კი იხსენებდა: - ავად იშვიათად თუ გავხდებოდი, ვილოცებდი და, ღვთის წყალობით, თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი.

ერთხელ ისე ავად გავხდი, წელიწადი ვერ გავსწორდი წელში... რა არ ვილოცე, რა არ ვაკეთე, წმინდა ზეთი ვიცხე, პარაკლისებიც ჩავიტარე, მაგრამ ამაოდ... მერე მივედი მამა გაბრიელთან და შევჩივლე: - არაფერი მშველის და რა ვქნა, რა ცოდვის გამო მაქვს ეს სნეულება-მეთქი?

- ცოდვების გამო კი არა, უფალი შენს უძლურებას გიჩვენებს, რომ არაფერი შეგიძლია, მაგარი რომ გგონია შენი თავი, აბა, რა გეგონაო?! მერე დამამშვიდა და მითხრა: - სამი პარაკლისი ჩაატარე, - ერთი ღვთისმშობლის, მეორე - წმინდა ნინოს, მესამე კი წმინდა გიორგის სახელზე და გეშველებაო.

მართლაც მომხედა მისი კურთხევით უფალმა.

ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი და ექიმების აზრით, არც არასოდეს ეყოლებოდა, რჩევისთვის მამა გაბრიელთან მისულა.Aამ უკანასკნელმა კი მკაცრად უთხრა: - სანამ ჯვარს არ დაიწერთ, აქ არ მოხვიდეთო.

მართლაც, მომხდარა სასწაული და ჯვარი როგორც კი დაუწერიათ, შვილი მალევე შესძენიათ.

წმინდა გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: - ქრისტეს სარწმუნოებას ვქადაგებდი, ქალ-ვაჟმა გვერდით რომ ჩამიარა, კამათობდნენ... გულმა მითხრა, - გაჰყევიო და მეც გავყევი... საქმე გაყრამდე იყო მისული... ვაჟს დავუძახე, - შენთან ცალკე მინდა საუბარი და შევხვდეთ-მეთქი, ქალს კი შევევედრე, - ცოტა ხანს დაიცადეთ, ჯერ ნუ გაიყრებით-მეთქი.

ვაჟს ეკლესიაში შევხვდი და ვუთხარი: - ვიცი, ჯადო გაქვს გაკეთებული და ცოლქმრული მოვალეობის შესრულება არ შეგიძლია, თუ დამიჯერებ, გიშველი-მეთქი...

მართლაც, დაუჯერებია ამ ვაჟსGგაბრიელ ბერისათვის, წყვილი შერიგებულა და ორი შვილიც შესძენია.

ისევ გაბრიელ ბერის მონათხრობიდან: - ერთხელ მეზობელმა მთხოვა, - ჯადო მაქვს გაკეთებული და ეგებ მიშველო რამეო.

წამოვედი, ავიღე დიდი კურთხევანი, სახლი ვაკურთხე, შემდეგ, როგორც წესია, წავიკითხე ლოცვა "სახლსა შეგრძნებულისასა", გულმა მითხრა, - ჯადო აქ არისო. ამოვიტანე და შუა ეზოში დავწვი...

რამდენიმე დღეში გზად რატომღაც იმ ეზოში შევიარე, ყველა მოვიკითხე... რამ შემიყვანა, ან რა მინდოდა, არ ვიცი...

წამოსასვლელად რომ მოვტრიალდი, ფეხი გამისხლტა და ბეჭებით ზუსტად იმ ადგილს გავეკარი, სადაც ჯადო დავწვი, ამასთან, ენაც ჩამივარდა...


მოგროვდნენ მეზობლები, ვერაფრით ამაყენეს, მთელი ქუჩა შეიყარა, მე კი ისევ ისე ვწევარ, თითქოს მიწას ლურსმნით მიმაჭედესო... ამ დროს ნაცნობი მღვდელი მოვიდა და მაუწყა, - გულმა მითხრა, - გაბრიელთან წადიო... ნაკურთხი წყალი მასხურა, ჯვარი გადამსახა, წამომაყენა და მეც ავლაპარაკდიო...

მართლაც, ვინ მოთვლის, რამდენი განუკურნავს ბოროტის პყრობილებისაგან. უამრავი ადამიანი ემადლიერებოდა გადარჩენისათვის, თავად კი გამუდმებით ქრისტეს ჰმადლობდა და ადიდებდა... თუ ვინმე შეშინდებოდა, მყისვე დაამშვიდებდა, - მაშ, გაბრიელი რისთვისა გყავთო?

გაბრიელ ბერის ნაამბობიდან:

,,ბოროტისაგან შეკრული დედისერთა ბიჭი ტყეში იყო გავარდნილი და შინ ძლივს მიჰყავდათ. დედამისმა მთხოვა, - მიშველეო. იმ დროს სემინარია სამთავროში იყო. იქიდან ერთი სტუდენტი წავიყვანე, ვუთხარი, - კვეთებულის მეშვიდე ლოცვას ვკითხულობ, მღვდელი გახდები, გამოგადგება, წამომყევი და მომეხმარე-მეთქი.

რომ მივედით, ვთხოვე, - შენ ზურგიდან დამიჭირე-მეთქი, კურთხევანი ავიღე, წავიკითხე და თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვარჩევდი, პირიდან ქაფი გადმომდიოდა, წავბარბაცდი, რადგან უკან უხილავი ძალა მაგდებდა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს... ცოტა ხანში, ღვთის მადლით, პირჯვარი გამოვისახე, ყველაფერი გადაიწმინდა, გამოვკეთდი და კითხვა დავიწყე... კიდევ ერთი ადამიანი გადაურჩა ბოროტის მახეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat