2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა
2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

 

 

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა. ბერი გაბრიელი იყო ჩვენი დროის უდიდესი წმიდანი, ქრისტეს სალოსი, რომელიც აღიარა სრულიად მართლმადიდებლურმა სამყარომ. იგი იყო ბრძენი მოძღვარი. მაგალითი სიმდაბლისა და სიყვარულისა. ბერს ღვთისგან არა მარტო სულიერი, არამედ ხორციელი კურნების მადლი ჰქონდა ბოძებული. მამა გაბრიელს კაცთაგან ქება არ უყვარდა. ასეთ დროს თავისი სალოსური ქმედებებით მაშინვე განაქარვებდა. ამბობდა: „დიდება მხოლოდ ღმერთს შეშვენისო“. ყოველთვის ამოუცნობი რჩებოდა. ერთხელ ასეთი რამ მითხრა: „სალოსი თუ გამოიცანი, ის აღარ არის სალოსიო“.

 

* * *

მამა გაბრიელი პირველად რუსთაველის გამზირზე ვიხილე  (80-იანი წლები). ხელაპყრობილი ხმამაღლა მოუწოდებდა ხალხს: „ქართველებო, გამოფხიზლდით, გონს მოდით, საქართველო რა დღეშია, მეტეხის ტაძარში თეატრს რა უნდა? წმიდა შუშანიკის საფლავი რა დღეშია...“ ბერი სალოსი ეკლესიისა და ერის სატკივარს ხმამაღლა გოდებდა და ჩიოდა. ამის შემდეგ მოვინახულე მეტეხის ტაძარი, წმიდა შუშანიკის საძვალე. მართლაც საფლავზე უპატიოდ ეყარა თეატრის გამოუყენებელი ნივთები.

 

* * *

მამა გაბრიელს ყოველთვის გულზე ეკიდა დიდი ჯვარი და ხუთნაწილიანი წმიდა სანაწილე (როგორც თვითონ ამბობდა). ამჟამად ორივე სიწმინდე მის სენაკში (კოშკში) ინახება. როდესაც უჯვროდ დამინახავდა, იტყოდა: „მაპატიე, დაო, და დედაო, ახლა შენ იღუმენია კი არა, ლიტონი მონოზონი ხარ. ჯვარშია მთელი ძალა, როგორ შეიძლება იღუმენია უჯვროდ გადავიდეს გალავნის გარეთ...“

 

* * *

 

მონასტრული ცხოვრების დასაძლევად რჩევისათვის მივმართე მამა გაბრიელს: რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ზოგს შენიშვნას რომ ვაძლევ, არ ღებულობს, იქნებ სჯობს არაფერი ვუთხრა? არ მივაქციო ყურადღება, რაც უნდა ის აკეთონ. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს... ბერი ერთხანს დაფიქრდა, მერე მტკიცედ მითხრა: “მერე შენ ხომ იღუმენია ხარ! მაპატიე დაო და დედაო, არქიმანდრიტის ჯვარი გკიდია და ღმერთი იმისთვის დაგსჯის, შენიშვნას რომ არ მისცემ. მხილება აუცილებელია, განკითხვა სხვა რამეა. როგორ შეიძლება ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო, შენ უნდა მიუთითო, მათ შეასრულონ. თუ არ შეასრულებენ უფალი თვითონ მოკითხავთ. აქ მახსენდება ბიბლიიდან ელი მღვდელი -  ისრაელის მსაჯული. მას ჰყავდა ორი შვილი, რომლებიც არასწორად ცხოვრობდნენ და ხალხს ცუდ მაგალითს უჩვენებდნენ. ელის ხშირად ესმოდა შვილების უწესობის შესახებ, მაგრამ მკაცრად არ ექცეოდა მათ, რათა გამოსწორებულიყვნენ. ელის დასასჯელად ენანებოდა შვილები და მხოლოდ რბილ შენიშვნებს აძლევდა მათ. იგი შვილების წყენას უფრო ერიდებოდა, ვიდრე ღვთისას. უფალმა წინასწარმეტყველ სამოელის პირით ელის განუცხადა, რომ ღმერთი დასჯიდა ელის და მის ოჯახს მისი შვილების ბოროტმოქმედებისათვის. ასეც მოხდა. ელის შვილები ბრძოლაში დაიხოცნენ, ხოლო ელი მწუხარებისაგან სკამიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ფილისტინელებმა აღთქმის კიდობანი გაიტაცეს. უფალმა ამით მიანიშნა ხალხს, რომ სიწმიდეები არ შეეწევიან მათ, რომლებიც პატივს არ მიაგებენ უფლის წმიდა მცნებებს.

* * *

მამა გაბრიელი რვალის დიადემას თავის დამდაბლების მიზნით ატარებდა. ამბობდა ხოლმე: „როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველა გამოვდივარ, ხალხი რომ მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები -  ვხედავ ჩემს თავს რა ნაგავიცა ვარ“. ზოგჯერ როცა დაგინახავდა, მხრებს შეარხევდა, ხმამაღლა თავმომწონეთ წარმოთქვამდა“ „ერეკლე მეფე... სოლომონ ბრძენი... მიხდება?“ და საოცარია, ამ დროს მართლაც მეფე ერეკლესა და სოლომონ ბრძენს ემსგავსებოდა. მიუხედავად გარეგნული სიგლახაკისა, დაბებკილი შესამოსელისა, მასში მართლაც იგრძნობოდა მეფური ღირსება და სიდიადე. ამაში ალბად დამეთანხმება ყველა ვინც ბერს იცნობდა.

 

* * *

ერთხელ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სამთავროში მორიგი სტუმრობისას კოშკის გვერდზე რვალის დიადემით მოსიარულე ბერს შეხვდა. ერთმანეთი სიყვარულითა და ამბორისყოფით მოიკითხეს. უწმიდესმა ჰკითხა: -  მამა გაბრიელ, ეს დიადემა ოქროსია? -  რას ამბობთ, თქვენო უწმიდესობავ, ეს რომ ოქროსი იყოს, თავს მამაჭრიდნენ! -  ორივენი ბავშვურად იღიმებოდნენ. ამ ეპიზოდის გამო ერთ-ერთ წიგნს სათაურად „ბერის დიადემა“  ვუწოდეთ.

ხშირად მამა გაბრიელის და უწმიდესის, კათოლიკოს-პატრიარქის აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა. მამა გაბრიელს მახსოვს აღელვებულმა შევჩივლე: მამა გაბრიელ, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნა-მეთქი. ბერი შეყოვნდა, ხატებისკენ მიბრუნდა, მდუმრიად ილოცა და შემდეგ დასძინა: „მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის პასუხს ის აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი „ქათალიკოსის~ ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს ერისას და ეკლესიისას, იმან რაღა ქნას?... ბერის რჩევამ მაშინ არ დამაკმაყოფილა, შენდობა ვთხოვე და მის უწმიდესობასთან წავედი. უწმიდესმა თბილად მიმიღო. ლოცვა-კურთხევა ავიღე და ყვედრებით მივმართე: თქვენო უწმიდესობავ, რატომ დამადეთ ასეთი მძიმე ჯვარი-მეთქი. უწმიდესს უეცრად სახე მოეღრუბლა, მწყრალად შემომხედა და მითხრა: „ეს ჯვარი მე კი არა, ღმერთმა დაგადო, რაც უფრო გაექცევი, მით უფრო დაგამძიმებს; უძლურთა შემწე ღმერთია, წმიდა ნინო შეგაძლებინებს“, -  მითხრა, ჯვარი გადამსახა და უკან გამომისტუმრა.

აქვე გავიხსენებ ერთ შემთხვევას. ერთხელ უწმიდესმა მე და თამრიკო (ამჟამად მონოზონი ანგელინა) მამა გაბრიელთან გაგვგზავნა, თან კალათით ძღვენი და კონვერტით თანხა გაგვატანა. ბერი თავის სახლში, ეზოში მის მიერ აშენებულ ხის ეკლესიაში ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ კარი გაგვიღო. გაუხარდა, უწმიდესის ძრვენი გადავეცით. პურის ფულიც არ მქონდაო. უწმიდესი ყოველთვის გაჭირვებისას მეხმარებაო და ხელაპყრობილმა დალოცა. შემდეგ იქ მომხდარი სასწაულის შესახებ გვიამბო. „წვიმა ჩამოდიოდა, ვფიქრობდი, ამოტოლა ხატებს რა ეშველებათ, მჭირდებოდა რამოდენიმე კუბმეტრი მასალა, არანაირი სახსარი არ გამაჩნდა, ძალიან დაღონებული ვიყავი. ბოლოს ღმერთს შევთხოვე შემწეობა. მაცხოვრის დიდ ხატზე მიგვითითა. ამ დროს უცნობი ერისკაცი მეწვია. საუბარი დავიწყეთ. უცნობმა კაცმა გაოცებულმა მითხრა: „საოცარია, ძალიან მეჩქარებოდა, მაგრამ რაღაც ძალამ აქ მომიყვანა. იცით, ახლა ეს ხატი რას შთამაგონებს? რამდენიმე კუბმეტრი მასალა შემოწირე ბერსო. ამ სასწაულით გაოგნებული ერისკაცი სიხარულით დამპირდა მასალის შემოწირვას და აღასრულა კიდეც.

ერთხელ მამა გაბრიელმა სხვადასხვა დროს მისახსოვრა ორი ხატი: წმიდა ნიკოლოზის და დიდმოწამე ქეთევანის. ერთხელ ბერს დედა პარასკევასთვის უთქვამს: „წადი ნახე, ქეთევანს ჩემი ხატი თუ უკიდია კელიაშიო“. პარასკევას უთქვამს: ორივე სალოცავ კუთხეში უკიდიაო და ფრიად გახარებია“.

 

* * *

იეღოველებსა და სხვა ერესის მიმდევრებზე მამა გაბრიელი ამბობდა: ისინი ხილული ეშმაკები, სატანის მიმდევრები არიან, მაგათთან კამათი როგორ შეიძლებაო. როგორც სახარებაში წერია „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუ დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა ღორთა, ნუუკუე დაჰსრთგუნონ იგი ფერხითა მათითა“, და დასძენდა: „ღმერთი აერთებს, ეშმაკი განაბნევს“.

 

 

* * *

ხშირად მამა გაბრიელი დედა პარასკევას ხელით ხონჩით ხილს, თაფლს, საკუთარი ხელით მოხალულ თხილს მომიკითხავდა. დედა პარასკევა სირბილით ამოვიდოდა ჩემს სენაკში, მამა გაბრიელმა გამომგზავნა, ჩქარა წაუღე და მიართვი იღუმენიასო. ასე მიგზავნიდა მამა გაბრიელი საკუთარი ტრაპეზიდან მოძღვნილი ნუგბარით თავის მადლსა და კურთხევას.

 

* * *

ერთხელ ძველ საპატრიარქოში (სიონში), პირველ სართულზე უწმიდესის შემოსასვლელი კარიდან, უჩვეულო ხმაურით, ქარიშხალივით შემოიჭრა მამა გაბრიელი. დერეფანში მეუფე თადეოზი ბრძანდებოდა. მამა გაბრიელმა ხმამაღალი შეძახილით მიულოცა ქრისტესშობა: „ქრისტე იშვა!“ -  დაიგრგვინა. მეუფე თადეოზმა მორიდებით მისცა შენიშვნა: „მამა გაბრიელ, ცოტა ჩუმად, ზემოთ პატრიარქი ბრძანდება და უხერხულია“. „რა იყო, ბრეჟნევი კი არ დაბადებულა, ქრისტე იშვა!“ -  კიდევ უფრო მჭექარედ დაიძახა მამა გაბრიელმა და როგორც შემოიჭრა, ისევე ქარიშხალივით უკანმოუხედავად გაიჭრა კარიდან. მომხდარით უაღრესად დამწუხრებული მეუფე თადეოზი უკან დაედევნა და ამაოდ ეცადა ბერის მობრუნებას.

 

* * *

მამა გაბრიელს მონასტერში ჰქონდა კუბო, რომელსაც კოშკში ინახავდა. ამ კუბოს ხშირად ბიჭებს ჩაატანინებდა ტაძარში, შემდეგ ამოატანინებდა. ბევრჯერ გრძელდებოდა ასე. ხალხი შიშით უყურებდა. ერთხელაც ოთხ მამაკაცს წააღებინა კუბო. წინ ოთარ ნიკოლაიშვილი მიუძღოდა. მე აღელვებულმა აივნიდან გავძახე: ოთარ, როგორ არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ-მეთქი. ოთარმა შეწუხებული სახით ამომხედა და მითხრა: „რა ვქნა დედა ქეთევან, თქვენ დაგიჯეროთ თუ მამა გაბრიელის კურთხევა შევასრულოო“ -  და კიბეებზე განაგრძო გზა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს კუბო მამა გაბრიელს თავისთვის წინასწარ ჰქონდა გამზადებული, მაგრამ ერთხელ მისგან ასეთი რამ მოვისმინე: „ვაი იმას, ვინც ამ კუბოთი დამასაფლავებსო“. გამიკვირდა: ნეტავ ვისთვის აქვს მოტანილი-მეთქი. იმ პერიოდში მამა გაბრიელთან ხშირად მოდიოდა მისი მოხუცებული ავადმყოფი დედა. მონასტრის მოძღვარს, მამა საბას სურვილი გაუჩნდა მისი მონაზვნად აღკვეცისა. თუმცა მამა გაბრიელი დედის აღკვეცამდე გარდაიცვალა.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელის დედა მონასტერში დარჩა და მალევე გადაწყდა მისი მონოზვნად აღკვეცა. შესამოსელი მონასტერში გაუმზადეს. იგი მამა საბამ 1995 წელს მთავარანგელოზების ეკვდერში ანას სახელით აღკვეცა. აღკვეცის დროს მანტია მე გადავაფარე. ხანდაზმულობის გამო (დედა ანა იმ დროს 85 წლის იყო) იატაკზე განრთხმა ვერ შეძლო. ამბიონამდე მხარზე მიყრდნობილი მივიყვანე, სმენაც არ ჰქონდა კარგი და აღკვეცის დროს აღთქმებზეც მის ნაცვლად მე მიწევდა პასუხის გაცემა. ასე, რომ აღთქმის დადება მეორედ მომიხდა (ასე ამიხდა რამოდენიმე დღით ადრე ნანახი სიზმარი, თითქოს ხელმეორედ ვდებდი მონოზვნის აღთქმას.). დედა ანა აღკვეციდან მალე გარდაიცვალა და მამა გაბრიელის კუბოთი დაკრძალეს. გაირკვა, რომ  მამა გაბრიელს კუბო დედისთვის წინასწარ ჰქონდა თურმე გამზადებული.

კუბოსთან დაკავშირებით ერთი ასეთი კურიოზი მახსენდება. აივნიდან ვხედავ, რომ მამა გაბრიელი კოშკის გვერდით, სატრაპეზოს გასწვრივ კედელთან  კუბოში წევს, შიგნით პატარა ჭიქით ღვინო აქვს და მღერის „ღვინო კახურო.“ ეკლესიის ეზოში არავინ ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ კიბეზე ერთი ქალბატონი ამოვიდა. როგორც კი კიბის თავს გაუსწორდა, ხედავს რომ „მკვდარი“ კუბოში წევს და მღერის. მისთვის ეს შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. მაშინვე შეშინებული უკან შეტრიალდა და კიბეზე სასწრაფოდ დაეშვა. ალბათ იფიქრა მკვდარი გაცოცხლდაო და ჩემს მეტი ვერავინ ხედავსო. ვინ იყო ეს ქალბატონი და რატომ მოიმოქმედა მამა გაბრიელმა მის წინაშე ასეთი რამ, -  ჩემთვის უცნობია.

კუბოს ასეთი ხშირი გადაადგილებით შეწუხებულმა ერთხელ დედა პარასკევას ვუთხარი. მამა გაბრიელს გადაეცი კუბოებს იპარავენო და შეინახეო. არ ვიცი მამა გაბრიელმა მართლა დაიჯერა თუ არა ჩემი სიტყვები, მაგრამ მის შემდეგ მას კუბო გარეთ აღარ გამოუტანიათ.

 

* * *

ერთხელ წირვიდან მომავალს, მამა გაბრიელმა მანტია მთხოვა. „მეც არა მაქვს ასეთი მანტიაო.“ უარს როგორ ვეტყოდი. დედა პარასკევას ხელით გავუგზავნე. (მანამდე ერთი მანტია უკვე ნაჩუქარი მქონდა, რომელიც მამა გაბრიელს აწ გარდაცვლილი სქიმმონოზონი ნინოსათვის (დაშნიანი) ეჩუქებინა). დედა პარასკევას მანტია კოშკში, სენაკის კუთხეში ლურსმანზე ჩამოუკიდია. მაშინ ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დღეს მიხარია და ვმადლობ უფალს, რამეთუ ბერი ამ მანტიით დაიკრძალა. როდესაც მის ცხედარს აპატიოსნებდნენ, დედა პარასკევა ბერის შესამოსლებს აწესრიგებდა. ბერის მანტია რომ ვერ ნახა,  ლურსმანზე დაკიდებული მანტია ჩამოხსნა. (მოგვიანებით მითხრა დედა პარასკევამ). ამრიგად, მამა გაბრიელი ჩემი მანტიით დაასაფლავეს.

გარდაცვალებამდე მამა გაბრიელი ხშირად იმეორებდა: „მივდივარ... მივდივარ... საქართველოს ბოლო ბერი ვარ... ბოლო ბუკეტი... მივდივარ...“ (სად მიდიოდა არ ამბობდა), ჩვენ ქვეცნობიერად ვგრძნობდით რასაც ამბობდა. მართლაც, ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია. 1995 წელს, 66 წლის ასაკში უკვდავი სული უფალს მიაბარა.

 

 

სხვადასხვა დროს მამა გაბრიელს უთქვამს:

 

-  „მოყვასი შენი მაცხოვნებელია“.

-  „ერთს განარისხებს, მეორემ რომ სიმდაბლე ისწავლოს“.

-  „მონასტრიდან ვინც კურთხევის გარეშე გავა, ზღვაში დაინთქმება და მას „აკულები“ შეჭამენ“.

სალოსობისას იტყოდა:

-  „თავში ყველას თითო შიფერი აკლია, მე -  ორი“.

-  „დედაჩემი კაპლანის ქალია“.

-  „ამარეტო“ ისეთია, რომის პაპსაც შეშურდება. ასე იტყვის მეც დამალევინეთო~.

-  „მენახშირე მიტუა ვარ!“

-  „მკითხაობაში“ კოდელი ნინო ვერ მაჯობებს“.

-  „მთავარია, სული ცხონდეს. გოგრა სად გადავარდება, რა მნიშვნელობა აქვს“.

„ღვინო კახუროს“ წაიღიღინებდა, იტყოდა: -  „როგორი „გოლოსი“ და ტემბრი მაქვს?“

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat