ამბები წმინდა გაბრიელზე.
ამბები წმინდა გაბრიელზე.
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.

ახალგამოცემული არაჩვეულებრივი წიგნიდან"პირველთა შორის უკანასკნელი", რომლის შემდგენელია ქალბატონი ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი რამდენიმე ამბავს შემოგთავაზებთ წმინდა გაბრიელზე.


გამოცხადება მოსკოვის მეტროში

2017 წლის 15 ივლისს სამთავროში იმყოფებოდა მოსკოველი მომლოცველების ჯგუფი. მათ შორის იყო დეკანოზი მიხაილ ნემნონოვი, რომელმაც მონასტრის დედებს უამბო: "ამა წლის ივნისში მოვისმინე გაბრიელ ურგებაძის სასწაულებრივი გამოცხადების ამბავი, აი, როგორ: ერთ ახალგაზრდას გავუწიე რეკომენდაცია სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად. მოსკოვის სემინარიაში სწავლის მსურველმა წინასწარ უნდა გაიაროს ერთგვარი გამოცდა – გასაუბრება ეპისკოპოსსა და მღვდლებთან. ახალი წესის მიხედვით, მეც მევალებოდა, ვყოფილიყავი გასაუბრებაზე იმასთან ერთად, ვისაც რეკომენდაცია გავუწიე. რასაკვირველია, ამ წესისთვის არ გადამიხვევია... გამოცდის შემდეგ მე წამოვედი, ის კი დარჩა. საღამოს დავურეკე, მითხრა, რომ ყველაფერი მოაგვარა და მიამბო ბოლო აბიტურიენტის მონათხრობი: გამოცდებამდე ორი დღით ადრე, 2017 წლის 20 ივნისს, მეტროთი მგზავრობისას, მასთან მისულა მოხუცი კაცი, გადახვევია და უთქვამს: მე გაბრიელ ურგებაძე ვარ, გავალებ, ისწავლო ტროპარი "აცხოვნე, უფალო, ერი შენი" — დაგჭირდებაო. -

ახალგაზრდას წარმოდგენაც კი არ ჰქონია, ვინ იყო გაბრიელ ურგებაძე, ამიტომ ყურადღება არ მიუქცევია მოხუცის ნათქვამისთვის.

გამოცდაზე რომ მიდიოდა, შემთხვევით უნახავს ქალბატონი, რომელიც მამა _ გაბრიელზე წიგნს კითხულობდა, იცნო ფოტო, გაიხსენა სახელი და გვარიც; მოძებნა ინტერნეტში ტროპარი, რომელიც მამა გაბრიელმა დაავალა და ისწავლა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება და სიხარული, როცა სწორედ ეს ტროპარი ჰკითხეს გამოცდაზე...

ეს მინდოდა მეთქვა მამა გაბრიელის სასწაულებრივი გამოცხადების თაობაზე და ბედნიერი ვარ, რომ ღირსი გავხდი, მომელოცა მისი წმინდა ნაწილები," – დასძინა მამა მიხაილმა.
სალომე ზვიადაძე
..............

განათლებული მათხოვარი

1989 წელი იყო. ქვაშვეთის ჭიშკართან სათნო სახის მოხუცი მოწყალებას ითხოვდა. ხურდა რომ მივეცი, ხატოვანი სიტყვებით დამლოცა – გულში ჩამწვდომი, ჟღერადი ხმა ჰქონდა. გამიკვირდა – ეს რა განათლებული მათხოვარია-მეთქი.

- სამი წლის შემდეგ სამთავროს დედათა მონასტერში წავედი. უბინაობის პრობლემა გვაწუხებდა. კიბის თავში ის სათნო მოხუცი დავინახე – შორიდანვე დიდი სიყვარულით მიყურებდა – თითქოს ჩემს სულში იხედებოდა. დამლოცა და, მისი მადლის წყალობით, საოცრად მოკლე დროში, ბინა შევიძინეთ, ავეჯი ვიყიდეთ და ვალებიც გადავიხადეთ. მე დღესაც ვგრძნობ მამა გაბრიელის მეოხებას.
მარადიულად მისი მადლიერი ვარ.

ეთერ ხიდეშელი, მეტეხის ტაძრის მრევლი
................

მამა გაბრიელმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა

წიგნზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როცა სვეტიცხოველში, ახლობლის ჯვრისწერაზე, გავიცანი სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ქალბატონი ინგა ძიძიკაშვილი, რომელმაც მამა გაბრიელის მეოხებით საკუთარი განკურნების საოცარი შემთხვევა მიამბო. დამაკავშირა, ასევე, პიროვნებასთან, ვის თავსაც აღსრულებულა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული... ახალგაზრდა ქალმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, აი, რა გვიამბო:

დაბადებიდან ნაკლებად შესამჩნევი სქოლიოზი მქონდა, გარდატეხის ასაკში კი თანდათან კუზი დამეტყო და მთელმა სხეულმა მკვეთრი დეფორმაცია განიცადა – კისერი ჩამივარდა საერთოდ, აღარ მქონდა კისერი, კუზის მხარეს მხარი ამომეწია. როცა ვწვებოდი, სიცარიელეს ვგრძნობდი, რადგან ხერხემალი შევარდნილი იყო და ზურგი მეტკინებოდა ხოლმე. ამ ჩემი მდგომარეობის გამო ძალიან დავკომპლექსდი – ხალხს ვერიდებოდი, თანატოლებთანაც კი აღარ ურთიერთობა. რატომღაც, შინაგანად მწამდა, რომ მამა გაბრიელის მადლი განმკურნავდა. ერთხელ გავიგე, ვიღაც ხეიბარი ბიჭი მიუყვანიათ მის საფლავზე და იქიდან საღსალამათი წაუყვანიათ. მეც წამიყვანეს და დაჩოქილი – მთელი გულით ვევედრებოდი...

მამა გაბრიელის საფლავი რომ გაიხსნა, არ წავედი, ვერ კი არა, არ წავედი, რადგან ხალხში გამოჩენა არ მინდოდა. აღმოყვანების დღეს, რეპორტაჟს რომ გადასცემდნენ, ტელევიზორის წინ დავიჩოქე და ცრემლებით შევთხოვდი განკურნებას, თან ხელს ვადებდი, ეკრანზე რომ ჩნდებოდა მისი წმ. ნაწილები და ვისვამდი ბეჭებზე და მთელ სხეულზე. უეცრად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქმის ყველა ძვალი ერთიანად ამტკივდა (მანამდე არანაირი ტკივილი არ მქონია). ეს ტკივილები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მე კი გამაყუჩებლის ერთი აბიც არ დამილევია – შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სასიკეთო ძვრები იყო... მართლაც, ხერხემალი თანდათან გამისწორდა, მხარიც ჩვეულებრივი გახდა, კისერიც ამომეწია 12 სანტიმეტრი მოვიმატე სიმაღლეში. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, უკვე სხვაგვარად შევხედე ცხოვრებას... მამა გაბრიელის დახმარებით შესანიშნავი ოჯახი შევქმენი და ძალიან ბედნიერი ვარ.

ენით გამოუთქმელი მადლობა უფალს, მამა გაბრიელის მეოხებით რომ განმკურნა.

...............
ინგა ძიძიკაშვილის ნაამბობი:

2018 წლის დეკემბრის ბოლოს, საახალწლო სამზადისში რომ ვიყავით, გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრა ვეღარ მოვახერხე – მარცხენა ხელის ცერა თითი არც ერთ თითს აღარ უკავშირდებოდა, შუა თითი და საჩვენებელიც ერთმანეთისაგან განიზიდებოდა – ხელს ვკარგავდი. ეს, ყველასთვის დიდი ტრაგედია, ჩემთვის, სამხატვრო აკადემიის კერამიკოსისთვის, ორმაგად სამწუხარო იყო... არ ვმალავ მედიცინასთან ჩემს დამოკიდებულებას – ექიმების მიმართ ნდობა არ მაქვს... დავიწყეთ საუკეთესო სპეციალისტების მოძებნა. ღვთის წყალობით აღმოვაჩინეთ ნინო დუმბაძე და გვანცა გიორგაძე, რომლებმაც უზუსტესი ტექნოლოგიური გამოკვლევებით ერთობ იშვიათი და მძიმე დიაგნოზი დასვეს, ასევე, მარჯვენა მტევანზეც შენიშნეს პათოლოგიური ცვლილებების საწყისი ეტაპი. სამკურნალოდ მოწოდებული იყო მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, თუმცა, რამდენად წარმატებული იქნებოდა ოპერაცია, ამის გარანტიას ვერავინ იძლეოდა... მდგომარეობა კი თანდათან რთულდებოდა – ცერა თითის კუნთი გაბრტყელდა, სულ ჩავარდა, საერთოდ, აღარ არსებობდა.

- ლაპარაკი დაიწყეს თურქეთში წასვლაზე – ჩემი ძმისშვილი უკვე აქტიურად ემზადებოდა... მე კი მამა გაბრიელს ვთხოვდი შეწევნას. იმის კადნიერება არ მქონია, რომ სრულად განვეკურნე, მხოლოდ იმას ვთხოვდი, ოპერაციისგან გადავერჩინე, რათა მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. მცხეთაში არ ჩავსულვარ – ჩვენი ტაძრის მედავითნემ დაბადების დღეზე მამა გაბრიელის პატარა ხატი მაჩუქა და ამ ხატს ვევედრებოდი, ხელს ვადებდი და კანდელის ზეთსაც ვიცხებდი, ოღონდ – ეკონომიურად, რადგან ძალიან ცოტაღა მქონდა.

თანდათან უკეთესობა შევნიშნე, მაგრამ ვერ ვამხელდი – ხიბლში არ ჩამითვალონ-მეთქი. გულმოდგინე - ლოცვას ვაგრძელებდი. როცა უკვე თურქეთში წასვლა გადაწყვიტეს ჩემებმა, მაშინღა ვაჩვენე განკურნებული ხელი – ცერა თითის კუნთიც აღდგენილი იყო და მთელი მარცხენა მტევანი სრულად მორჩენილი, მარჯვენაზეც არავითარი სიმპტომი აღარ შეინიშნებოდა... ასე შემეწია მამა გაბრიელი.

......................
"ნეტა რაი დარბის?!"

სახლში რომ გაიგეს, ეკლესიაში დავდიოდი, თავსაფარი მეფარა და ვმარხულობდი, ისეთი აუტანელი მდგომარეობა შემექმნა, შინ მისვლა აღარ მინდოდა... მივიდოდი მამა გაბრიელთან და იქ მისული ხმას ვერ ვიღებდი. ხის პატარა სკამზე მიმითითებდა, ჩამოვჯდებოდი. იქვე იჯდა დედაო.

– მეჩხუბება, მიბრაზდება, მაგრამ რა ვქნა, დედაა და მიყვარს, მაინც მიყვარს! – მეუბნება მამა გაბრიელი.

მეორედმივდივარ. ისევ ხმას ვერ ვიღებ, ისევ ზის მის კელიაში დედაო. მომიტრიალდება მამა გაბრიელი და მიმეორებს:

– მეჩხუბება, მიბრაზდება, მაგრამ რა ვქნა, დედაა და მიყვარს, მაინც მიყვარს!..

მესამედ ისევ ის დედაოა იქ და მიკვირს, სულ ჩემს მისვლას რომ ემთხვევა მისი იქ ყოფნა... რად მხვდება აქ? იქნებ შევძლო რამის თქმა, ეს დედაო რომ არ იყოს. ისევ ჩამომსვამს სკამზე, დაიხრება ჩემკენ, ხელებს იმ დედაოსკენ იწვდის და მიმეორებს:

– მეჩხუბება! მიბრაზდება! დედაა, მაინც მიყვარს!

ვერაფერი გამიგია!..

თავზე ხელს მადებს, მერე გარეთ გადის, ცოტა ხანში უკან ბრუნდება – როგორა ხარ? – მეკითხება.

ისევ თავზე ხელს მადებს, მერე გარეთ გადის და დედაო ამბობს:

– ნეტა რაი დარბის?!

– როგორ ბედავთ, ეს ხომ მამა გაბრიელია! – "ვიცავ დედაოსგან.

-მამა გაბრიელი... ჩემი შვილია! ნეტა რაი დარბის...

– რა? შვილი? და გამინათდა გონება, დედაო რომ მგონია, მისი ხორციელი დედა ყოფილა. აი, რად მხვდება კელიაში, აი, რას მეუბნება თურმე მამა გაბრიელი!

მესამედ მადებს თავზე ხელს და...

– ხომ კარგად ხარ, ხომ მოგეშვა? – ძალიან თბილად მეკითხება.

...და, სამუდამოდ გამომიყვანა იმ გაუსაძლისი მდგომარეობიდან.

სალომე-თინათინ გოგინაშვილი

...........................
დიდი მადლობა მამა გაბრიელს

29 დეკემბერს დილიდანვე გავედი - საახალწლო - საყიდლებზე. დედაჩემი, ლუსია თოროზოვა, წირვაზე წავიდა, ჩემი 8 წლის ნიკოლოზი კი, თანატოლებთან ერთად, უბნის სტადიონზე თამაშობდა. არ ვიცი, როგორ მოხდა, თავისზე უფროს ბიჭს თავში წყლით სავსე ბოთლი უსვრია და წარბი გაუხეთქავს. ბავშვებს ფეხით წაუყვანიათ ჩვენთან ახლოს, ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ექიმებს უთქვამთ, ხელს ვერ მოვკიდებთ, თვალის კლინიკაში წაიყვანეთო. რაკი ბავშვებმა არ იცოდნენ, სად იყო თვალის კლინიკა, ისევ უკან წამოუყვანიათ. სახლში მისულს მეზობლებმა ეს ამბავი დამახვედრეს და მაშინვე ტაქსით გავვარდი. საავადმყოფოს მიმღებში იუარეს, არაფერი ვიცით შენი შვილის შესახებო. კარისკაცმა ჩუმად მითხრა: ამათ სისხლიც კი არ მოსწმინდეს და ბავშვებმა უკან წაიყვანესო. თავზარდაცემული გამოვიქეცი... ჩემი შვილი, თანატოლებით გარშემოხვეული, საცოდავად იჯდა სტადიონზე და ტიროდა (ქუდიც სადღაც დაჰკარგოდა). მაშინვე "სასწრაფო" გამოვიძახე. ექიმმა მითხრა: ღრმა ჭრილობაა, ახლავე კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ და იქ გაუკერავენო. ეს რომ ნიკოლოზმა გაიგო, შეშინდა და კატეგორიულად თქვა: მამა გაბრიელი და მიქაელ მთავარანგელოზი განმკურნავენო (რატომ თქვა მიქაელ მთავარანგელოზი და რატომ არ თქვა – სასწაულთმოქმედი ნიკოლოზი, ვისი სახელიც ჰქვია, არ ვიცი). ექიმმა ხელი მომაწერინა – პასუხისმგებლობა მოიხსნა. მეზობელმა მითხრა, ცოტა ხნის მერე მოვალ და მოტყუებით წავიყვანოთო.

ბავშვი დავაწვინე და ჭრილობაზე პატარა პარკით დავადე მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწა და ყვავილის ფურცლები. დაღლილს მალევე ჩაეძინა. ორი საათის მერე გამოიღვიძა და... თვალებს ვერ დავუჯერეთ: ჭრილობა მთლიანად შეხორცებული იყო. მეზობელი შემოვიდა საავადმყოფოში წასაყვანად და გაოგნებულმა წამოიძახა: მე რომ არ მენახა, ამას როგორ დავიჯერებდიო. ორი დღის მერე, დამნაშავე ბიჭის დედამ ნიკოლოზი რომ დაინახა, საყვედურით მითხრა: აკი, წარბი ჰქონდა გამსკდარი, რა ამბავი ატეხეთო. დიდი მადლობა მამა გაბრიელს ამ საოცარი დახმარებისათვის.

წმინდა გაბრიელის ხატის ავტორი: მირიან ცინცაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat