წმინდა ფორტუნატე, ტუდერტელი (ტოდელი) ეპისკოპოსი (+537) - 14 (27) ოქტომბერი
წმინდა ფორტუნატე, ტუდერტელი (ტოდელი) ეპისკოპოსი (+537) - 14 (27) ოქტომბერი
აი, რას მოგვითხრობს წმინდა ფორტუნატეზე წმინდა გრიგოლ დიალოღოსი:

"ქალაქ ტუდერტში, ეპისკოპოსად იყო ფორტუნატე, კაცი ღვთისმოშიშად მცხოვრები. მან ღვთისგან მიიღო უჩვეულო ნიჭი არაწმინდა სულების განდევნისა. ზოგჯერ მისი ლოცვის ძალით, ეშმაკთა მთელი ლეგიონები იძულებულნი ხდებოდნენ, შეპყრობილთაგან გამოსულიყვნენ. ასევე ძლიერი ლოცვით იგერიებდა მასზე მოსულ დემონთა ჯგროს...

ტუსციის ახლოს ერთ ცნობილ ქალბატონს ახალმოყვანილი რძალი ჰყავდა. ერთხელ დედამთილმა რძალი ქმართან ერთად წმინდა სებასტიანეს სახელობის ტაძრის კურთხევაზე მიიწვია. წასვლის წინა ღამეს რძალმა თავი ვეღარ შეიკავა და ქმართან ხორციელი სურვილი დაიკმაყოფილა. დილით სინდისმა ძალზე ამხილა, მაგრამ მიცემული პირობის გამო წასვლაზე უარის თქმაც რცხვენოდა. ამიტომ ტაძრის კურთხევაზე წავიდა. როცა წმინდა მოწამე სებასტიანეს ნაწილები ტაძარში შეაბრძანეს, ბოროტი სული თავს დაესხა რძალს და ყველას წინაშე ტანჯვა დაუწყო. ერთმა დეკანოზმა მაშინვე საკურთხევლიდან სინდონი (სამღვდელო სამოსელი) გამოიტანა და ეშმაკეულს დაადო, მაგრამ არაწმინდა სული მასვე დაესხა თავს. ერთმა ქალი შინ წაიყვანა. ეშმაკი არ წყვეტდა მის ტანჯვას. ეშმაკეულის ნათესავებმა, მისდამი სიყვარულის გამო (თუმცა არა სულიერი, არამედ ხორციელი სიყვარულისგან) ყველანაირი საშუალება სცადეს, ქალისთვის ჯანმრთელობა რომ დაებრუნებინათ. საბოლოოდ, ექიმბაშებს ჩაუგდეს ხელში - სურდათ, ჯადოსნური წამლით განეკურნათ ქალის სხეული, მისი სული კი საბოლოოდ დაეღუპათ. ექიმბაშებმა ქალი მდინარეში ჩასვეს და არაწმინდა სულის გასადევნად განგრძობილი შელოცვები დაიწყეს. ყოვლადძლიერი ღმერთის გამოუკვლეველი ნებით, როგორც კი ჯადოსნური ხელოვნების დახმარებით ქალიდან ერთი დემონი გამოვიდა, მის მაგივრად ლეგიონი შევიდა. ავადმყოფმა დაიწყო ბრძოლა და ყვირილი. შეწუხებულმა მშობლებმა შვილი წმინდა ეპისკოპოს ფორტუნატეს მიუყვანეს და მასზე ზრუნვა სთხოვეს. მღვდელმთავარი დღედაღამ დიდხანს ლოცულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ფორტუნატემ გოგონა მშობლებს ისეთი გამოჯანმრთელებული და დამშვიდებული დაუბრუნა, თითქოს არაწმინდა სული არასოდეს შესულიყო მასში.

სხვა დროსაც ღვთის კაცმა ასევე განაძევა ერთი ადამიანისგან არაწმინდა სული. ეს ასე მოხდა: ერთხელ, მიმწუხრისას, როცა ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა, ეშმაკი მწირის სახით დადიოდა ქალაქის ქუჩებში და ყვიროდა: "აი, რა ქნა ვითომდა წმინდა ეპისკოპოსმა ფორტუნატემ!.. სახლიდან მწირი გამოაგდო! ახლა კი მთელ ქალაქში ღამის გასათევს დავეძებ და ვერ მიპოვია". მისი ხმა მოესმა კაცს, რომელიც ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად შინ ბუხარს უჯდა. მწირი მიიპატიჟა და ჰკითხა, რა გააკეთა ეპისკოპოსმაო. ამ დროს არაწმინდა სული ეცა სახლის პატრონის შვილს, ცეცხლში ჩააგდო და გაგუდა. საცოდავი მამა მაშინ კი მიხვდა, თუ ვინ განაგდო ეპისკოპოსმა, მან კი მიიღო...

სხვა დროს კიდევ ასეთი რამ მოხდა: ერთმა კაცმა თვალის ჩინი დაკარგა და კურნება წმინდა ფორტუნატეს სთხოვა. როგორც კი ღვთის კაცმა ლოცვა წარმოთქვა და ბრმის თვალებზე ჯვარი გამოსახა, კაცს ბინდი გადაეწმინდა და მხედველობა დაუბრუნდა. ერთ მეომარს ცხენი გაუცოფდა, რამდენიმე კაცი ძლივს აკავებდა, ვინც კი ცხენს მიუახლოვდებოდა, ყველას მწარედ ჰკბენდა. საბოლოოდ შეიპყრეს და წმინდა ფორტუნატესთან მიიყვანეს. ჯვრის გადასახვისთანავე ცხენს სიცოფემ გაუარა და ადრინდელზე თვინიერი გახდა. სასწაულით გახარებულმა მეომარმა გადაწყვიტა, ცხენი ფორტუნატესთვის ეჩუქებინა. წმინდანმა უარი უთხრა, მაგრამ რადგან მეომარი დაჟინებით, სთხოვდა, ღირს მამას, რომელსაც არ უნდოდა სიკეთისთვის ჯილდო, არც უარით შემომწირველის შეურაცხყოფა, სიყვარულით აღძრულმა იყიდა ცხენი, რომელიც სრულიადაც არ სჭირდებოდა.

ასევე უთუოდ უნდა მოგითხრო ის, რაც ამ წმინდანზე შევიტყვე თორმეტი წლის წინ. ჩემთან ღარიბი ბერიკაცი მოვიდა. განსაკუთრებით მიყვარს საუბარი ბერიკაცებთან, ამიტომ მასაც გამოვკითხე, საიდან იყო. ქალაქ ტუდერტიდან ვარო. ხომ არ იცნობდი ეპისკოპოს ფორტუნატეს-მეთქი. "ვიცნობდი, თანაც ძალიან კარგად", - მიპასუხა ბერიკაცმა. "ხომ არ იცი მისი რომელიმე სასწაულის შესახებ და აღმიწერეთ, როგორი იყო ეს წმინდა კაცი". "სულაც არ გახლდათ ისეთი ადამიანი, ყველგან რომ გვხვდებიან. რაც უნდა ეთხოვა ყოვლისშემძლე ღმერთისთვის, მისი თხოვნა ყოველთვის სრულდებოდა. მოგითხრობ ერთ-ერთ სასწაულს, რომელიც ახლა გამახსენდა. ერთხელ ქალაქი ტუდერტი გამოიარეს გუთებმა, რომლებიც ჩვენკენ მიდიოდნენ. ტუდერტის მეზობელი სოფლიდან მათ ორი ბიჭი მოიტაცეს. როგორც კი შეიტყო ეს ამბავი წმინდა ფორტუნატემ, გუთები მაშინვე იხმო. ისინი მოვიდნენ. წმინდანმა მშვიდად დაუწყო საუბარი და ალერსით სცადა შეერბილებინა მათი მძვინვარება. მერე კი ჰკითხა: რას ისურვებთ იმ ბიჭების გამოსასყიდად. მე მოგცემთ გამოსასყიდს, თქვენ კი ნიშნად ჩემ მიმართ კეთილგანწყობისა, ბავშვები დამიბრუნეთო. ამაზე ერთმა გუთმა, რომელიც სხვების უფროსი ჩანდა, უპასუხა: სხვა რამე გვთხოვე, შენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ამ ბიჭებს კი არანაირ საფასურად არ მოგცემთო. წმინდანი მას მშვიდად დაემუქრა: შვილო, ტყუილად განამწარებ მამაშენს. ნუ დამამწუხრებ, რომ რაიმე უსიამოვნო ამბავი არ შეგემთხვასო. მაგრამ გულგაუხეშებულმა გუთმა უარი უთხრა წმინდანს და წავიდა. მეორე დღეს, სანამ გზას გაუდგებოდნენ, გუთი კვლავ მოვიდა წმინდა ფორტუნატესთან და მანაც კიდევ ერთხელ სთხოვა ბავშვების დაბრუნება. გუთმა ისევ იუარა. იცოდე, რადგან დამამწუხრე, გზაზე მშვიდად ვერ ივლიო, - უთხრა წმინდანმა უკმაყოფილოდ.

გუთმა უყურადღებოდ დატოვა ნათქვამი, დაბრუნდა შინ, სადაც იყო შეჩერებული, ბიჭები ცხენზე შემოსვა, თავის მეგობრებს გააყოლა და მათ ცხენით უკან გაჰყვა. როცა წმინდა პავლეს ეკლესიას ჩაუარეს, ცხენმა წაიფორხილა, მხედარი ძირს ჩამოვარდა და ფეხი მოტყდა. გუთი ასწიეს და უკანვე წაიყვანეს. სნეულმა მაშინვე გააგზავნა კაცი ეპისკოპოსთან - ბავშვების წასაყვანად მსახური გამომიგზავნეთო. გუთმა ფორტუნატეს მსახურს ბიჭები გადასცა და მღვდელმთავართან დააბარა: "წადი და უთხარი უფალსა ჩემსა ეპისკოპოსს: შენ არ აკურთხე იგი და ვნებას შეემთხვა, მიირქვი ახლა შენი ბავშვები და შეეწიე მას". მსახურმა ბავშვები დაუყოვლებლივ წაიყვანა ეპისკოპოსთან. ნეტარმა ფორტუნატემ მსახურს ნაკურთხი წყალი გაატანა სნეულთან - ახლავე ასხურეთო, დაავალა. მსახური კვლავ წავიდა სნეულ გუთთან, მთელ სხეულზე ასხურა ნაკურთხი წყალი და უცებ საკვირველი და გონებამიუწვდომელი ამბავი მოხდა! როგორც კი ნაკურთხი წყალი შეეხო გუთის სხეულზე მტკივან ადგილს, ავადმყოფობა სადღაც გაუქრა, ძვალი შეხორცდა, გუთი წამოდგა და გზა გააგრძელა, თითქოს არაფერი შემთხვეოდა. ამგვარად, გუთი, რომელმაც ეპისკოპოსს არ დაუჯერა და ფულის სანაცვლოდ ბავშვების დაბრუნება არ ისურვა, ღვთისაგან დაისაჯა და ბავშვების დაბრუნება მოუხდა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე", - ამ შემთხვევის გარდა ბერიკაცმა წმინდა ფორტუნატეს კიდევ ზოგიერთ სასწაულზეც მომითხრო. იმ დროს უკვე გვიანი იყო, თანაც მელოდებოდნენ სულიერი სწავლების მიღების მსურველნი, ამიტომ დიდხანს ვეღარ მოვუსმენდი, თუმცა ამის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ალბათ მას ყოველთვის სიამოვნებით გავესაუბრებოდი.

მეორედ სტუმრობისას ბერიკაცმა წმინდა ფორტუნატეზე უფრო საკვირველი რამ მიამბო: ქალაქ ტუდერტში ორ ღვიძლ დასთან ერთად ვინმე მარკელაოზი ცხოვრობდა, კაცი პატიოსანი და ღვთისმოშიში. იგი ავად იყო და დიდებულ დღეს, აღდგომის შაბათს, საღამოს გარდაიცვალა. რადგან სასაფლაო შორს იყო, მიცვალებული ვერ წაასვენეს და იმ დღეს დაუმარხავი დარჩა. მაგრამ როცა დაკრძალვის დრო მოვიდა, ძმის დაკარგვით დამწუხრებულმა მარკელაოზის დებმა წმინდა ფორტუნატესთან მიირბინეს, ცრემლებითა და ქვითინით შეევედრნენ: "ჩვენ ვიცით, რომ შენ სასწაულებს იქმ, განკურნებ კეთროვნებს, ბრმებს თვალს უხელ, მოდი და გააცოცხლე ჩვენი მკვდარი ძმა". წმინდანმა როცა შეიტყო, რომ მათ ძმა გარდაეცვალათ, თვითონაც აცრემლდა და დებს უთხრა: "წადით და ნუღარ ითხოვთ ამას, რამეთუ ყოველივე ყოვლისშემძლე ღვთის ნებაა და მისი შეწინააღმდეგება არავის შეუძლია". დები წავიდნენ, ეპისკოპოსი კი კვლავ წუხდა მათი ძმის სიკვდილის გამო. მეორე დღეს, კვირას, ჯერ არ იყო გათენებული, თავის ორ მსახურთან ერთად გარდაცვლილის სახლში შევიდა, მივიდა საწოლთან, სადაც გარდაცვლილი ესვენათ, დაემხო მის წინ, ღვთის წინაშე ლოცვა აღავლინა, დაჯდა გარდაცვლილის სიახლოვეს და ჩუმად სახელით მოუწოდა: "ძმაო მარკელაოზ". ძალზე ხმადაბლა წარმოთქვა ეს სიტყვები და გარდაცვლილიც თითქოს ძილ-ღვიძილიდან გამოერკვაო, თვალები გაახილა, ეპისკოპოსს შეხედა და იკითხა: "ეს რა დამემართა, ეს რა მომივიდა!" "მაინც რა დაგემართათ?" - ჰკითხა ეპისკოპოსმა. "წუხელის ორი ვინმე მოვიდა ჩემთან, - თქვა გარდაცვლილმა, - სხეულს გაყრილი ჩემი სული მშვენიერ ადგილას წაიყვანეს. ახლა კი ერთი მათგანი ისევ მოვიდა და თქვა: "წაიყვანეთ უკან, რადგან შინ ეპისკოპოსი ფორტუნატე ეწვია". თქვა ეს გარდაცვლილმა, მაშინვე წამოდგა და ამ ამბის შემდეგ დიდხანს იცოცხლა. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მან ის ნეტარება დაკარგა, პირველად სიკვდილის შემდეგ რომ მიიღო. რამეთუ თავის პირველ სიკვდილამდე სათნოეყო ყოვლისშემძლე ღმერთს, მაშინ უეჭველია, რომ წმინდანის ლოცვით გაძლიერებული, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფრო ღვთისმოშიშად დაიწყებდა ცხოვრებას. მაგრამ რად გვინდა ბევრი ვილაპარაკოთ წმინდა ფორტუნატეს ღმრთივსათნო ცხოვრებაზე, როცა მის დიდებულ სათნოებათა დამატკბობლად თვალთა წინაშე მუდამ გვაქვს მისი უხრწნელი სხეული? ისევე, როგორც სიცოცხლეში, ის ყოველთვის განასხამდა ეშმაკებს, კურნავდა ყოველგვარ სნეულებით შეპყრობილ ავადმყოფს, რომელიც მასთან სარწმუნოებით მიდიოდა. ასევე ახლაც, მისი გარდაცვალების შემდეგ, იმავე სახის სასწაულები ხდება მის უხრწნელ ნაწილთაგან".

ქალაქ ტოდში წმინდა ფორტუნატეს სახელობის ტაძარში, მისი წმინდა ნაწილები ასვენია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat