წმინდა ეგნატე, ერისკაცობაში იოანე აგალიანოსი, დაიბადა დაახლოებით 1480 წელს კუნძულ ლესბოსზე, კალონის სიახლოვეს დაბა ფარანგასში.
ის ბავშვობიდანვე ისწრაფოდა მონაზვნური ცხოვრებისკენ, მაგრამ მღვდელი მამის ნებით, მორწმუნე ქალიშვილზე, მარიამზე დაქორწინდა. მალე იოანე მღვდლად დაადგინეს. იგი სულიერად აპურებდა მშობლიური სოფლის მორწმუნეებს. მამა იოანე განათლებული კალიგრაფი და პოეტი იყო.
როცა ჭირმა ცოლი და მეთოდეს გარდა ყველა შვილი დაუხოცა, მამა იოანე ეგნატეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა. ფარანგასის ახლოს, მირსინიოტისას ღვთისმშობლის მონასტრის მიტოვებული ტაძარი იდგა მისი ოჯახის კუთვნილ მიწაზე. ეგნატემ ის აღადგინა, და ტაძრის სიახლოვეს დასახლდა მოხუცებულ მამა მანუელთან და მეთოდესთან ერთად. აქ მათ რამდენიმე ახალი შენობა ააშენეს და საფუძველი ჩაუყარეს ახალ მონასტერს. როცა მის გარშემო ბევრი აქ ცხოვრების მსურველი შეიკრიბა, მამა ეგნატემ გადაწყვიტა, მირსინიოტისას სავანეში დედები დაესახლებინა, ხოლო მამათა მონასტერი ახალ ადგილას აეშენებინა. 1526 წელს ის კალონის სიახლოვეს მდებარე ლიმონის სავანეში მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის ნანგრევებთან დასახლდა, რომელიც ასევე მის საგვარეულო მიწაზე იდგა და იქ მამათა მონასტრის შენება დაიწყო. მან, როგორც ლიმონის მო-ნასტრის წინამძღვარმა, საკრებულო ტაძარი ააშენა, ააგო სკოლები, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო და სხვა საქველ-მოქმედო საზოგადოებები. მათ მონასტერში დაარსებული სასწავლებელი ლიმონიადა, ლესბოსის საგანმანათლებლო ცენტრი გახდა და 1923 წლამდე იარსება.
მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, მან შეძლო ამ კუნძულზე მონაზვნური ცხოვრების აღორძინება, რომელიც იმ დროს თურქეთის უღელქვეშ საშინლად იტანჯებოდა. მისი დაარსებული სასწავლებლის წყალობით ბევრი ადამიანი გამოვიდა უმეცრების წყვდიადიდან. შემდგომში ამ ხალხმა შეძლო ერის განათლება და ბერძნული კულტურის შენარჩუნება.
1530 წელს წმინდა ეგნატემ ანდერძი შეადგინა, რომელიც, მირსინიოტისას მონასტრის დედებისადმი მიწერილ სამ წერილთან ერთად, სავანის ტიპიკონს წარმოადგენს. მან მთელი ქონება და მიწები მონასტრებს ჩააბარა. ამ ანდერძით მისი მონასტერი კინოვიური უნდა ყოფილიყო, იღუმენი უნდა აერჩიათ და მონაზვნებს საკუთარი ქონება არ უნდა ჰქონოდათ. ლიმონის მონასტრის მამებს დაავალა მირსინიოტისას დედებზე ზრუნვა.
ანდერძის დაწერიდან მალევე წმინდა ეგნატე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. მისი იქ ყოფნისას გარდაიცვალა მიფიმიის ყოფილი მიტროპოლიტი მაკარი და წმინდა სინოდმა ეგნატე მის მემკვიდრედ აირჩია. 1531 წელს მას ეპისკოპოსად ხელი დაასხეს და მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს.
სიცოცხლის ბოლოს წმინდა ეგნატემ დაუტევა ეპისკოპოსობა და მიწიერი ცხოვრების დღეები ლიმონის მონასტერში გაატარა, როგორც უბრალო მონაზონმა და მასწავლებელმა. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ ის 1566 წელს გარდაიცვალა და მირსინიოტის საკრებულო ტაძრის საკურთხეველში დაკრძალეს. წმინდა ეგნატეს მირონმდინარე ნაწილთა აღმოყვანება 1584 წელს, პატრიარქ სილიბისტრო (სილვესტერ) ალექსანდრიელის მიერ მოხდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი