წმინდა ნიკოლოზი XII საუკუნეში მოსაგრეობდა, დავით ჩერნიგოველის ვაჟი გახლდათ და ერისკაცობაში სვიატოსლავი ერქვა.
ღირსმა ნიკოლოზმა რუს თავადთაგან პირველმა თქვა უარი ამსოფლიურ ცხოვრებაზე და 1106 წელს მონაზვნად აღიკვეცა კიევის მღვიმევის მონასტერში. ასევე უარი თქვა ყოველგვარ პრივილეგიაზე და სავანეში ყველას მორჩილებდა. უფროს ძმებს სურდათ ერში დაბრუნებულიყო, მაგრამ უარი მიიღეს. ის, როგორც უბრალო მორჩილი, ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა, როგორც მზარეულის დამხმარე, მეკარე და სატრაპეზოს მსახური. როცა იღუმენმა მისი უსიტყვო მორჩილება იხილა, კელიაში განმარტოების ნება მისცა, რათა მყუდროებაში მოუკლებლად ელოცა. წმინდანი მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს მიირთმევდა იმ საჭმლიდან, რომელიც მისთვის სატრაპეზოდან მოჰქონდათ, დანარჩენს გლახაკებსა და მომლოცველებს ურიგებდა.
1142 წელს მისი ძმები სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაეკიდნენ ერთმანეთს. წმინდანმა იღუმენისგან ნებართვა აიღო და მათ შესარიგებლად სოფელში დაბრუნდა. წმინდანი ლოცვით სიცოცხლეშივე სასწაულებს ახდენდა. გარდაიცვალა 1143 წლის 14 ოქტომბერს.
რამდენიმე თვის შემდეგ მისი ძმა იზიასლავი მძიმედ დასნეულდა, მაგრამ, როგორც კი მონასტრის წყაროს წყალი შესვა და თავისი ძმის, წმინდა ნიკოლოზის კაბა ჩაიცვა, იმწამსვე განიკურნა. შემდგომში, როცა ავად გახდებოდა, წამლად ამ სიწმინდეს იყენებდა და ამავე კაბაში შემოსვა ითხოვა გარდაცვალების დღეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი