casino siteleri 2023
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (+1515) - 09 (22 ) სექტემბერი - კარიბჭე
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (+1515) - 09 (22 ) სექტემბერი
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (+1515) - 09 (22 ) სექტემბერი
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (ერობაში - იოანე სანინი) 1439 წელს დაიბადა ქალაქ ვოლოკოლამსკის მახლობლად, კეთილმსახური მშობლების, - იოანესა (ბერობაში - იოანიკე) და მარინეს (სქემაში - მარიამი) ოჯახში.

შვიდი წელი რომ შეუსრულდა, ყრმა ვოლოკოლამსკის ჯვართამაღლების მონასტრის კეთილმსახურ და განათლებულ ბერს, არსენის მიაბარეს აღსაზრდელად.

იშვიათი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყმაწვილმა ერთ წელიწადში - ფსალმუნნი, მომდევნო წელს კი - წმინდა წერილი ზეპირად ისწავლა. იგი მონასტრის ტაძრის მედავითნე და მგალობელი გახდა. თანამედროვეებს აოცებდა წმიდანის საკვირველი მეხსიერება: ზეპირად ამბობდა ტიპიკონით გათვალისწინებულ საკითხავებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან და სამოციქულოდან.

ოცი წლისამ წუთისოფელი დაუტევა და ტვერს, წმინდა საბას მონასტერს შეერთო, სადაც წმინდა ხუცეს ბარსანოფის ეშვილა სულიერად.

სწორედ მან ურჩია იოსებს, ბოროვსკის მონასტრის იღუმენთან, წმინდა სერგის მოწაფე ღირს პაფნუტისთან (ხსენება 1 მაისს) მისულიყო, იმ დროის უდიდეს მამასთან, რომელმაც 1460 წლის 13 თებერვალს ბერად აღკვეცა და საბერო ცხოვრების წესები გააცნო.

წმიდანმა 18 წელი დაყო ამ მონასტერში. 1477 წელს, პაფნუტი ბოროვსკელის გარდაცვალების შემდეგ, იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და წმინდა იღუმენის ანდერძისამებრ, სავანის წინამძღვრობა მიანდვეს.

იოსებმა სავანისათვის მკაცრი ტიპიკონის შემოღება განიზრახა, რასაც ძმობა უკმაყოფილებით შეხვდა, ამიტომ სხვა მონასტერთა წესდების შესასწავლად იქაურობა დატოვა.

ყველაზე მეტად წმინდა კირილე ბელოზერელის მიერ დაფუძნებული სავანის წესდება ესათნოა, თუმცა, თავის მონასტერში აღარ დაბრუნებულა, არამედ კვლავ მშობლიურ ვოლოკოლამსკს დაუბრუნდა, სადაც 1479 წელს, ქალაქიდან 20 კილომეტრში, უღრან ტყეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, თავად ბორის ვასილის ძის (+1494 წელი) შემწეობით, მონასტერი დააფუძნა.

სავანე საკმაოდ სწრაფად შენდებოდა და ქვის მშვენიერი, ფრესკებით გამშვენებული ტაძარიც მალე დასრულდა (1484 წელი).

სავანემ მალე მიიღო მრავალრიცხოვანი შემოწირულობანი, ნეტარმა მამამ კი ყოველივე ისე მოაწყო, როგორც თავად სურდა, - სავანის წესდება ათონისა და სტუდიის მონასტერთა წესდებაზე დაყრდნობით შეადგინა. სწორედ ამ მკაცრმა ტიპიკონმა მიიზიდა მრავალი გადარჩენის მოსურნე.

იოსები კი, წოდებისა თუ გარეგნობის განურჩევლად, ყველას ერთნაირი სიყვარულით განუღებდა სავანის კარს.

მცირე ხანში მონასტრის ბერების რიცხვმა ასს მიაღწია. ამბა იოსები ცდილობდა, ყველაფერში თავშეკავებისა და ზომიერების მაგალითი მიეცა სულიერი შვილებისათვის და გარეგნულად მათგან არაფრით განსხვავდებოდა. იგი ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში, სხვებთან ერთად კითხულობდა და გალობდა, ქადაგებდა, და ბოლოს, უკანასკნელი ტოვებდა იქაურობას.

ღამღამობით იღუმენი ტაძარსა და სენაკებში მიმოდიოდა ხოლმე - ერთგულ დარაჯად ედგა ძმების სიმშვიდეს და სიფხიზლეს. თუ უქმი საუბარი შემოესმებოდა, კაკუნით ამცნობდა ბერებს თავის იქ ყოფნას, შემდეგ კი მდაბლად განერიდებოდა.

ღირსი იოსები მთავარ ყურადღებას ბერების შინაგან ცხოვრებას უთმობდა და მკაცრად აკვირდებოდა მონასტრის წეს-განგების შესრულებას, რომლის საფუძველიც სრული უპოვრება, საკუთარი ნების მოკვეთა და მუდმივი შრომა გახლდათ.

ძმებს ყველაფერი საერთო ჰქონდათ. წინამძღვრის კურთხევის გარეშე არავის შეეძლო რამის შეტანა სენაკებში - თვით წიგნებისა და ხატებისაც კი.

საერთო შეთანხმებით, ტრაპეზის ნაწილს ბერები გლახაკებისთვის ტოვებდნენ. შრომა, ლოცვა და პირადი ღვაწლი ავსებდა ძმების ცხოვრებას. იესოს ლოცვა არ შორდებოდა მათ ბაგეებს.

ამბა იოსები უქმობას დემონურ საცდურთა მთავარ იარაღად თვლიდა. თავად იღუმენი მუდამ ყველაზე მძიმე სამუშაოს განიწესებდა ხოლმე, ღამეებს კი - ლოცვაში განლევდა. სავანის მრავალი ბერი იყო დაკავებული საღვთისმსახურო წიგნებისა და წმიდა მამათა ნაშრომების გადაწერით, რის გამოც მალე ვოლოკოლამსკის წიგნთსაცავი ერთ-ერთი საუკეთესო შეიქნა რუსეთის მონასტერთა ბიბლიოთეკებს შორის.

1512 წლის დიდი შიმშილობისას სავანემ ათასამდე ბავშვი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან.

სწორედ იმ დროს ახალგაზრდა თავადი, ივანე რუზელი უზიარებელი მიიცვალა. ნეტარი მამა ლოცვად დადგა, მიცვალებული აღადგინა და აზიარა, რის შემდგომაც თავადმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა იოსები მრავალი რუსი ბოიარისა და წარჩინებული ერისკაცის სულიერი მოძღვარი გახლდათ, თუმცა, თავისი გავლენით არასოდეს უსარგებლია. ღვთისგან ადამიანთა გულისთქმათა ხედვისა და მომავლის წინასწარჭვრეტის მადლი მიიღო, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე კი მოსკოვის მთავართა მარცხი იწინასწარმეტყველა 1514 წლის ორშის ბრძოლაში პოლონურ-ლიტვურ კოალიციასთან.

ვოლოცკის სავანის საძმო დღითი დღე იზრდებოდა, ღირს მამას კი თვალისჩინი წაერთვა, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე კი მონასტერს იმგვარი წესდება შეუდგინა, რომელიც შემდგომ სხვა სავანეთა სახელმძღვანელოდაც იქცა.

ამქვეყნიდან განსვლის წინ საძმოს უხმო და წინამძღვრის არჩევა უბრძანა.

მამებმა ნეტარი იოსების მონაცვლედ დანიელ რიაზა-ნელი აირჩიეს, წმინდა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა სულიერი შვილები, დიდი სქემით შეიმოსა და 1515 წლის 9 ოქტომბერს, სამოცდათექვსმეტი წლის ასაკში მიიცვალა.

იგი თავისი სავანის ტაძარში დაიკრძალა, მის წმინდა ნაწილებთან უამრავი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.09.2023
წმინდა თერაპონტე ერთ-ერთია, იმ სამას უცხოტომელი მონაზონიდან (მათ ზოგჯერ ალამანელებსაც ეძახიან),
25.09.2023
უესექსელი მღვდელ-მონაზონი ბურხარდი წმინდა ბონიფანტეს ხელმძღვანელობით, დაახლოებით 732 მისიონერული მიზნით გერმანიაში გაემგზავრა.
25.09.2023
ღირსი კოზმა ერთ-ერთი ვლადიმირელი თავადის მსახური იყო და თავის ბატონს ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს წიგნის კითხვით ანუგეშებდა.
24.09.2023
ღირსი გერვასი დაიბადა XVIII საუკუნეში, ქალკედონში, სოფელ გომატიონში. ის განუდგა სოფელს და მონაზვნად აღიკვეცა ათონზე, ყარაყალის მონასტერში.
24.09.2023
აი, რას მოგვითხრობს წმინდა ფორტუნატეზე წმინდა გრიგოლ დიალოღოსი:
24.09.2023
წმინდა ეგნატე, ერისკაცობაში იოანე აგალიანოსი, დაიბადა დაახლოებით 1480 წელს კუნძულ ლესბოსზე, კალონის სიახლოვეს დაბა ფარანგასში.
24.09.2023
წმინდა ნიკოლოზი XII საუკუნეში მოსაგრეობდა, დავით ჩერნიგოველის ვაჟი გახლდათ და ერისკაცობაში სვიატოსლავი ერქვა.
21.09.2023
25 სექტემბერს (8 ოქტომბერს) ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს კათალიკოს არსენ I-ის ხსენების დღეს.
16.09.2023
რამდენადაც ღირსი სერგის მიერ აღსრულებულ სასწაულთა სრულად აღნუსხვა, სიმრავლის გამო, შეუძლებელია, აქ მხოლოდ მცირედს გავიხსენებთ..
14.09.2023
წმინდა აუდომარი (ომერი) კუტანსის (ნორმანდიაში, საფრანგეთის მიწებზე) მახლობლად მდებარე ქალაქ ორვალში, დაახლოებით, 600 წელს დაიბადა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri