"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
წმინდა ექვთიმე კერესელიძე
გაგრძელება
1924 წელში, მე კიდევ არა მქონდა მოთავებული ამ ხსენებული საგალობლების საქმე. კიდევ წერასა და ზრუნვაში ვიყავი. ამავე წელს, რაიმე სამწუხარო მიზეზით ყველგან უეცრად შეიცვალა დრო! მაშინ მე დიდ შიშში და ფიქრში ჩავარდი (ნაწერები არ დამეკარგოს-მეთქი), იმისთვის, რომ საგალობლების წიგნები უფრო კარგად ყოფილიყო დაცული, მე გადავწყვიტე მისი საიდუმლო ბინის მოძებნა, გადატანა და შენახვა.

ამის გულისთვის წავედი ქუთაისში და ვუთხარი მღვდელ რაჟდენ ხუნდაძეს (რადგან მანამდის ერთმანეთში კაი განწყობილება გვქონდა) და ვსთხოვე: თუ შეიძლება შენთან ჩემი საგალობლების წიგნების შენახვა-მეთქი. იმან მითხრა:

მოიტანე აქ ჩემთან და მე შეგინახავ. მე თვითონ ერთგული ვარ ამ საქმის და სრული იმედი გქონდეს, რომ არაფერი ვნება არ მოეწევა იმ შენს საგალობლებს ჩემთანაო.

მეც დამაჯერა და დამარწმუნა მისი დროებით შენახვა და უვნებლად დაცვა. წავედი გელათში ჩემ ბინაზე და ვიქირავე ერთი ურემი ხუთ თუმნად და წიგნებით სავსე იაშიკები დავაწყვე მას ზედ და ფრთხილად წავიღე ქუთაისს. რომ მივიტანე ხუნდაძესთან, გაუკვირდა და სთქვა: ამდონა წიგნები სად გქონდაო?! ნამდვილად შევატყვე, რომ შეშურდა. მაშინ ზოგი წიგნებით სავსე იაშიკები, ნალიაში შეინახა, ზოგი საბძელში და ზოგიც პადვალში. ასე დავალაგე და მივაბარე წიგნები.

ამის შემდეგ გავიდა ერთი წელიწადი და როდესაც მე განვიზრახე ისევ ამ საქმის გაგრძელება 1925 წელს, შუა ზაფხულში, მივედი რაჟდენ ხუნდაძესთან და მოვსთხოვე ჩემი წიგნები: ვნახოთ ის წიგნების წაღებაზე უარს მიცხადებს და მეუბნება: წიგნებს ვერ გაგატან, რადგან მე მაშინ ძალიან ეფად გაგირიგდი გალობაზე მუშაობას და ახლა ჩემი დანაკლისი უნდა ავინაზღაურო უთუოდ. მაშინ მე ვუთხარი მას: მას დროს შემდეგ, მე რომ გაწერიებდი, თორმეტი წელიწადია გასული, შენ კარგა გაიხსენე, მე მაშინვე ჩაგაბარე ის ფული, რაც შენ თვითონ მთხოვე და მოგირიგდი: თვითო ნომერ საგალობელზე თვითო მანათი ფული, ესე იგი შენ ჩაიბარე ჩემგან ათასი მანეთი ათას საგალობელში, თუ მეტის ღირსი იყავი და გერგებოდა, რატომ მაშინ არ მითხარი?! ან და მას უკან ამ თორმეტი წლის განმავლობაში, რატომ არ მომთხოვე, რომ ჩემი ფული გმართებსო! მან მითხრა: ყველა ნოტის წიგნი უნდა გავყიდოთ, მთავრობასთან ჩემი შვილი დადის და ჰპირდებიან ყიდვას, რო გაიყიდება, შენი იქნებაო. მე ვუთხარი: რას მეუბნები, კაცო, მე ჩემი წიგნების გაყიდვა არ მინდა, წიგნებს გავყიდი და ფულს მოვიგებ-თქო, ამისთვის არ მიზრუნია და არც მიფიქრნია, მე წიგნებისა და საგალობელთათვის პირიქით თუ რამე გამაჩნია ფულსაც ვხარჯავ და შრომასაც ვდებ, რომ მთელი საგალობლები რიგზე დაწყობილად დასრულებული მექნეს და შემდეგ მე იმას საიმედოს და საუკუნოს ბინას უშოვნი-მეთქი. მაშინ იმანა სთქვა: შენ თუ ხარ უგუნური ვირივით მუქთა მშრომელა, მე არა ვარ, მე ვშრომობ იმისთვის, რომ ფული ავიღოო. შენ თუ არ გინდა რომ გაყიდო, მე მინდა ჩემი ნაშრომი გავყიდოო და ფული ავიღო. მაშინ დაიძახა: მომეცით დანა (უბრძანა თავის ცოლ-შვილს) დანა მისცეს, მან ამოიღო იაშიკიდან ოთხი დიდი წიგნი და მეუბნება: აი ამ წიგნში, ამ გვერდიდან ამ გვერდამდი ჩემი ნაშრომი არის და უნდა ამოვჭრაო და ამოჭრა კიდეც! სამი დიდი წიგნები და მეოთხე წიგნი მთლიანად წამართვა და ამოჭრილები 2000 ფურცლამდი წაიღო და მითხრა: აი, ამათ გავყიდი, ამათში პირველი ხმა შენი საკუთრება არის და დანარჩენი ორი ხმა ჩემია, რამდენ ფულადაც გაიყიდება, ორი წილი ჩემი იქნება და მესამედი შენი. ამის პირობის პატარა ქაღალდი დაეწერა და გადმომცა. მაშინ რო უყურებდი წიგნებში დანის ტრიალს: გული ბოღმით ამევსო, კანკალი დამაწყებია, და ცრემლი თვალებში წამომაწვა, მოკლედ რომ ვსთქვა: ჯოჯოხეთური ცეცხლი ტრიალებდა ჩემ გულში. როგორც დედ-მამა თავის საყვარელ მკვდარ შვილს ცრემლით დასტიროდეს და გოდებდეს, ისე ვგოდებდი მე ჩემ გულში! და ჩემი პირი ერთავად გამოიტყოდა: ვაი მე, ვაი მე.

ასეთი მკაცრი მოთმინებით გადავატარე ის საშინელი სასისხლე ჟამი! მერე დავიქირავე სხვა სოფლის, იქვე მყოფი ურემი და გადავიტანე დანარჩენი წიგნები იქვე ქუთაისში, კიბულაში მცხოვრებ ნაცნობ მოვაჭრის (იაკოფ მორჩაძის) სახლში, შევეხვეწე: გელათის სოფლის შეშიანი ურემი ჩამოვა პარასკევს და მე იმას დავაბარებ წამოღებას და თქვენც იმას გამოატანეთ ეს ოთხი იაშიკი. ამ თქვენ ეზოში, ამ საქათმეში დავაწყობ დროებით. სამი დღის შემდეგ მომიტანა ჩემი ნოტის წიგნები შეპირებულმა კაცმა. ამის შემდეგ ვეღარ მოვისვენე და ვერც მუშაობა გავაწყვე: წიგნები და საგალობლები რო მაკლდა, მგლოვიარედ ვიყავი, თითქო ავადმყოფივით...

ერთი თვე რო გავიდა, წავედი კიდევ ქუთაისს, მცირე ძღვენი მივუტანე რაჟდენ ხუნდაძეს, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი: მამაო რაჟდენ, იმედი მაქვს, ჩვენ ერთმანეთს შორის უწინდებული ძმობა და სიყვარული კიდევ გვაქვს და ეს მომხდარი უსიამოვნება, სიამოვნებად შევსცვალოთ! ასე წარმოიდგინე, იმ დროიდგან ავადმყოფივითა ვარ! ვერაფერი საქმის გაკეთება ვერ მოვახერხე! ახლა ამას გთხოვ: თითო-თითო წიგნი მათხოვე ხელწერილქვეშ, იმას გადავიწერ, მერე მოვიტან, ჩაგაბარებ და სხვას წავიღებ, ასე ბოლომდი. და თუ ის ამოჭრილი საგალობლები გაიყიდება, მაშინ კარგი იქნება, სარგებლობას მოგვცემს.

ამ თხოვნაზე დამეთანხმა, მივეცი ხელწერილი და გამოვართვი ერთი წიგნი, წავიღე გელათში და დღე და ღამე სულ თავაუღებლად გადაწერაში ვიყავი, თანაც ნაწერებს ვადარებდი, რომ შეცდომა არ გამპარვოდა. გავათავე ეს წიგნი, წავიღე, ჩავაბარე და სხვა გამოვართვი, ასე ოთხივე წიგნის გადაწერას ერთი წელი მოვუნდი. ამათ წერის დროს შემოდიოდნენ ჩემთან ხანდახან ბერები და მორჩილები და მეტყოდნენ: "ვაი რა ტუტუცი ხარ!" - რატომ მეთქი-ვეტყოდი - "იმიტომ, რომ როცა შემოვდივართ, დღე და ღამე სულ კრუხივით დაყრდნობილი ხარ მაგიდაზე, სულ წერ და წერ! ნეტავი რა სარგებლობა გაქვს! უფულოდ ტყუილად რად უჭირვებ შენ თავს! ხოლო მე პასუხს ვეტყოდი: მე მაგაზე არ ვფიქრობ, თუ უფასოდ რათა ვმუშაობ-მეთქი, რადგან მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა! მე არ წარმომიდგენია როგორც მუქთა საქმე. არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროს მჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვრფასი სიმდიდრე, რომ მე ეს უღირსი იმაში ხელს ურევ-მეთქი, - ასე პირაყოფილნი წავიდოდნენ.

როცა ქუთაისში ჩავდიოდი, ხუნდაძეს ვკითხულობდი ხოლმე, სად არის მამა რაჟდენი? მითხრეს: მამა რაჟდენი მძიმე ავად გახდა და საავადმყოფოში წევსო. ერთი წლის შემდეგ, როცა ყველა წიგნები ჩავაბარე, მაშინაც ვიკითხე და მითხრეს: სახლშია, მაგრამ კიდევ ავად არის, წევსო. ვუთხარი: თუ შეიძლება რომ ვნახო-მეთქი. კარგიო და შემიყვანეს იმასთან, თავ-ქვეშ დამაჯინეს, იმან თითქო აღსარებასავით მომიყვა თავის თავგადასავალი და მითხრა: რა ჭირად მინდოდა შენი ნოტები და საგალობლები მე! უმჯობესი იყო, ჩემთვის სრულებით თვალით არ დამენახა იგინი! რატომ-მეთქი, მე ვუთხარი, იმან მითხრა: იმიტომ რომ მათი გაყიდვის გულისთვის წავედი თბილისში, რომ მიეღოთ და ეყიდათ. მაშინ მითხრეს: ამა და ამ სახლებში, სულ მაღლა სართულში ადი და იქ იკითხეო. მეც მართლა ცალ-ფეხა კაცი ავშოკინდი მაღლა მესამე სართულზე კიბის თავში, ამისხდა ჯოხი და გადმოვვარდი ძირს, დავეცი მწარედ და ორ საათს მკვდარივით ვეგდე, და იქიდგან საავადმყოფოში წამიყვანეს. და ეს ერთი წელიწადია, სულ იქ ვიყავი, ას თუმანზე მეტი დავხარჯე და ვერც მოვრჩი კარგადო.

ამის შემდეგ გარდაიცვალა მამა რაჟდენი რამდენიმე დღის შემდეგ. 1937 წ. მისმა შვილმა შალვა ხუნდაძემ გაყიდა ჩემგან წანართვი საგალობელთა წიგნები და მთავრობისაგან დიდი ფული აიღო (13000 მან.).

მე რომ გელათის მონასტერში გადავედი, მაშინ განგებ ვიყიდე ძალიან ბევრი დაუწერავი სუფთა ნოტის ქაღალდები და თან წავიღე, წესრიგიანად გადასაწერად ყველა ნოტის საგალობელთა, რადგან სრული ტიპიკონის წესრიგი, ყველა მონასტერზე უფრო იქ სრულდება და ამიტომ საჭირო იყო ჩემთვის მათი კანონიერი შესწავლა, და მისდაგვარად ნოტების გალობათა მწყობრად დალაგება...

მე, ექვთიმე ს. კერესელიძე, ბოდიშს ვიხდი ყველა ახლანდელ დიდად პატივ-ცემულ მთავრობასთან და ახლანდელ მოძმე ქართველებთან: მე ჩემს არსებობაში მყავდა მარტო ერთი ერთ-გული თანამშრომელი ამხანაგი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე! იმანაც ცოტა ხანს იცოცხლა, მის შემდეგ სულ ყოველ-გვარად დატანჯული შევიქენი, მატყუარ ბოროტ ამხანაგებიდან! ბევრ-ჯელ მშიერი ვიყავი, ბევრ-ჯელ მწყურვალე, ბევრ-ჯელ შიშველი და ბევრ-ჯელ ავათ მყოფი და საპყრობილეში. მაგრამ ამავე დროებში მტერთაგან მიკნინებულმან იმდენი კიდევ ვცადე, რომ ეს ხსენებული საგალობელნი 1. წირვის, 2. მწუხრის, 3. ცისკრის, და 4. სძლის პირთა კრებულის, სამ ხმაზე მშვენივრად გაწყობილი მოვიმუშაკე და შევიძინე, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ.

ხოლო მეხუთე წიგნი: თორმეტ საუფლო დღესასწაულთა საგალობლები და მარხვანის და ზადიკის ჭრელი საგალობლების ცალ-პირველ ხმაზე დაწერა მოვასწარით ჩვენ და ფილიმონ ქორიძემ, დიდ მგალობლების სიცოცხლის ბოლო დროებში და ეს ცალ პირველ ხმაზე დაწერილი საგალობლები, ძალიან ბევრ რიცხვს შეიცავს! და ამიტომ ჩვენ უსაშვალობისა და მტერთა კვეთებისა გამო დამრჩა სამ ხმაზე გაწყობილი და გადაუწერავი! რომელიც სწორედ ძლიერ სასურველია და დიდად საჭიროც არის, რომ როგორც ძველად უგალობნიათ კარნახით სამ-ხმაზე უწინდელ ჩვენს მამა-პაპებს ყველა დღესასწაულთა საგალობლები, ისე სამ ხმაზე გაიწყოს და დაიწეროს ნოტებზე, ჩვენ მომავალი თაობის სიმდიდრის ქონების ძეგლად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat