casino siteleri 2023
ღირსი იულიუს ხუცესი და იულიანე დიაკონი (V) - 21 ივნისი (4 ივლისი) - კარიბჭე
ღირსი იულიუს ხუცესი და იულიანე დიაკონი (V) - 21 ივნისი (4 ივლისი)
ღირსი იულიუს ხუცესი და იულიანე დიაკონი (V) - 21 ივნისი (4 ივლისი)
ნეტარი ღვიძლი ძმები - იულიუს ხუცესი და იულიანე დიაკონი V საუკუნის I ნახევარში შეუერთნენ ზეციურ ეკლესიას. მათ ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი წარმართი მოაქციეს, საკერპოების ადგილას კი უამრავი ტაძარი ააშენეს, ამიტომაც შეირაცხნენ წმინდანებად. იულიუს ხუცესი იყო, იულიანე კი დიაკონი. ქრისტიანული სარწმუნოების ფართოდ გავრცელების გულწრფელი სურვილით ანთებული მირმიდონიელი ძმები რომის იმპერიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მივარდნილ ადგილებში ქადაგებდნენ. აქ ჯერ კიდევ მრავლად იყო საკერპოები და უხვი მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. ნეტარმა იულისმა და იულიანემ ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივმოვლენილი სასწაულებით. კონსტანტინოპოლში ჩასულებმა იმპერატორ თეოდოსი უმცროსს (408-450) გამოსთხოვეს ნება, საკერპოების ადგილებზე ქრისტიანული ტაძრები აეგოთ.

პატრიარქის კურთხევითა და იმპერატორის ნებართვით, წმინდანებმა მრავალი ეკლესია ააშენეს. როცა წმინდა იულისმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მეასე, უკანასკნელი ტაძრის ასაშენებელი ადგილის საძებრად გაეშურა. მუკოროსის ტბის ნაპირს მიახლებულმა, მის შუაგულში შენიშნა ლამაზი კუნძული, რომელსაც თურმე ვერავინ ეკარებოდა მასზე დაბუდებული გველების სიმრავლის გამო. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, აქ აეგო ტაძარი. იგი გაშლილ მანტიაზე შემდგარი მიცურდა ჭალაკთან და ნაპირზე ჯვარი აღმართა; შემდეგ ყველა გველს უბრძანა, ერთად შეკრებილიყო და კუნძულიდან წასულიყო - აქაურობა ღვთის სახლისა და უფლის მონებისათვის დაეთმოთ.

წმინდა იულისმა კუნძულზე თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი დააფუძნა. ამ დროს მისმა ძმამ, იულიანემ, ქალაქ გავდიანის მახლობლად დაამთავრა ეკლესიის მშენებლობა, იქვე გარდაიცვალა და დამარხეს მის მიერ წინასწარ გამზადებულ საფლავში.

ღირსი იულიუსი კუნძულზე გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს მის მიერ აგებულ თორმეტ მოციქულთა სახელობის ტაძარში. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ნეტარი ძმები V საუკუნის I ნახევარში შეუერთდნენ ზეციურ ეკლესიას.

ხატის წყარო»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri