casino siteleri 2023
წმინდა ტრიფილე კვიპრელი, ლევკუსიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 370) - 13 ივნისი (26 ივნისი) - კარიბჭე
წმინდა ტრიფილე კვიპრელი, ლევკუსიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 370) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა ტრიფილე კვიპრელი, ლევკუსიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 370) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა ტრიფილე კონსტანტინოპოლში დაიბადა, განათლება კი ბირითში (ბეირუთი, სირია) მიიღო. ღვთისმოსაობის მასწავლებლად კი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი ჰყავდა. წმინდა ტრიფილე თვით უფალმა გამოირჩია ეპისკოპოსად და წინასწარ გამოაცხადა. კონსტანტინე დიდის სიკვდილის შემდეგ ბერძნულ-რომაული სახელმწიფოს მეთაურობა მის შვილებზე გადავიდა. კონსტანცი იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა. ერთხელ ანტიოაქიაში ყოფნისას იმპერატორი კონსტანცი მძიმედ დაავადდა - ვერც ერთმა წამალმა და ვერანაირმა მკურნალმა ვერ უშველა. მაშინ კაცთაგან იმედდაკარგულმა მეფემ ღმერთს მიმართა და სულისა და ხორცის კურნება სთხოვა. სახიერმა ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოხედა სნეულს და ძილში ხილვა მოუვლინა: უფლის ანგელოზმა ეპისკოპოსთა კრებულში მდგარ ორ მამაზე მიუთითა, რომლებიც იქ მყოფთაგან გამოირჩეოდნენ, როგორც მათი ბელადები და მეთაურები; ამასთან ანგელოზმა მას უთხრა: მხოლოდ მათ შეუძლიათ შენი განკურნებაო. გამოეღვიძა მეფეს, გამოცხადებულ ეპისკოპოსთაგან ვერავინ იცნო, ან როგორ იცნობდა, როცა არც მათი სახელი იცოდა, და არც საცხოვრებელი ადგილი? მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ეპისკოპოსი ჯერ არ იყო. იმპერატორმა დიდხანს იფიქრა და ბოლოს ასეთი რამ გადაწყვიტა: დაგზავნა წერილები და ყველა მღვდელმთავარს თავისთან უხმო. ახლო რაიონებიდან მოსულ მღვდელმთავრებში რომ ვერ ნახა, ახლა შორეული ქვეყნებიდან მოუხმო, ბოლოს მთელი იმპერიიდან მოიყვანა ეპისკოპოსები. მეფის ბრძანებამ, თუ უფრო სწორედ თხოვნამ კვიპროსშიც ჩააღწია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელთან, რომელსაც ღვთისგან ეუწყა ყველაფერი, რაც მეფის თავს ხდებოდა. წმინდა სპირიდონი მეფესთან გაემგზავრა და თან თავისი მოწაფე ტრიფილეც წაიყვანა, სწორედ ის, რომელიც მეფემ სიზმრეულ ჩვენებაში ნახა. ანტიოქიაში რომ ჩავიდნენ, მგზავრები მეფესთან წავიდნენ. წმინდა სპირიდონს ძალზე ღარიბულად ეცვა, ხელში ფინიკის კვერთხი ეპყრა და თავზე ყველაზე უბრალო, გლახაკთა შესაფერი მიტრა ეხურა. გულზე კი თიხის ჭურჭელი ჰქონდა ჩამოკიდული, სადაც ძელიცხოვლის წინ ანთებული კანდელიდან აღებული ზეთი ესხა. სასახლის მცველებმა ის უბრალო გლახაკად მიიღეს, არათუ არ შეუშვეს, ერთმა მათგანმა მღვდელმთავარს ლოყაში ხელი გაარტყა, მაშინ წმინდა სპირიდონმა მეორე ლოყაც მიუშვირა. მცველი მიხვდა, რომ მის წინ ეპისკოპოსი იდგა, მიხვდა თავის შეცდომას, შენდობა ითხოვა. წმინდანმა აპატია შეცდომა და მეფესთან შევიდნენ. იმპერატორმა ადვილად ამოიცნო წმინდა სპირიდონი და მისი მოწაფე, ტრიფილე, ქედი მოიდრიკა მათ წინაშე და აცრემლებულმა სთხოვა, მისთვის ელოცათ. მღვდელმთავარმა სპირიდონმა თავზე ხელი დაადო იმპერატორს და განკურნა. განკურნებულმა იმპერატორმა ძალზე გაიხარა, მთელი დღე ზეიმობდა და არც წმინდა სპირიდონი გაუშვა, უმასპინძლდებოდა სტუმარს. წმინდა ტრიფილე ძალიან მოიხიბლა სასახლის სილამაზით, იმპერატორის დიდებული გარეგნობით და სამეფო კარის მდიდრული ცხოვრებით. მოძღვარმა უთხრა: "ასე რამ აღგაფრთოვანა? განა ეს ბრწყინვალება მეფეს უფრო მართალს გახდის? გავიწყდება, რომ ყველანი - მეფეებიც და დიდებულებიც - უკანასკნელი გლახაკებივით მიიცვალებიან და მათთან ერთად წარდგებიან უფლის წინაშე? ჩვენ მარადიული სიკეთე და ზეციური დიდება უნდა ვეძიოთ".

მალე წმინდა ტრიფილეს კვიპროსის ქალაქ ლევკუსიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. უკვე ეპისკოპოსი ის არ წყვეტდა თავის სულიერ მამასა და მასწავლებელთან ურთიერთობას და თავისი სულიერი სიკეთისათვის ხშირად სტუმრობდა მას. ერთხელ წმინდა სპირიდონი ტრიმიფუნტიდან ქალაქ კვირინში მიდიოდა, მას თან ახლდა წმინდა ეპისკოპოსი ტრიფილეც. როცა ქალაქი პენტიდაქტილი გაიარეს მიადგნენ ერთ ადგილს, რომელსაც პარიმნას ეძახდნენ. ტრიფილე ახლა ბუნების მშვენიერებამ და ნაყოფსავსე ბაღ-ვენახების სიუხვემ აღაფრთოვანა და პარიმნაში მიწის შესყიდვაზე დაიწყო ფიქრი. წმინდა სპირიდონს არ დაემალა მისი აზრები და უთხრა: "ტრიფილე მუდმივად რატომ ფიქრობ ამქვეყნიურზე და ამაოზე? გსურს მინდვრებისა და ვენახის შეძენა, რომელსაც რეალურად არანაირი ფასი არა აქვს და მხოლოდ ადამიანის გულში აქვს მოჩვენებითი ღირებულება. ჩვენი საუნჯე და სამკვიდრებელი ზეცაშია და მისკენ უნდა ვისწრაფოთ!"

მოძღვრის დარიგებებმა დიდად იმოქმედა ტრიფილეზე და შემდგომში თავის ცხოვრებით წმინდა პავლე მოციქულს მიემსგავსა, ვითარცსა ღვთის რჩეული ჭურჭელი.

ტრიფილემ სახელი გაითქვა თავისი წიგნიერებითა და მჭევრმეტყველებით, ამიტომ როცა კვიპროსზე მღვდელმთავართა კრება შედგა, ამბიონიდან ხალხის დამოძღვრა მას დაავალეს. მაცხოვრის მიერ დავრდომილის განკურნებაზე საუბრისას ტრიფილემ სიტყვა "ცხედრის" ნაცვლად "სარეცელი" იხმარა. წმინდა სპირიდონმა ვერ აიტანა სახარების ტექსტის არაზუსტი გადმოცემა და რისხვით მიმართა სულიერ შვილს: "ნუთუ შენ აღემატები მას, ვინც სიტყვა "ცხედარი" იხმარა? მაცხოვრის სიტყვების გამეორების გრცხვენია?" შემდეგ ადგა და ტაძარი ყველას თვალწინ დატოვა. წმინდანის ეს საქციელი მორჩილებისა და თავმდაბლობის გაკვეთილად იქცა წმინდა ტრიფილესთვის.

წმინდა ტრიფილე თავისი ცხოვრებით სათნო ეყო ღმერთს, ამას მოწმობს მისადმი მიძღვნილი საეკლესიო გალობები. იგი ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს. იგი გამოირჩეოდა გულმოწყალებით, სიმშვიდით, მართლმადიდებლური რწმენის სიმტკიცით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით და მრავალი სხვა სათნოებით. დედისგან ნაანდერძევი ქონებით წმინდანმა ლევკუსიაში მონასტერი ააგო, გარდაიცვალა ღრმად მოხუცი, დაახლოებით 370 წელს. წმინდა ტრიფილეს აღუწერია თავისი მოძღვრის წმინდა სპირიდონის ცხოვრება. მე-12 საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები კვიპროსზე უნახავს რუს მოგზაურ დანიელს.

კონდაკი

ცხოვრებისა აღრჩევითა სიწმინდე ქალწულებისა მოიგე, ტრიფილე, და პირველმოსაყდრედ ლევკუსიისა გამოსჩნდი, და განსცხადენ ამის მიერ ყოვლადმომთხრობელ საღმრთოსა, მეცნიერებისა წინამძღუარ; ამისთვის სახარულევანად გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მღვდელმთავართა შუენიერებაო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri