ღირსი ონოფრე დიდი (IV) და სხვა მეუდაბნოე მამანი: ღირსი ტიმოთე, იოანე, ანდრია, ირაკლემონე, თეოფილე (IV) - 12 ივნისი (25 ივნისი)
ღირსი ონოფრე დიდი (IV) და სხვა მეუდაბნოე მამანი: ღირსი ტიმოთე, იოანე, ანდრია, ირაკლემონე, თეოფილე (IV) - 12 ივნისი (25 ივნისი)
IV საუკუნეში თებაიდის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ღირსი მამა პაფნუტი.

ერთხელ პაფნუტიმ მოისურვა ღრმა უდაბნოში შესულიყო და საკუთარი თვალით ენახა იქ მცხოვრები მეუდაბნოე ბერები და მათი მონათხრობი მაგალითად დაესახა. ღირსმა მამამ დატოვა მონასტერი და უდაბნოს სიღრმეში შევიდა; ოთხი დღის შემდეგ მიაღწია გამოქვაბულს, რომელშიც დიდი ხნის წინ აღსრულებული მოხუცი ბერის უხრწნელი სხეული ესვენა, პატივით დაკრძალა იგი და გზა განაგრძო. მომდევნო ოთხი დღის შემდეგ წმინდა ბერი კიდევ ერთ გამოქვაბულს გადააწყდა. ქვიშაზე დარჩენილი ნაფეხურები მოწმობდა, რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა. მზის ჩასვლისას გამოჩნდა ხარების ჯოგი და მათ შორის მომავალი ადამიანი, რომელსაც შიშველ ტანს გრძელი თმა უფარავდა. ეს კაცი ტიმოთე მეუდაბნოე გახლდათ. ნეტარმა ბერმა პაფნუტის დანახვაზე იფიქრა, მოჩვენებააო და ლოცვა დაიწყო, მაგრამ ბერმა დაარწმუნა, ცოცხალი ადამიანი ვარო, ქრისტიანი.

ღირსმა ტიმოთემ სიყვარულით მიიღო სტუმარი, გაუმასპინძლდა მას და უთხრა: 30 წელია, რაც უდაბნოში ვცხოვრობ და ამ ხნის მანძილზე ადამის მოდგმისგან არავინ მინახავსო. სიჭაბუკეში მამა ტიმოთე თურმე მონასტერში მოღვაწეობდა, მაგრამ განდეგილობის სურვილი გაუჩნდა, დატოვა სავანე და ქალაქის მახლობლად დასახლდა, სადაც თავს ქსოვით ირჩენდა. ერთხელ ერთმა ქალმა წმინდანს სამოსელი შეუკვეთა, მოსაგრე მასთან ცოდვით დაეცა. თუმცა გონს მალევე მოეგო, უდაბნოს სიღრმეში შევიდა და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ მწუხარებასა და სნეულებას, როგორც ღვთისგან მოვლენილ სასჯელს. და როდესაც შიმშილით სიკვდილს ელოდა, სწორედ მაშინ ის ღვთის ნებით, სასწაულებრივად განიკურნა.

მას აქეთ ღირსი ტიმოთე მშვიდად ცხოვრობდა სრულ მარტოობაში.ფინიკის ნაყოფს ჭამდა და წყაროს წყალს იხმევდა. ღირსმა პაფნუტიმ სთხოვა ბერს, მისთვის უდაბნოში დარჩენის, ნება მიეცა, მაგრამ მან უპასუხა, რომ ვერ შეძლებდა ეშმაკისგან მოვლენილი საცთურების და განსაცდელების დათმენას, რაც უდაბნოში მოსაგრეს ელის, აკურთხა იგი და საგზლად ფინიკები და წყალი გაატანა.

უდაბნოს მონასტერში მცირე ხნის დასვენების მერე მამა პაფნუტი გზას გაუდგა. გზაში პური და წყალი გაუთავდა და გონება ორჯერ დაკარგა. ამ დროს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და საკვებით გააძლიერა.

მეჩვიდმეტე დღეს მამა პაფნუტმა ერთ მთას მიაღწია და მის ძირში დასასვენებლად ჩამოჯდა. უეცრად დაინახა მისკენ მომავალი ბერი, რომელსაც სხეულს თოვლივით თეთრი, დატალღული თმა უფარავდა, ბარძაყებზე კი ფოთლები ჰქონდა შემოხვეული. ის წმინდა ონოფრე დიდი იყო.

ღირსმა ონოფრემ უკაცრიელ უდაბნოში სამოცი წელი დაჰყო სრულიად მარტოდმარტომ. ის თებაიდაში, ერითის მონასტერში იზრდებოდა. აქ მან ერთი ხუცესისაგან შეიტყო უდაბნოში მოღვაწე ბერების უმძიმესი და უმაღლესი ღვაწლის შესახებ, რომელთაც უფალი დასახმარებლად თავის ანგელოზს უგზავნიდა. ონოფრეს მათი მიბაძვის სურვილით აღიძრა და ერთხელ, ღამით ფარულად დატოვა მონასტერი.

უცებ მან შენიშნა - მანათობელი სხივი წინ მიუძღოდა. ამან ისე შეაკრთო, რომ გამობრუნებაც დააპირა, მაგრამ მფარველი ანგელოზის ხმამ შეაჩერა და გზის განგრძობისკენ მოუწოდა. ასე ჩააღწია ღირსმა მამამ ერთ მეუდაბნოე ბერამდე და მას დაემოწაფა. როცა მოძღვარი დარწმუნდა, რომ ონოფრე საკმაოდ განმტკიცდა დემონის საცთურებთან ბრძოლაში, სამოღვაწეო ადგილი მიუჩინა მას და განშორდა. ამის შემდეგ იგი წელიწადში ერთხელ აკითხავდა სულიერ შვილს, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ერთი ასეთი სტუმრობის დროს, გარდაიცვალა.

მამა პაფნუტის თხოვნით, ღირსმა ონოფრემ მოუთხრო მას თავისი ღვაწლის შესახებ, უთხრა ისიც, თუ როგორ განამტკიცებდა და ანუგეშებდა მას უფალი: მის გამოქვაბულთან თურმე ფინიკის პალმა ამოიზარდა, რომლის თექვსმეტი ტოტიც რიგრიგობით ისხამდა ნაყოფს და განდეგილი შიმშილს აღარ შეუწუხებია. იქვე წყარომ ამოხეთქა, ანგელოზს მისთვის პური მოჰქონდა; ყოველ შაბათ-კვირას სხვა მეუ¬დაბნოეთა მსგავსად მასაც უფლის ანგელოზი აზიარებდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. დილის გალობის შემდეგ პაფნუტიმ შენიშნა, რომ წმინდა ონოფრეს სახე შეეცვალა და შეკრთა. ონოფრემ უთხრა: "ყოვლადსახიერმა უფალმა აქ იმიტომ გამოგზავნა, რომ ჩემი ცხედარი დაკრძალო. დღეს მე დავასრულებ მიწიერ ცხოვრებას და საუკუნო სასუფეველში ავმაღლდები, ჩემს ქრისტესთან". მან სტუმარს სთხოვა, ყველა ქრისტიანისთვის მოეთხრო მისი ცხოვრების შესახებ, რათა მათ ის მაგალითად დაესახათ. პაფნუტიმ ისევ მეუდაბნოობის ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. ღვთის ნება არ არისო, - წმინდა ონოფრემ და უბრძანა, სავანეში დაბრუნებულიყო. პაფნუტი გამოემშვიდობა ღირს მამას და განშორდა მას. მეუდაბნოე დიდხანს და მხურვალედ ლოცულობდა განმარტოებით, შემდეგ მიწაზე დაწვა და მიიძინა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა".

ატირებულმა პაფნუტიმ სარჩული მოაგლიჯა თავის ტანსაცმელს, შიგ გაახვია დიდი მეუდაბნოის ცხედარი და გრძელ, ჩაღრმავებულ ქვაში ჩაასვენა, ზევიდან კი წვრილი კენჭებით დაფარა. შემდეგ მან ლოცვით შესთხოვა უფალს, აღსასრულამდე ონოფრე დიდის მოღვაწეობის ადგილზე დარჩენის ღირსი გაეხადა, მაგრამ უეცრად გამოქვაბული ჩამოინგრა, პალმა გახმა და წყაროც დაშრა. პაფნუტი მიხვდა, რომ მართლაც არ იყო უფლის კურთხევა აქ დაყუდებულიყო და უკანვე გაბრუნდა.

ოთხი დღის შემდეგ პაფნუტი კიდევ ერთ გამოქვაბულს წააწყდა. აქ იგი შეხვდა მეუდაბნოეს, რომელსაც სამოც წელზე მეტი დაეყო უდაბნოში და იმ ორი ბერის გარდა, მასთან ერთად რომ მოღვაწეობდნენ, არავინ ენახა. მთელ კვირას მოსაგრეები განმარტოებით ატარებდნენ, შაბათ-კვირაობით კი თავს იყრიდნენ ხოლმე ფსალმუნებისათვის. პაფნუტის აქ მოსვლის დღე შაბათს დაემთხვა, ამიტომ ბერები, ჩვეულებისამებრ, შეიყარნენ. მათ ანგელოზის მორთმეული პური იხმიეს, შემდეგ კი მთელი ღამე ლოცვაში გაათიეს. წასვლის წინ პაფნუტიმ მეუდაბნოეებს სახელები ჰკითხა, მათ კი მიუგეს, "ყოვლის მცოდნე უფალმა უწყის ჩვენი სახელები. დაე, ზეციურ იერუსალიმში შეხვედრის ღირსნი გავხდეთ".

პაფნუტიმ გზა განაგრძო და შევიდა მეტად მშვენიერ, ტოტებდახუნძლული ხეებით სავსე ოაზისში. უდაბნოდან ოთხი მოსაგრე ჭაბუკი გამოეგება. განდეგილებმა პაფნუტის მოუთხრეს, რომ ბავშვობაში ისინი ქალაქ ოსქონრიქში (ზემო თებაიდა) ცხოვრობდნენ, წერა-კითხვას ერთად ეუფლებოდნენ და ერთნაირად ოცნებობდნენ, რომ მთელი ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ. ყმაწვილებმა ფარულად დატოვეს ქალაქი და რამდენიმე დღის შემდეგ უდაბნოს მიაღწიეს. აქ საღვთო შურით აღძრულებს უფლის ნათელმოსილი ანგელოზი დაუხვდა, რომელმაც მეუდაბნოე ბერთან მიიყვანა ისინი. "უკვე ექვსი წელია, აქ ვცხოვრობთ, - თქვეს ჭაბუკებმა, ჩვენი მოძღვარი ერთ წელიწადში გარდაიცვალა და ახლა მარტონი ვართ. ხის ნაყოფებით ვიკვებებით, წყალს კი წყაროდან ვიღებთ". მოსაგრეებმა დაასახელეს თავიანთი ვინაობა. ესენი იყვნენ: იოანე, ანდრია, ირაკლემონე და თეოფილე. ყმაწვილი მეუდაბნოეები მთელი კვირის მანძილზე ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ, შაბათ-კვირას კი ოაზისში იკრიბებოდნენ და ერთობლივ აღავლენდნენ ლოცვებს. ამ დღეებში ანგელოზი მოდიოდა მათთან და წმინდა საიდუმლოს აზიარებდა. პაფნუტის გამო ჭაბუკები მთელი კვირა ოაზისში დარჩნენ და აქ ლოცულობდნენ. მეორე შაბათს უფლის ანგელოზმა ნეტარ მოსაგრეებთან ერთად ღირსი პაფნუტიც აზიარა და მათ უთხრა:. "უხრწნელ საზრდელად, დაუსრულებელ სიხარულად და საუკუნო ცხოვრებად გეყავნ თქვენ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი".

ღირსმა პაფნუტიმ ანგელოზსაც სთხოვა უდაბნოში დარჩენის კურთხევა მიეცა, მაგრამ უპასუხა, რომ ღმერთმა მას სხვა გზა განუკუთვნა, იგი ეგვიპტეში უნდა დაბრუნებულიყო და ყველა ქრისტიანისთვის მოეთხრო მეუდაბნოეთა ცხოვრების შესახებ.

წმინდა მამა გამოემშვიდობა ჭაბუკებს და სამი დღის შემდეგ უდაბნოს გარეთ გამოვიდა. აქ პატარა სავანე მდებარეობდა. იქაურმა მამებმა მკვიდრებმა სიყვარულით მიიღეს იგი. ღირსმა პაფნუტიმ მათ ყველაფერი მოუთხრო, რაც იხილა უდაბნოში, ბერებმა დაწვრილებით ჩაწერეს მონათხრობი და სხვა სავანეებსა და მონასტრებშიც გაავრცელეს. ღირსმა პაფნუტიმ მადლობა შესწირა უფალს, რომელმაც ღირსი გახადა თებაიდელ მეუდაბნოეთა მაღალსულიერ ცხოვრება გაეცნო და თავის სავანეში დაბრუნდა.

კონდაკი

ბრწყინვალებითა ყოვლადწმინდისა სულისათა განათლდი შენ, ღმრთივგანბრძნობილო, და დაუტევენ საყოფელი შფოთისანი, და მიიწიე უდაბნოდ, ღირსო მამაო, და იხარებდი ყოველთა ზედა ღმრთისა მიმართ დამბადებელისა; ამისთვის გადიდა შენ ქრისტემან, ნეტარო, ნიჭთა დიდთა მომცემელმან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat