casino siteleri 2023
ღირსი კირილე, ბელოეზერელი იღუმენი (+1427) - 09 ივნისი (22 ივნისი) - კარიბჭე
ღირსი კირილე, ბელოეზერელი იღუმენი (+1427) - 09 ივნისი (22 ივნისი)
ღირსი კირილე, ბელოეზერელი იღუმენი (+1427) - 09 ივნისი (22 ივნისი)
წმინდა კირილე 1337 წელს დაიბადა მოსკოვში, ნათლობისას სახელად კოზმა მიიღო, მშობლებად კეთილმსახური, წარჩინებული ადამიანები ჰყავდა, მათი გარდაცვალების შემდეგ კი ყრმის აღზრდა ახლო ნათესავს, ტიმოთე ველიამინოვს მიანდეს, მთავარ დიმიტრი დონელის კარზე დიდად პატივცემულ ბოიარს.

ამ უკანასკნელმა მყისვე შეამჩნია კოზმას დიდი შესაძლებლობები და თავისი ქონების მართვაც მიანდო.

თუმცა, ამხელა ნდობამ და პატივმა ჭაბუკი დაანაღვლიანა, რამეთუ მისი გული უკვე მოეწყლა ანგელოზებრივი ცხოვრების წყურვილს, რამდენიმე მონასტერსაც მიაკითხა, მაგრამ გავლენიანი ბიძამისის, ტიმოთეს შიშით არც ერთმა არ მიიღო.

მაშინ უფალს შეევედრა, ამგვარი ცხოვებისგან გაეთავისუფლება და როგორც კი მოსკოვს მახრიშის მონასტრის იღუმენის, ღირსი სტეფანეს (ხსენება 14 ივლისს) სტუმრობის შესახებ შეიტყო, მიეახლა და თავისი წმინდა სურვილი ცრემლით გაუმხილა.

ნეტარმა კოზმა საბერო კაბით შემოსა და სახელად კირილე უწოდა, თუმცა, აღკვეცის წესი არ აღუსრულებია, შემდეგ კი ეს ამბავი ბიძამისს, ტიმოთეს ამცნო, რომელსაც რისხვით გონი ისე დაებინდა, ღვთისკაცი შეურაცხყო და განდევნა, თუმცა, მეუღლის დიდი მეცადინეობის შედეგად, შეინანა, მეუფეს შენდობა სთხოვა და კირილეს ნება დართო, იქით წასულიყო, საითაც ღმერთმა მოუწოდა.

ჭაბუკმა, რაც ებადა, მოწყალებად გასცა, წმინდა სიმონის სახელობის სავანეს შეერთო და წმინდა თეოდორეს (ხსენება 28 ნოემბერს), ღირსი სერგი რადონეჟელის ნათესავის, ხელთაგან აღიკვეცა ბერად, სულიერად კი ბერ მიქაელს ეშვილა, სმოლენსკის მომავალ ეპისკოპოსს.

სწყუროდა რა, საკუთარი სული სათნოებათა ჭურჭლად ეყო, წინამძღვარს კურთხევა გამოსთხოვა, სხვა მამებზე მკაცრად ემარხულა, საზრდელი ორ-სამ დღეში მიეღო, თუმცა მამა მიქაელმა ამის ნება არ მისცა.

აისიდან ვიდრე დაისამდე იდგა ლოცვად კირილე და ამ ღამისთევებმა საზრდელიც დაავიწყა და სხვა მიწიერი საჭიროებანიც, შემდეგ კი მორჩილებად ხაბაზობაც შეითავსა, ხოლო თუ სულიერი ბრძოლა შეემთხვეოდა, იესოს ლოცვას შეუდგებოდა.

შედეგად კი იმგვარად წარემატა, ძმები ანგელოზთ უფრო ამგვანებდნენ, ვიდრე - ადამიანს.

როდესაც სავანეში ღირსი სერგი რადონეჟელი ჩამობრძანდებოდა, უპირველესად, საცხობს მიაკითხავდა, რომ კირილს გასაუბრებოდა.

მოგვიანებით კირილეს მორჩილებად სამზარეულო განუწესეს, სადაც გახურებული ღუმლის შემხედვარე საკუთარ თავს უმეორებდა:

- კირილე, დაითმინე ეს ცეცხლი, რომ მარადიულ კოცონს გადაურჩეო!

კაცთაგან დიდებას რომ გაქცეოდა, თავს მოისულელებდა ხოლმე, - ხუმრობდა და იცინოდა, რის გამოც სასჯელად იღუმენმა ხმიადისა და წყლის სამ დღეში ერთხელ მიღება უბრძანა.

კირილესაც ეს უნდოდა, ხოლო როდესაც ნახევარ წელიწადში ეპიტიმია გაუუქმეს, სენაკში გამოიკეტა და თავი სრულიად მისცა ლოცვას.

სურდა რა სამზარეულოში მორჩილებისაგან გათავისუფლება, წინამძღვარს ამის თხოვნა ვერ გაუბედა და განაზრახი ღვთისმშობელს გაუმხილა.

რამდენიმე დღეში იღუმენმა ახალ მორჩილებად წიგნთა გადაწერა განუწესა, თუმცა, მალე შეამჩნია, რომ სენაკის მყუდროების მიუხედავად, მისი ლოცვა უწინდებურად ღრმა აღარ იყო.

ამიტომ, როგორც კი სამუშაო გაასრულა, კვლავ სამზარეულოს დაუბრუნდა და იქ ცხრა წელიწადს იმსახურა.

სამღვდელო პატივით შემოსვის შემდგომ ნეტარი უწინდებურად ბევრს შრომობდა. როდესაც წმინდა თეოდორე როსტოვის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს, კირილემ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ითავა სავანის წინამძღვრობა (1390 წელს) და არც ძველი ღვაწლი დაუგდია, მადლმოსილი სიტყვით კი ერსაც შეეწეოდა და ბერსაც.

ხოლო ოდეს იგრძნო, რომ მონაზონთათვის უძვირფასესს, - მდუმარებას კარგავდა, ძმათა მუდარის მიუხედავად, იღუმენობაზე უარი თქვა და კვლავ თავის სენაკს განუმარტოვდა.

თუმცა, ამგვარმა ცხოვრებამ კაცთა თვალში უფრო განადიდა, ახალი უღუმენი კი, ეშმაკის ჩაგონებით, მის მიმართ შურით აღენთო.

ამის გამო კირილე მეზობელ - ღვთისმშობლის სახელობის სავანეში გადავიდა, თუმცა, მის სულს ძველებურად სწყუროდა განმარტოება.

ერთხელ, ღამეული ლოცვისას, გული შეემუსრა და ზეცით ხმა ესმა:

- კირილე, აქედან წადი და ბელოზერს მიაშურე, სადაც მშვიდობას ჰპოვებ და სულის სახსნელად ადგილი განგიმზადეო!

სიხარულით აღვსილმა სარკმლიდან უჩვეულო ნათელი იხილა, ბელოზერსკისკენ რომ მიიმართებოდა და მთელი ღამე ლოცვაში განლია.

გარკვეული ხნის შემდგომ ერთ თანამოძმესთან, თერაპონტესთან ერთად გაემართა ბელოზერისკენ, უსიერი ტყის ერთ გორაკზე ღვთისმშობლის მიერ მინიშნებული ადგილი იპოვა, ჯვარი აღმართა და იქ დაფუძნდა.

გარკვეული ხნის შემდგომ თერაპონტმა, სავანის დასაარსებლად, იქაურობა დატოვა, კირილეს კი დიდი ხნით როდი დასცალდა ამდენი ხნის ნანატრი, სრული განმარტოება, რადგან წმინდა სვიმეონის მონასტრიდან ორი უსაყვარლესი ძმა, - ზავედეი და დიონისე ესტუმრნენ, მოგვიანებით კი - ნათანაელიც.

ნეტარმა თავიდან მათი სულიერი წინამძღვრობა იუარა, თუმცა, შემდეგ დაუთმო და თავისი სამყოფლის მახლობლად სენაკთა აგების ნებაც დართო.

ერთმა იქაურმა, სახელად ანდრიამ, ეშმაკის შთაგონებით, ისე შეიძულა მამები, სავანის გადაბუგვა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ღვთისმშობლის მეოხებით, იქაურობა ცეცხლს გადაურჩა, ანდრიამ კი შეინანა, გარკვეული ხნის შემდგომ კი - შემონაზვნდა კიდეც.

ღირსი მამა, განმარტოების დიდი სურვილის მიუხედავად, ყველას იწყნარებდა, ვინაც იმ უკაცურ ადგილას დამკვიდრებას მოისურვებდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ზოგადცხოვრებულთა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სავანეს.

ერთხელ, ღამით, ერთმა იქაურმა ხარბმა და სასტიკმა ბოიარმა, თეოდორემ, იფიქრა რა, მონაზვნებმა თან აურაცხელი საგანძური ჩამოიყოლესო, სავანეს გასაძარცვად ყაჩაღები მიუგზავნა.
მიუახლოვდნენ თუ არა წმინდა ადგილს, უამრავი მეომარი იხილეს, სავანეს რომ იცავდნენ, მომდევნო ღამეს კი მათი რიცხვი გაიზარდა.

შიშნაჭამმა მძარცველებმა იქაურობა კუდამოძუებულებმა დატოვეს და ბოიარს ყოველივე წვრილად უამბეს.

ამ უკანასკნელმა მაშინვე მსახური გაგზავნა, - გაიგე, სავანეს რომელიმე დიდებული ხომ არ სტუმრობს და ეს დაცვა მას ხომ არ მოჰყვაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონასტერს ერთი კვირის მანძილზე არავინ გაჰკარებია.

მაშინ კი გულისხმაჰყო ხარბმა თეოდორემ, რომ მონასტერს თავად ღმერთი იცავდა, ნეტარ კირილეს ეახლა და შენდობა გამოსთხოვა.

ღირსმა მამამ კი პასუხად ეს უთხრა:

- მერწმუნე, თეოდორე, ამ დაბებკილი კაბის, ტანთ რომ მაცვია და რამდენიმე წიგნის გარდა არაფერი მაბადიაო!

სავანე კირილეს მიერ დადგენილი წესდებით ცხოვრობდა, მამებს მსახურების დასრულებამდე ტაძრიდან გასვლა ან იქ საუბარი არ შეეძლოთ, მოკრძალებული ტრაპეზის შემდგომ ძმები სენაკებში განთითოვდებოდნენ და საბერო კანონს აღასრულებდნენ, სენაკი კი, როგორც წმინდა კირილე იტყოდა, ყველაფერს ასწავლიდა.

მამებს კერძო საკუთრება ან თანხა არ გააჩნდათ, მათი ერთადერთი საზრუნავი - ღვთივსათნო ცხოვრება და ურთიერთსიყვარული გახლდათ, ხოლო თუ რამ მოაკლდებოდათ, ნეტარი მამა მოწყალების სათხოვნელად სავანის დატოვებას უკრძალავდა და ღვთის შემწეობის მოიმედე ყოველ მათგანს ლოცვად უხმობდა.

სავანის დატოვების უფლება ერთადერთ მამას ჰქონდა, ისიც - წელიწადში ერთხელ, რომელიც ძმათათვის ყოველივეს ყიდულობდა, ხოლო თუ მონასტრისთვის მავანი რამეს შემოსწირავდა, მამები ღვთის მოწყალებად შეიწყნარებდნენ.

იმისთვის, რომ მონაზვნები ყოველგვარი მიწიერი საზრუნავისაგან გაეთავისუფლებინა, ღირსი მამა მიწებს ან სოფლებს მოწყალებად არ იღებდა.

ეშმაკის მანქანებით, ერთ-ერთი მონაზონი, სახელად თეოდოტი, შურით აღიძრა ღირსი მამისადმი, წელიწადი ტანჯა დემონმა, ბოლოს გადაწყვიტა, ცოდვა იღუმენის წინაშე შეენანა, თუმცა, სირცხვილის გამო ენაც ვერ დაძრა.

მაშინ თავად გულთამხილველმა კირილემ უწყო იმ ცოდვაზე საუბარი, გამოწვლილვით გაუხსნა მისი ბუნება და საკუთარ უღირსობაში გამოუტყდა.

ხუცესის სიმდაბლემ ისე იმოქმედა თეოდოტზე, კირილეს წინაშე დაემხო, შენდობა სთხოვა, შემდეგ კი - მორჩილებაშემოსილი კვლავ სენაკს დაუბრუნდა.

ღირს მამას, სხვა სულიერ ნიჭებთან ერთად, ღვთისგან კურნების მადლიც მიეღო, - განრღვეულთ ნაკურთხ წყალს აპკურებდა, წმინდა ზეთს სცხებდა, ან სულაც ძილში ეცხადებოდა და ასე განამრთელებდა, შეპყრობილთაგან ეშმაკთ განასხამდა და ერთხელ მიცვალებულიც კი აღადგინა, რათა შეენანა და ზიარებულიყო.

შიმშილობისას, რომელმაც წელიწადს გასტანა, წმინდა კირილემ ძმები აკურთხა, სავანის ყოველი სტუმარი დაეპურებინათ, რის შედეგადაც ფქვილი განლევის ნაცვლად მრავლდებოდა.

ერთხელ ლოცვით დიდი ხანძარი ჩააქრო, მისი გული ღვთის იმგვარ სიყვარულს აღევსო, წირვისას ან სენაკში ლოცვისას ცრემლს ვერ იკავებდა.

90 წლისამ, ღვაწლით განლეულმა, იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, თავისი ორმოცდაცამეტივე მოწაფე შეკრიბა და ურჩია, სავანის წესდება არ შეეცვალათ, სავანე მამა ინოკენტის ჩააბარა, შემდეგ მდუმარედ ილოცა, უკანასკნელ წუთებში ძმებს გაუმხილა, რომ მისი გარდაცვალების შემდგომ სავანე დაიცლებოდა, მაგრამ თუ ურთიერთსიყვარულს დაიმარხავდნენ, მონასტერი კვლავ აღორძინდებოდა. შემდეგ ყველა აკურთხა, ეზიარა და 1427 წლის 9 ივნისს სული განუტევა.

ღირსი მამის სახე არამიწიერი ნათლით განბრწყინდა, იქაურობა კი საკვირველმა კეთილსურნელებამ აღავსო.

ღირსი კირილეს წმინდა ნაწილთაგან მრავალი სასწაული აღსრულდა, მისმა სავანემ კი სახელი იმდენად განითქვა, ჩრდილოეთის თებაიდადაც კი იწოდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
17.10.2023
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა
17.10.2023
წმინდა საბა ქვეყნიერებას თესალონიკში, 1283 წელს მოევლინა. მშობლები სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ,
17.10.2023
მისი წმინდა ნაწილნი 1840 წელს ათონზე, ვათოპედის მონასტრის სასაფლაოზე მიმდინარე სამუშაოებისას იპოვეს. 
17.10.2023
05 (18) ოქტომბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა მღვდელმთავრებს:
17.10.2023
წმინდა დამიანე კიევ-პეჩორის (კიევის მღვიმევის) ლავრაში წმინდა თეოდოსის (ხსენება 3 მაისს) იღუმენობისას იღვწოდა
16.10.2023
ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება.
13.10.2023
წმინდა მამა სირიის ქალაქ ბერეის ეკლესიას IV-V საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა, ღვთისგან მუსიკის შეთხზვის ნიჭი ებოძა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri