წმინდა ვარასი წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. იქვე აღიკვეცა მონაზვნად. V საუკუნის ბოლოს წმინდა პატაპისა (ხს. 8 დეკემბერს) და წმინდა რაბულასთან (ხს. 19 თებერვალს) კონსტანტინოპოლში ჩავიდა.
თითოეულმა მათგანმა სამოღვაწეოდ ცალკე ადგილი ამოირჩია. წმინდა ვარასი ერთ ტყიან, განმარტოებულ ადგილას, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მიტოვებული ეკვდერის სიახლოვეს დასახლდა. ერთხელაც ის მონადირეებმა იპოვეს და მოსაგრის ადგილსამყოფლის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, ის კი ბერის სანახავად პირადად მივიდა. წმინდა ვარასმა მეფისთვის საკმევლის კმევა მოისურვა, მაგრამ საცეცხლური არ ჰქონდა, სამოსის კალთაში ჩაიყარა ნაკვერჩხალი და ასე უკმია მეფეს, ისე, რომ სამოსი არ დასწვია. მეფე გააოცა ამგვარი სასწაულის ხილვამ და ეკლესიის გარშემო არსებული მიწები ახალდაარსებულ სავანეს გადასცა. შემდეგ იქ ფართო და მდიდრული მონასტერი აშენდა. შემდგომში მონასტრის გარშემო დედაქალაქის პეტრად წოდებული უბანი შეიქმნა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი