წმინდა ისიდორე პრუსიაში, დაიბადა ბრენაბორის (დღევანდელი ბრანდებურგი) გარეუბანში, მდიდარი კათოლიკე სლავების ოჯახში.
ახალგაზრდობაში მიიღო მართლმადიდებლობა, უარყო ამსოფლიური ცხოვრება და სალოსობა დაიწყო. დაუტევა მშობლები, სიმდიდრე და კვერთხით ხელში როსტოვამდე ჩააღწია. მას ქალაქი მოეწონა და საცხოვრებლად იქ დარჩა. ქალაქში, ერთ ადგილას, უზარმაზარი ტბორის შუაში ამაღლებულ მშრალ ადგილას ტოტებისაგან ქოხი აიშენა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. მასში მხოლოდ ლოცვისთვის შედიოდა, დღისით კი ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ათასგვარ დამცირებას დაითმენდა. სიცოცხლეშივე მოიმოქმედებდა სასწაულებს, ერთხელ ერთ ვაჭარს გამოეცხადა და ზღვაში დახრჩობისაგან გადაარჩინა, ამასთან მკაცრად აუკრძალა მის სიცოცხლეშივე ამ ამბავზე რამე ეთქვა. ერთხელაც ახალდაქორწინებულ თავად საბა ობოლენსკისთან შევიდა, თავზე ყვავილებისგან მოწნული ქუდი დაახურა და უთხრა: "აჰა, შენ მღვდელმთავრის ქუდი!" ყველა გაოცდა, წმინდანი კი ხმაურით ქუჩაში გამოვარდა და ბავშვებთან დაიწყო თამაში. მართლაც პირველი შვილის დაბადების მერე საბას მეუღლე დარია გარდაიცვალა და იგი ბერად შედგა, შემდგომში კი როსტოვის მთავარეპისკოპოსი იოსები გახდა. ნეტარი ისიდორეს თანამედროვენი არაერთხელ დარწმუნდნენ მისი წინასწარმეტყველების სისწორეში, ამიტომაც "მტკიცედმთქმელი" დაარქვეს.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე წმინდა ისიდორე ჩაიკეტა თავის ქოხში და ცრემლებით ევედრებოდა უფალს. ასე მარტოობაში, სიმშვიდეში აფრინდა მისი მართალი სული უფალთან. ამ დროს საკვირველი კეთილსურნელება დატრიალდა მთელ ქალაქში, როცა წმინდანის ქოხში შეიხედეს, ნეტარი ისიდორე გულზე ხელებდაკრებილი მიწაზე იწვა. ეს მოხდა 1474 წელს. წმინდანი თავისსავე ქოხში დაკრძალეს. შემდგომში წმინდანის თაყვანისმცემლებმა მის საფლავზე უფლის ზეცად ამაღლების სახელობის ხის ტაძარი ააგეს, XVI საუკუნეში ხის ნაცვლად ქვის ეკლესია ააშენეს, ხოლო XIX საუკუნეში წმინდანის სხეული ლუსკუმაში ჩაასვენეს. წმინდანის ლოცვით ძველთაგანვე მრავალი სასწაული აღესრულებოდა და აღესრულება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი