მთელი ჭეშმარიტება, რაც კი აქამდე ფილოსოფოსთა წიგნებში ამოუკითხავს, წმინდა წერილში აღმოაჩინა
მთელი ჭეშმარიტება, რაც კი აქამდე ფილოსოფოსთა წიგნებში ამოუკითხავს, წმინდა წერილში აღმოაჩინა
ნეტარი ავგუსტინე
შუა საუკუნეების გამოჩენილი მოაზროვნის, ქრისტიანობის დიდი აპოლოგეტის , რომაული ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენლის ნეტარი (ავრელიუს) ავგუსტინეს ცხოვრება და მოღვაწეობა დაემთხვა მე-4 საუკუნის დასასრულს - მთელ ბერძნულ-რომაულ სამყაროში ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების ხანას. ეს იყო დიდი მსოფლმხედველობრივი გარდატეხის, კლასიკური ანტიკურობისთვის დამახასიათებელი რაციონალური აზროვნების შეცვლის, ზეარსული ღვთაებრივი არსის უპირველესობის, ქრისტიანულ-თეოლოგიური დასაბუთებისთვის ახალი პრობლემების წამოჭრის, აზროვნების ახალი მეთოდისა და სტილის დანერგვის ეპოქა.

ნეტარმა ავგუსტინემ, როგორც წინააღმდეგობებით აღსავსე გარდამავალი ხანის დიდებულმა მოღვაწემ, ეპოქასავით რთული ცხოვრებისეული გზა განვლო. ამ გზაზე და მთელ მის შემოქმედებაზე აირეკლა მისი სულიერი პერიპეტიები. ნეტარი ავგუსტინეს პიროვნება ძლიერი და ღრმა, მაგრამ უსაზღვროდ წინააღმდეგობრივი თავისი განვითარებით, თითქოსდა კონცენტრირებაა გვიანი ანტიკურობის რთული ხუთსაუკუნოვანი სულიერი განვითარებისა.

ნეტარი ავგუსტინეს იდეური განვითარება შეიძლება დახასიათდეს, როგორც ეჭვის დაძლევის გზა. მისი ცხოვრება და სწავლება შესაძლებელია ორ დიდ ეტაპად გაიყოს: პირველი ეტაპი გრძელდება მის ქრისტიანად მოქცევამდე. ეს არის ფილოსოფიური ძიებების, ეჭვისა და მერყეობის, პირადი ცხოვრების გარდაქმნის, მერყევი ნების, სულიერი ღელვისა და დაუკმაყოფილებლობის ეტაპი. მეორე ეტაპი კი გამოირჩევა მზარდი ფილოსოფიური ოპტიმიზმით, ცხოვრებისეული და თეოლოგიური სტაბილიზაციით, სულიერი გაწონასწორებულობით, ნების სიმტკიცითა და თავის სიმართლეში დარწმუნებულობით. ნეტარი მამის თეოლოგად გადაქცევა წამიერი საიდუმლო გამონათების აქტი არ იყო, არამედ საკმაოდ გრძელი პროცესი, გამოწვეული მისი პიროვნების გამორჩეულობითა და ღრმა განსწავლულობით. "აღსარებანის" დაწერის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს გარდამავალ ანტიკურ და გამომძიებლურ ეტაპად ნეტარი მამის ცხოვრებაში.

ნეტარი ავგუსტინე დაიბადა ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ თაგასტაში (ნუმიდია, ახლანდელი ალჟირი). მამა - პატრიციუსი, წარმართი გახლდათ. იგი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოინათლა, დედა, მონიკა კი - მართლმორწმუნე ქრისტიანი. ნეტარმა ავგუსტინემ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო მგზნებარე ტემპერამენტი, მკვეთრი და სისხლსავსე ცხოვრების, ხორციელი სიხარულისა და მიწიერი სიამოვნების სიყვარული. შვილის სულიერ განვითარებაზე მამას არსებითი გავლენა არ მოუხდენია. სამაგიეროდ, დედას მიუძღვნა უდიდესი გულწრფელობითა და ღრმა გრძნობებით აღსავსე სტრიქონები. რამდენადაც წარმართული ტემპერამენტი შორს იდგა მორჩილებისა და თავმდაბლობის ფილოსოფიისგან, ამდენად, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი რთული და მტანჯველი იქნებოდა გზა წარმართობიდან ქრისტიანობისკენ. "აღსარებანში" ნეტარი ავგუსტინე გადმოგვცემს თავისი შეცოდებების მძაფრ სულიერ განცდებს მისი დაბადებიდან ქრისტეს მოძღვრებასთან ზიარებამდე. დედ-მამა ერთსულოვანნი იყვნენ მხოლოდ ერთ საკითხში - მიეცათ შვილისთვის კარგი განათლება. ნეტარმა მამამ დაწყებითი განათლება მშობლიურ თაგასტაში მიიღო. შემდეგ მამის დაჟინებით (თუმცაღა ოჯახს ეს ძალიან უჭირდა) იგი გაგზავნეს კართაგენის რიტორიკულ სკოლაში, სადაც სამი წელი დაჰყო. მშობლები მიიჩნევდნენ, რომ მათ შვილს კარგი განათლება მისცემდა გასაღებს მოსამსახურის კარიერისაკენ, ამიტომ თავიანთ თავს ყოველმხრივ იზღუდავდნენ, რათა შვილისთვის მიეცათ სწავლის დასრულების საშუალება. უკვე 15-16 წლის ასაკში ნეტარ ავგუსტინეს დაეუფლა ძლიერი ხორციელი ლტოლვა, რაც მეტად ადარდებდა დედას, სამაგიეროდ ახარებდა მამს. კართაგენში, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა რომს თავისი გართობის ინდუსტრიითა და მიწიერი სიამოვნებებით, ავრელიუსი მთლიანად ჩაეფლო სასიყვარულო ნეტარებაში: "სულიერი სიყვარულის წმიდა წყაროს გულისთქმის მწვირით ვამღვრევდი და ვნებათაღელვის ჯოჯოხეთური სუნთქვით ვბღალავდი მის სიკამკამეს. ურცხვი, ურიდი და უტიფარი, უსაზღვრო ამაოებით აღსავსე, თავგამოდებით ვცდილობდი ზრდილი, დახვეწილი და მომხიბლავი მოვჩვენებოდი ხალხს. ფეხაკრეფით მივიპარებოდი განცხრომის პირქუშ დილეგში, ლხენით აღვსილი თვითონვე ვიდებდი წამების ბორკილს და საშუალებას ვაძლევდი თავიანთი შანთით დავედაღე იჭვნეულობას, შიშს, ძრწოლას, შურს, მრისხანებას, განხეთქილებას" - ინანიებს იგი "აღსარებანში". კართაგენში ყოფნის პირველივე წლებში ნეტარი ავგუსტინე დაუახლოვდა ქალს, რომლის ერთგულიც იყო 15 წლის მანძილზე. მათ შეეძინათ ვაჟი - ადეოდატუსი, რომელიც 16 წლისა გარდაიცვალა.

ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებისა და შემოქმედებით გზას მეცნიერები აფასებენ როგორც გზას - ეჭვიდან რწმენისაკენ. ეს გზა წარმართობიდან მოქცეულმა არაერთმა რომაელმა გაიარა. ასეთ გადასვლას წინ უძღოდა მთელი ანტიკური კულტურის დრამატული შეფასება. "აღსარებანში" ნეტარი მამა გადმოგვცემს უპირველესად კლასიკური რომაული განათლების მიმართ იმედის გაცრუებას, სადაც წამყვანი როლი საუცხოო მეტყველებასა და რიტორიკას ეკავა. ნეტარმა ავგუსტინემ რიტორიკის შესწავლას თავისი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები შესწირა და სიყმაწვილეში შესწავლილი ხელოვნებებიდან ყველაზე მარჯვედ მან სწორედ მჭევრმეტყველება გამოიყენა. შემდგომში იგი ფიქრობდა, რომ რიტორიკისა და დიალექტიკის წესები ადამიანებს ჭეშმარიტების მიღწევაში უნდა დაეხმარონ; რომ რიტორიკის ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისათვის, რომ სიამოვნება მივიღოთ სიტყვათა და აზრთა მოულოდნელი გადახვევებითა და თამაშით, არამედ მისი მიზანია უმაღლესი ზემოქმედების მიღწევა, ადამიანთა დარწმუნება ჭეშმარიტებაში.

373 წელს ნეტარმა ავგუსტინემ შეისწავლა ციცერონის დიალოგი - "ჰორტენზიუსი", რომელმაც იგი შეძრა თავისი შინაარსის სიღრმითა და ენის სილამაზით. აქ დიალოგის ფორმითაა გადმოცემული კამათი სამ პერსონაჟს შორის. ერთ-ერთი პერსონაჟი ავითარებს აზრს, რომ ამქვეყნიური მწარე ცხოვრებისგან დასაცავად ყველაზე გამოსადეგი პოეზიაა, მეორე ისტორიას ანიჭებს უპირატესობას, მესამე (ჰორტენზიუსი) - მჭევრმეტყველების დიდ მნიშვნელობაზე მსჯელობს და ფილოსოფიას აგდებულად მოიხსენიებს. საბოლოო სიტყვას ამბობს ციცერონი, რომელიც ფილოსოფიის დამცველის როლში გამოდის. მისი აზრით, ყველა ადამიანს ცხოვრების მიზნად ბედნიერების მიღწევა დაუსახავს, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ზოგს ამად დაუსახავს სიმდიდრე, განცხრომა ან სახელი, ან ძალაუფლება, მაგრამ ყოველივე ეს დროებითია და სწრაფად წარმავალი. ჭეშმარიტი ბედნიერების გასარკვევად უნდა გავარჩიოთ ადამიანში სული და სხეული. ფილოსოფია ერთადერთია, რომელიც სულს კურნავს და ადამიანური ცდომილებებისაგან გვიცავს; გვინერგავს სიქველის, სიკეთის სიყვარულს. სული სიქველისკენ მიისწრაფვის, მატერია კი - ბიწიერების სათავეა. არსებობს წმიდა სულიერების საუფლო და სულის ნეტარება. სწორედ ამ იდეალური სამყაროს ჭვრეტაა მარადიული ჭეშმარიტების შემეცნება. ჩვენი ამქვეყნიური არსებობის დანიშნულება და უზენაესი მიზანია ის, რომ მთელი არსებით ვესწრაფოდეთ ცოდნას და ფილოსოფიის მეშვეობით შეძლებისდაგვარად ვეზიარებოდეთ ჭეშმარიტებას. ნეტარი ავგუსტინე გაჰყვა ციცერონის "ჰორტენზიუსის" რჩევას. მისი სულიერი ცხოვრების ცენტრი რადიკალურად გადაადგილდა, რამაც განსაზღვრა ჭაბუკის ცნობიერ ძიებათა ახალი პროგრამის შემუშავება. ამიერიდან ის ბრმად აღარ ენდობა და ემორჩილება ინსტინქტებს და მთელი არსებით მიილტვის რაციონალურად დასაბუთებული და მტკიცედ დასახული მიზნისკენ - თვითონვე გამოსჭედოს საკუთარი ბედნიერება და ბედის ტრიალისაგან დამოუკიდებელი გახადოს იგი. "ჰორტენზიუსმა" 19 წლის ყმაწვილის სულში პირველად შეიტანა ეჭვის მარცვლები ამსოფლიური მნიშვნელობისა და სიკეთის, ვნებებით გატაცების ღირებულების მიმართ. მაგრამ ჭაბუკის ნება კვლავ მძვინვარე ვნებების ტყვედ რჩებოდა. მისი სურვილები ჯერ კიდევ არ შეესაბამებოდა მისსავე რწმენას. ამ წიგნმა შთააგონა ნეტარი ავგუსტინე, პატივი მიეგო არა რომელიმე ფილოსოფიური სკოლისთვის, არამედ საკუთრივ ფილოსოფიისთვის. ამ წიგნის ნაკლი, როგორც შემდეგში თავად ნეტარი მამა ამბობს, ის იყო, რომ იქ არსად იყო ნახსენები ქრისტე და ამიტომაც მას არ შეეძლო მთელი არსებით მისი გატაცება.

სიბრძნის ძიების გამო ნეტარი ავგუსტინე წმინდა წერილამდე მივიდა, მაგრამ თავდაპირველად მისმა შინაარსმა ვერ გაიტაცა. დედის რელიგიას ბავშვობიდანვე იგი "ბებოების ზღაპრად" თვლიდა. ამჯერადაც ბიბლიური ისტორიები მას სულელურად მოეჩვენა, ბიბლიის ენა კი - უხეშად და პრიმიტიულად. რიტორიკული სკოლის მსმენელი ახალგაზრდა ავგუსტინე კვლავ რჩებოდა იმ კულტურის ერთგულ შვილად, რომელმაც იგი გაზარდა. თუმცა სულიერი წყურვილი, რომელიც მასში "ჰორტენზიუსმა" გააღვიძა, ითხოვდა ძიებას. იმ დროის რიტორიკული სკოლა კი, რომელიც თავის მოსწავლეებს აცნობდა რომაელი მწერლების მხოლოდ შეზღუდულ წრეს, ნაკლებად მისცემდა სულიერ საზრდოს ფილოსოფიურად განწყობილ გონებას.

საღმრთო წერილის პირველივე გაცნობისთანავე ნეტარი ავგუსტინე მანიქეველებს დაუახლოვდა და მთელი ცხრა წლის განმავლობაში მანის მიმდევართა სექტის წევრი იყო. იმ დროისათვის მანიქეველობა საკმაოდ პოპულარული კოსმოპოლიტური, ფილოსოფიურ-რელიგიური სწავლება გახლდათ. მანი (216-275) თავის წინამორბედად ზარატუსტრას, ბუდასა და ქრისტეს მიიჩნევდა. მან ერთობ ეკლექტური რელიგია შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენდა ქალდეურ-ბაბილონური და სპარსული (ზოროასტრიზმი) რელიგიებისა და მითიური თქმულებების, ხოლო მეორე მხრივ, ქრისტიანული გადმოცემებისა და რიტუალების უცნაურ სინთეზს. მანიქეველები თავს ქრისტიანად ასაღებდნენ, თუმცა ერეტიკულ სექტას ძალზე ცოტა რამ ჰქონდა საერთო ქრისტიანობასთან. მანიქეიზმი აღბეჭდილი იყო რადიკალური დუალიზმის ნიშნით. არსებობდა ორი ურთიერთსაპირისპირო საწყისი, ორი ძირეულად განსხვავებული სუბსტანცია: კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი, რომელთა აღრევა და ბრძოლა განსაზღვრავდა საგანთა მდგომარეობას, ხოლო მათი განცალკევება კი წარმოადგენდა სამყაროს განვითარების საბოლოო მიზანს. ნეტარმა ავგუსტინემ, როგორც ბევრმა შემცდარმა სულიერი გამოცხადების მოსურნე სულმა, თავისი ცნობიერება მანიქეველებისაკენ მიმართა. ისინი მეტად მაღალ დონეზე აფასებდნენ ადამიანის გონებას, როგორც ღვთაებრივი ნათლის ნაწილს. მანიქეველები მათი მოსმენის მსურველთ დაპირდნენ ღმერთთან მიყვანას და ყოველგვარი მცდარი შეხედულებებისგან გათავისუფლებას. ისინი ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ და მხოლოდ გონებით და უარს ამბობდნენ ავტორიტეტებზე. მანიქეველები არავის აიძულებდნენ მათი ერწმუნათ, სანამ თავად არ განსჯიდნენ და არ განმარტავდნენ ჭეშმარიტებას. ვის არ მოხიბლავდა მსგავსი დაპირებები, მით უმეტეს ახალგაზრდას, რომელსაც ჭეშმარიტება სწყუროდა. მანიქეველები ასკეტურად ეკიდებოდნენ სხეულს, აღკვეთდნენ საჭმელს და ა. შ. ისინი მკვეთრად მიჯნავდნენ ერთმანეთისაგან ძველსა და ახალ აღთქმას, რომელთაგანაც პირველს ბნელეთის მოციქულთა ქმნილებად მიიჩნევდნენ, ხოლო მეორეს - სინათლის სამყაროს კეთილი მეუფის გამოცხადებად. ისინი უარყოფდნენ ძვ. აღთქმის სიმბოლურ ხასიათს და მას სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ყოველგვარი ალეგორიულობისაგან განყენებულად აღიქვამდნენ. არანაკლებ გაუგებარი იყო იესო ქრისტეს პიროვნების მანიქეველური ინტერპრეტაცია. მანიქეველთა მაცხოვარს არავითარი კავშირი არ ჰქონდა სახარებისეულ ქრისტესთან, რომელსაც ისინი იუდეველთა ღმერთის მიერ წარმოგზავნილად თვლიდნენ. ისინი გადაჭრით უარყოფდნენ განკაცებას, რადგანაც ეს ღვთაებრივი ბუნების შებღალვად და ბნელეთის ძალთა წინაშე მის ქედმოდრეკად მიაჩნდათ. ნეტარი ავგუსტინე თავიდანვე დადებითად განეწყო მანიქეველთა სექტის მიმართ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ისინი ახალ აღთქმას თვლიდნენ სიყვარულის ღმერთის დაბადებად. ნეტარმა ავგუსტინემ ბევრი თავისი მეგობარი მოაქცია მანიქეველობაში, თუმცა მათდამი რწმენა დროთა განმავლობაში თავადაც შეერყა. იგი მანიქეველურ იგავებს ფილოსოფიურ სწავლებას უდარებდა და ასკვნიდა, რომ ფილოსოფია ბევრად უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან. იგი განუდგა მანიქეველთა სექტას შემდეგი მიზეზების გამო: 1) დაადგინა მანიქეველური თეოლოგიისა და კოსმოგონიის არამდგრადობა; 2) მანიქეველების წინააღმდეგ მან გამოიყენა ნეოპლატონური მოსაზრება, რომელიც ეხება ბოროტების წარმომავლობის საკითხს: ბოროტება რეალური არ არის; 3) აღმოაჩინა ბიბლიის ალეგორიული და ისტორიული განმარტება, რომლის თანახმადაც ბიბლიის ტექსტი არ უნდა გავიგოთ სიტყვასიტყვით. მიუხედავად ამისა, მანიქეველების კვალი ადვილად არ გამქრალა ნეტარი ავგუსტინეს შემდგომ მსოფლმხედველობაში. "აღსარებანში" ნეტარი მამა ხაზს უსვამს იმას, რომ მარტოდმარტო, შიშისა და რისკის ფასად, ტანჯვით მიდიოდა შემეცნების რთულ გზაზე და ყოველგვარი წინააღმდეგობა გადალახა ჭეშმარიტი რწმენით. მისთვის, ისევე როგორც მისი ეპოქის ყველა რომაელი ინტელექტუალისათვის, შეუძლებელია, მარტივი ყოფილიყო რწმენის ძიების გზა. რადგან ეს გზა იყო ანტიკური სისტემის ფასეულობათა გადაფასების გზა. ნეტარ მამას უსაზღვრო ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ეს გზა სხვებისთვის გაეადვილებინა. ეკლესიის ეს უდიდესი მამა იდგა ძველი და ახალი საუკუნეების მიჯნაზე. აგროვებდა რა ძველი კულტურის ნამსხვრევებს, ამავე დროს საფუძველს უყრიდა უახლეს, შუა საუკუნეობრივ მსოფლმხედველობას. ნეტარმა ავგუსტინემ თავისი ეპოქის ყველა სიძნელე აიღო თავის თავზე და განიცადა როგორც ახალი სამყაროს დაბადების ტკივილები, ისე ძველი ეპოქის წინასასიკვდილო მდგომარეობა.

როდესაც ნეტარი მამა გაეცნო ნეოპლატონიკოსთა თხზულებებს, მან ნეოპლატონურ იდეებსა და ქრისტიანულ მოძღვრებას შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე საერთო ნიშნები დაადგინა. ამის თაობაზე იგი წერდა: "პლატონიკოსთა თხზულებებში, მართალია სულ სხვადასხვა სახით, მაგრამ გამუდმებით შეიძლებოდა ზიარება ღმერთთან და მის სიტყვასთან" ნეოპლატონიზმმა მას მიანიშნა გზა საკუთარი თავის შიგნით, ორიენტაცია მისცა, ეძია ჭეშმარიტება არა გარე სამყაროში, არამედ სულის საკრალურ საიდუმლოებებში. ნეტარმა მამამ ქრისტიანობის იდეოლოგად გახდომის დროსაც შეინარჩუნა სიმპათია ნეოპლატონიკოსთა მიმართ. იგი თვლიდა, რომ ისინი ყველა ფილოსოფოსზე ახლოს იდგნენ ჭეშმარიტებასთან. "აღსარებანში" იგი საუბრობს იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნეოპლატონური ტრაქტატების კითხვას მის ქრისტიანად მოქცევაში. ნეტარი ავგუსტინე ნეოპლატონიკოსთა მიმდევრებს ეუბნებოდა: "თქვენ ისეთი სწავლების მიმდევრები ხართ, რომ თავისთავად უნდა გახდეთ ქრისტიანებიო". თუმცაღა უკვე გვიან, როდესაც ნეტარმა მამამ გადააფასა თავისი დამოკიდებულება წარმართული ფილოსოფიის მიმართ, იგი განსჯიდა თავის ყმაწვილურ გატაცებას პლატონიზმით და ამბობდა, რომ პლატონსა და ნეოპლატონიკოსებს აფასებდა დაუმსახურებლად მაღალ დონეზე. მისი განდგომა პლატონიზმისგან ამავე დროს ნიშნავდა განდგომას ელიტარული ფილოსოფიისგან, რომელიც ხელმძღვანელობდა მთელ იმდროინდელ ყოფას. ნეტარი ავგუსტინე თვლიდა, რომ ანტიკური სამყარო ხედავდა თეოლოგიურ ჭეშმარიტებას, მაგრამ არ იცოდა როგორ მისულიყო მასთან. ნეტარი მამის ძიება ვერც ნეოპლატონიზმმა დააკმაყოფილა. პირველ რიგში იმით, რომ მასში საბოლოოდ არ იყო დაძლეული ღმერთისა და მატერიალური სინამდვილის დუალიზმი; ნეოპლატონური მოძღვრება "ერთზე" საბოლოოდ სპობდა ინდივიდს. ნეოპლატონიკოსთა მარადიული ღვთაებრივი მოძღვრების იდეას აკლდა განკაცების იდეა, რის საფუძველზედაც შესაძლებელია მიწიერის, ადამიანურის ღვთაებრივთან შეერთება. ნეტარი მამისთვის ქრისტიანული ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფიისგან განსხვავებით, წარმოადგენდა პირველ რიგში ქადაგებას ღმერთის განხორციელებაზე, ქრისტეში ადამიანების ღვთისშვილობის ხარებაზე. მისთვის ღმერთი აღარც ნეოპლატონიზმის განყენებული "ერთი" იყო და აღარც პლატონის უპიროვნო და აბსტრაქტული მონადა (ანუ ენეადა), არამედ ყველაზე რეალური, კონკრეტული, ცოცხალი სული, ყოველგვარი მეტაფიზიკური და ზნეობრივი სრულყოფის სისრულე. ნეოპლატონიზმის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ნეტარი ავგუსტინე მაინც წმინდა წერილს დაუბრუნდა. მილანში მან იპოვა მოძღვარი და მასწავლებელი - წმინდა ამბროსი მედიოლანელი. სულიერი საზომი, რომელსაც წმინდა ამბროსი ემყარებოდა, სრულიად აკმაყოფილებდა იმ დროის ფილოსოფიურად განვითარებული ადამიანის გონებას. წმინდა ამბროსი მედიოლანელის ქადაგებებმა ნეტარ ავგუსტინეს ასწავლა წმინდა წერილის სულიერი ინტერპრეტაცია და ხელი შეუწყო ქრისტიანულ სარწმუნოებაში მის საბოლოოდ განმტკიცებას. ამის შემდეგ ნეტარი მამა მიზანმიმართულად გაუდგა ჭეშმარიტი რწმენის გზას ეკლესიის ხელმძღვანელობით. ამ გზას იგი აღარასოდეს განდგომია.

მტანჯველი შინაგანი ძიება ჭეშმარიტებისა და სულიერებისა, წმინდა ამბროსი მედიოლანელის ალეგორიულ-სიმბოლური მიდგომა ბიბლიურ ტექსტებთან, მისი პირადი მაგალითი, დედის შეგონებები და ლოცვა, ნეოპლატონიკოსთა თხზულებების კითხვა, ანტონი დიდისა და სხვა მონაზონთა ცხოვრებებზე გაგონილი მოთხრობები, პავლე მოციქულის ეპისტოლეების კითხვა და ა. შ., ყველაფერი ეს დაეხმარა ნეტარ ავგუსტინეს მისულიყო იმ აზრამდე, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სწავლება. მან დაძლია ყველა ეჭვი და გაურკვევლობა, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც, ღრმად გაეაზრებინა ჭეშმარიტება. წმინდა წერილის გაცნობით იგი მიხვდა, რომ ძველი და ახალი აღთქმა არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ხოლო პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა ნეტარი მამა მიახვედრეს იმას, რომ ხსნის გზისკენ მივყავართ მადლს და არა "სიბრძნეს ამასოფლისას." ამ სენტენციამ: "სიბრძნე ამა სოფლისა სიცოფე არს წინაშე ღვთისა", - ნეტარი ავგუსტინეს თვალში იმდენად გააუფასურა არისტოკრატული სიბრძნე, რომ იგი მას აღარ იღებდა დამოუკიდებელ ღირებულებად.

ნეტარი ავგუსტინე მონათვლამდე გაიტაცა დავითის ფსალმუნებმა, რომელმაც ასევე დიდი გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე. ბოლოს, როდესაც იგი მოინათლა და აფრიკაში დაბრუნდა, შეუდგა ბიბლიისა და ამავდროულად მთელი ქრისტიანული ლიტერატურის სისტემურ შესწავლას, რაზედაც კი ხელი მიუწვდებოდა. იგი ამბობდა, რომ მთელი ჭეშმარიტება, რაც კი აქამდე ფილოსოფოსთა წიგნებში ამოუკითხავს, წმინდა წერილში აღმოაჩინა. ნეტარმა ავგუსტინემ სამსახურს თავი დაანება, დაშორდა მეგობრებსა და ნათესავებს და განმარტოვდა კასიციანეში, მეგობრის ვილაში, სადაც თავი მისცა სულიერ განსჯას. იგი აქტიურად ემზადებოდა ქრისტიანობის მისაღებად. 387 წლის 24 აპრილს იგი თავის შვილთან ერთად მოინათლა. ქრისტიანობის მიღება ნეტარ ავგუსტინეს ესმოდა, როგორც ცხოვრებისეული ამაოებისაგან გაცლა ჭეშმარიტი ფილოსოფიის სავანეში და ღრმა სულიერი ცხოვრება. დედის გარდაცვალების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა, გაყიდა თავისი მოკრძალებული მემკვიდრეობა და თაგასტაში დააარსა პატარა მონასტერი, სადაც ექვსმა ადამიანმა დაიწყო მოღვაწეობა. თაგასტაში ცხოვრების სამი წელი ნეტარმა მამამ მთლიანად მიუძღვნა სულიერ საქმიანობას. 391 წელს მღვდლად, ხოლო 399 წელს კი ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი 31 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჰიპონიის ეკლესიას და დაუღალავად ებრძოდა სხვადასხვა მწვალებლურ მიმდინარეობას: მანიქეველობას, დონატიანელობას, პელაგიანელობას და სხვ. ნეტარმა ავგუსტინემ იცხოვრა რომის დაცემამდე და გარდაიცვალა 430 წლის 28 აგვისტოს, ჰიპონიაში. მან დაგვიტოვა უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. ნეტარ ავგუსტინეს ხშირად მოიხსენიებენ შუა საუკუნეების ფილოსოფიის ფუძემდებლის სახელით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat