წმინდა მელეტი იფსენელი (XIX) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მელეტი იფსენელი (XIX) - 12 (25) თებერვალი
წმინდა მელეტი XVIII საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ როდოსზე, სოფელ ლარდოსში. ღვთისმოშიშმა მშობლებმა - ნიკოლოზმა და სტამატიამ შვილს ნათლისღებისას ემანუელი დაარქვეს. უკვე მისი ყრმობიდან ჩანდა, რომ ბავშვი ღვთის რჩეული ჭურჭელი იყო. წმინდა ნიკოლოზივით ოთხშაბათსა და პარასკევს უარს ამბობდა დედის რძეზე. ბიჭი როცა წამოიზარდა, სახლიდან საჭმელი გაჰქონდა და გაჭირვებულებს ურიგებდა. მისი მშობლები ამისთვის ტუქსავდნენ, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ საკუჭნაოში ამ გაცემის შემდეგ საკვებს არაფერი აკლდებოდა.

პატარასვე შეასწავლეს წერა-კითხვა. ყმაწვილს ძალზე უყვარდა წმინდანთა ცხოვრების კითხვა, საეკლესიო მსახურებები. ღვთის სიყვარულით ავსებული მთელი სულით ესწრაფოდა უფლისთვის სათნო, წმინდა, უმწიკვლო ცხოვრებისაკენ.

როცა ლარდოსის ირგვლივ თავისი მამის ცხვარს აძოვებდა, მან ბევრი ისეთი მყუდრო ადგილი იპოვა, სადაც ლოცვაში ხელს არავინ შეუშლიდა. ერთ-ერთი ამგვარი ადგილი გახლდათ, გორაზე მდებარე ძველი მონასტრის ნანგრევები. ერთხელაც ღამით, როცა იქ ლოცულობდა, იხილა რომ ციდან მიწამდე სინათლის სვეტი ჩამოეშვა. მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც სვეტი მიანიშნებდა და დაინახა გამხმარი ზეთისხილის ხე, რომლის ფესვებშიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ესვენა. ყმაწვილი მუხლებზე დაემხო, სულიერი სიხარულით და აღფრთოვანებით მადლობა შესწირა უფალს და ხატი მიირქვა. შემდეგ ღამეს მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ამ ადგილას მის სახელზე ტაძარი აეშენებინა და ძველი, დანგრეული სავანე აღედგინა. ღვთისმშობელმა მიუთითა ადგილი, სადაც ის მშენებლობისთვის საჭირო თანხას იპოვიდა. მართლაც, იმ ადგილას მან განძი იპოვა. ღვთისმშობლის კურთხევით აღფრთოვანებულმა ოსმალო ხელისუფლებისგან (როგორც ცნობილია, ამ დროს საბერძნეთის ნაწილი და თვით კუნძული როდოსიც ოსმალების უღელქვეშ იყო) ტაძრის და მის გარშემო კელიების აშენების ნებართვა მიიღო და საქმეს შეუდგა. როცა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აშენდა, წმინდანი მონაზვნად აღიკვეცა. შემდეგ მას ბერ-დიაკვნად ხელი დაასხეს, მალევე აკურთხეს მღველ-მონაზვნად და ახალდაარსებული მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. ამ სავანეს XX საუკუნეში იფსენის მონასტერი უწოდეს.

წმინდანი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა. საღამოობით მონასტერთან ახლოს მდებარე მღვიმეში მიდიოდა და იქ ლოცულობდა, დღისით კი მასთან მისული ხალხის აღსარებებს იღებდა. სახელი მთელ კუნძულზე გაუვარდა და მასთან მრავალი მიდიოდა ცოდვათა მიტევებისა და სულიერი დამოძღვრის გასაგონად. ხშირად ის მოინახულებდა გარშემო მდებარე სოფლებს, იღებდა აღსარებებს, არგებდა და ასწავლებდა ღვთის ჭეშმარიტ რწმენასა და ღვთისმოსაობას. ღმერთმა ის კურნებისა და ეშმაკთა განსხმის მადლით დააჯილდოვა. ღირსი მამა ავადმყოფებს კურნავდა და სულიერად შეწეოდა. ქრისტიანებს მოუწოდებდა მყარად მდგარიყვნენ მამათა რწმენაზე და ღვთის სიტყვის მიხედვით ეცხოვრათ. განსაკუთრებით, დაჟინებით მოუწოდებდა ქრისტიან დედაკაცებს უცხო რწმენის ხალხზე არ დაქორწინებულიყვნენ და ხორციელი ურთიერთობა არ ჰქონოდათ.

წმინდანი სიცოცხლეშივე სასწაულებს ახდენდა. ერთხელ წმინდანი ლარდოსიდან თავის მონასტერში ბრუნდებოდა, მდინარეს ჯვარი გადასახა და წყალზე როგორც ხმელეთზე, ფეხით გადავიდა. წმინდანს გზას ერთგვარი ზეციური ნათელი უნათებდა, რომელიც წმინდანის წინ მიიწევდა.

წმინდანის მოღვაწეობა თურქებს აღიზიანებდა, რომლებიც მის მოკვლას ცდილობდნენ, მაგრამ უფალი იფარავდა თავის რჩეულს. მათ ცილისმწამებლური წერილი დაწრეს და როდოსის მიტროპოლიტს მიართვეს, სადაც წმინდა მელეტის უკანონოდ დაბადებული ბავშვის მამად წარმოაჩენდნენ. ღირსი მელეტი მეუფესთან გამოიძახეს და უკვე მოხუცებული დაკითხვის დროს მიტროპოლიტის წინ დამხობილი გარდაიცვალა. ეს მოხდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. წმინდანის სხეულმა მისი გარდაცვალების მერე დაამტკიცა ღირსი მამის უდანაშაულობა. მას მერე, რაც როდოსის მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის საკათედრო ტაძარში მისი დაკრძალვა ბრძანა და წმინდა მელეტის კუბო გახსნეს, იქიდან გასაოცარი კეთილსურნელება ამოვარდა, რაც მის სიწმინდეს მოწმობდა. როდოსელი ქრისტიანები დიდი ხანია, რაც მას წმინდანად თვლიდნენ. მისი წმინდა ნაწილთა უმეტოსობა მიმოფანტულია, ნაწილი კი იფსენის მონასტერშია დასვენებული. 2013 წლის 27 ნოემბერს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა მელეტი იფსენელი წმინდანად შერაცხა და რადგან მისი გარდაცვალების დღე არ იყო ცნობილი, ღირსი მელეტის ხსენება მისი ზეციური მფარველის, წმინდა მელეტი ანტიოქიელის ხსენების დღეს 12 თებერვალს დააწესეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat