"საინგილოს მიეხმარე, როგორც შეგიძლიაო..."
"საინგილოს მიეხმარე, როგორც შეგიძლიაო..."
1918 წელს გაზეთი "საქართველო" მკითხველს შემაძრწუნებელ ინფორმაციას აუწყებდა:

"ვერაგულად მოკლეს ინგილო მღვდელი, გავლენიანი და ფრიად პატივცემული მოხუცი მიხეილ ყულოშვილი, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია არამცთუ საინგილოში, არამედ მის გარეთაც. მამა მიხეილი უკვალოდ დაიკარგა ნოემბრის პირველს, სოფელ მარსანში, რომელიც დასახლებულია მუსულმან ინგილოთაგან. 18 დღის ძებნის შემდეგ გვამი მღვდლისა ვიპოვეთ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველ ნახშირის საწვავ ორმოში. გვამი რომ ამოიღეს, მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი, ექიმის გამოკვლევით, ხელებგაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მეტად მოუშორებიათ კისერი.

კუჭის გასინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისთვის შურისძიებისა ეშინიათ.

...ეჭვი არ არის, რომ ეს მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსულმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს, ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინანებო, ხან მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსულმანები ქრისტიან ინგილოთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ.

საჭიროა ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ახლავე ზომები მიიღოს ინგილოთა დახსნისთვის, თორემ მერე გვიან იქნება", - წერს ავტორი "ვ-ლი"-ის ფსევდონიმით. ეს აღმაფოთებელი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. პროფესორი მოსე ჯანაშვილი იგონებდა, მადლიერი ერი დიდხანს გლოვობდა მღვდელი მიხეილის გარდაცვალებას. დასაფლავებას ინგილოქრისტიანებთან ერთად, მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ. ალათემურის თავიდან კახამდე მოყოლებული, გზები მრევლით ყოფილა სავსე, "ყველა აღშფოთებული იყო და სულიერი მამის მკვლელობის გამო ვერაგი მკვლელის მიმართ სიძულვილს გამოთქვამდაო".

მამა მიხეილი გამორჩეული პატივისცემით მიუსვენებიათ მის მიერვე აღდგენილ კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში და საინგილოს ეროვნული გმირის, ივანე-პაპა (ივან-ბაბა) ბულუღაშვილის გვერდით, საინგილოს პანთეონში დაუკრძალავთ ქრისტიანული რწმენისა და სამშობლოსათვის ნაწამები მისი წმინდა სხეული.

ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, მღვდელმოწამე მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი მოწამეთა დასში წმინდანად შერაცხეს, მისი მოხსენიების დღედ 5 ივლისი დაადგინეს.

მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი დაიბადა საინგილოს რაიონ სოფელ კახში 1845 წელს რაფაელ (ასლან) და საბედო ყულოშვილების ოჯახში. 9 წლის მიხეილი მშობლებს 1854 წლის 17 აგვისტოს მოუნათლავთ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მას შემდეგ ერთგულად და მტკიცედ ჩამდგარა უფლისა და ხალხის სამსახურში. ყველა ქართული საქმე, რაც კი საინგილოში იმხანად გაკეთებულა, პირდაპირ თუ ირიბად, მის სახელს უკავშირდებაო, აღნიშნავენ ისტორიკოსები.

მამა მიხეილ ყოლოშვილს XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან სხვა ქართველი ეროვნული საქმის მოთავეებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, უდიდესი წვლილი შეუტანია ე.წ. "კავკასიის მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" ჩამოყალიბებაში. ამ ორგანიზაციამ კავკასია 12 სამისიონერო ზონად (საბლაღოჩინოდ) დაჰყო, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიის გაქრისტიანებას საინგილო-ჰერეთის ეპარქიის ჩათვლით. აღნიშნული საზოგადოების დაფინანსებით აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინა ძველმა, უმოქმედო ეკლესიებმა, შეიქმნა სამრევლოები, აქტიურად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება, ამოქმედდა სამრევლო სკოლები, რამაც საინგილოში მძიმე დარტყმა მიაყენა ისლამური სარწმუნოების დამცველ სასულიერო პირებს და ისლამის გამავრცელებლებს. ისინი განსაკუთრებით ვერ ეგუებოდნენ მამა მიხეილ ყულოშვილის დიდ მონდომებასა და ძალისხმევას, რომელსაც იგი ქრისტიანობის გავრცელების საქმეში იჩენდა.

მშობლიური ენის გარდა მამა მიხეილმა შესანიშნავად იცოდა რუსული, აზერბაიჯანული, სომხური და უდური ენები. ოჯახურ ტრადიციებს, დიდი გავლენა მოუხდენია პატარა მიქაელის პიროვნების ჩამოყალიბებაზე, მას ზეპირად სცოდნია "ვეფხისტყაოსანი", წლების განმავლობაში მედავითნეობდა საინგილოს მოქმედ ტაძრებში. დიაკვნად 1866 წლის 20 ნოემბერს აკურთხეს, 1870 წლის 11 იანვარს კი საქართველოს ეგზარქოსმა ევსევი ილინსკიმ მღვდლად დაასხა ხელი. პირველად კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაამწესეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ვართაგენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვრადაც დაადგინეს.

მამა მიხეილი ნაყოფიერ პედაგოგიურ-საგანმანათლებლო და მისიონერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ასწავლიდა საღმრთო სჯულს ვართაგენის სამრევლო სკოლაში, 1869 წლიდან დააარსა სამრევლო სკოლა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან (1888 წლის მონაცემებით ამ სკოლაში 75 მოსწავლე ირიცხებოდა). მისივე მეცადინეობითა და დიდი მონდომების წყალობით, ზაქათალის ოლქის სამრევლო სკოლამაც დაიწყო ფუნქციონირება. მამა მიხეილი საეკლესიო და საგანმანათლებლო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. დაინტერესებული იყო ხალხური მედიცინით, თავისი რეცეპტებით ამზადებდა სამკურნალო, მცენარეულ წამლებს და თავის მრავალრიცხოვან სამწყსოს, არა მხოლოდ სულიერი კურნების, არამედ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშიც ედგა, რის გამოც, მრევლის საყოველთაო სიყვარულითა და ნდობით სარგებლობდა.

მამა მიქაელი ინგილო ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, მის მიერ გახსნილ ორკლასიან სამრევლო სკოლაში. იგი, როგორც ეკლესიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენაში.

1892 წელს, "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებას", სოფელ თასმალოს წმინდა თომას სახელობის ტაძრის აღმშენებლობითი სამუშაოები წამოუწყია. თასმალოს განახლებული ეკლესია, რომელიც კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის სავალზე მდებარეობს, 1894 წლის 9 ოქტომბერს აკურთხეს, ტაძრის მოძღვრად მამა მიხეილ ყულოშვილი დაინიშნა, სადაც მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა მღვდელმსახურება. თასმალოს მართლმადიდებელი სამრევლო, მხოლოდ 22 კომლისგან შედგებოდა. ამის მიუხედავად, 22 ოჯახის ჭეშმარიტ რწმენაზე მოქცევა მამა მიქაელის წარმატებულ მისიონერულ ღვაწლზე მეტყველებს.

"ჭეშმარიტ მღვდელს უყვარს თავისი ერი და ერსაც უყვარს თავისი კეთილი მწყემსი. მამა მიხეილმა მოსწავლეებს მშობლიური ქვეყნის სიყვარული გაუღვივა, შეასწავლა და შეაყვარა მისი ისტორიული წარსული, - წერს პროფესორი მ. ჯანაშვილი. 1912 წელს მამა მიხეილს საკუთარი სახსრებით აღუდგენია კახის საყარაულოს მთაზე წმინდა მეფე არჩილის მიერ VIII საუკუნეში აშენებული კასრის სამების ეკლესია, რომელიც 1922 წელს ჯერ კომუნისტებს დაურბევიათ, შემდეგ კი მიწისძვრას დაუქცევია და დღეს ამ ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

- რა პოლიტიკური ვითარება შეიქმნა საქართველოს ძირძველ რეგიონში, საინგილოში, 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ და რა გახდა მამა მიხეილის ვერაგული მკვლელობის მიზეზი, რომელმაც მას მოწამებრივი გვირგვინი არგუნა?

გიორგი მაჩურიშვილი,
საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი:

- რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, პოლიტიკური მდგომარეობა ძლიერ დაიძაბა საინგილოში. საქართველოს წარმომადგენლებმა ზაქათალის ოლქი მიატოვეს შიშიანობის გამო, ჩაიკეტა გზები და საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა. თურქი ასკერების მხარდაჭერით აზერბაიჯანელმა მუსავათელმა პანთურქებმა, მთელი ტერიტორია დაიპყრეს, დაარბიეს და ამოწყვიტეს სომხური სოფლები და ხალხს თავიანთ რაზმებში ჩაწერისკენ მოუწოდებდნენ. ინგილოების დახმარებით, ვინც კი გადარჩა, ალაზნის გამოღმა გადმოვიდნენ, საქართველოსა და შირაქში დასახლდნენ. ხალხი შიშმა მოიცვა, უმრავლესობა ტყე-ღრეში გაიქცა თავის შესაფარებლად, მუსავათებმა ძარცვა-გლეჯას და მკვლელობას მიჰყვეს ხელი. მამა მიხეილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქრისტიანულ სოფლებში კახში, ალიბეგლოში, ყურაღანში, მარსანში, თასმალოში, ალათემურში, მისი სჯეროდათ, მის აზრს პატივს სცემდნენ. მღვდელს სარწმუნოების შეცვლასა და მუსლიმანობის მიღებას სთხოვდნენ ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ, მას კი ამის გაგონებაც არ უნდოდა და მრჩევლებს, კატეგორიულად განუცხადა, ამ საკითხზე მეორედ აღარავის გაებედა მასთან მისვლა. მუსავათელთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში წირვა-ლოცვის აღსავლენად.

1917 წლის 1-ელ ნოემბერს, მამა მიხეილი თავის სამრევლოში ჩავიდა. წირვის დასრულების შემდეგ, ცხენი შეუკაზმავს და შინისაკენ გზას დასდგომია. გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. ხიდთან ერთი დაღონებული კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად სთხოვა გაჰყოლოდა. ბუნებით კეთილმა მოძღვარმა ვერც კი წარმოიდგინა, რომ ატყუებდნენ. ავადმყოფის სახლთან მისულს გაუკვირდა, რომ არავინ გამოეგება კართან, მაგრამ იფიქრა, ალბათ მძიმედ არის ავადმყოფიო და გაბედულად შეაბიჯა ბინაში, სადაც ხიფათი ელოდა, იატაკი წინდაწინ აეხადათ, რომელზეც დიდი ფარდაგი იყო დაფენილი, მამა მიხეილმა როგორც კი ფარდაგს ფეხი დაადგა, ფარდაგიანად ჩავარდა სარდაფში, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მათ მღვდელი გაკოჭეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რათა შემდეგ ქრისტიანი ინგილოები მუსლიმანურ სარწმუნოებაზე მოექციათ, მამა მიხეილი, რასაკვირველია, არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, რის შემდეგაც ძალადობაზე გადავიდნენ და ხანჯლებით დაადგნენ მოხუცს თავზე, "ყველა ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია, მომკალით წმინდა სამებისთვის. თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ, თქვენ ხომ დედისა და დის მეტს არავის სცნობთ, ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა, გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა, "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი", - ეს იყო ბოლო სიტყვები. გამხეცებულმა ჯალათებმა მეტი აღარ დააცადეს, ხელი აღუმართავს პირჯვრის გადასაწერად, მაგრამ სიკვდილმა მოუსწრო. შებინდებისას მტარვალებმა მოწამის გვამი სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში. ხალხი ყველაფერს მიხვდა.

მოძღვარს შინ დაქვრივებული რძალი, ქალთა შორის ქართული კულტურის გამავრცელებელი, ცნობილი პედაგოგი, 21 წლის სოფიო ყულოშვილი ელოდა. მიხეილ ყულოშვილის ერთადერთი ვაჟი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზი, მაჩხაანში მასწავლებლობდა. საინგილოში რომ ქრისტიანული რწმენა გაძლიერებულიყო, მამა მიხეილმა 1892 წლის მაისში ნიკოლოზი მღვდლად განაწესა. ის 1895 წლის შემოდგომაზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, რომელსაც 1891 წლის 10 ივლისს დაბადებული ერთადერთი ასული ნინო დარჩა.

- ვინ არიან წმინდა მღვდელმოწამე მიხეილის შთამომავალნი და რა იციან მათ თავიანთი სახელოვანი, ღვაწლმოსილი წინაპრების შესახებ?

გვესაუბრება მამა მიხეილის შვილიშვილი თინათინ ჭაბუკიანი.

- მამა მიქაელის ძმა ადრე გარდაიცვალა, მას ბევრი შვილი დარჩა, ძმის გარდაცვალების შემდეგ მამა მიქაელმა სთხოვა რძალს, ერთ-ერთი ძმისშვილი ვიშვილოო, პაპაჩემს, ვანოს დაადგა თურმე თვალი და დედის თანხმობის შემდეგ თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად. წერა-კითხვით დაწყებული, ყველაფერი შეასწავლა, გვერდიდან არ იცილებდა, სადაც წავიდოდა, ყველგან თან დაჰყავდა. როცა ღვიძლი შვილი, ნიკოლოზი, დაეღუპა, პაპაჩემი უწევდა თურმე ვაჟიშვილობას.

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დიდი წინაპარი გვყავდა, რომელმაც თავი შესწირა თავის ხალხს და სარწმუნოებას, მართალია, ამაზე მაშინ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ოჯახში პატარაობიდანვე გვიყვებოდა მამა თავისი ბაბუის შესახებ, რომელიც თვითონაც მიხეილ ყულოშვილის სახელსა და გვარს ატარებდა. თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავყავდით მამას საინგილოში და ძალიან მიკვირდა, რომ თბილისისგან განსხვავებით იქ ღვთის რწმენა გამჯდარი იყო ხალხში. ისინი დიდი სიყვარულით ჰყვებოდნენ მამა მიქაელის ღვაწლზე.

ვანო პაპას ოჯახი მართლაც გამორჩეული იყო საინგილოში თავისი მორწმუნეობით. ცხადია, იქ არც ერთი მოქმედი ტაძარი არ იყო კომუნისტების დროს და ნაკურთხი მარილი რომ შემოელეოდათ, თბილისში დადიოდნენ მარილის საკურთხებლად, რადგან ბებიაჩემს, ვერც კი წარმოედგინა საჭმელი ნაკურთხი მარილის გარეშე მოემზადებინა. ბებია ელენე წინდებსაც კი არ მოქსოვდა ისე, რომ ჯვრები არ ჩაექსოვა, მიცვალებულებსაც სპეციალურად ჯვრიან წინდებს უმზადებდნენ. ბევრი მართლმადიდებლური ტრადიცია იყო საინგილოში შემორჩენილი ისეთი, რომელიც მე სხვაგან არ შეხვედრია, რაც იმ დროისათვის ძალზე უჩვეულო იყო, მე ხომ მეორე ბაბუა და ბებიაც მყავდა ლეჩხუმში, მაგრამ მათი რწმენა აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მამაჩემი, დროის უკუღმართობის მიუხედავად, როდესაც რწმენაზე ლაპარაკი დანაშაულად ითვლებოდა, წერილებს წერდა თავის სახელოვან წინაპარზე, დადიოდა საპატრიარქოში მამა მიქაელზე მასალების მოსაძიებლად, პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ ისე საფუძვლიანად იკვლევდა და დაინტერესებული იყო ამ საქმით, წიგნიც გამოსცა საინგილოს ისტორიაზე. ამბობდა, დადგება დრო და მამა მიქაელის ამაგს და დამსახურებას ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე სულ სხვაგვარად შეაფასებენო. ამას წინათ ეს მამა ზურაბმაც აღნიშნა თავის ინტერვიუში, პირველად ჩვენ ბატონი მიხეილისაგან შევიტყვეთ მართლამდიდებლური სარწმუნოებისთვის მსხვერპლად შეწირული მისი ბაბუის შესახებ, რომელსაც საპატრიარქოში წერილები მოჰქონდა მამა მიქაელზეო. მიხარია, რომ მამაჩემი მოესწრო მამა მიქაელის წმინდანად შერაცხვას - მამა შარშან, 27 სექტემბერს, ჯვართამღლების დღეს გარდაიცვალა. ძალიან უნდოდა საინგილოში დასაფლავებულიყო, მაგრამ ეს თხოვნა ვერ შევუსრულე, ვუთხარი, ეს შეუძლებელია, რადგან ხშირად ვერ შევძლებ ჩამოსვლას, საფლავს ვერ ვუპატრონებ-მეთქი. გიორგობას საინგილოში ვიყავი, მამა მიქაელის საფლავიდან წამოღებული ერთი მუჭა მიწა მამაჩემის საფლავზე მოვაბნიე და ამით უდიდესი შვება ვიგრძენი. მამამ 85 წლის ასაკში ჩემს ხელში დალია სული, მისი ბოლო თხოვნა იყო "საინგილოს მიეხმარე, როგორც შეგიძლიაო". ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ფილმში, "ჩვენ მშვიდობა", არა მხოლოდ საინგილო, სამაჩაბლოც, პანკისიც და ახალციხეც გადავიღე, ყოველნაირად შევეცდები, მამის ანდერძი შევასრულო, წავადგე ჩემს კუთხეს და ჩემი საქმით ვემსახურო ქვეყანას, რომ უახლესი ისტორია დავიწყებას არ მიეცეს. მე საინგილოს მიმართ დიდი მოვალეობა მაქვს - გიორგობას საპატრიარქოს ტელევიზიისა და საინგილოს დღევანდელი პრეფექტის დახმარებით, შევძელი საინგილოში მამა მიქაელის საფლავისა და წმინდა გიორგის სახელობის იმ ტაძრის გადაღება, რომელიც თავის დროზე მამა მიქაელმა აღადგინა. პანთეონში წმინდა მიხეილის ძვალთშესალაგთან არის დასაფლავებული მისი რძალი, მამა ნიკოლოზ ყულოშვილის ქვრივი სოფიო კენჭოშვილი-ყულოშვილი, რომელსაც საინგილოში დღესაც დედა სოფიოს სახელით მოიხსენიებენ. მან ბევრ ქართველ ბავშვს წერა-კითხვასთან ერთად, მშობლიური ენისა და სამშობლოს სიყვარულიც შეასწავლა. ერთ-ერთ არქივში წავაწყდი ილია ჭავჭავაძის სოფიოსადმი გაგზავნილ წერილს, რომელშიც ის ოლღასთან ერთად აღფრთოვანებულია სოფიოს სამშობლოსადმი უანგარო სამსახურითა და თავდადებული მოღვაწეობით, "საინგილოში დღეს შენ მეიმედებიო", - წერს ილია.

შესანიშნავად იქადაგა იმ დღეს ხორნაბუჯისა და გერგეთის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე მელქისედეკმა. თითქმის 4 წელია მეუფის დიდი მონდომებით აღდგა საუფლო დღესასწაულები ამ ტაძარში, გიორგობას, ქრისტიანებთან ერთად, მუსლიმანებიც ესწრებიან ტაძრის დღესასწაულს. კარგია, რომ საშუალება მომეცა, ყველაფერი ეს გადამეღო.

ჩემი ძმა, ერეკლე ყულოშვილი, 28 წლისა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპა ცხინვალში. მეოთხე ბატალიონის კაპიტანი საქმეში შეტანილი წვლილისთვის რამდენჯერმე იყო დაჯილდოებული წმინდა გიორგის ორდენით, ფეხმძიმე მეუღლე დატოვა თბილისში და მისი ვაჟი, ნიკოლოზ ყულოშვილი, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, თვითონ კი თავი შესწირა ჩვენი სამშობლოს დაცვას, მისი გარდაცვალება ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახისთვის.

დასასრულ მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მამა მიქაელი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ძალიან ცხადად ვგრძნობთ მის შემწეობას, ახლო მომავალში გვინდა, ნათესავებმა თავი მოვიყაროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს სასიხარულო მოვლენა. მამა მიქაელის წმინდანობა დიდი ბედნიერებაა, არამხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის, მთელი ერისთვის, განსაკუთრებით კი საინგილოსათვის, იმ კუთხისთვის, სადაც მან თავისი სიცოცხლე შესწირა და სადაც მისი წმინდა ნეშტი განისვენებს.

ახლახან, ოჯახის არქივში აღმოვაჩინე მამა მიქაელის სურათი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრეა გადაღებული, ამ სურათს მე პირველად ჩემს ფილმში გამოვიყენებ, რომელიც საინგილოს მიეძღვნება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat