მისმა მარცხენამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი მარჯვენა
მისმა მარცხენამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი მარჯვენა
წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე
(დასაწყისი "კარიბჭე" #12)
1856 წლის 26 თებერვალს მამა ალექსანდრესათვის არქიმანდრიტად დაუსხამს ხელი აფხაზეთის ეპისკოპოს გერმანეს, რომელიც იმავე წლის 2 ოქტომბრიდან იმერეთის კათედრაზე გადაუყვანიათ, არქიმანდრიტ ალექსანდრესთვის ეპისკოპოსად ეგზარქოს ევსევის დაუსხამს ხელი და მისთვის კვლავაც აფხაზეთის კათედრა ჩაუბარებია.

ომის დამთავრების შემდეგ ალექსანდრეს მეტი საშუალება მიეცა, უშუალოდ მიემართა ეგზარქოსისთვის ილორისა და ლიხნის სასულიერო სასწავლებლებში სასწავლო პროცესის განახლების მოთხოვნით. იმ ეტაპზე მის თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. "რუსეთის უმაღლესი და სასულიერო ხელისუფლება სრულებითაც არ იყო დაინტერესებული აფხაზეთში სასწავლებლის გახსნით, რადგან მათი ვარაუდით, ეს გააძლიერებდა იქ ქართულ გავლენას. რუსეთის მთავრობისა და უწმინდესი სინოდის განზრახვა იყო, რომ აფხაზი კადრები მოემზადებინათ რუსეთში საქართველოსგან შორს, რუსების სრულ გარემოცვაში. ამ ხერხით გაერუსებინათ ისინი და დაეპირისპირებინათ ქართველებისთვის, რათა შეერყიათ ის ისტორიული ერთიანობის საფუძველი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ამ ორ შემთხვევაში" (გ. რიგვავა).

როგორც ხედავთ, ადრეული პერიოდიდან დაიწყო რუსული პოლიტიკის გატარება აფხაზეთის დედასაქართველოდან მოსაწყვეტად. ეს რომ ასე იყო, კარგად ჩანს ლეონიდე ოქროპირიძის 1892 წლის 9 აპრილის ეპისკოპოს ალექსანდრესადმი გაგზავნილ წერილში: "თქვენო მეუფებავ, ძვირფასო ბიძავ ბატონო! დღეის ამას იქით მთელს აფხაზეთში, შკოლებშიც და ეკლესიებშიდაც შეტანილი იქნება მარტო რუსული ენა და ქართული კი გამოიდევნება. ერთი სიტყვით, ახლა მწამს, რომ აფხაზეთი სრულებით ჩამოაცილეს საქართველოს და პირი აქნევინეს რუსეთისკენ, ახლა ყველაფერი გამოაშკარავდა".

მღვდელმთავრობაში, ბუნებრივია, გაიზარდა მეუფე ალექსანდრეს უფლება-მოვალეობანი და შესაბამისად - მისი საქმიანობის მასშტაბებიც. "ის მუდამ თავგანწირულად ემსახურებოდა აფხაზთა მოქცევის საქმეს, არ ზოგავდა საკუთარ საშვალებას შკოლის დაარსებისთვის, თავისი ხარჯით ზრდიდა აფხაზთა შვილებს და ამზადებდა მათ მღვდლობის ხარისხში სამოღვაწეოდ, მედგრად იცავდა სამღვდელოებისა და სამწყსოს ინტერესებს", - ვკითხულობთ წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) წერილში.

მე-19 საუკუნის II ნახევარში აფხაზეთი დიდმა მღელვარებამ მოიცვა - 1866 წელს ათასობით აფხაზმა აისხა იარაღი რუს დამპყრობთა წინააღმდეგ. ისტორიაში ეს მოვლენა აფხაზთა აჯანყების სახელწოდებით არის ცნობილი: აჯანყება ივლისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც სოხუმის განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი კონიარი ადგილობივ მოსახლეობას გადასახლებით დაემუქრა, მეამბოხეებს, კონიართან ერთად მოუკლავთ სოფელ ლიხნში გამაგრებული 50 კაზაკი. რუსებს ნოვოროსიისკიდან და სევასტოპოლიდან შემოუყვანიათ დამატებითი საჯარისო ნაწილები. მეამბოხეებმა ამ წინააღმდეგობას ვეღარ გაუძლეს და 4 აგვისტოს იარაღი დაყარეს. საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბოხების მეთაურები სახალხოდ ჩამოახრჩვეს, რომელთა შორის იყო აფხაზი თავადი ყალიბეკ მარღანია. აჯანყების მონაწილე 30 აფხაზი გააციმბირეს, მაჰმადიანი აფხაზები კი თურქეთში გადაასახლეს. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ეს აფხაზთა მესამე აჯანყება იყო ცარისტული რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ.

როგორც ხედავთ, ძლევამოსილი რუსული არმია, ხშირად ახდენდა "ჯვაროსნულ ლაშქრობებს" აფხაზეთში და განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა ამ კუთხის აბორიგენთა მიმართ, გავიხსენოთ თუნდაც უბიხების ისტორია...

"ამ უბედურების დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა აფხაზებთან კავშირი, მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ-ვარამს, მას ენდობოდნენ", - აღნიშნავდა წმინდა ამბროსი (ხელაია).

პროფესორი ჯემალ გამახარია: წმინდა ალექსანდრეს აფხაზეთში ჩასვლამდე, ამ ეპარქიაში ერთი სასწავლებელიც კი არ არსებობდა. სწავლა-აღზრდისა და განათლების საკითხებს ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე რომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, ეს რუსი გენერლის, ჰეიმენისადმი მის მიერ გაგზავნილი წერილიდანაც კარგად ჩანს. ცნობილია ისიც, რომ ყირიმის ომის დროს, იმ ბავშვებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ, მოძღვარი თავის სახლში აცხოვრებდა, საკუთარი სახსრებით ასწავლიდა და კვებავდა.

აფხაზეთიდან გამგზავრების წინ მეუფე ალექსანდრემ საკუთარი ბიბლიოთეკა სასწავლებელს დაუტოვა, რომელიც მომავალში უნდა გახსნილიყო.

დიდებულ მღვდელმთავარს ორი ეკლესია აღუდგენია თავისი ხარჯით. ერთი - სოხუმის სასაფლაოზე ქვიტკირისა, მეორე, სოხუმიდან ორ ვერსზე მდებარე უძველესი ტაძარი.

წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობასა და განახლებაში. მის დიდებულ სახელს უკვდავების შარავანდით ამკობს შიო მღვიმელის, იოანე ზედაზნელის, დავით გარეჯელის, მცხეთის ჯვრის მონასტრის, 12 მოციქულის სახელობის "სვეტიცხოვლის" საკათედრო ტაძრისა და მშობლიურ სოფელ დისევის დარბეული უძველესი ეკლესიების აღდგენა-განახლება.

"თქვენ გწამთ, რომ ადამიანის მხსნელი, მისი ხელმძღვანელი და განმწმენდელი მისი სჯული და სარწმუნოებაა და ამ გზაზე ღვაწლმოსილებისთვის არა დაგიზოგავთ რა, ამისდა მოწმედ თქვენ მიერ აღდგენილი მონასტრებია, ეს ნაშთნი ჩვენი სულიერად ზეაღსრულებისა. აქ მეტია თითოეულის თქვენის ღვაწლის ჩამოთვლა და მარტო ამას ვიტყვი, რომ თქვენი მადლით ცხებული მარჯვენა ყველგან მიგიწვდენიათ თქვენის ქვეყნის, თქვენის ერის საკეთილდღეოდ. არ არის არც ერთი საერო, საქველმოქმედო საქმე ქართველთა, რომ თქვენი უხვი წვლილი არ ერიოს, თქვენი ლოცვა-კურთხევა წინ არ მიუძღვოდეს, თავს არ დასტრიალებდეს", - ბრძანებდა დიდი ილია.

მეუფე ალექსანდრეს სოლიდური თანხა გაუღია შემოქმედის მონასტრის სარეგისტრაციოდ, აუგია და განუახლებია ტაძრები და მონასტრები. აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, ყველგან, სადაც კი უმოღვაწნია. "ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თავისი ქონების უდიდდესი ნაწილი მოახმარა შიომღვიმის მონასტრის განახლებას, აღადგინა ეკლესია და ძვირფასი მხატვრობით შეამკო წმინდა შიომღვიმელის საფლავის ეკლესია და დავით აღმაშენებლის აგებული დიდებული ტაძარი", - წერდა გაზეთი "ძველი საქართველო".

არაერთი ცნობა მოგვეპოვება იმის შესახებ, რომ წმინდა მღვდელმთავარმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო გავერანებული და უდაბნოდქცეული შიომღვიმის მონასტრის აღმშენებლობას, გაიყვანა მონასტრამდე გზა, მოაწყო მამათა საცხოვრებელი კელიები, მცხეთაში, მდინარე მტკვრის გაყოლებაზე, თავისი სახსრებით შეიძინა მამულები ტრადიციული მივიწყებული სასოფლო-სამეურნეო დარგების - მევენახეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის ასაღორძინებლად. "გამოცოცხლდნენ ძველი ტაძრები, სენაკები, უდაბნო მოოხრებული და მოიფინა ვენახითა, უნაყოფო კლდემ გამოსცა ნაყოფი კეთილი და მოჰყურნიან კეთილ-მორწმუნენი და ღვთისმოსავნი. ესრეთ გამოჩნდი შენ მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში მეორე "შიო ახლად", - წერდა ივანე რატიშვილი.

ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, მდინარე მტკვარზე თავისი საფასით გაუმართავს ბორანი, ძეგვში გაუკეთებია რკინიგზის ბაქანი, მის მიერ აღდგენილი შიომღვიმის მონასტრისთვის 21 ათასი მანეთი უანდერძებია, ზედაზნის მონასტრისთვის - 11 ათას 700 მანეთი. "თვითონ ეძლეოდა მოთმინებას, მარხულობას, ხარჯავდა თავის თავზე სულ ცოტას, რომ რაც შეიძლებოდა მეტი საქველმოქმედო საქმე შეესრულებინა", - აღნიშნავს დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. ამასვე შენიშნავს ალექსანდრე ყიფშიძეც, რასაც შოულობდა, სულ სხვისთვის ემეტებოდა. თვითონ კი იცვამდა და იხურავდა, როგორც უბრალო მწირი ბერი, საზრდოობდა პურითა და მწვანილით. სასმელად ჰქონდა ცივი წყალი და სტუმართათვის ნობათად - ქართული პანტისა და ვაშლის ჩირი, კერკი და გაფშეკილი ქართული ჩურჩხელა. მუდმივად მოღვაწეობდა, მოქმედებდა, აშენებდა ეკლესია-მონასტრებს, მწერლობდა, ხელოსნობდა, ქადაგებდა, მოქალაქეობდა. ასეთი მოღვაწეობა მიაჩნდა ღვთის სამსახურად".

შეუდარებელი ქველმოქმედი, მეუფე ალექსანდრე, გასაოცარი ენთუზიაზმითა და სიხარულით აშენებდა და აღადგენდა ჩვენი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელ ძეგლებს, ხსნიდა წიგნსაცავებს, სასწავლო დაწესებულებებს, მატერიალურად შეეწეოდა ქვრივ-ობლებს, გაჭირვებულთ და უპოვართ. მას არ ჩვეოდა გაკეთებულ საქმეზე ლაპარაკი. ქრისტეს მცნებების თანახმად, მისმა მარცხენამ არ იცოდა, რას სჩადიოდა მისი მარჯვენა, ის ცხოვრობდა სადათ და მარტივათ - ჭამა-სმასა და ჩაცმა-დახურვაში მეტად ზომიერი იყო (ნ-ძირელი).

მეუფე ალექსანდრეს მეცადინეობით და ფინანსური მხარდაჭერით 1878 წელს დაარსდა ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, რათა სწავლის მოსურნე ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე ახალგაზრდებისთვის ხელი გაემართა, ქველმოქმედი მღვდელმთავარი სწავლის საფასურად სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს, ყოველწლიურად ურიცხავდა სტიპენდიებს. აფინანსებდა ყაზანის სასულიერო აკადემიის წარჩინებულ ქართველ სტუდენტებს, ყოველწლიურ დახმარებას აღმოუჩენდა ყირიმის ომისგან დაობლებულ ოჯახებს.

ილიას გამოსვენება, შუაში ალექსანდრე ოქროპირიძე

1903 წლის 18 თებერვალს, გაზეთი "ივერია" საგულსიხმო ინფორმაციას აქვეყნებს. გრაფინია უვაროვისას უთხოვია საქართველოს იმჟამინდელი ეგზარქოსის ალექსისთვის, მოსკოვში გადაეგზავნათ მარტვილის ტაძრის უძველესი სამკაულები იმ მოტივით, რომ ხელოვნების ეს უნიკალური ნიმუშები "აქაურ მუზეუმში უკეთესად იქნება დაცულიო". გრაფინიას მოთხოვნა ეგზარქოსს სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრესათვის უცნობებია და მისი მოსაზრებით დაინტერესებულა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს მიუწერია: "1500-მდე მანათი გადავდე მარტვილის სამკაულთათვის მტკიცე თავშესაფრის ასაგებად და დასაცავად და აქედან წმინდა ნივთების წაღება შეუძლებლად მიმაჩნია და სარწმუნოების მხრივ უხერხულადო". ეპისკოპოსის მტკიცე პასუხითა და გადაწყვეტილებით შეგულიანებული "ივერიელები" ინფორმაციას ასეთი პათოსით ამთავრებდნენ: "ჩვენს წინაპრებს ეკლესიები და სამკაულები თავიანთი სულიერი მოთხოვნილებისთვის შეუქმნიათ და ჩვენთვის, შთამომავლობისთვის გადმოუციათ და არა მუზეუმში შესანახად შორეულ ქალაქშიო", გაზეთის 22 თებერვლის ნომერში კი დუტუ მეგრელის ვრცელი კომენტარიც გამოქვეყნდა: "კარგია, რომ ამჟამად ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე განაგებს გურია-სამეგრელოს ეპარქიას და იმედია, ყოველ ღონეს იღონებს მარტვილის სიწმინდეთა ღირსეულად, თავის ადგილზევე დასაცავად, ხოლო ამისთანა დიდ საქმეში მარტო ერთი კაცის ძალა არ კმარა, თუნდაც ეს კაცი თვით მხნე ქველმოქმედი ეპისკოპოსი ალექსდნდრეც იყოსო".

ასე გადარჩა მარტვილის ტაძრის უძველესი საგანძური მოსკოვში გატანას.

წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის დანაზოგითა და თაოსნობით, მრავალი საეკლესიო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და ქართული მწერლობის არაერთი ნიმუში დაისტამბა. მათ შორის - სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონი". ანტონ კათალიკოსის "მზა მეტყველება", ამბროსი ნეკრესელის "სიტყვანი და მოძღვრებანი", შიომღვიმის მონასტრის ისტორიული საბუთები (სიგელ-გუჯრები) და სხვა. ეპისკოპოსს ძველი "ხელნაწერების საეკელსიო მუზეუმისთვის, ხელნაწერთა გამოცემის მიზნით, 2200 მანეთი შეუწირავს. სწორედ ამ თანხით გამოცემულა 1074 წლის ათონური ხელნაწერების ტექსტი "ცხოვრებაი იოანესი, ეფთიმესი".

ილია ჭავჭავაძის სისხლი ჯერაც არ შეშრობოდა წიწამურის მიწას, როცა კვლავ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. "1907 წლის 9 ნოემბრის ღამეს, შობითგან 83-ე წელს, სამარადისოდ მიიძინა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ მისგან განახლებულ შიომღვიმელის უდაბნოში", - იუწყებოდა საუკუნის წინანდელი ქართული პრესა. ეს სამწუხარო ცნობა ელვის სისწრაფით მოედო მაშინ სრულიად საქართველოს: "ჩვენს ლაჟვარდოვან სამშობლოს ცას ზედიზედ სწყდება და ისტორიის უსაზღვრო სივრცეში ცვივა წარსული საუკუნის მისი მნათობნი, ქართველი ერის ჭირისუფალნი, მომვლელ-პატრონნი", - წუხდა ნიკიტა თალაკვაძე.

ქართული ეკლესიის სულიერი წინამძღვრის, ქველმოქმედისა და მეცენატის, დიდი ილიას უსაყვარლესი მოძღვრის, მეუფე ალექსანდრე ოქროპირიძის გარდაცვალება, მართლაც ბოლო წერტილი გახლდათ იმ რთული ეპოქისა, რომელზეც მოგვიანებით გალაკტიონი იტყვის:

"წიწამურში რომ მოჰკლეს ილია,
მაშინ ეპოქა გათავდა დიდი..."


წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე დასაფლავებულია მის მიერ აღდგენილ და განახლებულ შიომღვიმის მონასტრის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში. "განუსვენე უფალო, მონასა შენსა, საქართველოს ჭეშმარიტ შვილს და მოღვაწე ბერს, შიომღვიმის დიდებული ლავრის აღმაშენებელს, შენს სადიდებლად მას შინა სამუდამო კრებულის დამაარსებელს და მის ნივთიერად უზრუნველმყოფელს, საკუთარის საფასით ორსავე ტაძრის განმაახლებელს და ყოვლის სამკაულითა აღმავსებელს, წინამძღვრისა და კრებულისათვის სახლების ამშენებელს და ლავრის განმადიდებელს ვენახებით, ბაღებით, სახნავის მიწებით, წისქვილით, სამუშაო იარაღით და საქონლით, ყოვლად უსამღვდელოეს ალექსანდრეს", - წერია მისი საფლავის ქვაზე.

1995 წლის 19 სექტემბერს, მცხეთის 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 8 ნოემბერი დაადგინა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat