ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა
ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა
მეათე საუკუნეში ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულად მოღვაწეობდა ღირსი მამა გაბრიელ ქართველი. მისი სახელი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გამოჩენას უკავშირდება. იგი ზამთრობით ივირონში ჩამოდიოდა. მდუმარების ღვაწლში მყოფ წმინდა ბერს მარადის ძაძა ემოსა და მხოლოდ მხალეულით იკვებებოდა, ვინაიდან იყო ჭეშმარიტად "ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".
როგორც ვარაუდობდნენ, წმინდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმინდა იოანეს და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმინდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით.

999 წელს, დიდმარხვაში, მიმწუხრისას ათონელმა ბერებმა ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ღამის წყვდიადში ბრწყინავდა და დღის შუქზეც არ ქრებოდა. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმინდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღმრთისმშობლის ხატს ადგა.

გადმოცემის მიხედვით, IX საუკუნეში, ხატთმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილ იმპერატორ თეოფილეს დროს პატიოსან ხატებს სასტიკად დევნიდნენ. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმინდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად, გაენადგურებინათ ისინი.

იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც მოათავსა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა განრისხებით ხატს მახვილი ჰკრა და წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგარებიანი მსახურები დათანხმდნენ.

მათი განშორებისთანავე ქვრივი, თავის ძესთან ერთად, ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, ბოლოს, დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმინდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: "დედოფალი, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს ძალგიძს გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!" ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გასცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: "აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღვთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ, მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, რათა გაიქცე". შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა მას დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე (დაახლ. 830 წ.)  და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა და მრავალწლიანი ბერული ღვაწლის შემდეგ 890 წელს გარდაიცვალა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმინდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმიდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღვთის დედის საკვირველთმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა.…

ივერთა მონასტრის ბერებმა ნახეს, რომ ზღვის ტალღებზე მოლივლივე ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა საოცარი ნათელი. მამები შეეცადნენ, ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითოქსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკვებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს - მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახლად მოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.

ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა. იმავდროულად, ზეციური ნათლით შემოსილი ღვთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღვთისმოშიშ გაბრიელ ბერს და უთხრა: "აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ამის ნიშნად შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი".

მეორე დღეს, განთიადზე, ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გავიდნენ ნაპირზე. წმ. გაბრიელმა ილოცა, ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ, გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი და ცეცხლმოსილი ხატიც მიუახლოვდა მას. ბერმა მოწიწებით ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ნაპირზე, ტალღებზე ფეხით გაიარა და ნაპირზე გამოაბრძანა, ხოლო იმ ადგილას, სადაც წმინდა ხატი დაასვენა, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია. ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას.

სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში და საკურთხეველში შეაბრძანეს. მეორე დღეს ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად შესულ ბერს ღმრთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილზე დააბრუნეს. ეს საწაული რამდენჯერმე განმეორდა. ყოვლადწმინდა ქალწული კვლავ გამოეცხადა ძილში გაბრიელ ბერს და უთხრა: "გამოუცხადე ძმებს, რომ აღარ გამომცადონ, რადგან არა მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქუენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი ჩემი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა". ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმინდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველთმოქმედი ხატიც შიგ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება "პორტაიტისად" ანუ "კარიბჭისად" და რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება "ივერიის ღმრთისმშობელი". მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს "მწყალობელი". იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დამკვიდრდა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა.

არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელ ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება, ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა და ივერიაში დაივანებს, და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინვება. მაშინ ბერებმაც სასწაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, როგორც ქრისტიანებმა დატოვეს იერუსალიმი ტიტე ვესპასიანეს დროს, და ოღონდ მონაზვნობის აღთქმა წმინდად შეინახონ, წავიდნენ სადაც სურთ, რადგან დამანგრეველი მიწისძვრებით ათონის მთა ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღვთისმშობლის გაფრთხილება, რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონეზე იყო ჩვეულება: ყოველ კვირას ივერთა სავანის კარიბჭესთან მიდიოდნენ ყველა მონასტრის წარმომადგენლები, რათა გაეგოთ იყო თუ არა ხატი თავის ადგილზე; თაყვანს სცემდნენ მას, როგორც წმინდა მთის იღუმენიას და თავ-თავის მონასტრებში ბრუნდებოდნენ სასიხარულო ამბით, რომ ღმრთისმშობელს არ მიუტოვებია ათონი, რომ წმინდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად წმინდაა.

ბეჭდვაელფოსტა
25.07. 2014
ირინე
დიდება და მადლობა უფალს! დიდება და მადლობა ღვთისმშობელს!
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat