ღირსი გაბრიელი
ღირსი გაბრიელი
მე არ დამვიწყებიხარ, ჩვენ ერთად ვართ
დაპირებისამებრ, ვაგრძელებთ წმინდა მამა გაბრიელზე მოგონებების ბეჭდვას.

მამა გაბრიელთან ჩემი პირველი შეხვედრა 70-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა. მე, როგორც მცხეთაში დაბადებული და გაზრდილი, ხშირად დავდიოდი სამთავროს ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე. იმ წლებში, ახლანდელი მონასტრის შენობაში იყო სასულიერო სემინარია. მისი რექტორები იმ დროისათვის იყვნენ ჯერ მეუფე თადეოზი, ხოლო შემდეგ მამა ანტონი (ამჟამად მეუფე ზოსიმე) და ძირითადად წირვა-ლოცვებს ისინი ატარებდნენ. ერთხელ, საზიარებლად მომზადებულს, ტაძარში მხვდება ჩემთვის უცნობი მოძღვარი, რომელიც იწყებს წირვას. მე მაშინ 12-13 წლის ვიქნებოდი. მართალია, მრავალგზის მქონდა ზიარება მიღებული, მაგრამ აღსარების ჩასაბარებლად პირველად ვემზადებოდი. ღვთის ნებით, ჩემი პირველი აღსარება მამა გაბრიელმა ჩაიბარა. მაშინ ეს ძალიან ჩვეულებრივად მივიღე, თუმცა წლები კიდევ წინ ყოფილა და ღვთის განგებით ამ აღსარების ჩაბარება ყოფილა საწინდარი შემდგომი ჩვენი ურთიერთობების გაგრძელებისა.

გადიოდა წლები, მამა გაბრიელი ხან თბილისში იყო, ხან მცხეთაში. მე მას მონასტერში ხშირად ვხვდებოდი. განსაკუთრებით სასიამოვნოდ ვიგონებ შემოდგომის თბილ საღამოებს, როცა ის თავისი კელიის წინ მჯდარი (მაშინ მამა გაბრიელის კელია მონასტრის შენობის მარჯვენა კუთხეში იყო) ხატების ჩარჩოებში ჩასმით იყო დაკავებული. მეც მის სიახლოვეს ხშირად მიტრიალია. აღსარების ჩაბარების შემდეგ ცოტა გათამამებული შევეცადე, უფრო დაახლოებას და ერთ საღამოს მასთან სასაუბროდ ჩამოვჯექი.

ჩვენ დაახლოება გაგვიადვილა არქიმანდრიტმა პართენმა, რომელიც ბერმონაზვნურ მოღვაწეობას ეწეოდა და რომლის მონათლულიც ვარ. მის შესახებ სიყვარულით აღსავსე საუბარმა ძალიან უშუალო ურთიერთობის სახე მიიღო ჩემსა და მამა გაბრიელს შორის. ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა.

შემდეგ გადიოდა წლები, ბევრი რამ იცვლებოდა. მამა გაბრიელი ხშირად თბილისში, თავის აშენებულ ეკლესიაში იყო და ჩვენ შეხვედრებს ხშირი სახე აღარ ჰქონდა. მაგრამ, ერთხელ, როდესაც მონასტრის ეზოში შევხვდი, მომერიდა - დიდი ხნის უნახავი იქნებ ვეღარ მიცნოს-მეთქი და მოკრძალებით მივედი ლოცვა-კურთხევის ასაღებად. მან გულში თბილად ჩამიკრა და მითხრა:

- მე არ დამვიწყებიხარ, ჩვენ ერთად ვართ.

გადის წლები. მამა გაბრეილი სამუდამო ნავსაყუდელს მცხეთაში იქმნის. მე უკვე გაზრდილი, დატვირთული ჩემი ცოდვებითა და პრობლემებით მამა გაბრიელის წინაშე ვარ და იწყება ის უხილავი დახმარება, რომელსაც იგი დაუზარლად ყველას მიმართ აღასრულებდა.

აღდგომის მარხვა იყო. ერთ საღამოს, კარტოფილის ღვეზელებით, მცირე მოსაკითხით, მივედი მამა გაბრიელთან. იმ დროისათვის, ცოტა არ იყოს, მატერიალური სიდუხჭირე მქონდა (ეს მამა გაბრიელისთვის არ მქონდა ნათქვამი). შესული არ ვიყავი, რომ მწუხარედ მითხრა: - შენ რა მოგაქვს ჩემთან, როცა შენ თვითონ არა გაქვს რა, აი, მაშინ იქნები ძლიერი, ქუჩიდან მოსულ მშიერს თუ დააპურებ. მისი ნათქვამი წინასწარმეტყველება იყო. მისგან წამოსულს, ქუჩაში მხვდება რამდენიმე მორწმუნე გოგონა, ისინი უტრანსპორტობის გამო თბილისში ვერ წავიდნენ და ღამის გასათევს ეძებდნენ. ბუნებრივია, სახლში წავიყვანე და მათ გასამასპინძლებლად მზადება დავიწყე. არც მინერვიულია, სახლში რომ მარაგი არ მეგულებოდა, და როცა საგულდაგულოდ დავიწყე სარდაფში ქვაბების დათვალიერება, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე გადანახული ხილფაფა და მურაბა. მამა გაბრიელის კურთხევით, მშვენივრად ივახშმეს ჩემმა სტუმრებმა.

აღდგომის ღამეს, ლიტანიობის შემდეგ, მეგობართან ერთად ჩემს სახლში წავედით. მაგრამ მოხდა ისე, რომ მეგობართან კონფლიქტი მომიხდა და ამის გამო ძალზედ ავფორიაქდი. როცა თენდებოდა, ისევ მეგობრებთან ერთად მამა გაბრიელს ვესტუმრეთ. რიჟრაჟი იყო. მამა გაბრიელს, ბერთან და სხვა მორწმუნეებთან ერთად მცირე სადღესასწაულო ტრაპეზი გაეშალა და ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ, ჩვენც შევუერთდით. მე მეგობართან მომხდარი კამათით აღელვებული ვიყავი. მამა გაბრიელმა საუბარი დაიწყო ქალების მეგობრების შესახებ (მისთვის უცნობი იყო ჩემი კონფლიქტი), მათ ურთიერთობაზე და ბოლოს დაგვიკონკრეტა კიდეც ჩვენი ამბავი. მამა გაბრიელმა დიდი სიყავრულით დაგვმოძღვრა, მაგრამ გაიარა დრომ და ბოროტის ბრძოლა გაგრძელდა და ჩვენში წყენა ჩამოვარდა. ამის გამო მე და ჩემი მეგობარი მამა გაბრიელმა თითქმის თვეების განმავლობაში არ მიგვიღო. ეს იყო საოცრება, მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდი მამა გაბრიელთან მისვლას, ვამბობდი: - ახლა ის დროა, გარეთ უნდა იჯდეს. ამ დროს ხელი შემეშლებოდა და მაშინღა მივდიოდი, როცა ის კელიაში იყო. ჩემი კელიასთან მიახლოება იყო და მამა გაბრიელის განრისხებული ხმა მესმოდა (თუმცა ის ვერ მხედავდა, რომ მე ვიყავი მისული).

- დავიღალე, არ დამენახო.

გამოვიდოდა მონაზონი და ჩვეული ღიმილით მეტყოდა:

- ხვალ გამოიარე.

კარგა ხანს ასე გრძელებოდა, ხოლო როცა ვეზიარე, მეორე დღეს მოდის ჩემი მეგობარი და მაძლევს სუნამოს:

- ეს მამა გაბრიელმა გამოგიგზავნა, მითხრა: - წაუღე, ხომ იცი, როგორ უყვარსო.

მე მეორე დღესვე მივედი მასთან, ეზოში იჯდა, გულში ჩამიკრა და ბევრი ვიტირე.

მასთან პირველად მისული ადამიანი გაკვირვებას ვერ მალავდა, ფიქრსაც კი გონებაში გავლებულს მამა გაბრიელი უმალ ხვდებოდა და ამით იწყებდა საუბარს.

ერთხელ, იმ დროისათვის მცირედ მორწმუნე მეგობარი მივიყვანე, რომელიც მამა გაბრიელის საუბარს უსმენდა, მაგრამ თურმე სულ იმას ფიქრობდა:

- ნეტავ ამ კაცს რა წარსული ჰქონდა.

უცებ მამა გაბრიელს ცალკე გაჰყავს ეს პიროვნება და უყვება თავისი წარსულის ყველაზე ძნელ მომენტებს და სთხოვს პატიებას. ჩემი მეგობარი ძალიან დაიბნა და განცვიფრებული წამოვიდა. მას შემდეგ ის ხშირად მიდიოდა მამა გაბრიელთან. დღეს ეს ადამიანი ერთ-ერთი ჭეშმარიტი მორწმუნე და ეკლესიის მსახურია.

გაბრიელ ბერი საოცარი სიყვარულითა და ყურადღებით იყო გამსჭვალული მის გარშემო მყოფთა მიმართ. ალბათ შეუძლებელია ცხოვრობდე ქვეყანაზე და ყველა შენი ნაცნობის ტკივილი გაითავისო. მაგრამ ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 90-იანი წლების დასაწყისში ჩემს დას, თავისი ოჯახით, დიდი ხნით სოჭში მოუწიათ წასვლა. მთელი ხუთი თვის განმავლობაში, ყოველ მისვლაზე, მამა გაბრიელი მათი ჩამოსვლის ამბავს მეკითხებოდა. ბოლოს, კატეგორიულად მითხრა:

- ჩამოვიდნენ, თორემ მერე ძალიან გაუჭირდებათ.

მართლაც დაახლოებით ხუთ თვეში აფხაზეთის არეულობები დაიწყო და გზებიც ჩაიკეტა.

მამა გაბრიელთან ჩემი ურთიერთობის დროს ძალიან მინდოდა, მისგან რაიმე სამახსოვრო საჩუქარი მქონოდა. ხატის ჩუქებას ხომ ვერც ვიფიქრებდი. რამდენჯერმე ისეთ დროს მომიწია მისვლა, როცა მამა გაბრიელი კელიის კართან, მზის გულზე ჩამომჯდარი, ხატებს ჩარჩოებს უკეთებდა.

თხოვნას ვერ შევკადრებდი, მაგრამ თხოვნამდე საქმე არ მისულა. ერთი გავიფიქრე: - რა იქნება ახლა ერთი ხატი რომ მაჩუქოს-მეთქი. ამის გაფიქრება იყო და საპასუხოდ გავიგე:

- რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი, გინდა კარგ ხასიათზე მოგიყვანო? - და ხატი გამომიწოდა.

მე ხატს ვემთხვიე და ვინაიდან მეგონა, რომ ხატი სამთხვევად გამომიწოდა, უკან მივაწოდე. მან კი მითხრა:

- ხომ ეს გინდოდა, ახლა შენია და სახლში წაიღე. - სიხარულისგან ცას ვეწიე.

ოჯახში მე და ბებია ვცხოვრობდით (მშობლები ადრე გარდამეცვალნენ). ერთ დღეს, ჩვენთან სახლში მობრძანდა მამა გაბრიელი, მამა ნიკოლოზი და ერთი მორწმუნე ბიჭი. მე და ბებია ვსადილობდით. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა მათი სტუმრობა. მამა გაბრიელი შემოგვიერთდა, სუფრა დამიწუნა და მითხრა:

- აბა, ახლავე დატრიალდი, აბაზანა გააცხელე, უნდა დავიბანო. თან ძალიან მშია და საჭმელიც მომიმზადე.

მეც, რა თქმა უნდა, დავიწყე მზადება. რისი შესაძლებლობაც მქონდა მაგიდაზე მივიტანე და აბაზანაც გავამზადე. როცა ყველაფერი მოვამზადე, ადგა, პირიც კი არ დაუკარებია არაფრისთვის, დაბანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია და მითხრა:

- რა კარგი დიასახლისი დადგები, შენთვის ერთი კარგი ქირურგი მადლია.

ეს ბოლო სიტყვები ცოტა გაუგებრად მივიღე, ვერაფერს მივხვდი, მაგრამ თურმე ყველაფერი წინ მელოდა.

ამის შემდეგ დიდი განსაცდელი შემხვდა. მივედი მამა გაბრიელთან, ძალიან თბილად შემხვდა, ვისაუბრეთ და ბოლოს მითხრა:

- შუა ზღვაში ხარ ჩავარდნილი, თანაც ცურვა არ იცი, მაგრამ მამა გაბრიელი რისთვის გყავს?!

გამიღიმა, პირჯვარი გადაიწერა და გულში ჩამიხუტა. კიბეზე ჩასულს ზემოდან სიტყვა დამაწია:

- შენი ხსნა ქირურგია.

მე კიდევ ვერ მივხვდი, ვიფიქრე, ალბათ, საოპერაციო ვხდები და პირდაპირ არ მეუბნება-მეთქი. სწორედ იმ დღეებში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც პროფესიით ქირურგია.

ჩვენი ჯვრისწერის დღედ 23 ნოემბერი - გიორგობა იყო ნათქვამი. მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში მამა გაბრიელმა მითხრა:

- ოქტომბერში უნდა მოასწრო, ჯერ სანამ თბილა.

ჩვენ პრობლემები გვქონდა გადასაწყვეტი და ამიტომ ნოემბერი უფრო უპრიანად მიგვაჩნდა. მოვლენები საოცრად შეიცვალა - ჩვენი ჯვრისწერა შედგა 29 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში. ჯვრისწერის შემდეგ, მამა გაბრიელთან მივედით. შევედი თუ არა კელიაში, უკვე საწოლს მიჯაჭვულმა, დედა პარასკევას გადახედა და უთხრა:

- ხომ გითხარი, სანთელ-საკმეველი გზას არ დაჰკარგავს-მეთქი.

მე ბევრი ვიტირე, მომეფერა და დამლოცა. შემდეგ კი მარტო ჩემი მეუღლე დაიტოვა, ესაუბრა და ისიც სიყვარულით დალოცა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა ამქვეყნად. მან ოთხ დღეში, 2 ნოემბერს, ეს სოფელი დაუტევა. მაშინ კი მივხვდი, თუ რატომ არ შედგა ჩვენი ჯვრისწერა 23 ნოემბერს, ის ხომ ჩვენს ფიზიკურად დალოცვას ვეღარ შეძლებდა.

ეს კურთხევაა ჩვენი ოჯახის ერთიანობის საწინდარი, ეს ის სიყვარულია, რომელიც მან შთაგვინერგა და გვასწავლა.

ამ ცოტა ხნის წინათ: "საპატრიარქოს უწყებანში" წავიკითხე მასალა წმინდა ნექტარიოსისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის შესახებ.

გავეცანი, რომ XIX ს-ში კაიროში, პენტაპოლისის მიტროპოლიტი წმინდა ნექტარიოსი შერაცხილი ჰყავდათ როგორც ბოროტი, გარყვნილი, ამპარტავანი, ეშმაკეული და დაატოვებინეს ალექსანდრიის საპატრიარქო, რის შემდეგაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა ათენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მონასტერში. მთელი საბერძნეთიდან მოდიოდნენ ამ მონასტერში და იღებდნენ დევნილი ნექტარიოსისგან კურთხევასა და ნუგეშს. და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 1962 წელს, ნექტარიოსი წმინდანად შერაცხა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ. ხოლო ალექსანდრიის საპატრიარქოში გამართული ამჟამინდელი სიმპოზიუმი იყო ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან თავისი შეცდომების აღიარება, და პატიებისა და შენდობის გამოთხოვა წმინდა ნექტარიოსისგან.

მე კი შევთხოვდი უფალს, რომ მამა გაბრიელისადმი ასეთი პატიება არ დაგვჭირვებოდეს წლების შემდეგ, არამედ მისი წმინდანად შერაცხვა და მისდამი პატიების მდაბალი თხოვნით მიმართვა შეგვესრულებინოს დღესვე.
რუსუდან სურმავა (1999წ.)

***
გაბრიელ ბერს შეეძლო თითოეული ადამიანის სულიერი სამყაროს წარმოჩინება, მას შესწევდა უნარი - თავისი ქმედებით დაენახვებინა შენთვის საკუთარი თავი. იგი შენი სულის სარკე იყო.

როდესაც ვერ ვხვდებოდი ჩემს სისუტეებსა თუ ჩადენილ ცოდვებს, იგი თავმდაბლად, ხან მოქმედებით, ხანაც დარიგებებით მიმახვედრებდა. მაფრთხილებდა, რომ მომავალში გამეთვალისწინებინა ჩემი სუსტი მხარე და ღმრთის მადლი არ დამეკარგა. თუ ჩადენილი ცოდვის გამო სასოწარკვეთილებამდე მივდიოდი, ყოველთვის მამხნევებდა:

- იმედი არ დაკარგო, დაო, ყველანი ცოდვილნი ვართ. მისი სიტყვა მუდამ მამხნევებდა სულიერად.

როდესაც რაიმე სურვილის შესრულება მინდოდა, ჩემს ლოცვას პატივს არ ვცემდი, არ მჯეროდა, რომ ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ მასთან მივდიოდი სათხოვნელად.

მამა გაბრიელმა, რაღა თქმა უნდა, იცოდა, რაც მაწუხებდა, მაგრამ მარტო თვითონ არ ლოცულობდა ჩემთვის, არამედ მარიგებდა, რომ მეც თავად უნდა მეთხოვა ღმერთისათვის თავმდაბლობით. ხანდახან ხატებთან მაჩოქებდა, მალოცებდა, თვითონ კი გვერდით დამიდგებოდა. ამის მერე მის გარეშეც მიჩნდებოდა სურვილი, რომ უფლისათვის მე მარტოც მელოცა ჩემს სათხოვარზე. ასეთი ბევრი თხოვნა შემსრულებია. მე ამით მამა გაბრიელი ლოცვის ძალას მასწავლიდა და ვხვდებოდი, მისი ნათქვამის სისწორეს:

- ღმერთმა მითხრა: - გაბრიელ, თვითონ არ მთხოვს და შენ რატომ მევედრები?

მამა გაბრიელთან ურთიერთობის შემდეგ მეტად დავაფასე მეგობრებისა თუ უცხო ადამიანების სიყვარული და თანადგომა. უფრო ადვილად შემიძლია დავივიწყო სხვისი ჩემდამი მოყენებული შეურაცხყოფა თუ წყენა და ადვილად ვაპატიო მათ. ასევე მასწავლა, რათა თავი ვაიძულო და ქრისტიანული შესაბამისობით გავითვალისწინო ყოველივე ის, რაც მოყვასისთვის მიუღებელია.

დიდი სიყვარულის ნიჭი შეეძლო ეჩუქებინა შენთვის მის ლოცვას. ეს ნამდვილად განმიცდია მისგან. ერთხელ, მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა ერში ვიჩხუბეთ. სისუსტე მოგვერია ორივეს. გაღიზიანებულნი ერთმანეთისადმი გაურკვეველ ცუდ გრძნობას ვამჟღავნებდით. იმ დღეს მამა გაბრიელს ვესტუმრეთ, იგი დიდი სიყვარულით დაგვხვდა, თავი დაიმდაბლა ჩვენ წინაშე და გაგვამხიარულა კიდეც. იქიდან წამოსულებს ერთმანეთის მიმართ საოცარი სიყვარული გაგვიჩნდა. მართლა ვგრძნობდი იმ ადამიანისადმი ქრისტიანულ სითბოს. გვინდოდა დღე მთლიანად ერთად გაგვეტარებინა. ერთმანეთთან დაშორება გაგვიჭირდა.

ღირსი გაბრიელი
მამა გაბრიელი ჩემთვის ყოველთვის იქნება ცოცხალი იმედი. მისი იმედი და შემწეობა ნუ მოუშალოს ღმერთმა სრულიად საქართველოს და მე ცოდვილს.

მამა გაბრიელმა მეგობრებისა და საერთოდ, მეგობრობის ფასი მასწავლა. ადამიანი სუსტია და თავისი უძლურების ფარგლებში უჭირს - აპატიოს მეორეს თუნდაც უმნიშვნელო შეცდომა. ასეთ შემთხვევაში ხშირია ერთმანეთის დაკარგვის შანსი. ურთიერთობის გადარჩენა ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულს შეუძლია. ამ სიყვარულით მეც გადამირჩენია თითქმის უკვე დაღუპული ურთიერთობები.

მამა გაბრიელის მეოხებით ღვთის მადლსა და შემწეობას ჩემი ცხოვრებისეული თუ სულიერი დონის გაუმჯობესებაში ვხედავდი. ადრე განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების იმედზე ვრჩებოდი, მათ ვუზიარებდი ჩემს წუხილს, დარდს, მათი სითბოთი ვმხნევდებოდი. გაბრიელ ბერის მეოხებითა და ღვთის მადლით ახლა ღვთისადმი სასოება უფრო დიდია, ვიდრე ჩემ გარშემომყოფთა იმედზე ყოფნა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ არა მთავარი. მისმა ლოცვამ და თანადგომამ ბავშვობაში განცდილი ბევრი დანაკლისი შემივსო. ჩემი ცხოვრება საინტერესო და აზრიანი გახდა.

იგი ადამიანებს დიდი სიყვარულით იღებდა: უმასპინძლდებოდა, ამხნევებდა, რწმენას მატებდა, არიგებდა, ხანდახან უბრაზდებოდა კიდეც, ვის როგორ სჭირდებოდა, მაგრამ, რაც უნდა გაგწყრომოდა, ადამიანისადმი მის სიყვარულს ვერაფერი ფარავდა.

მამა გაბრიელთან სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც - მის საფლავთან ბევრი გაჭირვებული, სუსტი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანი ჩამიყვანია, რომელთაც მასთან ყოფნით, თუ მის საფლავზე მისვლით შვება უგრძვნიათ. ბევრი იკურნებოდა, ბევრი ქალი დედა ხდებოდა, ბევრი დანგრეული ოჯახი ისევ მტკიცდებოდა...

მამა გაბრიელი ხშირად შეგვაგონებდა:

- ღმერთთან მიახლოება თავმდაბლობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანს თუ სიმდაბლე არ გააჩნია, მას არც სიყვარული შეუძლია.

იგი სიმდაბლესა და სიყვარულს ყველაზე მაღლა აყენებდა. ხშირად ამბობდა "ღმერთი არის სიყვარული". ამ სიყვარულით ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და სხვებსაც უხვად ანიჭებდა.

იგი ჩემთვის ცოცხალი სახარება იყო. მის ქმედებებსა თუ ქადაგებებში ნათლად ვხედავდი, თუ რა არის ქრისტიანობის არსი - მოყვასისადმი უანგარო სიყვარული და ადამიანთა სისუსტეების საკუთარ თავში ძიება; მათთვის ნუგეშისცემა და გაგება; მათგან მოყენებული შეურაცხყოფის მოთმინებით ატანა; პატიება ნებისმიერი შეცდომის; მოთმინებით მიღება ნებისმიერი განსაცდელისა - დევნის, დამცირების, ცილისწამების. დიდი პიროვნება იყო, თამამად შემიძლია ვთქვა, ღვთით შემოსილი და განმღრთობილი. იგი ხშირად შემოდიოდა ჩემს დაცემულ სულში და მის აღდგენაში მეხმარებოდა.

დიდი ბერის ლოცვითა და კურთხევით დაბადებულ სიყვარულის გრძნობას ჩემში სიკვდილი არ უწერია. ეს სიყვარული ჩემი სულის გამარჯვება და გადარჩენაა.

მამა გაბრიელი ჩემთვის ყოველთვის იქნება ცოცხალი იმედი. მისი იმედი და შემწეობა ნუ მოუშალოს ღმერთმა სრულიად საქართველოს და მე ცოდვილს.
ნინო მახარობლიშვილი (1999წ.)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat